დღის თემა

რექტორმა სტუდენტების კითხვებს ონლაინ-რეჟიმში უპასუხა

20 დეკემბერს თსუ-ის რექტორმა სტუდენტების კითხვებს ონლაინ-რეჟიმში უპასუხა. პირდაპირი ჩართვისას, შესავალ ნაწილში, გიორგი შარვაშიძემ გასულ 2018 წელს მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. გარდა საერთაშორისო ასპარეზზე მსოფლიო უნივერსიტეტების სხვადასხვა რანჟირებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პოზიციონირების თაობაზე ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაჟღერებისა, რექტორმა შემდეგი საკითხები გამოყო:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული დაფინანსების დაახლოებით ნახევარი სწორედ თსუ-ის მეცნიერებმა და დოქტორანტებმა მიიღეს. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაზარდა სტუდენტური პროექტების დაფინანსებაც - სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის 2018 წელს უნივერსიტეტმა 600 000 ლარი; კულტურული, საგამოფენო და სპორტული ღონისძიებებისთვის კი 230 000 ლარი გამოყო.

თსუ რეგიონში კვლავ ლიდერია „Erasmus+“-ის ფარგლებში განხორციელებული გაცვლითი პროგრამების რაოდენობით. ამჟამად ხორციელდება 167 პროექტი, რაც მთელი ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების პროექტებზე გაცილებით მეტია. 2018 წლის სტატისტიკა ასეთია: გაცვლით პროგრამებში 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100-მდე უცხოელი პროფესორი ეწვია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე 600 უცხოელი სტუდენტი ირიცხება. გვაქვს ერთობლივი და შერეული ხარისხის მინიჭების პრაქტიკა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიც არის კიოლნის, შპაიერის, ბოლონიის უნივერსიტეტები, იულიხის კვლევითი ცენტრი. დაწყებულია მუშაობა თსუ-ის სტუდენტური ასოციაციებისა და თვითმმართველობების ევროპულ სტუდენტთა გაერთიანებებში გასაწევრიანებლად. 

თსუ ჩაერთო დიდ საერთაშორისო პროექტში KM3Net, რომელშიც გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფები მონაწილეობენ. ამ პროექტის ფარგლებში თბილისში 2019 წლის თებერვალში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

* * *
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საუბრისას 2018 წელს საერთაშორისო დონეზე მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის საქართველოში ევროპის აკადემიის კვლევითი ჰაბის გახსნა გამოყო. ევროპის აკადემია 30 წლის წინ დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიისა და ჰოლანდიის მეცნიერებათა აკადემიების ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ამ დროისთვის მასში 4000 მეცნიერია გაერთიანებული, მათ შორის, 74 ნობელის პრემიის ლაურეატია.
„ევროპის აკადემია აფინანსებს ყველა დიდ სამეცნიერო პროექტს, რომელიც ევროპის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოში აკადემიის კვლევითი ჰაბი 2019 წლის აპრილის მეორე ნახევარში გაიხსნება. მას პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი უხელმძღვანელებს. ჰაბის სამუშაო პროცესში ყველა ქართველი სახელოვანი მეცნიერი ჩაერთვება. გვექნება საშუალება, რეგიონის მასშტაბით უფრო მეტი სამეცნიერო გრანტი მოვიზიდოთ და კვლევით პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩავრთოთ“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

* * *
გიორგი შარვაშიძემ უკვე განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა: „ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები უკვე გადაიდგა - აშენდა 300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბასთან. დამატებით ვგეგმავთ 3000 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის აშენებას მაღლივი კორპუსის მიმდინარე ტერიტორიაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში სტუდენტური სივრცეების მოწყობას. დავიწყეთ თსუ-ის II კორპუსის მასშტაბური რეკონსტრუქცია და ამ კორპუსში 2019 წელს ვაპირებთ შიდასარემონტო სამუშაოების დაწყებას ისე, რომ სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელი არ შეეშალოთ. ვგეგმავთ ბიბლიოთეკის შენობის სრულ რეაბილიტაციას; გამოყოფილია თანხები საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის შენობის დასასრულებლად. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში, ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ე.წ. მაღლივ კორპუსში გარემონტდა ლიფტები“.

* * *
პირდაპირი ჩართვისას სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის კითხვების დასმა ვიდეო-გზავნილებით და კომენტარების საშუალებით შეეძლოთ. გთავაზობთ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ ინტერვიუს:

მარი გრიგოლიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- ჩვენს უნივერსიტეტში მწვავედ დგას უცხო ენების შესწავლის საკითხი. იმ პირობებში, როდესაც თითოეულ საგანში ყველა სტუდენტს უწევს უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ეს საკითხი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც სტუდენტის განათლების ხარისხზე, ასევე, უნივერსიტეტის პრესტიჟზე. თქვენი აზრით როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- ინგლისური ენისა და უცხო ენების ცოდნა აუცილებელია მეცნიერების განვითარებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებისთვის. უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ცენტრი მუშაობს. სწავლების დონის ასამაღლებლად ვთანამშრომლობთ საელჩოებთანაც. ამ დროისთვის უკვე 40-მდე ენა ისწავლება. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

გიორგი თორდუა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის გარდა, ცნობას სტუდენტის სტატუსის შესახებ და ნიშნების ფურცელს მხოლოდ ქართულ ენაზე გასცემენ, რაც პრობლემას ქმნის ჩვენთვის. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროს ამ დოკუმენტების თარგმნა საკუთარი ხარჯით გვიწევს. რამდენად შესაძლებელია, სხვა ფაკულტეტზეც ორენოვანი დოკუმენტაცია გასცენ?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- ამ საკითხზე ხშირად მოგვმართავენ. ცენტრალურ ადმინისტრაციაში ყოველთვის მზად არიან, რომ დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზეც გასცენ. ამ კარგ პრაქტიკას, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზეა დანერგილი, სხვა ფაკულტეტებზეც გავავრცელებთ.

თინათინ ალიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი:
- ყურადღებას რამდენიმე პრობლემაზე გავამახვილებ: პირველი - ეს არის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხი. მათი ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ნაწილი კი იმდენად ცუდად არის ნათარგმნი, რომ სწავლას უფრო გვირთულებს. მეორე თემა გახლავთ სტუდენტური სივრცეების მოწყობა, რის ნაკლებობასაც განვიცდით და აუცილებელია ასეთი სივრცეების შექმნა, რადგან ხშირად სტუდენტებს ლექციებს შორის დიდი ინტერვალი გვაქვს.

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი იზრდება - წელს მას 1000 წიგნი შეემატა. ასევე, თებერვლის დასაწყისში უნივერსიტეტს ექნება ახალი ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ყველანაირი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, მათ შორის, ნახავთ ბიბლიოთეკების ბმულებს. გარდა სახელმძღვანელოების გაციფრულების პროცესისა, თსუ-ში ძალიან ბევრი პუბლიკაცია უკვე პირდაპირ ელექტრონული ფორმატით ვრცელდება. ეს ხელს უწყობს მკითხველს - უფასოდ ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც უნივერსიტეტს გააჩნია. ასევე, ჩვენ გვაქვს კარგი ელექტრონული ბაზები, რომელიც უზრუნველყოფს - მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა კვლევები გამოდის სხვადასხვა ქვეყნებში და რა წიგნები იბეჭდება. ეს ბაზები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ამ ბაზით სარგებლობისთვის ინგლისურ ენას კარგად უნდა ფლობდეთ. ჩვენ გვქონდა საუბარი აკადემიურ საბჭოზე და ვაპირებთ ბიბლიოთეკის მუშაობის საათების გაზრდასაც. რაც შეეხება სტუდენტური სივრცეების მოწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასეთი სივრცეები შეიქმნება უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში.

ნინი ცაბუტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- სტუდენტები უნივერსიტეტში ვეუფლებით სამომავლო პროფესიისთვის საჭირო ცოდნას. სამწუხაროდ, სასწავლო პროცესის დროს ვერ ხერხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები რომ არა, პირადად მე ისე დავამთავრებდი უნივერსიტეტს, სასამართლოშიც არ ვიქნებოდი ნამყოფი. ამ მიმართულებით აუცილებელია ცვლილებების განხორციელება. თქვენ როგორ ფიქრობთ პრობლემების გადაჭრას?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- სასწავლო პროგრამებში მეტი პრაქტიკული საგნები უნდა გაჩნდეს. აუცილებელია ცოცხალი კავშირის ქონა მომავალ დამქირავებლებთან. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სტუმრობას დამსაქმებლებთან და ამით ურთიერთობის დასრულებას. 2018 წელს ჩვენ მივიღეთ 6 წლიანი სრული და უპირობო ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის დროსაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თეორიული სწავლება სჭარბობს პრაქტიკულ კომპონენტს. ამდენად, გვინდა, სასწავლო პროცესში მეტად ჩავრთოთ პოტენციური დამქირავებლები. ბევრ კომპანიასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული. ხშირად მოგვმართავენ ტელევიზიები, სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები, ბიზნესმენთა ასოციაციები ასეთი ხელშეკრულებების გაფორმების თხოვნით. ეს მათთვისაც კარგი საშუალებაა, რომ კვალიფიციური კადრი მოიზიდონ. ამდენად, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გასაძლიერებლად ბევრი რამ კეთდება.

ვრცლად

რა გაკეთდა? - 2018 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები

გვესაუბრება თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე
წარმატების ინდიკატორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორის არის და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის - ეს გახლავთ U.S. News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირების მონაცემები. რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.
თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონიდან, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებებში (Times Higher Education/THE (მესამედ) და Shanghai Ranking) მოხვდა. QS Top University Ranking Eastern Europe and Central Asia რანჟირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 109-ე ადგილზეა და ლიდერ პოზიციაზეა კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებს შორის.

თსუ-ის უპირატესობა - საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობით (300-ზე მეტი), რომლებიც 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ International Credit Mobility (ICM)-ის დაფინანსებული პროგრამით ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
  • ბოლო წლებში თსუ-ს 100-ზე მეტი უცხოელი პროფესორი ეწვია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური საერთაშორისო კავშირები უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ. უკვე არაერთი სტუდენტი ეწვია ამ მიზნით, მაგალითად, პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. სტუდენტების ჯგუფი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს Asia Science Camp-ში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, კერძოდ - ისრაელში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში და ა.შ.
  • თსუ, ევროპის მასშტაბით, 26 ქვეყანაში 80-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს „ERASMUS+“-ის 171 პროექტის ფარგლებში. ამასთანავე, თსუ-ის ინსტიტუციური პარტნიორების რიცხვი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 200-ს აღწევს.

საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსების თანამშრომლობას ატომური ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) უკვე დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. თსუ მონაწილეობს CERN-ის ATLAS ექსპერიმენტში, იულიხის კველევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) COSY ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში, უნივერსიტეტის მეცნიერები არიან ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის KM3NeT სათავეებთან მყოფი 15 ქვეყნის ფიზიკოსებს შორის. U.S. News&World Report-ის 2018 წლის დარგობრივი რანჟირებით, თსუ ფიზიკის მიმართულებით 278-ე ადგილს, შანხაის დარგობრივ რანჟირებებში კი - N151-200 პოზიციას იკავებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა - ისარგებლონ „ჭკვიანი ლაბორატორიებით“ (SMART|EDM და SMART AtmoSim), რომლებიც თსუ-ში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით 2016-2018 წლებში გაიხსნა; უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი - SMART|SmR_lab (School meets Research) ამოქმედდება.
2012 წლიდან ლაიდენის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გახსნილია ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების მოწვეულ პროფესორთა ცენტრი; უნივერსიტეტში უკვე თსუ-ის არაერთმა პროფესორმა ჩაატარა კურსი ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში. ლაიდენის წარმატების მაგალითის გაფართოებას თსუ 2019 წლიდან რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეეცდება - ქართული ენის კათედრები კიდევ 6 ევროპულ უნივერსიტეტში გაიხსნება.


„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი თსუ-ში

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში, თსუ-ში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში, ყოველწლიურ შეკრებაზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - „აკადემია ეუროპეამ“ მიიღო ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში კვლევითი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება, ანუ ეს იქნება პირველი ჰაბი, რომელიც გაიხსნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. ამით ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს სხვადასხვა ევროპულ პროგრამაში.


უცხოელი სტუდენტები თსუ-ში და საერთაშორისო პროგრამები

2018 წელს უცხოეთის მოქალაქე 29 სტუდენტი იყო იმ კურსდამთავრებულებს შორის, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის გამოშვების ცერემონიაზე ჰიპოკრატეს ფიცი დადო. წელს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე და სხვა პროგრამებზე უკვე 600-მდე უცხოეთის მოქალაქე სტუდენტი სწავლობს. საერთაშორისო სტუდენტებს თსუ-ში დღეს შეუძლიათ 22-მდე უცხოენოვან პროგრამაზე შეაჩერონ არჩევანი.
აღსანიშნავია, ამ პროგრამებს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც, რომლებიც აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან. საერთაშორისო ხარისხის განათლებას დღეს აქ უკვე 11 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. წარმატებული კურსდამთავრებულები კი წამყვან პოზიციებს იკავებენ რეგიონში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, CSA, WASC) საბაკალავრო პროგრამები STEM დარგებში და მიიღონ ამერიკული დიპლომი. თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ში განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და სააუდიტორიო ოთახები. თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო და ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ პროგრამებზე 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის თსუ-ში 430-მდე.
2019 წელს თსუ-ის შპაიერის პროგრამას 10 წლიანი იუბილე აქვს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე იურიდიულ ფაკულტეტზე უკვე 10 წელია ხორციელდება ინგლისურენოვანი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. პროგრამის ფარგლებში 100-მდე სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა ევროპის ქვეყნების სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში და მიიღო საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამის დიპლომი. თსუ-ში დღეს ერთობლივი და ორმაგი ხარისხის 10-მდე პროგრამა მოქმედებს.


ახალი რესურსები სტუდენტებისთვის

  • უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ ღია წვდომა მრავალ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზასთან, რაც მათ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების რეალურ დროში გაცნობის უნიკალურ საშუალებას აძლევს. ასეთი რესურსებია: Elsevier, Scopus (www.scopus.com), Sciencedirect (www.sciencedirect.com), EBSCO Econlit (https://goo.gl/ptblg3), Royal Society Journal Collection (www.royalsocietypublishing.org), England Journal of Medicine (www.nejm.org), Oxford Textbook of Medicine (www.oxfordmedicine.com), BioOne (www.bioone.org), ECD-Library (www. oecd-ilibrary.org), Cambridge Journals Online (www.journals.cambridge.org), HINARI Health Access to Research Initiative - (www.who.int/hinari).
  • თსუ-ის ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ლისის ტბასთან 2018 წლის დასაწყისიდან გაიხსნა. კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუდენტებმა კომფორტულ გარემოში იცხოვრონ.
  • სულ რამდენიმე დღის წინ მოეწყო 3000 ადამიანზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის პროექტის პრეზენტაცია. კომპლექსისთვის მიწას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფს და ამ საერთო საცხოვრებლით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ისარგებლებენ.
  • სულ მალე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს თსუ-ის რეაბილიტირებული II კორპუსი მოემსახურებათ.

 

სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში

ბოლო წლებში ამოქმედებულმა სტუდენტური პროექტების პროგრამამ არაერთ სტუდენტს მისცა საკუთარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო თუ სოციალური შინაარსის იდეის განხორციელების შესაძლებლობა.
გასული წელი რომ შევაჯამოთ, უნივერსიტეტში საინტერესო კულტურული და სპორტული ცხოვრება იყო. თსუ-ის ფუტსალის გუნდი ბოლო წლებია ფუტსალის ევროპული უნივერსიადის წარმატებული მონაწილეა. გუნდმა 2017 წელს ფინალში, 2018 წელს კი ნახევარფინალში იასპარეზა. დღეს უნივერსიტეტში მრავალი სპორტული კლუბია, არის სტუდენტური თეატრი და ანსამბლები, რომლებიც სტუდენტებს თავისი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევენ.

ვრცლად

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის თსუ-ში უფასო მოსამზადებელი ცენტრი იქმნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თსუ-ში აბიტურიენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პროგრამის პრეზენტაციას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, აბიტურიენტები ორ ლოკაციაზე შეძლებენ მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში. „ძალიან საინტერესო პროგრამაა. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით, საცხოვრებელი პირობებით, სწავლებით. ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათ ადაპტირებული ტესტი ჩააბარონ, რომელიც საშუალებას მისცემს არჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა“, - აღნიშნა რექტორმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ სწავლა და, სწორედ ამიტომ, აუცილებელია უფრო მეტი ხელშეწყობა, რათა მომავალში ისინი წარმატებულები იყვნენ. „უფასო მოსამზადებელი ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აბიტურიენტებისთვის შეიქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასკოლო განათლების მიღება გალსა და ახალგორში, სადაც მათ, ფაქტობრივად, არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, სახელმწიფო მსურველებს შესთავაზებს სრულიად უფასო, უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს. ცენტრში ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდგომ უკვე გამარტივებული წესით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მომზადებასა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალგაზრდების სასკოლო განათლება არ შეესაბამება ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს და, სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია ამ გამოცდების ჩაბარება. ეს პროგრამა კი ამ ახალგაზრდებისთვის იქნება კარგი შანსი“, - აღნიშნა სტუდენტმა დაჩი ახვლედიანმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ პროგრამა და ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, გათვალისწინებულია მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც.

ვრცლად

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ფრან­კ­ფურ­ტ­ში აჩ­ვე­ნა, რომ უდი­დეს პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართა, მასშტაბური პროგრამით წარსდგა. 
პროგრამა მოიცავდა როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოფენებს, ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერების საჯარო ლექციებს. პროგრამის მიზანი იყო სრულად წარმოეჩინა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიღწევები. 
ბაზრობის ფარგლებში გამოიფინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურა. მათ შორის იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 50-ზე მეტი სამეცნიერო წიგნი, თარგმანი და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი გამოფინა. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსთველოლოგიას, როგორც ქართველოლოგიის დარგის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. აქცენტი გაკეთდა მრავალწლიანი გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის მიღწევებზე.

ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მო­ცე­მე­ბი ფრან­კ­ფურ­ტ­ში

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე დღეს ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით წარ­ს­დ­გა. შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „სიბ­რ­ძ­ნე-სიც­რუ­ი­სას“ და „გილ­გა­მე­ში­ა­ნის“ მი­ხა­კო წე­რეთ­ლი­სე­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი, ქარ­თულ-ხე­თუ­რი ლექ­სი­კო­ნი და „ზაფ­ხუ­ლის მოკ­ლე ღა­მე“ (შუ­მე­რუ­ლი, აქა­დუ­რი და ხე­თუ­რი ლოც­ვე­ბის და ჰიმ­ნე­ბის ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნი) თსუ-ის პრო­ფე­სო­რებ­მა ნი­ნო სამ­სო­ნი­ამ და ირი­ნე ტა­ტიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს. 

ნი­ნო სამ­სო­ნი­ამ მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მი­ხა­კო წე­რეთ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი შე­დის გილ­გა­მე­შის ეპო­სის მთარ­გ­მ­ნელ-გამ­შიფ­ვ­რელ­თა მსოფ­ლიო სა­მე­ულ­ში. მხო­ლოდ მსოფ­ლიო ელი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აქვთ პირ­ვე­ლად გა­შიფ­რუ­ლი გილ­გა­მე­შის ეპო­სი. ჩვე­ნი დარ­გის და­მა­არ­სე­ბელს - მი­ხა­კო წე­რე­თელს ეკუთ­ვ­ნის, ასე­ვე, „სიბ­რ­ძ­ნე-სიც­რუ­ი­სას“ და „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის თარ­გ­მა­ნე­ბი, რა­საც აღი­ა­რებს ყვე­ლა გერ­მა­ნე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი“.
ირი­ნე ტა­ტიშ­ვი­ლის გან­ც­ხა­დე­ბით, ქარ­თულ-ხე­თუ­რი ლექ­სი­კო­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ გა­მო­ფე­ნის­თ­ვის პო­ლო­ნეთ­ში გა­მო­ი­ცა. „ამ თარ­გ­მან­ზე 2006 წლი­დან ვმუ­შა­ობ. ეს ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სი­ცოც­ხ­ლის დი­დი ნა­წი­ლი მი­ვუძ­ღ­ვე­ნი ამ წიგნს. წიგ­ნი­სად­მი უც­ხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ინ­ტე­რე­სი დი­დია, რად­გან ისი­ნი ხე­თუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ შე­სატ­ყ­ვი­სებს“, - აღ­ნიშ­ნა თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა.
ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე დღეს ფრან­კ­ფურ­ტის სტუმ­რე­ბი გა­ეც­ნენ ჰო­მი­ლე­ტი­კუ­რი ძეგ­ლე­ბის თარ­გ­მა­ნებს. თსუ-ის მეც­ნი­ერ­მა სო­ფიო სარ­ჯ­ვე­ლა­ძემ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის უძ­ვე­ლეს დარ­გ­ზე - ჰო­მი­ლე­ტი­კა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე გაჩ­ნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით X-XI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გან­ვი­თარ­და; ამ პე­რი­ოდ­ში ექ­ვ­თი­მე ათო­ნელ­მა და ეფ­რემ მცი­რემ ბი­ზან­ტი­უ­რი უმაღ­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო იე­რარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის - წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი­სა და დი­დი კა­ბა­დო­კი­ე­ლი მა­მე­ბის ჰო­მი­ლი­ე­ბის თარ­გ­მ­ნა და­იწ­ყეს. მეც­ნი­ე­რის სა­ჯა­რო ლექ­ცია ექ­ვ­თი­მე ათო­ნელს და მის მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბით მე­თოდს ეხე­ბო­და. 
სო­ფიო სარ­ჯ­ვე­ლა­ძემ ასე­ვე წა­რად­გი­ნა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც V-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ ენას მო­ი­ცავს. „ეს წიგ­ნი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნია და ზუ­რაბ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და მას­ზე. მი­სი გა­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა ახ­ლა მოგ­ვე­ცა. ამ წიგ­ნ­ში 35000-მდე სიტ­ყ­ვა არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ ლექ­სე­მას ერ­თ­ვის მა­გა­ლი­თე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის წყა­რო­ე­ბი­დან. ეს ლექ­სი­კო­ნი არის ყვე­ლა­ზე ვრცე­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ი­ცავს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კურ ფონს“, - გა­ნაც­ხა­და სო­ფიო სარ­ჯ­ვე­ლა­ძემ.


ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და იო­ა­ნე პეტ­რი­წის თარ­გ­მა­ნე­ბი ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე

ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო DAAD-ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის, გი­სე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის, თსუ-ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის ჯობ­რა­ტო მუ­ქერ­ჯის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის მთა­ვა­რი თე­მა ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე. „თსუ-ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­დათ გერ­მა­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს­თან და ეს ტრა­დი­ცია დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ხი­დი, რო­მე­ლიც იუ­ლი­ხის ცენ­ტ­რი­სა და თსუ-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იმარ­თე­ბა“, - გა­ნაც­ხა­და მუ­ქერ­ჯიმ. მან ხა­ზი გა­უს­ვა გერ­მა­ნულ-ქარ­თულ სა­ზაფ­ხუ­ლო სკო­ლას, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თ­ვის. მუ­ქერ­ჯის თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო გერ­მა­ნი­ის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ტ­ნი­ო­რია და გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კარ­გი ნი­მუ­შია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ატ­ლა­სი“, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის მხა­რემ ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის გა­მოს­ცა. 
ამა­ვე დღეს ფეს­ტი­ვალ­ზე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა. მან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წიგ­ნი „იო­ა­ნე პეტ­რი­წის პლა­ტო­ნუ­რი თე­ო­ლო­გია“ წა­რუდ­გი­ნა. „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნა. ჩვენ XII სა­უ­კუ­ნე­ში გვქონ­და ასე­თი მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი თარ­გ­მა­ნი პროკ­ლე­სი, რო­მე­ლიც ლა­თი­ნებ­მა მარ­ტო სა­უ­კუ­ნე ნა­ხევ­რის მე­რე გა­ა­კე­თეს, და არა მარ­ტო თარ­გ­მა­ნი, არა­მედ იო­ა­ნე პეტ­რი­წის მი­ერ მთე­ლი ურ­თუ­ლე­სი მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ნა­აზ­რე­ვის კრე­ა­ტი­უ­ლი გა­და­მუ­შა­ვე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ კონ­ტექ­ს­ტ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.
ფრან­კ­ფურ­ტ­ში დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და­ვით მაღ­რა­ძის პო­ე­მის „ჯა­კო­მო პონ­ტის“ გერ­მა­ნულ­მა თარ­გ­მან­მა, რო­მე­ლიც 2018 წელს გერ­მა­ნულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შჰა­კერ Vერ­ლაგ-მა გა­მოს­ცა. თარ­გ­მან­ში პო­ე­მის შე­სა­ხებ შე­სა­ვა­ლი წე­რი­ლი გერ­მა­ნელ პო­ეტ­სა და ლი­ტე­რა­ტორს გერტ რო­ბერტ გრი­უ­ნერტს ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ე­მი­დან ნაწ­ყ­ვე­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტორ ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც წა­ი­კით­ხა.


სა­ქარ­თ­ვე­ლოს ატ­ლა­სი ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სხვა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნავ და სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მებ­თან ერ­თად, ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ატ­ლა­სის პირ­ველ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა წა­რად­გი­ნა. გა­მო­ცე­მა თსუ-ის 100 წლის­თავს ეძ­ღ­ვ­ნე­ბა და მი­სი პრე­ზენ­ტა­ცია ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გი­სე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის ჯობ­რა­ტო მუ­ქერ­ჯის მოხ­სე­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა. 
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ატ­ლა­სი მო­ი­ცავს 100-ზე მეტ რუ­კას, გრა­ფი­კებ­სა და ფო­ტო­ებს. იგი წარ­მო­ად­გენს 2012 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ატ­ლა­სის გა­და­მუ­შა­ვე­ბულ და გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ას. მას­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფი­ის თე­მა­ტუ­რი რუ­კე­ბი მთლი­ა­ნა­დაა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შედ­გე­ნა­შიც ახა­ლი აღ­წე­რის მა­სა­ლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. 
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ატ­ლა­სი, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ საზ­ღ­ვ­რებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სტუ­დენ­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის­თ­ვის.
გა­მო­ცე­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და გერ­მა­ნი­ის იუს­ტუს ლი­ბი­ხის სა­ხე­ლო­ბის გი­სე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ მომ­ზად­და და გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით გა­მო­ი­ცა.


პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი თსუ-ის სტენ­დ­თან

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სტენ­დი მო­ი­ნა­ხუ­ლა და, სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ცე­მებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც გა­ეც­ნო. სტუმ­რებ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით წარ­მოდ­გე­ნი­ლი 50-ზე მე­ტი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. მათ შო­რის, კ. კა­უც­კის წიგ­ნის „სა­ქარ­თ­ვე­ლო: გლეხ­თა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა“ სა­მე­ნო­ვა­ნი თარ­გ­მა­ნი, ვ. ვო­ი­ტინ­ს­კის „ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია“, ალ­ბო­მი - „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რის ქრო­ნი­კე­ბი“ და სხვა. 
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, სტენ­დი მო­ი­ნა­ხუ­ლეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მრჩე­ველ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გ­ში მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის სხვა წევ­რებ­მა.


მე­მო­რან­დურ­მი ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან

სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იყო მე­მო­რან­დუ­მის მთა­ვა­რი სა­კით­ხე­ბი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტ­მა ბირ­გი­ტა ვოლ­ფ­მა მო­ა­წე­რეს ხე­ლი. ხელ­მო­წე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი იო­სებ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ეს­წ­რე­ბო­და.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი წლე­ბია ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ. ახა­ლი შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ეთ­ნო­ლო­გია-ეთ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ციფ­რუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გაძ­ლი­ერ­დე­ბა.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გან­ც­ხა­დე­ბით, ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი თსუ-ის დი­დი ხნის პარ­ტ­ნი­ო­რია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფორ­მა­ლი­ზე­ბა კი კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის. „მე­მო­რან­დუმს ხე­ლი მო­ე­წე­რა ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ბევ­რი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შ­რომ­ლობს ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ბაზ­რო­ბა­ზე წარ­მო­ად­გენს გერ­მა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თობ­ლივ კვლე­ვებს. ეს არის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, ევ­რო­პას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ჩვენც ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბა კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა.
მე­მო­რან­დუ­მის გარ­და, ხე­ლი მო­ე­წე­რა რამ­დე­ნი­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის, მათ შო­რის, დოქ­ტო­რან­ტე­ბის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და კვლე­ვებ­ში აქ­ტი­ურ ჩარ­თ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „ეს შე­თან­ხ­მე­ბა არის ჩარ­ჩო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ამას­თან, სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სო­რებს ერ­თობ­ლივ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ“, - გა­ნაც­ხა­და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტ­მა ბირ­გი­ტა ვოლ­ფ­მა.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბი­სას, რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით გაზ­რ­დის ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას და ხელს შე­უწ­ყობს სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა თუ სტუ­დენ­ტებ­ში ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.


„ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ კით­ხ­ვის მა­რა­თო­ნი ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა ფრან­კ­ფურ­ტის 2018 წლის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ კით­ხ­ვის მა­რა­თო­ნით სა­ზე­ი­მოდ დას­რულ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა შო­თა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვ­და­ვი პო­ე­მა 50 ენა­ზე წა­ი­კით­ხეს. ეს იყო მა­რა­თო­ნის სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო ვერ­სია, რო­მე­ლიც 2018 წლის ივ­ნის­ში ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი „ვეფ­ხის­ტ­ყა­ო­სანს“ სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე, მათ შო­რის გერ­მა­ნუ­ლად, ინ­გ­ლი­სუ­რად, აფ­ხა­ზუ­რად, ია­პო­ნუ­რად, კო­რე­უ­ლად, ჩეჩ­ნუ­რად, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რად, უკ­რა­ი­ნუ­ლად, ოსუ­რად, სომ­ხუ­რად და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად კით­ხუ­ლობ­დ­ნენ. 
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გან­ც­ხა­დე­ბით, მა­რა­თო­ნი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. „ვეფ­ხის­ტ­ყა­ო­სა­ნი 50-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გ­მ­ნი­ლი და დღემ­დე მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი არი­ან რუს­თა­ვე­ლის პო­ე­ზი­ით, მი­სი ფი­ლო­სო­ფი­ი­თა და ხედ­ვით. სწო­რედ ეს იყო ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე უნ­და გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო: ჩვენ ვართ უდი­დე­სი კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ კულ­ტუ­რულ სივ­რ­ცე­ში, მათ შო­რის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მშობ­ლი­ურ ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.
წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, არა­მედ მას სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც გა­აჩ­ნია. მა­რა­თო­ნის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში პრო­ექ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა თარ­გ­მა­ნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ტექ­ს­ტის და­პა­რა­ლე­ლე­ბის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 50 ენა­ზე წა­კით­ხუ­ლი პო­ე­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რად ეკ­რან­ზე გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­დი­ო­და.
პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის, ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის მა­ნა­ნა თან­დაშ­ვი­ლის აზ­რით, ფრან­კ­ფურ­ტის ფეს­ტი­ვა­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო შო­თა რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის გა­რე­შე. მი­სი­ვე თქმით, „ეს არ არის მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კით­ხ­ვა. ეს არის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე, რად­გან „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ კით­ხ­ვის მა­რა­თონ­ში ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი“. მა­ნა­ნა თან­დაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან თსუ-სა და ფრან­კ­ფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე და­გეგ­მი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის - „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ პა­რა­ლე­ლუ­რი კორ­პუ­სი“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­შიც პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, რაც მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­უწ­ყობს ხელს. 
მა­რა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე თსუ-ის სტუ­დენ­ტის ელ­ვი­ნა აბ­დუ­ლა­ე­ვას­თ­ვის მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ორ­მა­გი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და. „მე ვარ აფ­ხა­ზე­თი­დან, ამი­ტომ მა­რა­თონ­ში აფ­ხა­ზუ­რი ენის წარ­დ­გე­ნა ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და ძვირ­ფა­სი იყო. ამით მინ­დო­და, ხმა მი­მეწ­ვ­დი­ნა ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის აფ­ხა­ზეთ­ში“, - გა­ნაც­ხა­და მან.
ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რი - შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფ­ხის­ტ­ყა­ო­სა­ნი“ პირ­ვე­ლად მე-19-ე სა­უ­კუ­ნე­ში ითარ­გ­მ­ნა ევ­რო­პულ ენა­ზე - გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის და მთარ­გ­მ­ნე­ლის არ­ტურ ლა­ის­ტის მი­ერ. „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ აღ­ნიშ­ნულ­მა თარ­გ­მან­მა, რო­მე­ლიც მან 1885-87 წლებ­ში შე­ას­რუ­ლა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლის დახ­მა­რე­ბით, გზა გა­უკ­ვა­ლა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვ­დავ პო­ე­მას ევ­რო­პე­ლი მკით­ხ­ვე­ლი­სა­კენ. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არა­ერ­თი თარ­გ­მა­ნი შეს­რულ­და მსოფ­ლი­ოს 50-ზე მეტ ენა­ზე. 
„ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ კით­ხ­ვის მა­რა­თო­ნი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს მი­ეძ­ღ­ვ­ნა.

ვრცლად

რითი იზიდავდა საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისათვის მოწყობილი საუნივერსიტეტო კუთხე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ასწლოვანმა პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა – პირველი გიმნაზიის მიმდინარე ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც თსუ-ის დაფუძნების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და 1918-1921 წლების განათლების სისტემის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა იყო წარმოდგენილი; არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის, ასევე, მათთვის მუშაობდა საბავშვო ლაბორატორია – „სახალისო ქიმია“, დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ ვირტუალური რეალობა, მინერალოგიის მუზეუმის უნიკალური კოლექცია, თსუ-ის არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.

   

„ვაჩვენებთ რამდენიმე სახალისო ექსპერიმენტს, მაგალითად, როგორ იღებენ სისხლს კინოინდუსტრიაში; ექსპერიმენტს – სახელად „ეგვიპტური ღამე“; სხვადასხვა საინტერესო ტუტეების, მჟავეების შერევის პროცესს... ფერების ცვლა ბავშვებს იმდენად მოსწონთ, რომ მარაგი თითქმის გამოგველია“, – გვითხრა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფიკო მაღლაკელიძემ. 
„მინერალოგიის კუთხით უნივერსიტეტს სულ 7 000 ნიმუში აქვს, აქ მათი ნაწილი წარმოვადგინეთ“, – აღნიშნა გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბეჟან თუთბერიძემ. 
„პატარა დამთვალიერებლები უფრო ქვიშით ინტერესდებიან, ძალიან ერთობიან „იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების“ პროცესით, სილამაზის მხრივ კი ინტერესს მინერალოგიის მუზეუმის გამოფენა იწვევს“, – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა მარიამ ახალკაციშვილმა.

„ყველა მსურველს ვირტუალურ სამყაროში ვამოგზაურებთ, ვანახებთ რა შესაძლებლობები აქვს ნანოტექნოლოგიებს“, – აღნიშნა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირინე ჭონქაძემ. 
თსუ-მ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცა კლდეზე ცოცვის „აი-ია“-საც გასცნობოდნენ. ამისათვის სპეციალური ადგილი თსუ-ის საგამოფენო სივრცისგან შედარებით მოშორებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. ეს ღონისძიებაც სიმბოლური გახლდათ, რადგან ქართული ალპინიზმისა და საუნივერსიტეტო სპორტის ისტორია თსუ-ის კლუბ „შევარდენით“ იწყება.

26 მაისს გამოვლინდა ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებით-სათავგადასავლო თამაშში – City Game გამარჯვებული გუნდები. თამაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ორდღიანი ინტელექტუალური თავგადასავლის განმავლობაში თითოეულმა ჯგუფმა 26 შეკითხვაზე პასუხი მოიძია და 26 სახალისო დავალება შეასრულა. სათავგადასავლო თამაშის (City Game) გამარჯვებულები თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დააჯილდოვა.

 

„წელს საინტერესო თამაში გვქონდა, 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი, მეორეზე კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი და სხვადასხვა სახალისო წამახალისებელი საჩუქრებით. 
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-მ თარგმნა და გამოსცა 6 საინტერესო წიგნი, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ასახავს, ასევე წარმოვადგინეთ გამოფენა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პირველი ვერსია, პირველი პროფესურის შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის პირველი წესდების მთავარ პრინციპებად აღიარებულია აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომია, რაც დღესაც ძალიან თანამედროვედ ჟღერს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა კი იყო მრავალპარტიული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებზე იდგა, ამიტომაც იყო მიუღებელი საბჭოთა ისტორიოგრაფებისთვის და გვეუბნებოდნენ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო მენშევიკური პროექტი“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

„ამ ორი დღის განმავლობაში ბევრნაირი ემოცია განვიცადეთ – სიხარული, წარმატება, იმედგაცრუება... მაგრამ გამარჯვების ემოციამ ყველაფერი გადაფარა. თამაში თავგადასავლებით იყო სავსე და ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინი ფურცხვანიძემ. 
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე ასწლოვანი უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პირველ ქართულ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო დაბრუნებოდა თავის ევროპულ წიაღს. ბუნებრივია, ამ ყველაფერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავისი უნიკალური როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ არ მისცა საშუალება, რომ ეს მისია ბოლომდე შეესრულებინათ. ახლა ეს ვალდებულება ჩვენს თაობას აკისრია, უნდა გავზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც თავისუფლების იდეას ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

„ორი 100 წელი – 100 წელი თსუ-ის დაფუძნებიდან და 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობიდან – მართლაც, მნიშვნელოვანი თარიღებია. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თანამედროვე საქართველოზე სამი თვით უფროსია. მინდა, მივულოცო ყველა უნივერსიტეტელსა და სრულიად საქართველოს. წარმატებული ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები ვყოფილიყავით“, – განაცხადა თსუ-ის პროფესორმა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა. 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თსუ-ის საგამოფენო სივრცის დასათვალიერებლად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებთან ერთად მივიდა. 
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მშვიდობიანი, შერიგების თანმიმდევრული პოლიტიკით. სრულიად დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ 26 მაისს შევხვდებით, როგორც ერთიანი ქვეყანა, და სრულად შევიგრძნობთ თავისუფლებას. ეს ბავშვები სკოლის მოსწავლეები არიან და, უპირველესად, განათლება აინტერესებთ, ამიტომაც მოვედით თსუ-ის გამოფენაზე. მათ უნდა ნახონ - რა სიახლეებს სთავაზობს უნივერსიტეტი, რადგან ყველაზე სწორი ინვესტიცია – ხარისხიანი განათლებაა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 
„განათლებისა და მეცნიერების განვითარების გარეშე დამოუკიდებელი და სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ ვექტორით განვითარდება საქართველო მომავალი 100 წლის მანძილზე“, – ეს კი, 26 მაისს, შვედეთის ლუდნის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ხელმძღვანელმა ზაალ კოკაიამ განაცხადა და თსუ-ის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„ჩემი ადგილი თუ არის საქართველოში, ჩემი ადგილი ასევე არის უნივერსიტეტში, რადგან თსუ ჩემი ალმა მატერია, აქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება, როგორც მეცნიერი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და გავაკეთებ, მინდა დავუკავშირო უნივერსიტეტს. ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობ, დავუბრუნო ის, რაც მისგან მივიღე“, – აღნიშნა ზაალ კოკაიამ. 

26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ამბროლაურშიც მოეწყო.

ვრცლად

თსუ-ში ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული წარმომადგენლობა 2018 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ შეთანხმებას თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა ზირდ კლოტინკმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობა. ეს არის ევროპის აკადემიის პირველი ფილიალი, რომელიც ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში იხსნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრეთვე ამოქმედდება ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს შეეძლებათ ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში და მიიღონ საგრანტო დაფინანსება.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობა იქნება ნიშანი აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის – გააფართოონ ევროპის აკადემიური საზოგადოების როლი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და განავითარონ ევროპული კვლევითი სივრცე.

„ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ევროპის აკადემიის რეგიონალური წარმომადგენლობა. ჰაბის ძირითადი მიმართულება იქნება ფუნდამენტური კვლევები და გამოყენებითი მეცნიერება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ევროპის აკადემიის ფილიალი პირველად იხსნება ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში, რაც სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. როგორც რექტორმა აღნიშნა, თსუ ასევე გახდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის (COST) წევრი.
ევროპის აკადემიის პრეზიდენტის ზირდ კლოტინკის თქმით, „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ „ცოდნის კერის“ ჩამოყალიბების საინიციატივო წერილს, რომელიც ემთხვევა თსუ-ის 100 წლის იუბილეს. ეს გახსნის თანამშრომლობის პერსპექტივებს მკვლევართა შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოგვცემს ბევრ აქტივობას, რომელიც გვასწავლის ახლო პარტნიორობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ეს ორგანიზაცია დგას ძლიერი საზოგადოების მხრებზე“.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ევა კონდოროსი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ალექს ვეხრაცკი.

ვრცლად

როგორ ხვდება მომავალ სასწავლო სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

გუშინ, დღეს, ხვალ
სულ ცოტა ხნის წინ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასული წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
რა პრიორიტეტები გამოიკვეთა 2017 წელს და როგორ ხვდება მომავალ სასწავლო სემესტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამის შესახებ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნუნუ ოვსიანიკოვა ესაუბრა.

– ქალბატონო ნუნუ, რა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის გასული წლის ძირითადი პრიორიტეტები?
– უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოქმედებს სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რაც, პირველ რიგში, სტუდენტის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საჭიროებებზე ორიენტირებულ ადმინისტრირებას გულისხმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება, მათი პრობლემების გადაჭრა ადმინისტრაციის უპირველესი ამოცანაა. ჩვენი ორიენტირებია: ღიაობა, ინოვაციურობა, გამჭვირვალობა.
გასულ წელს დიდი ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადმინისტრირების ინოვაციური მეთოდების დანერგვას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას. ამ ამოცანების გადაწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაგვეანალიზებინა – თუ რა რესურსებს ვფლობდით და როგორ უნდა გადაგვეწყვიტა, მწირი ბიუჯეტის პირობებში, დასახული ამოცანები. სამწუხაროდ, გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ბოლო წლებში ფიქსირდება უნივერსიტეტის ეკონომიკური შემოსავლის შემცირების ტენდენცია.
– რამ განაპირობა ეკონომიკური შემოსავლის შემცირება?
– როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური წარმოადგენს. ამ შემოსავლებით ფინანსდება აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება, კომუნალური გადასახადები, საგადასახადო გადასახადები, ოფისის ხარჯები, მივლინებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.
უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებისას არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ ფინანსური რესურსების კუთხით რთული მემკვიდრეობა გვერგო. არსებობდა შემოსავლის შემცირების ტენდენცია, რომელიც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. კერძოდ, ბოლო წლებში შემცირდა აქტიური და სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტების რაოდენობა. გარკვეულწილად, შემოსავლის შემცირება განაპირობა პროგრამული დაფინანსების წესში შეტანილმა ცვლილებებმაც – უკვე აღარ ფინანსდებიან პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტები, რამაც გამოიწვია 2017/2018 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან შემოსავლის შემცირება 900 000 ლარის ფარგლებში. ასეთ პირობებში კი, გარდამავალი ნაშთის ხარჯზე, ხარჯები შემოსავალზე მეტი იყო. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია გარდამავალი ნაშთის თანდათანობითი შემცირება, რამაც უნივერსიტეტის ფინანსურ მდგრადობას გარკვეული საფრთხე შეუქმნა.
– რა გზები დაისახა ამ პირობებში უნივერსიტეტის ფინანსური უზრუნველყოფისთვის?
– მოცემულ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რამდენიმე გზაა: გაიზარდოს შემოსავალი, მოვახდინოთ ხარჯების ეკონომია, მოვიზიდოთ სახსრები გარე წყაროებიდან და მოვახდინოთ არსებული რესურსების კომერციალიზაცია. სწავლის საფასურის ოდენობის გაზრდა არ არის გამოსავალი. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და სტუდენტების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით (თუ როგორ უჭირთ სწავლის გადასახადის სრული ოდენობით გადახდა), დავუშვით შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს მათ მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეხადათ სწავლის სემესტრული საფასური. მართალია, სტუდენტების ფინანსური დავალიანება 5 მილიონ ლარს აღემატება, მაგრამ 4000-მდე სტუდენტს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი სწავლის გაგრძელებისა, რაც, ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მხრიდან მათთვის დიდი ხელშეწყობაა.
შექმნილ პირობებში აუცილებელია სახელმწიფო დონეზე დაფინანსების ამჟამად არსებული წესისა და პირობების შეცვლა. პროცესი ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება.
ამგვარი არამყარი ფინანსური რესურსების პირობებში ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ხარჯების ეკონომიამ და სახსრების გარე წყაროებიდან მოზიდვამ. ამ გზით 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა მივლინების, ხოლო 18%-ით წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთან, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივიღეთ 6 მილიონ ლარზე მეტი. გარდა აღნიშნულისა, უნივერსიტეტმა მოიპოვა 102 საგრანტო პროექტი, მათ შორის 8 – საერთაშორისო გრანტებიდან. გრანტებით მოზიდული თანხები 12 მილიონ ლარს აღემატება. Aასევე მიმდინარეობს აქტივობები არსებული რესურსების კომერციალიზაციისათვის.
– რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოხმარდა ეკონომიის ხარჯზე მიღებული სახსრები და რა გაკეთდა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის?
– ხარჯების ეკონომიით მიღებული სახსრები, ძირითადად, მიმართული იქნა სარემონტო სამუშაოებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის. განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები. კერძოდ, ბიოლოგების კორპუსში ჩატარდა გადახურვის სამუშაოები, დასრულდა მაღლივი კორპუსის ფანჯრების გამოცვლა, სასწავლო კორპუსებში გარემონტდა აუდიტორიები, კაბინეტები, ლაბორატორიები, სველი წერტილები და სხვა. ინფრასტრუქტურაზე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე საანგარიშო პერიოდში, სულ, 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის ბოლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის პროგრამების ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები და 5 829 877 ლარი გამოიყო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისათვის, ასევე გამოყოფილია 577 629 ლარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვისათვის და 323 788 ლარი რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოებისათვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფის მხრივ. მომზადდა ტექნიკური დოკუმენტაცია და შესრულდა წინასწარი სამუშაოები სატელეფონო ინფრასტრუქტურის ციფრულით სრულად ჩანაცვლებისათვის, რაც საკომუნიკაციო ხარჯებს 75%-მდე შეამცირებს. დაინერგა ინტერნეტ-როუმინგის საერთაშორისო სისტემა. 2017 წლის განმავლობაში შეძენილ და დამონტაჟებულ იქნა 300-მდე კომპიუტერული, 100-ზე მეტი საბეჭდი მოწყობილობა, 35 აუდიტორია აღიჭურვა პროექტორით, ეკრანით და ა.შ.
აქვე მინდა მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს არსებული ფინანსური რეალობის გათავისების, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მოგვცა – ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიით გამოთავისუფლებული თანხა მთლიანად მიმართულიყო უნივერსიტეტის სრულყოფილად ფუნქციონერებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად.
– უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მეცნიერებაზე ზრუნვა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. რა საქმიანობა გასწია ამ მიმართულებით ადმინისტრაციამ და რა შედეგები გვაქვს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მხრივ?
– ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შემუშავდა აკადემიური თანამშრომლობის ფორმატი. საანგარიშო პერიოდში განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის 23 ხელშეკრულება გაფორმდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ერთობლივ პროგრამებს. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 22 უცხოენოვანი პროგრამა, რომელთაგან 7 პროგრამა გასცემს დიპლომს ორმაგი აკადემიური ხარისხით. სხვადასხვა ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით მომზადდა და ევროკომისიაში დასაფინანსებლად წარვადგინეთ „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტმობილობის 73 საერთაშორისო საგრანტო განაცხადი, რომელთაგან დაფინანსდა ნახევარზე მეტი. ასევე, გაიზარდა უცხოელი სტუდენტების რიცხვიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება 200-მდე პარტნიორ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული და მათთან ერთად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტები. გასული წლის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიხსნა რამდენიმე თანამედროვე კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორია და 2018 წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას, გასულ წელთან შედარებით, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე 2,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
– როგორც თქვენ განაცხადეთ, გასულ წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა. კონკრეტულად რა გაკეთდა ამ კუთხით და რაში გამოიხატებოდა ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტების მხარდაჭერა?
– სტუდენტების ინტერესების გათვალისწინება ადმინისტრაციის საქმიანობის პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს სტუდენტური კვლევების, შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობაზე, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდენტური ღონისძიებების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სტუდენტური ინიციატივების წახალისებას; სამეცნიერო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების პროექტების დაფინანსებას თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით; სტუდენტების ბიზნეს-იდეების მხარდაჭერას. შემუშავდა სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების წესი, რომელმაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადა.
2017 წელს, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 780 000 ლარით დაფინანსდა 161 სტუდენტური პროექტი. მათ შორის, სამეცნიერო პროექტების დაფინანსებამ შეადგინა აღნიშნული პროექტის საერთო ბიუჯეტის 67%, ხოლო კულტურული და სპორტული ღონისძიებების სტუდენტური პროექტების დაფინანსებამ – 33%.
წარჩინებული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ 150-ლარიანი სახელმწიფო სტიპენდიით. სემესტრულად 618 წარჩინებულ სტუდენტზე გაიცა 938 100 ლარის სახელმწიფო სტიპენდია. საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან 667 მაღალი აკადემიური შედეგების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა.
სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაფინანსდა 234 სტუდენტი, 500 დოქტორანტს კი გაეწია სწავლის გადასახადის შეღავათი.
განხორციელდა თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის პროექტები, როგორც უნივერსიტეტში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია, აგრეთვე, სტუდენტური და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „თსუ დესპანის“ მიერ გაწეული საქმიანობაც.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადმოგვეცა და ექსპლუატაციაში შევიდა 320-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
– ჩვენი საუბარის შესაჯამებლად მკითხველს კიდევ ერთხელ მოვუთხროთ – თუ რა სამუშაოები იქნა განხორციელებული 2017 წელს ადმინისტრაციის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად?
– 2017 წელს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შემდეგ ძირითად მიმართულებებს გამოვყოფდი. კერძოდ,
ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით:
მაღლივ კორპუსში შეიცვალა ფანჯრები, კორპუსების მიხედვით შესრულდა სველი წერტილებისა და სახურავების სარემონტო სამუშაოები და დაიხარჯა 1 031 052 ლარი.
დაიწყო უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გაუმჯობესდა უნივერსიტეტის აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაიხარჯა 1 370 022 ლარი.
ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის ჩვენი სახსრებით განხორციელდა 3 344 238 ლარის სამუშაოები, ხოლო სახელმწიფოსაგან მივიღეთ 6 731 294 ლარი. გარდა ამისა, გადმოგვეცა 6 498 892 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებულად გრძელდება უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების გადმოცემის პროცედურები.
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით:
დაინერგა საქმის წარმოების და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა.
მაღლივ კორპუსში დასრულდა ქსელური ინფრასტრუქტურის მოდიფიკაცია. შეიცვალა ქსელების არქიტექტურა, ყველა აუდიტორიაში მოხდა ინტერნეტის ქსელის მიყვანა და სართულებზე დამონტაჟდა ინტერნეტთან წვდომის უსადენო მოწყობილობები.
დაინერგა სააუდიტორიო რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა. სტუდენტებისთვის შეიქმნა საერთო საცხოვრებლების ონლაინ რეგისტრაციის სისტემა.
ორგანიზაციული მართვის სისტემის უზრუნველსაყოფად:
აუდიტორულმა კომპანიამ „PriceWaterhouseCoopers“ წარმოადგინა დასკვნა უნივერსიტეტის ორგანიზაციული ეფექტიანობის ანალიზის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაისახა სამოქმედო გეგმა შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად და ეფექტიანობაზე დამყარებული ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.
უზრუნველვყავით ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებისათვის მასალების დამუშავება და წარდგენა.
სტუდენტური ცხოვრების კუთხით:
ლისის ტბაზე ფუნქციონირება დაიწყო სტუდენტთა კეთილმოწყობილმა საერთო საცხოვრებელმა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა იცხოვრონ კომფორტულ გარემოში;
აღსანიშნავია, რომ მოგვარდა სტუდენტების კვების საკითხი და უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში ფუნქციონირება დაიწყო კვების ოთხმა ობიექტმა.
ბაგებისა და ლისის ტბის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ამოქმედდა კომპიუტერული რესურს-ცენტრი.
დამზადდა და სტუდენტებს გადაეცათ მრავალფუნქციური გამოყენების სტუდბილეთები.
გაიზარდა სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის ინსტიტუციურ გაცვლით პროექტებში და სტუდენტები გაიგზავნა დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ჩინეთის, სხვადასხვა 100-მდე უნივერსიტეტში.
სრულად დაფინანსდა „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში 222 სტუდენტი.
შეიქმნა ახალი ვებ-გვერდის კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განახლებული ვებ-გვერდი იყოს გაცილებით მოქნილი, ინფორმაციული, მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
შემუშავდა სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების ახალი წესი.
მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სიახლეებზე, თსუ-ში მეცნიერებისა და სტუდენტების საქმიანობის თაობაზე და მათ წარმატებებზე მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას. 2017 წლის განმავლობაში მედია საშუალებებში გავრცელდა 6000-მდე ინფორმაცია, სტატია, ტელე და რადიო სიუჟეტი, გადაცემა უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ 2017 წელს დაარსდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება (ფონდი) და წარმატებით განხორციელდა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობები.
– როგორია მომავალი წლის გეგმები?
– სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, დაწყებულია შემდეგი აქტივობები: მიმდინარეობს ფინანსური რესურსების მობილიზება ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; საუნივერსიტეტო მასშტაბით სრულყოფილი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების უზრუნველსაყოფად; ინოვაციური პროექტებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად; ასევე, ზრუნვა მათ კომერციალიზაციაზე; ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ფინანსური უზრუნველყოფისათვის; მიმდინარეობს ღონისძიებები სტუდენტთა მომსახურების სერვისების გაუმჯობესების, სტუდენტური საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-სპორტული პროექტებისა და აქტივობების ფინანსური მხარდაჭერისათვის. მიმდინარეობს სახელმწიფოსაგან პროგრამული დაფინანსების მოპოვების და ინვესტორების მოძიების სამუშაოები. „მცირე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სტუდენტური ინიციატივების წახალისებასა და სტუდენტების ბიზნეს იდეების მხარდასაჭერად შეიქმნება „ინოვაციური ცენტრი“. გრძელდება სამუშაოები სპეციალური სასწავლო საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სპეციალური გარემოს შესაქმნელად.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტი იყო და რჩება ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველ და მთავარ კერად. ჩვენ ვამაყობთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღიარებულია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოზიცია გაუმჯობესდა მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში. უნივერსიტეტი 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report) და მას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიცია უკავია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალ წელსაც შეეცდება, რომ ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო განვითარებას, საუნივერსიტეტო აქტივობებს.

ვრცლად

თსუ-ის პარტნიორი კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი

სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის 20 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორები, სტუდენტები, კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელები იმ კომპანიების წარმომადგენლებს გადაეცათ, სადაც თსუ-ის სტუდენტები არიან დასაქმებულები, გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. ღონისძიება თსუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


თსუ-ის რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა, როგორც სტუდენტებისთვის, რომლებიც საწარმოო პრაქტიკას გადიან წარმატებულ კომპანიებში, ასევე, დამსაქმებლებისთვის, რომლებიც სტუდენტებს მომავალ პროფესიონალებად ზრდიან. „სტუდენტები იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობაში სჭირდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი მიმართულების სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მეორე მხრივ, ის ახალი ხედვები, ახალი იდეები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს აქვთ, ხშირად ამ კომპანიების წარმატების საწინდარი ხდება. უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო პროდუქტიული და საინტერესო იყოს, როგორც სტუდენტებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის“, – აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.
ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის სტუდენტები პრაქტიკის პერიოდში ეცნობიან საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, უსაფრთხოების წესებსა და ეთიკის ნორმებს.
თსუ-ის სტუდენტის მარიამ ჩეჩელაშვილის თქმით, საწარმოო პრაქტიკა მას აძლევს შესაძლებლობას – უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. „საწარმოო პრაქტიკა იმის საფუძველია, რომ უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა ყველა პროცესში და მიღებული უნარ-ჩვევები და გაღრმავებული ცოდნა ჩვენი მომავლისთვის გამოვიყენოთ და საჭირო პროფესიებს დავეუფლოთ“, – აღნიშნა თსუ-ის სტუდენტმა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ქიმიის მიმართულების 40-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა პარტნიორ კომპანიებსა და სააგენტოებში: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, კომპანია „ავერსი“, შპს „ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, შპს „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“, რძის პროდუქტების კომპანია „მილკო ფუდი“, შპს დგ „კონსალტინგი“, კომპანია RMG, შპს „გამა“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შპს „ბიოსიო“ – პარფიუმერული კომპანია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. შპს „გსქ კულა“, მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი, სამხედრო-სამრეწველო ცენტი „დელტა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილება, კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. აღნიშნულ კომპანიებში სტაჟირება თსუ-ის ასობით სტუდენტმა გაიარა.

ვრცლად

იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულის მილოცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით

დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მინ­და მო­გი­ლო­ცოთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს 100 წლის იუ­ბი­ლე.
ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ასე­ვე პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, და­არ­ს­და ის­ტო­რი­კო­სი­სა და ენათ­მეც­ნი­ე­რის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მი­ერ 1918 წლის 8 თე­ბერ­ვალს. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი ერთ სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ქვეყ­ნის უფ­რო ად­რე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი მი­ი­ღო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად.
ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს რე­გი­ო­ნის სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მი­სი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით. იგი წარ­მო­ად­გენს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ჰაბს და რე­გი­ონ­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს.


დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან – რო­გო­რი­ცაა თურ­ქე­თი, სი­რია, ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, ბან­გ­ლა­დე­ში და ერა­ყი. გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სტუ­დენ­ტი ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან პო­ლო­ნე­თის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, გერ­მა­ნი­ის, ნი­დერ­ლან­დე­ბის, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სა და სლო­ვა­კე­თის ჩათ­ვ­ლით.
ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გენ­შია ჩა­დე­ბუ­ლი. კულ­ტუ­რა­თა ურ­თი­ერ­თ­და­ახ­ლო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დღეს მსოფ­ლი­ოს სწო­რედ ასე­თი თავ­და­დე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­თა ახა­ლი თა­ო­ბის აღ­საზ­რ­დე­ლად.
იუ­ნეს­კო სი­ა­მა­ყით უერ­თ­დე­ბა ამ იუ­ბი­ლეს, რო­გორც მო­ნა­წი­ლე იმ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ე­რაა მხარ­და­ჭე­რი­ლი. გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბის, სულ მცი­რე, კი­დევ 100 წე­ლი­წადს, რი­თაც ხელს შე­უწ­ყობთ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, კო­ლექ­ტი­უ­რი გო­ნი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის იდე­ა­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას.

ვრცლად

უნივერსიტეტს ულოცავენ

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვუ­ლო­ცავთ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს. 
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა თით­ქ­მის ერთ პე­რი­ოდ­ში მოხ­და. ეს მოვ­ლე­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღე­ბია, რაც, რა თქმა უნ­და, არ იყო შემ­თ­ხ­ვე­ვი­თი. 
მაგ­რამ ამ ფაქ­ტე­ბით მოგ­ვ­რი­ლი სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლი დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან მა­ლე­ვე ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მი მძი­მედ და­აწ­ვა ქვე­ყა­ნა­საც და ეკ­ლე­სი­ა­საც. 
ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ას­რუ­ლა. იგი იქ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვა­თა გა­მორ­ჩე­ულ ცენ­ტ­რად, ასე­ვე ცოდ­ნის, სუ­ლი­ე­რე­ბის, ზნე­ო­ბის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მად მთე­ლი ერის­თ­ვის. 
ეს იყო ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც, დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ღვი­ო­და და ვი­თარ­დე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, აზ­როვ­ნე­ბის ის წე­სი, რა­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლო ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ა­ტა­რა დრო­ის ქარ­ცეც­ხ­ლ­ში. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, გუმ­ბათ­ქ­ვეშ, ტა­ძა­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და; მარ­თა­ლია, შემ­დეგ იგი ბიბ­ლი­ო­თე­კად გა­და­კეთ­და, მაგ­რამ მი­სი მად­ლი დღემ­დე მოყ­ვე­ბა ამ კედ­ლებს. ამი­ტო­მაც, ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის მძვინ­ვა­რე­ბის ჟამ­საც, პე­და­გოგ­თა შო­რის ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ ისეთ­ნი, რო­მელ­ნიც ღვთის რწმე­ნას, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, უნერ­გავ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს. 
შემ­დეგ კი ამი­სა იყო ის, რომ დრო­ის უკუღ­მარ­თო­ბით ფეხ­მო­კი­დე­ბულ კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში ამ წი­ა­ღი­დან ხდე­ბო­და, რა­საც დე­და­ეკ­ლე­სია ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში ედ­გა. 
წარ­სულს რომ თვალს ვავ­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ, რომ ეს იყო სა­ერ­თო თავ­და­დე­ბი­სა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის 100 წე­ლი. აქ მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არც დღეს არის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღე ამ სივ­რ­ცე­ში აღ­ზ­რ­დილ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე კვლა­ვაც დი­დად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს კი­დევ ერ­თ­ხელ გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავთ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, რექ­ტო­რატს, ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს, სტუ­დენ­ტებ­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს.

თქვენ ხართ დღე­ვან­დე­ლი დღე სა­ხე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა, თქვენ ხართ დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, კონ­ს­ტან­ტი­ნე აფ­ხა­ზის, გრი­გოლ გვე­ლე­სი­ა­ნის, წმ. ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის, გრი­გოლ წე­რეთ­ლის, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას, სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის, აკა­კი შა­ნი­ძის, ან­დ­რია რაზ­მა­ძის, იო­სებ ყიფ­ში­ძის, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას და სხვა სა­ხე­ლო­ვან და დი­დე­ბულ მეც­ნი­ერ­თა მემ­კ­ვიდ­რე­ნი და გზის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­ნი. 
რა­ო­დენ დი­დია ეს მი­სია და რა­ო­დენ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო!
შევ­თ­ხოვთ ღმერთს, ჩვენ ყვე­ლას მოგ­ვ­მად­ლოს გუ­ლი გო­ნი­ე­რი, რა­თა ღვთი­სა და ქვეყ­ნის სა­დი­დებ­ლად იყოს ცხოვ­რე­ბაც და საქ­მე­ნიც ჩვენ­ნი.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

 

ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტს 100 წლის იუ­ბი­ლეს, რო­მე­ლიც ცოდ­ნის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და თვალ­სა­ჩი­ნო კე­რა გახ­და.
100 წლის წინ, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, მის­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და პროგ­რე­სულ იდე­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი კე­რა შექ­მ­ნეს.
წელს, ისე­ვე რო­გორც ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს, პირ­ველ ქარ­თულ რეს­პუბ­ლი­კა­საც 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა.
რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა ღვაწ­ლ­ზე, გვახ­სოვს ის უდი­დე­სი ემო­ცი­უ­რი და პატ­რი­ო­ტუ­ლი წვლი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­მართ უნი­ვერ­სი­ტეტს მი­უძ­ღ­ვ­ნის.
სწო­რედ პირ­ველ­მა ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ას­რუ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მ­ნი­დან დღემ­დე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის გამ­კ­ლა­ვე­ბი­სა დაძ­ლე­ვის საქ­მე­ში, გა­აძ­ლი­ე­რა ის პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლახ­ლა, 70 წლის შემ­დეგ, ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს შექ­მ­ნით დაგ­ვირ­გ­ვინ­და.
კი­დევ ერ­თ­ხელ ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას – სტუ­დენ­ტო­ბას, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, ქარ­თ­ველ ერს, ვის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ნამე­დ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­შე­მოქ­მე­დია.

გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი

 

2018 წელი უმნიშვნელოვანესი საიუბილეო წელია ჩვენი ქვეყნისთვის – 100 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს იყო ორი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის.
ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და მათმა თანამოაზრეებმა მტკიცე საფუძველი ჩაყარეს საიმისოდ, რომ უნივერსიტეტი გამხდარიყო არა მარტო მთავარი საუნივერსიტეტო განათლების ცენტრი, არამედ შეესრულებინა ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და კულტურის კერის როლი საქართველოში.
დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სკოლა, რომლის კედლებს ბევრი სახელოვანი მეცნიერი და პედაგოგი ახსოვს და რომელმაც არაერთი საამაყო შვილი აღუზარდა ქვეყანას. სასიხარულოა, რომ ეს ტრადიციები დღესაც ღირსეულად გრძელდება და მას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს.
მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს, კვლავაც იქნება მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო და კულტურის კერა და კიდევ არაერთ საამაყო თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას.
ყველა უნივერსიტეტელს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს!

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს. ამ იუბილეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, რომლის უახლეს ისტორიაში უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ამ იუბილეს ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს და, განსაკუთრებით, სტუდენტებს, რომლებიც დღეს განათლებას ისტორიულ კედლებში იღებენ. ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი პირადად ჩემთვის, როგორც ,,უნივერსიტეტელისთვის” და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის.
თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არის და იქნება მომავალშიც. უნივერსიტეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს ეროვნული მომალის გარანტი. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში იდგნენ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის ტაძარი, აგრძელებს ასი წლის წინ დაწყებულ საქმეს და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მას ამ უდიდესი მისიის შესრულებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის!

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავჯმდომარე

 

 

 

მეცნიერება და განათლება – თავისთავად უდიდესი ფასეულობები, ამავდროულად, სხვა საზოგადო სიკეთეთა – თავისუფლების, კეთილდღეობის, განვითარების აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. ეს კარგად ესმოდათ ივანე ჯავახიშვილს, პეტრე მელიქიშვილს, კონსტანტინე აფხაზს, ექვთიმე თაყაიშვილს, დიმიტრი უზნაძეს, ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილებს, რომლებმაც უნივერსიტეტის დაარსება ცხოვრების უმთავრეს მიზნად დაისახეს. ამ მიზნის ხორცშესხმით უნივერსიტეტი იქცა მეცნიერების, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანეს კერად, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერ ბურჯად, რომელიც ერთნაირად ძვირფასია ყველა ქართველისათვის.

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, ყველაფერი ეროვნულის – ენის, კულტურის, ტრადიციების ხანგრძლივი დევნის შემდეგ, ავტოკეფალიის მოპოვებასთან ერთად, უნივერსიტეტის დაფუძნება იქცა გადამწყვეტ ნაბიჯად თავისუფლების გზაზე, რომელიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. ეს ისტორიული მოვლენები სამი დედაბოძია, რომელთაც ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლებისა და განვითარებისკენ სწრაფვა დაეფუძნა. 

დღესაც, უძველესი და თვითმყოფადი კულტურის მქონე საქართველოს უკეთეს მომავალზე ფიქრისას ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს.
წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს ვზეიმობთ. ჩვენთან ერთად საუკუნოვან იუბილეს, იუნესკო-ს ეგიდით, საერთაშორისო თანამეგობრობაც აღნიშნავს.
საზეიმო წუთებში, დამაარსებლებთან ერთად, მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედაუნივერსიტეტს მიუძღვნა.
მადლობას გიხდით პროფესორებსა და მეცნიერებს, ვინც დღეს გადასცემთ ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებს – ახალგაზრდობას; სტუდენტებს, ვინც აუდიტორიებსა თუ ლაბორატორიებში, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ცენტრებში ცოდნის დაუფლებით არა მხოლოდ საკუთარ ღირსეულ ცხოვრებას, არამედ ახალ – განათლებულ და თავისუფალ ადამიანთა საქართველოს ქმნით. მადლობა ყველა თანამშრომელს, ვინც ამაყად და დაუღალავად ემსახურებით უნივერსიტეტის განვითარებას.
როგორც განათლების მინისტრი, გპირდებით თანადგომას თქვენს ძალისხმევაში, რადგან მჯერა, რომ იგი ახალი სამეცნიერო და შემოქმედებითი სიმაღლეების ათვისებისა და ქვეყნის განვითარების საწინდარია.
თქვენთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას ვულოცავ იუბილეს და შემდგომ წინსვლას ვუსურვებ პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

 

უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს ვუ­ლო­ცავ არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებს, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს!
უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა არ გახ­ლავთ ლო­კა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა, რა­საც ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი 100 წლო­ვა­ნი იუ­ბი­ლე იუ­ნეს­კოს ეგი­დით აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ეს არის ხაზ­გას­მა იმი­სა, რომ ჩვენს იუ­ბი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ვი­ზე­ი­მებთ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამ სა­ზე­ი­მო გან­წ­ყო­ბას და ამ კონ­ტაქ­ტებს, რა­თა გაღ­რ­მავ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან.
დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თსუ-ის იუ­ბი­ლეს ღირ­სე­უ­ლად აღ­ნიშ­ვ­ნა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა­ში, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში – იგეგ­მე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, უკ­ვე გად­მოგ­ვე­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბე­ლი ლის­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა 5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ვერ­ც­ხ­ლის სა­კო­ლექ­ციო მო­ნე­ტა გა­მო­უშ­ვა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნი­ვერ­სი­ტეტს გად­მოს­ცა თბი­ლი­სის პა­თა­ნა­ტო­მი­ის ცენ­ტ­რი, სა­დაც ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი უტარ­დე­ბათ. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ასე­ვე, კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და თსუ-ის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ფოს­ტო მარ­კის ეს­კიზ­ზე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­იჭ­რე­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბის სა­კით­ხი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აც­ხა­და ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ეს პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწ­ყ­ვეტს სტუ­დენ­ტ­თათ­ვის სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლე­ბის პრობ­ლე­მას არა მხო­ლოდ თსუ-სთვის, არა­მედ სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვი­საც.
ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი დღე­საც ლი­დე­რია და რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია კვლე­ვე­ბის, იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რი­ან გა­მო­ცე­მებ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 2%-ში შე­დის.
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რომ­ლებს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა თა­ო­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს (ჩვენ ხომ 300 000-ზე მეტ­ნი ვართ) ვუ­ლო­ცავ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს!

გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი

 

გილოცავთ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს. განათლება თავისუფლებაა და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პარალელურად შეიქმნა. უნივერსიტეტის შექმნის იდეა სწორედ თავისუფალ, ქვეყნის განვითარების მისიის მატარებელ ადამიანებს ეკუთვნით, რადგან შეუძლებელია თავისუფლება განათლების გარეშე და პირიქით. დღეს უკვე რთული და პერიპეტიებით აღსავსე ასწლეულის გავლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის არა მხოლოდ თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან, არამედ ეროვნული მიზნებისათვის ბრძოლასთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან და, რაც მთავარია, უკეთეს მომავალ თაობასთან ასოცირდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო არა მარტო სხვადასხვა დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტები აღეზარდა, არამედ ეროვნული ღირებულებები ჩაენერგა თითოეული სტუდენტისთვის. სწორედ ამ უდიდესი მისიის გამოა ის გამორჩეული სასწავლებელი.
მოხარული ვარ, რომ წლევანდელი საიუბილეო ღონისძიებები იუნესკოს ეგიდით იმართება და იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში, უნივერსიტეტის მმართველობის ძალისხმევით, პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი უმაღლეს სიმაღლეებს მიაღწევს და გამორჩეული გახდება არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ საიუბილეო წელს გისურვებთ!

კახა კალაძე, ქ. თბილისის მერი

ვრცლად