საბავშვო უნივერსიტეტი

„აღ­მო­ა­ჩი­ნე გერ­მა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“

„აღ­მო­ა­ჩი­ნე გერ­მა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ – ამ სა­ხელ­წო­დე­ბით თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „თსუ სა­ბავ­შ­ვო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მხარ­და­ჭე­რი­თა და ხელ­შეწ­ყო­ბით ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის N43 სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და ქა­ლაქ ლუდ­ვიგ­ს­ბურ­გის გოტ­ლი­ებ და­იმ­ლე­რის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რე­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გერ­მა­ნე­ლე­ბი ჯერ კი­დევ 200 წლის წინ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ და მათ შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბა მო­ი­პო­ვე­ბა, ამი­ტომ ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სწო­რედ ამ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნე­ლე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი. 
თსუ-ში გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ქარ­თ­ველ­მა და გერ­მა­ნელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს: „გე­რმა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, „ვურ­ტემ­ბერ­გე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბი კა­ტა­რი­ნენ­ფელ­დ­ში“, „პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, „ქარ­თუ­ლი შრიფ­ტი“, „ქარ­თუ­ლი სა­ლე­ბი და საც­ხოვ­რე­ბე­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი კუთ­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით“, „მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტის 14 დღე (შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი)“ და სხვა. 
რო­გორც პრო­ექ­ტის ერ­თერ­თ­მა თა­ნა­ავ­ტორ­მა და ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელ­მა, თბი­ლი­სის 43-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტ­რის ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა სო­ფიო დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, წელს პრო­ექ­ტ­ში ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი VII, VIII და IX კლა­სის 34 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობს. „გერ­მა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი თბი­ლისს 2 მა­ისს ეწ­ვივ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში მათ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთ­ხე­ში და და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო კო­მუ­ნი­კა­ცია ქარ­თ­ველ და გერ­მა­ნელ თა­ნა­ტო­ლებს შო­რის, რომ­ლებ­მაც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს ერ­თ­მა­ნეთს და, ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი მო­ამ­ზა­დეს სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ასე­ვე იყო: სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მი­სი დე­და­ქა­ლა­ქის – თბი­ლი­სის გაც­ნო­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია უც­ხო­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის 200 წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გაც­ნო­ბა, გერ­მა­ნე­ლე­ბის საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, ამა­ვე დროს, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წარ­მოდ­გე­ნა უც­ხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი­სათ­ვის“, – აღ­ნიშ­ნა სო­ფიო დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა. 
43-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ ნია არ­ღ­ვ­ლი­ან­მა თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი თა­ნა­ტო­ლებს გა­უ­ზი­ა­რა: „ასუ­რე­თი რომ ძველ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ის ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად ჩვე­ნი დი­ა­ო­ხი მო­იხ­სე­ნია, ეს ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა იცის, ვი­საც ის­ტო­რია უს­წავ­ლია, ამი­ტომ სა­ხელ­წო­დე­ბა – ასუ­რე­თის გა­გე­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ძლე­ვა­მო­სი­ლი ასურ­ბა­ნი­ფა­ლი მახ­სენ­დე­ბო­და. ასუ­რე­თი თეთ­რიწ­ყა­როს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს და აქ სწო­რედ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში, გე­ნე­რალ ერ­მო­ლო­ვის ბრძა­ნე­ბით ჩა­მო­სახ­ლ­დ­ნენ შვა­ბი­ი­დან გერ­მა­ნე­ლე­ბი, კერ­ძოდ, 1400 ოჯა­ხი (სულ 7000-მდე ადა­მი­ა­ნი). მა­თი უმე­ტე­სო­ბა ხე­ლოს­ნე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ... მა­შინ დღე­ვან­დელ ასუ­რეთს – ელი­ზა­ბეთ­ტალს, ელი­ზა­ბე­ტის ხე­ო­ბას ეძახ­დ­ნენ, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სა­ხელ­წო­დე­ბას – ასუ­რეთს, ის ჯერ კი­დევ კვლე­ვის სა­გა­ნია. თუმ­ცა სხვა ვერ­სი­აც არ­სე­ბობს: ძვე­ლად თურ­მე აქ სუ­რებს ამ­ზა­დებ­დ­ნენ და, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან მო­დი­ო­დეს... ეს ამ­ბა­ვი კი ჩვენ­მა პე­და­გოგ­მა ქე­თი მი­ქი­აშ­ვილ­მა გვი­ამ­ბო, რო­მე­ლიც 10 მა­ისს, ერთ სა­ოც­რად წვი­მი­ან დღეს, სოფ­ლის ულა­მა­ზეს ქუ­ჩას­თან დაგ­ვ­ხ­ვ­და და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მოგ­ვიყ­ვა... მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­წო­დე­ბა ელი­ზა­ბეტ­თა­ლი ალექ­სან­დ­რე პირ­ვე­ლის ცო­ლის, ელი­ზა­ბე­ტის სა­ხე­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ასე­ვე გერ­მა­ნე­ლი იყოო“.
„თსუ სა­ბავ­შ­ვო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელ­მა მა­რი­ნა ლო­მო­ურ­მა პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ,,ჩვე­ნი აზ­რით, ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­და­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. „თსუ სა­ბავ­შ­ვო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ მზად არის – ხე­ლი შე­უწ­ყოს ყვე­ლა იმ სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მელ­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ი­ჩე­ნენ. ეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა მა­თი მო­მავ­ლის­თ­ვის და სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის­თ­ვის. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­ი­მარ­თა კონ­ცერ­ტი ან­სამბლ „გორ­დე­ლას“ შეს­რუ­ლე­ბით, ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ თსუ-ის კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბას. „თსუ სა­ბავ­შ­ვო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ ასეთ სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვებს მო­მა­ვალ­შიც მხარს და­უ­ჭერს და წა­ა­ხა­ლი­სებს“, – აღ­ნიშ­ნა მა­რი­ნა ლო­მო­ურ­მა.

ვრცლად

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ ახალ პროექტს იწყებს

თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი ბუნებრივი თუ სოციალური პროცესების შესწავლაში, პრევენციულ ღონისძიებათა გატარებაში და მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაში ამა თუ იმ მოვლენისგან თავის დასაცავად. დღეს ერთ-ერთ ასეთ აქტუალურ პრობლემას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმოადგენს.

„თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა აღნიშნა, რომ სტუდენტები, რომლებიც „თსუ დესპანის“ პროექტის ფარგლებში ქალაქისა თუ რეგიონის სკოლების მოსწავლეებს უნივერსიტეტისა და საკუთარი სპეციალობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, სურვილის შემთხვევაში ჩაერთვებიან აგრეთვე აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ბრძოლის მეთოდების მოსახლეობაში გავრცელებაში.
„ამ პროექტის ფარგლებში თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტრენინგი ჩაატარა, რადგან სტუდენტების ჩართულობა და აქტიურობა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უმნიშვნელოვანესია“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა სტუდენტებს 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამ შეხვედრის დროს დაიგეგმა აგრეთვე „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის შესწავლაში.

ინტერვიუ
თუ რა სიახლეებს გვთავაზობს „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ და რა პროექტები განხორციელდა ახალი სასწავლო წლიდან – ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი მარინე ლომოური.
– ქალბატონო მარინე, მოსწავლეების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობაში. ჩვენ არაერთხელ გავახმიანეთ ის ღონისძიებები და პროექტები, რომლებმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე სასწავლო წელი თუ არის ამ მხრივ გამორჩეული? 
– „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პირველი რიგის ამოცანად კვლავ რჩება მოსწავლეებისათვის ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველი და მთავარი კერის, ისტორიის, დღევანდელობის, მომავალი პერსპექტივების გაცნობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სასწავლო წელს, როდესაც უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ამ მიზანს ემსახურება ექსკურსიები მოსწავლეთათვის I კორპუსში, თსუ-ის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და სასწავლო თუ კვლევით ლაბორატორიებში. მოსწავლეებისთვის მისაწვდომია, აგრეთვე, ლექციები, ლაბორატორული მუშაობა, კონფერენციები, ვიქტორინები და ა.შ. მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება პროექტი „თსუ-დესპანი“, რომელიც უკვე მე-5 წელია, რაც მოხალისე სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობს.
საბავშვო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფორმას შემეცნებითი სალექციო კურსები წარმოადგენს, რომლებიც ფაკულტეტებზე „ნორჩთა სკოლების“ სახით მიმდინარეობს: „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, „ნორჩ ექსპერიმენტატორ-ფიზიკოსთა სკოლა“ და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერდისციპლინარული ლექციების კურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. 
მიმდინარე სასწავლო წელს კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ფრანგი პროფესორის ჟან-ჟაკ მარიაჟის ღია ლექცია ჩაუტარდათ კომპიუტერული მეცნიერებების მიღწევების შესახებ, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. 
ჰუმანიტარული მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მიერ ორგანიზებულ ლექციებზე დასწრება შევთავაზეთ. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აგრეთვე ნორჩ გეოგრაფთა სკოლაში, სადაც ლექციებს კითხულობენ თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორები და მოწვეული ექსპერტები, გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. ლექციების მსვლელობისას აქტიურად გამოიყენება ვიზუალიზაციის ეფექტური საშუალებები. ეწყობა ეკოლოგიური და გეოგრაფიულ-შემეცნებითი ფილმების ჩვენება და ასე შემდეგ. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ „ნორჩ ეკონომისტთა სკოლამ“ ახალი სასწავლო წელი განახლებული ფორმატით დაიწყო. ეკონომიკის თეორიულ საკითხებს დაემატა პრაქტიკული ბიზნეს საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება; ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება. ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ ან ადგილზე შეიმუშაონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები და ლონდონის ბიზნეს სკოლა. 
ოქტომბრიდან სალექციო კურსი დავიწყეთ ფსიქოლოგთა სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებენ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები.
როგორც იცით, თსუ-ის თანამშრომლობას სკოლებთან მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს სამართლის ლექციებს სკოლებში, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ გენერალური პროკურატურის პროექტ „საზოგადოებრივ პროკურატურასთან“ თანამშრომლობს და მოსწავლეებს სთავაზობს ერთობლივ სალექციო კურსს – „სამართლის საფუძვლები მოსწავლეებისათვის“. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა“ აბიტურიენტებს საინტერესო პროექტი: „პროფორიენტაცია“ შესთავაზა, რომელიც ახალგაზრდას არჩეულ პროფესიაზე ინფორმაციას მიაწვდის; საუნივერსიტეტო ცხოვრებას, შესაძლებლობებს, გაცვლით პროგრამებს გააცნობს და მომავალში გააზრებული ნაბიჯისათვის მოამზადებს. 
– ორიოდე სიტყვით სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ...
– როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი 2018 წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ახალ პროექტში „დღე თსუ-ში“, რაც გულისხმობს ექსკურსიებს პირველ კორპუსში, ასევე მუზეუმების, პლანეტარიუმის და ლაბორატორიების დათვალიერებას. 
სკოლის მოსწავლეებს შევთავაზეთ მონაწილეობა მიიღონ ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ესეების კონკურსში „ნიკო ნიკოლაძე, ეროვნული/ევროპული ღირებულებები“. რადგან შემოსული საკონკურსო ესეების აკადემიური დონე საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ, ჩვენ, ესეების კონკურსის ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ – სამუშაო შეხვედრაზე მოგვეწვია კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, სადაც უმრავლესობის მიერ დაშვებულ ტიპიურ შეცდომა-ხარვეზებს გავარჩევდით, შემდეგ კი მათ აკადემიური ესეს დაწერის მოთხოვნებსა და წესებს გავაცნობდით. სამუშაო შეხვედრები ჩავატარეთ თბილისში (21 ნოემბერი) და ფოთში (22 ნოემბერი). ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და კონფერენციები გადავიტანეთ 2018 წლისათვის, ვინაიდან ამ წელს მისი დაბადებიდან 175 სრულდება. იმედია, მოსწავლეებთან ჩვენი კონსულტაციებისა და პრეზენტაციების შემდეგ საკონკურსო ნაშრომები კომპეტენტური ჟიურის მოწონებას დაიმსახურებს. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლებში სტიქიური თუ სოციალური მასშტაბური პროცესების შემსწავლელ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების („ამკლ“, Junior Researchers Club _ JRC), ჩამოყალიბებას, ახალგაზრდებში კვლევის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებას, პირადი პასუხისმგებლობის, ინიციატივის, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებას. 
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მიზნები და ამოცანები იქნება საფრთხის შემცველი პროცესების პროფილაქტიკის, მართვის და მათგან თავდაცვის მეთოდების შესახებ არსებული ცოდნის საზოგადოებაში გავრცელება, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, მარტივი დაკვირვებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარება. 
გვინდა, რომ მოსწავლეებს საბავშვო უნივერსიტეტის ბაზაზე Aისეთი პროგრამები შევთავაზოთ, რომელიც ორიენტირებული იქნება საერთო განათლების თვალსაწიერის გაფართოებაზე. დღეს სკოლებში ისწავლება ახალი საგანი „სამოქალაქო განათლება“, რომელიც ეროვნული გამოცდების ნუსხაში შეიტანეს. რადგან საგანი ახალია, ის დახვეწასა და შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. მოსწავლეებს ამ საგანში უფასო საკონსულტაციო ლექციებს ვთავაზობთ, რათა საგანი უკეთ გასაგები და აღქმადი გახდეს. ეს არის „თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა“ და აბიტურიენტთა მომზადების სამსახურის ერთობლივი პროექტი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სკოლის მოსწავლეები ასაკობრივ კატეგორიებად დავყავით და ღონისძიებებიც ასაკის მიხედვით შევურჩიეთ. ასე რომ, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ კარი ღიაა როგორც დამამთავრებელი, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

ვრცლად

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და თანამშრომლობის ახალი კავშირები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტმა და საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. შეხვედრა 8 თებერვალს უნივერსიტეტის 98 წლის საიუბილეო დღეს გაიმართა.

დეკემბერში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების შეხვედრა შედგა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასახლე ერთგვარი მაკოორდინირებელი ცენტრი და მაგალითის მიმცემია ამ სასწავლო დაწესებულებებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი ტრადიციები აქვს. შეხვედრაზე თსუ საბავშვო უნივერსიტეტიც იყო მიწვეული. გადაწყდა, რომ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის უკეთ გაცნობისა და თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციები სწორედ 8 თებერვალს სწვეოდნენ თსუ-ს.

„მოხარული ვარ, რომ გვეწვივნენ სკოლის გარეშე არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. რეგიონებში მათ აქვთ კონტაქტი სწავლით, მეცნიერებით, ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან, ანუ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორედ იმ ნაწილთან, რომელიც სკოლის გარეთ ეძებს ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას, ამიტომ ეს საგანმანათლებლო ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ეზიარონ ხელოვნებას, დაინტერესდნენ მეცნიერების მიღწევებით და, რაც მთავარია, ეს მათი სწავლის მოტივაციას ზრდის“, - განაცხადა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა და შეხვედრის ორგანიზატორმა მარინა ლომოურმა.

კონფერენციის მონაწილე სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს ინფორმაცია თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის, პროგრამებისა და გეგმების შესახებ, გამოკვეთეს ინტერესების სფეროები და თანამშრომლობის გზები დასახეს. მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება.

„მოხარულები ვართ, რომ საფუძველი ჩავუყარეთ თანამშრომლობას, დავსახეთ მუშაობის გეგმა, გავაცანით ჩვენი ის შესაძლებლობები, რასაც ვთავაზობთ სკოლის ასაკის მოსწავლეებს და იმ ორგანიზაციებს, სადაც ეს მოსწავლეები თავს იყრიან. კონტაქტის გასაღრმავებლად ვგეგმავთ ჩავიდეთ რეგიონებში. ჩვენ მათ ვთავაზობთ ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, ექსკურსიებს უნივერსიტეტში, მონაწილეობას კონფერენციებში, ვიქტორინებში“, - ამბობს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.

8 თებერვლის კონფერენციაში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის გასაძლიერებლად. უნივერსიტეტის და საქართველოს სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების კავშირი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, პიროვნულ ზრდას და შემოქმედებით განვითარებას. სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია ასევე უნივერსიტეტთან პროფორიენტაციის საკითხებში თანამშრომლობა.

მოამზადა
თამარ ასლანიკაშვილმა

ვრცლად

ახალი არეალი „საბავშვო უნივერსიტეტისთვის“

სკოლასთან მუშაობის პროექტი - „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის შემადგენლობაში შევიდა, რაც პროექტის მუშაობას უფრო ნაყოფიერს და ეფექტურს გახდის. „თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით „საბავშვო უნივერსიტეტს“ ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები ესახება, რომელიც გააფართოებს პროექტის საქმიანობის ფორმატს და შესაძლებლობებს.
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ეფექტური საქმიანობის შედეგია ის, რომ „საბავშვო უნივერსიტეტის“ მსმენელები დღეს უკვე აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში.
თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი სასწავლო წლიდან „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ - ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის კოორდინატორი, თსუ-ის რექტორის მრჩეველი მარინა ლომოური:

- „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ ახალ სასწავლო წელს ახალი, უფრო მასშტაბური შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროგრამით ხვდება. ამის საშუალებას გვაძლევს ახალი რეალობა - საბავშვო უნივერსიტეტის თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის შემადგენლობაში შესვლა გაზრდის მოსწავლეებთან ჩვენი მუშაობის მოცულობას, ფორმატის გამრავალფეროვნებას.
- ქალბატონო მარინა, განათლების სისტემაში ცვლილებები ხშირია და მათ ხარისხიანობაზე დღეს ნაკლებად ვსაუბრობთ. ეს ის საჭირბოროტო საკითხია, რომელიც მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
დღეს, სკოლაში მიღებული ცოდნა არასაკმარისია უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. როგორ ფიქრობთ, საჭიროა, რომ უნივერსიტეტი უფრო მეტად დაუახლოვდეს სკოლას და იზრუნოს სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაზე?
- ანბანური ჭეშმარიტება იქნება იმის მტკიცება, რომ განათლება ცივილიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მისი ჰუმანისტური მნიშვნელობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის დეკლარირებული, ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარებულია იმ ყურადღებითა და დაფინანსებით, რასაც დღევანდელი მსოფლიოს მოწინავე (და არა მარტო) სახელმწიფოები ახმარენ მის განვითარებას. აშკარაა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი აბრკოლებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ასუსტებს მის სახელმწიფოებრივ სრულფასოვნებასა და დამოუკიდებლობას.
გასული ათწლეულის განმავლობაში სასკოლო განათლებაში სასწავლო პროცესის დაგეგმვის, სახელმძღვანელოების შედგენის, შერჩევის და სკოლებისთვის გადაცემის, პედაგოგების სერტიფიცირებისა და დირექტორების შერჩევის რამდენიმე განსხვავებული მოდელი ვცადეთ, მაგრამ ყოველი ეს მოდელი, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში იცვლებოდა ახლით, მაგრამ, როგორც მალევე ირკვეოდა - არა უკეთესი ვარიანტით. ასე რომ, დასახულ მიზანს - სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ მივაღწიეთ, ეს კი სტუდენტის მიერ საუნივერსიტეტო განათლების ათვისების ხარისხზე და ბოლოს, უნივერსიტეტის პრესტიჟზე აისახება.
ჩვენ წლების განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სკოლებთან, ვაცნობთ მოსწავლეებს უნივერსიტეტს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სწავლის, მეცნიერების, სხვადასხვა პროფესიის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ამავე დროს, სისტემატურად ვეცნობით სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე სასკოლო განათლების რეფორმირების წარმატებულ მოდელებს, ვეძებთ ჩვენ რეალობაში მათი დანერგვის შესაძლებლობებს.
სასკოლო განათლების რეფორმირების ერთ-ერთი წარმატებული, უნიფიცირებული მოდელი, შეიძლება ითქვას, რეცეპტი, შემუშავებულია საკმაოდ მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით განათლების სფეროში ისეთი ცნობილი, ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის MცKინსეყ&ჩომპანყ, რომელიც 2010 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
- რას ეფუძნება აღნიშნული კვლევა და რა მნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდა კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე?
- აღნიშნული კვლევა მოიცავს ისეთი განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებას, როგორებიცაა: ფინეთი, სინგაპური, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, ინგლისი, სომხეთი, ჩილე, ბრაზილიისა და ინდოეთის შტატები, განა და სხვ. სასკოლო განათლების დონის მიხედვით წარმატების დიდად განსხვავებულ საფეხურებზე მდგომი სულ 20 სისტემაა. შედგენილია მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს სისტემის რეფორმირების 575 კონკრეტულ ელემენტს, გაანალიზებულია 200-ზე მეტი ინტერვიუ ქვეყნების განათლების სისტემის პროფესიონალ და პოლიტიკურ ლიდერებთან.
MცKინსეყ&ჩომპანყ-ს ეს ნაშრომი იმდენად დეტალიზებული და ყოვლისმომცველია, რომ იქმნება მკაფიო შთაბეჭდილება: საკმარისია დაიდო ის წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულო ყველა რეკომენდაცია (რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით და ჩვენ რეალობასთან ადაპტირებით) და წარმატებაც გარანტირებულია. ეს მოდელი, გარდა სხვა ქვეყნებისა, სომხეთში, ლიტვასა და ლატვიაშია გამოყენებული. ალბათ, გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ 25 წლის წინ, სასკოლო განათლების სისტემის მდგომარეობა ჩვენსა და ამ ქვეყნებში დაახლოებით მსგავსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული და ეთნოკულტურული განსხვავებები აშკარაა, ალბათ შეიძლება მაინც დაისვას კითხვა - თუ იმ ქვეყნებში აღნიშნული მოდელით მიმდინარე სასკოლო განათლების რეფორმა წარმატებულია, რატომ ვერ მოხერხდა ამ მოდელის ჩვენთან გამოყენება?
სასკოლო განათლების რეფორმირების ამ მოდელში სისტემების წინსვლა რანჟირებულია შემდეგი თანმიმდევრობით: არადამაკმაყოფილებელიდან (მაგ., ბრაზილიის შტატი მინას-ჟერაისი) საუკეთესოსკენ (მაგ., ფინეთი).
ათვლის წერტილებად აღებულია სასკოლო განათლების დონის საერთაშორისო კვლევების (Pროგრამმე ფორ Iნტერნატიონალ შტუდენტ Aსსესსმენტ, PIშA; თრენდს ინ Iნტერნატიონალ Mატჰემატიცს ანდ შციენცე შტუდყ, თIMშშ; Pროგრესს ინ Iნტერნატიონალ ღეადინგ Lიტერაცყ შტუდყ, PIღLშ), ასევე, ქვეყნის შიგნით ჩატარებული კვლევების არსებული მონაცემები. (სხვათა შორის, ოდესღაც საქართველოც იყო ამ კვლევებში ჩართული, ძალზე არასახარბიელო შედეგები კი მივიღეთ.... მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს მონაწილეობა შეწყდა).
კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგების საფუძველზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმის განმაპირობებელი უნივერსალური ფაქტორების გამოყოფა: ესენია: ლიდერობის უწყვეტობა (სტაბილურობა), რაც გულისხმობს განათლების სისტემისა და პოლიტიკურ ლიდერების მიერ განათლების, როგორც სახელმწიფო პრიორიტეტის, მინ. 6-7 წლის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში უწყვეტად, თანმიმდევრობით გატარებას, რაც უზრუნველყოფს რეფორმის დაწყების იმპულსსა და იგივე რეფორმის სათანადო დონის, ტემპის, ძალისხმევის შენარჩუნებას. Aაუცილებელია განისაზღვროს განათლების სისტემის მდგომარეობის საწყისი წერტილი და ასევე რეფორმის ღონისძიებების ელემენტების ურთიერთშეთანხმება. უნდა მოხდეს რეფორმის ღონისძიებების თანმიმდევრული, მკაცრად კონტროლირებადი გატარება განათლების ხარისხის დაბალ საფეხურებზე მყოფ სისტემებში და შემოქმედებითი თავისუფლება განათლების ხარისხის მაღალ საფეხურებზე მყოფ სისტემებში.
თუ ვეცდებით რეფორმის განმაპირობებელი უნივერსალური ფაქტორების ჩვენ რეალობაზე ექსტრაპოლირებას, მივიღებთ პასუხს ზემოთ დასმულ კითხვაზე - დღესდღეობით, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის რეფორმა იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან არ არსებობს სტაბილური საყრდენი წერტილი, რომლითაც სხვა ქვეყნებში შესაძლებელი გახდა სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
- რამ შეიძლება ჩვენს რეალობაში ასეთი საყრდენი წერტილის როლი შეასრულოს?
- ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ფასეულობა, რაც საქართველოში საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდა - მშობლის სურვილი - ნასწავლი შვილი ჰყავდეს. მაგრამ მშობლის ეს სურვილი რომ ზემოქმედების ქმედით ბერკეტად იქცეს, მშობლების კონსოლიდაციის, საკუთარი როლის გაცნობიერების, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდის მიღწევაა საჭირო. ჩვენი ამოცანა ამ პროცესების ხელშეწყობა იქნება.
აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, წლევანდელი სასწავლო წლისთვის ჩვენ ახალი სტრატეგია დავსახეთ, რომელიც სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში მშობლებს პერსპექტიულად ანგარიშგასაწევ ძალად განიხილავს და მათთან თანამშრომლობის გააქტიურებას გულისხმობს.
- ურთიერთთანამშრომლობის რა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება?
- წლევანდელ სასწავლო წელს მოსწავლეების მშობლებს ჩვენ რამდენიმე პროექტში მონაწილეობას ვთავაზობთ: საბავშვო უნივერსიტეტის „მშობელთა კლუბში“ გაწევრიანებას. კლუბის წევრებისთვის მოეწყობა ლექციები აღზრდისა და განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, საუბრები მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებთან. შეხვედრების დროს მშობლებს შეეძლებათ თავიანთი გამოცდილების, პრობლემების, სირთულეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება. დაიგეგმება სისტემატური შეხვედრები მშობლებთან როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებში, მოეწყობა კონკრეტული აქტუალური პრობლემების განხილვა. საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოხდება „მშობელთა კლუბის“ განთავსება, რაც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს გააზიაროს თავისი მოსაზრება, წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს კომპეტენტური რჩევა და ასე შემდეგ.
გარდა ამისა მშობლებს შეუძლიათ უწყვეტი განათლების ცენტრის პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ფასიანი კურსი შეარჩიონ.
რაც შეეხება მოსწავლეებისთვის გამიზნულ შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს, საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის ფორმატი ამ შემთხვევაში განსხვავებულია და მრავალ თემატურ მიმართულებად არის დაყოფილი.
- და მაინც, რა რჩება საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად?
- საბავშვო უნივერსიტეტი პირველი რიგის ამოცანად კვლავ ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველი და მთავარი კერის წარდგენას მიიჩნევს. ამ მიზანს ემსახურება ექსკურსიები მოსწავლეთათვის I კორპუსში, თსუ-ის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და სასწავლო თუ კვლევით ლაბორატორიებში. მოსწავლეებისთვის მისაწვდომია, აგრეთვე, ლექციები, ლაბორატორიული მუშაობა, კონფერენციები, ვიქტორინები, ექსკურსიები და ა.შ., რომლებიც ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა მეთოდოლოგიითა და ფორმით ხორციელდება. მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება პროექტი „თსუ - დესპანი“, რომელიც უკვე 4 წელია, რაც მოხალისე სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობს. აღსანიშნავია საბავშვო უნივერსიტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ თსუ-ის ეკო კლუბის თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა კონკურსების, ვიქტორინების, ექსკურსიების მოწყობას გულისხმობს.
საბავშვო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთერთ ძირითად ფორმას შემეცნებითი სალექციო კურსები წარმოადგენს, რომლებიც ფაკულტეტებზე „ნორჩთა სკოლების“ სახით მიმდინარეობს: „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“ (მეცადინეობები პლანეტარიუმში ტარდება), „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, „ნორჩ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსთა სკოლა“ და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერდისციპლინარული ლექციების კურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. ეს უკანასკნელი მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა წინაშე უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება. ყველა ეს პროგრამა მოსწავლეებისათვის უფასოა. ვგეგმავთ ასევე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას. პირველ ეტაპზე ეს იქნება მე-7–11 კლასების მოსწავლეებისთვის მეცადინეობები მათემატიკა, ფიზიკასა და ქიმიაში, რომლებსაც შემდგომ უცხო ენები და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები დაემატება. მეცადინეობები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ჩატარდება.
საბავშვო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, ქალაქისა თუ რეგიონის სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებთან ურთიერთობას. თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს არაქართულენოვან მოსახლეობასთან. მომავალ სასწავლო წელსაც დაგეგმილია რეგიონებში „ღია კარის დღეების“, თემატური შეხვედრების, ერთობლივი კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გამართვა.
ვფიქრობთ, რომ საბავშვო უნივერსიტეტის ეს საქმიანობა პასუხობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ მოწოდებას, იყოს ქვეყნის საგანმამათლებლო სისტემის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, კულტურული ფასეულობების დაცვის და განვითარების უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომელიც ყოველთვის პასუხობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს.

მოამზადა
თამარ დადიანმა

ვრცლად