რო­გორ და­ტან­ჯა მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი „ის­პან­კა“-დ წო­დე­ბულ­მა სატ­კი­ვარ­მა

15 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი

დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე

ესაუბრა ნინო კაკულია

 

თუ გა­იხ­სე­ნებთ რაიმე ის­ტო­რი­ულ კარგ ფაქ­ტსპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და სო­ლი­და­რო­ბის ფაქ­ტზეა სა­უბ­არი ას­ეთ მძი­მე პე­რი­ოდ­ებ­ში (ომი, პან­დე­მია)...

- მე, რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის ბო­ლო წელს გავ­რცე­ლე­ბულ ხო­ლე­რას გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც „ის­პან­კას“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მან 50 მი­ლი­ონ­ამ­დე ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­იწ­ირა. მა­შინ შე­მო­იღ­ეს პირ­ვე­ლად, სხვა­თა შო­რის, პირ­ბა­დე­ებ­ის ხმა­რე­ბა. ცხა­დია, „ის­პან­კამ“ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­აღ­წია. მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი წერ­და თა­ვის დღი­ურ­ში: 1918 წლის 30 ენ­კე­ნის­თვეს — „ქე­თოს­თან წა­ვე­დი და ავ­ად და­მიხ­ვდა. მა­საც შეხ­ვდა ახ­ალ­მო­დუ­რი ავ­ად­მყო­ფო­ბა — „ის­პან­კა“. (ეს ჯერ ნა­ხევ­რად იუმ­ორი). რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ შე­ეც­ვა­ლა დღი­ური ავ­ტორს და ოქ­ტომ­ბრის 9-ში წერ­და: „დღეს მე­სა­მე დღეა, რაც ავ­დე­ქი. 3 კვი­რა ლო­გინ­ში ვი­წე­ქი. ამ ახ­ალ­მა ავ­ად­მყო­ფო­ბამ ჩემ­ზე­დაც სინ­ჯა თა­ვი­სი ძა­ლა. ერ­თხელ 10 დღე ვი­წე­ქი, მოვ­რჩი, ავ­დე­ქი. მე­ორ­ედ კი­დევ გავ­ცივ­დი და უფ­რო სა­ში­ნე­ლი რამ და­მე­მარ­თა. მთელ ჩემს სხე­ულს დაუარა ამ „ის­პან­კად“ წო­დე­ბულ­მა სატ­კი­ვარ­მა. სიცხე დი­დი მქონ­და, 40 გრა­დუს­ზე მე­ტი. ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან და­ვი­ტან­ჯე. ორი დღე სულ გა­უნ­ძრევ­ლად ვი­წე­ქი, რად­გა­ნაც ყვე­ლა ძვლე­ბი მტკი­ოდა. ეპ­იდ­ემიაა თბი­ლის­ში. ერ­თი სახ­ლი არ არ­ის, რომ ავ­ად­მყო­ფი არ იყ­ოს იქ. თუ გა­ცივ­და ად­ამი­ანი და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ამ მოკ­ლე ხან­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მოკ­ვდა. გაფ­რთხი­ლე­ბა უნ­და. ჩვენ­თან: მე, დე­და და კა­ტუ­ნა ვი­წე­ქით. დე­და­კა­ცი არა გვყავ­და. მა­მა სამ­სა­ხურ­ში არ და­დი­ოდა და გვივ­ლი­და. სა­დილ­საც ის აკ­ეთ­ებ­და, მაგ­რამ ვაი იმ სა­დილს, სუ­ფის მა­გივ­რათ რა­ღაც ფა­ფას აკ­ეთ­ებ­და“. მი­უხ­ედ­ავ­ად უზ­არ­მა­ზა­რი მსხვერ­პლი­სა, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყ­ნებ­მა ან კა­ცობ­რი­ობ­ამ გა­და­ტა­ნი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბი­სა­გან რა­იმე დას­კვნა გა­აკ­ეთა სა­მო­მავ­ლოდ ან მო­რი­გი ომ­ის, ან მო­რი­გი სა­ხა­დის თა­ვი­დან ას­აც­ილ­ებ­ლად, ან კი­დევ იმ­ის­ათ­ვის, რომ ად­ამი­ან­ები, ხალ­ხე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო­ები უფ­რო ჰუ­მა­ნუ­რე­ბი და შემ­წყნა­რებ­ლე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მე­ორე მსოფ­ლიო ომი ამ­ის თქმის სა­შუ­ალ­ებ­ას არ გვაძ­ლევს. ერ­თი სიტყვით, დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო, წი­ნა სა­უკ­უნ­ის და­საწყის­თან შე­და­რე­ბით, უკ­ეთ­ესი არ გამ­ხდა­რა, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ შექ­მნი­ლია და ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს ათ­ას­გვა­რი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა და სხვა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები. დღეს არ­ან­აკ­ლე­ბად მძვინ­ვა­რებს ან ძლი­ერია ხალ­ხთა, რე­ლი­გი­ათა თუ რა­სა­თა შო­რის შე­უწყნა­რებ­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია — ინ­ტე­რეს­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. თუ რა­იმე სა­ხის სო­ლი­და­რო­ბა ან შემ­წყნა­რებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, ის ზე­და­პი­რუ­ლი ან მოჩ­ვე­ნე­ბი­თია და მას, კი­დევ კარ­გი, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბი აწ­ეს­რი­გებს, მეტ­ნაკ­ლე­ბად.

რო­გორ შე­აფ­ას­ებ­დით დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბასრა ან­ალ­იზი, ფაქ­ტე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი შე­ვა ის­ტო­რი­აში და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ეს პე­რი­ოდი მო­მა­ვა­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის?

- სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი და წრე­ები ახ­ლან­დელ პან­დე­მი­ას კონ­კრე­ტუ­ლად აფ­ას­ებ­ენ: კა­ცობ­რი­ობ­ის არ­აზ­ნე­ობ­რივ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია გან­გე­ბის რის­ხვა და ად­ამი­ან­ებს მო­უვ­ლი­ნა პან­დე­მია, რა­თა ის­ინი გონს მო­ეგ­ონ და და­უბ­რუნ­დნენ რწმე­ნას. სხვა შე­ფა­სე­ბე­ბი ჩვე­ულ­ებ­რი­ვად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვია. ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის­თვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ერ­ებ­ათა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის პან­დე­მია იმ­ითაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ „კო­ვიდ-19“, მი­სი გავ­რცე­ლე­ბა, მას­შტა­ბე­ბი და გავ­ლე­ნა კა­ცობ­რი­ობ­აზე ყვე­ლა ად­რე არ­სე­ბუ­ლი პამ­დე­მია-ეპ­იდ­ემი­ის­აგ­ან გან­სხვავ­დე­ბა. სხვა ეპ­იდ­ემი­ებს, ძი­რი­თა­დად, ჯან­მრთე­ლო­ბის სის­ტე­მით სფე­რო­ში აქ­ცევ­დნენ და თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას — გაგ­რძე­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. კო­ვიდს აქ­ვს გაგ­რძე­ლე­ბა­დი პერ­სპექ­ტი­ვა და მან შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­აზე, მსოფ­ლი­ოზე, კა­ცობ­რი­ობ­ის შემ­დგომ ბედ­ზე. ამ­იტ­ომ ამ­გვა­რი გლო­ბა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა (ის­ტო­რი­კო­სე­ბის, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის და ა.შ.) ბევ­რი მეც­ნი­ერ­ის ყუ­რადღე­ბის, ინ­ტე­რე­სის, კვლე­ვის მიღ­მა ვერ დარ­ჩე­ბა. რით არ­ის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი „კო­ვიდ-19“-ის რე­ალ­ობა და რა­ში მდგო­მა­რე­ობს მი­სი ხვა­ლინ­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა? უფ­რო სწო­რად, რო­გორ გვეს­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ? კო­ვიდს აქ­ვს, უფ­რო სწო­რად, კო­ვი­დის შე­დე­გებს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ორ­გვა­რი მო­მა­ვა­ლი: პირ­ვე­ლია — მოკ­ლე­ვა­დი­ანი და მე­ორე — ხან­გრძლი­ვი. მოკ­ლე­ვა­დი­ანი პე­რი­ოდი გაგ­რძელ­დე­ბა, ალ­ბათ, უახ­ლო­ესი 1-2 წლის მან­ძილ­ზე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა ის წე­სე­ბი, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა სხვა­დას­ხვა აკ­რძალ­ვე­ბის სა­ხით შე­მო­იღ­ეს კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში: პირ­ბა­დე­ებ­ის ხმა­რე­ბა, სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცი­ის დაც­ვა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში და ა.შ. დის­ტან­ცი­რე­ბა გავ­რცელ­დე­ბა არა მარ­ტო ცალ­კე­ულ ად­ამი­ან­თა რე­ალ­ობ­აში, არ­ამ­ედ ის გავ­რცელ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც — შემ­ცირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მოს­ვლე­ბი, სე­რი­ოზ­ულ­ად და­იკ­ლებს ად­ამი­ან­თა მი­მოს­ვლა მსოფ­ლი­ოში და ტუ­რიზ­მი მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვა. ეს მოხ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შორს მყოფ ქვეყ­ნებს შო­რის და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მას­შტა­ბი­სა იქ­ნე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის. რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პან­დე­მი­ური შე­ტე­ვე­ბის გა­მე­ორ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. და­იკ­ლებს ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქო­ნელ­გაც­ვლა, ვაჭ­რო­ბა, ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი იძ­ულ­ებ­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ებ­ის შექ­მნა­ზე იზ­რუ­ნონ, ვი­საც რა და რო­გორ შე­უძ­ლია. ჩვე­ნის­თა­ნა სა­მათხოვ­როდ ხელ­გაწ­ვდი­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ეს დრო ან სა­ბო­ლო­ოდ დამ­ღუპ­ველ-და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ან პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის, მრეწ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის და გან­ვი­თა­რე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი. შე­საძ­ლოა რი­გი ქვეყ­ნე­ბი და­უბ­რუნ­დნენ პრო­ტექ­ცი­ონ­იზ­მის ძველ პო­ლი­ტი­კას, რა­თა სულ ცო­ტა, უცხო­ეთ­იდ­ან შე­მო­სულ სა­ქო­ნელს თა­ვი აარ­იდ­ონ (მაგ., ჩი­ნე­თი­დან, რო­გორც არ­ას­ან­დო პარ­ტნი­ორ­იდ­ან). რა­ღაც ამ­ის მაგ­ვა­რი პრო­ცე­სე­ბი იქ­ნე­ბა ერთ ხანს, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ ამო­იძ­ირ­კვე­ბა პან­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ება. მო­მა­ვალ­ში სა­გულ­ვე­ბე­ლია ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის და, სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მას­შტა­ბე­ბის ბევ­რად გა­ფარ­თო­ება; უნ­და გან­ვი­თარ­დეს, და­იხ­ვე­წოს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ები; მის ხარ­ჯზე შემ­ცირ­დეს სა­მეც­ნი­ერო თუ სხვა მიზ­ნის მივ­ლი­ნე­ბე­ბი და ა.შ. უახ­ლო­ესი მო­მა­ვა­ლი წლე­ბი შე­ამ­ცი­რებს გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებს და ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტა­ცია გა­კეთ­დე­ბა ლო­კა­ლუ­რი და რე­გი­ონ­ალ­ური პრო­ცე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ით, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­ალი­ებ­ით.

პან­დე­მია იდე­ოლ­ოგი­ებ­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ სის­ტე­მებ­ზეც აის­ახ­ება ალ­ბათ. ლი­ბე­რა­ლიზ­მის პო­ზი­ცი­ები და­სუს­ტდე­ბა და გა­იზ­რდე­ბა ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მის, გან­სა­კუთ­რე­ბით — პა­ტა­რა, მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ერ­ებ­ის თავ­დაც­ვი­თი ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მის გავ­ლე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბე­ბი. სხვა არა­ერთ მო­სა­ლოდ­ნელ ტენ­დენ­ცი­აზ­ეც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი მო­სა­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის აღ­ნიშ­ვნა და და­ახ­ლო­ებ­ითი პროგ­ნო­ზი­რე­ბა. რაც შე­ეხ­ება გრძელ­ვა­დი­ან ორი­ენ­ტა­ცი­ებს, ალ­ბათ, უფ­რო მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პან­დე­მი­ური საფ­რთხე­ებ­ის გა­დავ­ლის შემ­დეგ მსოფ­ლიო კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა ძველ ტენ­დენ­ცი­ებს და რიტ­მს; ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. ის, თუ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამ­ის შე­სა­ხებ დი­დი ფან­ტას­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ­სე­ბობს: რეი ბრედ­ბე­რის, არ­ტურ კლარ­კის, აიეკ აზ­იმ­ოვ­ის, ჰა­რი­სო­ნის, სტა­ნის­ლავ ლე­მის და სხვა... არ­ის უამ­რა­ვი ფილ­მიც და, ალ­ბათ, ბევ­რი რამ მარ­თლაც ისე იქ­ნე­ბა, რა­საც ის­ინი წე­რენ და წარ­მო­იდ­გე­ნენ. შე­იძ­ლე­ბა არც ისე ოპ­ტი­მის­ტუ­რად გა­მო­იყ­ურ­ებ­ოდ­ეს, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ კა­ცობ­რი­ობა ვე­ღარ მარ­თავს თავს; ის სტი­ქი­ურ­ად ვი­თარ­დე­ბა — ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ.

კო­ვიდ-19“-ის პე­რი­ოდი და თსუას­ეთი წიგ­ნი, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ის­თვის ის­ტო­რი­ულ­ად?

- ერ­თმა ძველ­მა მო­აზ­როვ­ნემ, რომ­ლის გვარს ვერ ვიხ­სე­ნებ, თქვა — კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ვულ­კა­ნებს მი­სი ამ­ოფ­რქვე­ვის პრო­ცეს­ში შე­ის­წავ­ლი­ანო. რა თქმა უნ­და, ას­ეთი წიგ­ნის შექ­მნა ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რად­გან მას­ში აღ­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა: და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­ცდა, ქცე­ვა, დას­კვნე­ბი, აღ­ქმა, ცვა­ლე­ბა­დი რე­ალ­ობა და სრუ­ლი­ად ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვე­ბი იმ ად­ამი­ან­ებ­ისა, რომ­ლებ­საც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მო­უხ­დათ და დღე­საც უხ­დე­ბათ თა­ნაცხოვ­რე­ბა. ას­ეთი წიგ­ნი იქ­ნე­ბა და შე­ას­რუ­ლებს ის­ტო­რი­ული წყა­როს, თა­ვი­სე­ბუ­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­მო­მავ­ლოდ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­რე­მო­ზე, სწავ­ლე­ბის შეც­ვლილ პი­რო­ბებ­ზე, მის მო­მა­ვალ­ზე. ას­ეთია კითხვა­რის მიდ­გო­მა და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სე­ბუ­რი სარ­კეა, რო­მე­ლიც ირ­ეკ­ლავს მთე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ალ­ობ­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

რო­გორ ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში?

- ის­ეთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­აფ­ერი მომ­ხდა­რა. დამ­ჭირ­და ჩე­მი ვა­ჟიშ­ვი­ლე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ები და ამ­ით ამო­იწ­ურა ხელ­შემ­შლე­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამ­გვა­რი მუ­შა­ობ­ის მთა­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ მთლი­ან­ად ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა­ზე.

რას საქ­მი­ან­ობთ სახ­ლშიახ­ალი დღის წეს­რი­გი რო­გო­რია?

- პა­ატა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და — სახ­ლში ყოფ­ნის დროს, ახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, თურ­მე რამ­დე­ნი საქ­მე მქო­ნია გა­სა­კე­თე­ბე­ლიო. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის კა­ცი მეტ დროს ატ­არ­ებს სახ­ლში, მა­გი­დას­თან, კომ­პი­უტ­ერ­თან კითხვი­სა და წე­რის პრო­ცეს­ში. პან­დე­მი­ამ გვა­იძ­ულა, რომ სახ­ლში ვმჯდა­რი­ყა­ვით და მე­ტი დრო გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­კითხა­ვად და სა­წე­რად. სულ ეს იყო და არ­ის.