დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი ბო­ლოს გა­მოჩ­ნდე­ბა

12 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი

– რო­გორ ფიქ­რობთ, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რამ­დე­ნად არ­ის შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გორ შე­აფ­ას­ებ­დით სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხს?

ნათ­ქვა­მია, „ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლიაო". კა­რან­ტი­ნის აუც­ილ­ებ­ლო­ბამ გვაჩ­ვე­ნა საკ­მა­ოდ ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში. რა თქმა უნ­და, ეს ვერ შეც­ვლის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო თუ სას­კო­ლო სივ­რცე­სა და უშუ­ალო ურ­თი­ერ­თო­ბას აუდ­იტ­ორი­აში, მაგ­რამ არა მხო­ლოდ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, არ­ამ­ედ ჩვე­ულ­ებ­რი­ვაც ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ალ­ებაა მსმე­ნე­ლე­ბის ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­ათ­ვის.

ვფიქ­რობ, რომ თსუ–ში, კერ­ძოდ კი, ქარ­თუ­ლი ენ­ის ინ­სტი­ტუტ­ში ეს სი­ახ­ლე საკ­მა­ოდ სწრა­ფად და­ინ­ერ­გა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი კარ­გა­დაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი შე­უფ­ერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ხა­ლი­სო­ცაა.

რაც შე­ეხ­ება შე­დე­გებს, ეს ბო­ლოს გა­მოჩ­ნდე­ბა (რო­გორც იტყვი­ან, „წი­წი­ლებს შე­მოდ­გო­მა­ზე ით­ვლი­ანო"). მცი­რე რა­ოდ­ენ­ობ­ის ჯგუ­ფებ­ში კარ­გი შე­დე­გე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რა­საც ვერ ვიტყვი დი­დი რა­ოდ­ენ­ობ­ის ჯგუ­ფებ­ზე.

– თუ ეც­ნო­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტს – „ტე­ლეს­კო­ლა"? რამ­დე­ნა­დაა ეფ­ექ­ტუ­რი მა­სობ­რი­ვი სწავ­ლე­ბის ეს ფორ­მა და რო­გორ შე­აფ­ას­ებ­დით მას?

– რაც შე­ეხ­ება სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტე­ლეპ­რო­ექ­ტს, მე თვალს ვა­დევ­ნებ მას და უნ­და გითხრათ, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ექ­ტია (გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­სა და მე­ტად სა­ჭი­რო — არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის). უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ საკ­ვირ­ვე­ლად სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ან­ად (თვალ­სა­ჩი­ნო­ებ­ებ­ით და სხვ.) მო­ახ­ერ­ხეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა თუ პე­და­გო­გებ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მვა და წარ­მარ­თვა.

– თა­ვად რო­გორ ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცეს­ში?

– ამ ეტ­აპ­ზე პა­ტა­რა ჯგუ­ფი მყავს. მეც და ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბიც მონ­დო­მე­ბით და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვერ­თეთ ამ პრო­ცეს­ში.

– რო­გო­რია თქვე­ნი დღის წეს­რი­გი – ახ­ერ­ხებთ თუ არა, დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ას­აც?

- ამ სე­მეს­ტრში დი­დი დატ­ვირ­თვა არ მაქ­ვს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვა­თავ­სებ ლექ­ცი­ებს მეც­ნი­ერ­ულ მუ­შა­ობ­ას­თან (მით უფ­რო, რომ სა­სი­არ­ულო არ მაქ­ვს და ჩემს დიდ ოჯ­ახ­თან ერ­თად ( 20 კა­ცი­ანი „კლას­ტე­რი") მშვე­ნი­ერ დროს ვა­ტა­რებ თი­ან­ეთ­ის ჯან­მრთელ ჰა­ერ­ზე (აპ­რილ­ში ორ­ჯერ დი­დი თოვ­ლიც კი მო­ვი­და და ბავ­შვებ­მა დი­დად იხ­ალ­ის­ეს).

რო­გორ შე­აფ­ას­ებთ სა­ზო­გა­დო­ებ­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის დო­ნეს დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა სწო­რედ ამ­აზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი — რამ­დე­ნად ჩქა­რა და­ვუბ­რუნ­დე­ბით ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მს?

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და დი­დი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნიქარ­თვე­ლი ექ­იმ­ებ­ის მი­მართ, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვად მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მით, თავ­და­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბი­თა და ჰუ­მა­ნიზ­მით დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რეს ერ­ში. ხო­ლო თვი­თონ ერ­მა კი, რამ­დე­ნა­დაც ეს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ებ­ას ძა­ლუძს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­უძ­ლო მის­თვის ეს­ოდ­ენ უჩ­ვე­ულო „თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის" რე­ჟიმს და ცდი­ლობს — ან­გა­რი­ში გა­უწი­ოს სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ და­წე­სე­ბულ სა­მარ­თლი­ან მოთხოვ­ნებ­სა და გო­ნივ­რულ რჩე­ვა-რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს პა­ტა­რა გან­საც­დე­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და, ღვთის შე­წევ­ნი­თა და ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, მა­ლე და­ვუბ­რუნ­დე­ბით ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მს.

ესაუბრა მაია ტორაძე