„ინ­ოვ­აცი­ები კუ­რი­კუ­ლუმ­ში სო­ცი­ალ­ური ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად“ - თსუ-ში ახ­ალი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ება იწყე­ბა

23 ივნ 2020

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

2020 წლი­დან ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი იწყე­ბა – ერ­აზ­მუს + Capacity Buildingin Higher Education (CBHE) მხარ­და­ჭე­რით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა „ინ­ოვ­აცი­ები კუ­რი­კუ­ლუმ­ში სო­ცი­ალ­ური ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI).

საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხა­დის მომ­ზა­დე­ბა­სა და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწ­ევს თსუ–ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე არ­სე­ბუ­ლი შშმ პირ­თა სა­კითხე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი. პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ხე­ლი შე­უწყოს შშმ პირ­თა სო­ცი­ალ­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სკო­ლებ­ში ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით.

პროქ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი ამ­ოც­ან­ები: პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორ ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბელ 300 კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ში სპე­ცი­ალ­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახ­ალი აკ­ად­ემი­ური კურ­სე­ბის/მო­დუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა (პრო­ექ­ტის ბო­ლოს ყვე­ლა კურ­სი იქ­ნე­ბა Moodle-ის ფორ­მატ­ში); სპე­ცი­ალ­ური მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი 60 კრე­დი­ტი­ანი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა (პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში); მოკ­ლე სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის; ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ქსე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა – სკო­ლე­ბის, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ისა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია 4 ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (თსუ); ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; 4 უცხო­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — Transilvania University of Brașov (UTBv), Univerzita Palackeho v Olomouc (PUO), UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg (UMR); 3 ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის თე­მა­ტიკ­ზე მუ­შა­ობ­ენ — გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი (EDEC), „მა­რი­ანი“, „მოძ­რა­ობა — „ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მო ყვე­ლა­სათ­ვის“ MAEE); ას­ევე,სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო. პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი.

 

რო­გორ ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თსუ–ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­გო­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ 2004 წლი­დან აღი­არა, რომ სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ალ­ური სა­ჭი­რო­ებ­ის ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა მა­თი პო­ტენ­ცი­ალ­ის გან­ვი­თა­რე­ბის, სო­ცი­ალ­ური ად­აპ­ტა­ცი­ისა და ეფ­ექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბის­თვის. პირ­ვე­ლად 10 სკო­ლა­ში და­იწყო ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გვა და ახ­ალი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. მას შემ­დეგ სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. დღეს უკ­ვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შექ­მნი­ლია მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­ას­ებ­ენ მოს­წავ­ლე­ებ­ის სპე­ცი­ალ­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ებ­ას და ეხ­მა­რე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. მას­წავ­ლებ­ლებს უტ­არ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­კითხებ­ზე, სკო­ლებ­ში გაჩ­ნდა სპე­ცი­ალ­ური გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის შტა­ტი.

„მი­უხ­ედ­ავ­ად ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან დი­დი წინ­სვლი­სა, სპე­ცი­ალ­ური გა­ნათ­ლე­ბა მა­ინც ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს უკ­ვე სპე­ცი­ალ­ური მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი, მაგ­რამ არ არ­ის მი­სი მომ­ზა­დე­ბის აკ­ად­ემი­ური პროგ­რა­მე­ბი. ამ­ავე დროს, დაწყე­ბი­თი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებს ეს­აჭ­ირო­ებ­ათ უფ­რო მე­ტი თე­ორი­ული ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სპე­ცი­ალ­ური სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ის სწავ­ლე­ბა­ში, შე­ფა­სე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ში, კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მარ­თვა­ში. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სწო­რედ ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბა და დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბელ პროგ­რა­მა­ში 40 არ­ჩე­ვი­თი კრე­დი­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც მო­იც­ავს სენ­სო­რუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური დარ­ღვე­ვე­ბის, დას­წავ­ლის სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღვე­ვის, აუტ­იზ­მის, ემ­ოცი­ური და ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კლას­ში ჩარ­თვის პრინ­ცი­პებს, სტრა­ტე­გი­ებს, პრაქ­ტი­კულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მსოფ­ლიო სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბას ეფ­ექ­ტუ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გვა­სა და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ში. მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ას­ევე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ცოდ­ნა და, რაც მთა­ვა­რია, მი­სი ფი­ლო­სო­ფია და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და მი­სი პო­ტენ­ცი­ალ­ის მაქ­სი­მა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ამ პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი, ამ­ოც­ან­ები და ღო­ნის­ძი­ებ­ები სწო­რედ ამ იდე­ით არ­ის გან­მსჭვა­ლუ­ლი — მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ფლობ­დეს არა მარ­ტო თე­ორი­ულ ცოდ­ნას, არ­ამ­ედ პრაქ­ტი­კულ ჩვე­ვებს და ას­ევე იზი­არ­ებ­დეს ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას“, – აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ურ და რე­გი­ონ­ულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან და არ­ას­ამ­თა­ვა­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან უნ­იკ­ალ­ურია, რად­გან ერ­თობ­ლი­ვად უნ­და შე­იქ­მნას 12 საგ­ნის სი­ლა­ბუ­სი და ას­ევე 60-კრე­დი­ტი­ანი ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, რაც, ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, მას­წავ­ლებ­ლებს სა­მუ­შა­ოს­გან მო­უწყვეტ­ლად პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და და­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­უწყობს ხელს. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ რო­გორც პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ას­ევე დოქ­ტო­რან­ტე­ბი. პრო­ექ­ტის შე­დე­გად შე­იქ­მნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნა­სა და პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ თსუ–ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის, არ­ამ­ედ რე­გი­ონ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­შიც. „რე­გი­ონ­ებ­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა პე­და­გო­გი, ვი­საც სპე­ცი­ალ­ური მას­წავ­ლებ­ლის ტრე­ნინ­გი აქ­ვს გავ­ლი­ლი, მოთხოვ­ნა კი დი­დია. სკო­ლებ­ში სპე­ცი­ალ­ური სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის რა­ოდ­ენ­ობა მა­ტუ­ლობს და დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 5000 მოს­წავ­ლეა ჩარ­თუ­ლი ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში. ამ­იტ­ომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ებ­ში, სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გათ­ვით­ცნო­ბი­ერ­ება ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ში. მო­მა­ვალ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იც­ოდ­ეს, რო­გორ მი­უდ­გეს ას­ეთ ბავ­შვს, რო­გორ შე­უწყოს ხე­ლი სწავ­ლა­ში ისე, რომ ბავ­შვს თვით­შე­ფა­სე­ბა არ და­უქ­ვე­ით­დეს და დას­წავ­ლი­ლი უს­უს­ურ­ობა არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს. ჩვენს სკო­ლას ეს­აჭ­ირო­ება გუ­ლის­ხმი­ერი, მცოდ­ნე, ეთ­იკ­ური და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა სწო­რედ ას­ეთი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის შექ­მნა და უცხო­ელი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ის­ეთი პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნა, რო­მე­ლიც სწო­რედ ას­ეთი ტი­პის მას­წავ­ლებ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს“, – გვითხრა თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ინ­იშ­ნა, პრო­ექ­ტის შე­დე­გად გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ინ­ერ­გე­ბა 12 ახ­ალი კურ­სი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს, შე­იძ­ინ­ონ ცოდ­ნა და უნ­არ­ები, თუ რო­გორ იმ­უშა­ონ გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. კერ­ძოდ, გან­ვი­თარ­დე­ბა კურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­ება: სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს; ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და დას­წავ­ლის უნ­არ­ის დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს; ემ­ოცი­ური და ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.

ახ­ალი კურ­სე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორ ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში 2021 წლის გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრი­დან იგ­ეგ­მე­ბა. მა­ნამ­დე ქარ­თვე­ლი პარ­ტნი­ორ­ები, უცხო­ელ­ებ­ის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბით, იმ­უშ­ავ­ებ­ენ ახ­ალი სი­ლა­ბუ­სე­ბი­სა და სა­კითხა­ვი მა­სა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შეს­ყი­დუ­ლი იქ­ნე­ბა დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ები და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები. ქარ­თველ პრო­ფე­სო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ეწ­ვი­ონ უცხო­ელ პარ­ტნი­ორ­ებს და ად­გილ­ზე გა­ეც­ნონ მათ გა­მოც­დი­ლე­ბას. კურ­სე­ბის და­ნერ­გვის პრო­ცეს­ში უცხო­ელი პარ­ტნი­ორ­ები რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ სა­ვე­ლე ვი­ზი­ტებს სუ­პერ­ვი­ზი­ის მიზ­ნით. სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტი ხელს შე­უწყობს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის, სკო­ლე­ბი­სა და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად — ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქსე­ლი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბა ყო­ველ­წლი­ურ ერ­ოვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­აშ­უქ­ებს ქვე­ყა­ნა­ში ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს – კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში პრო­ექ­ტის ერთ–ერ­თმა ავ­ტორ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა, თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა, თსუ-ის შშმ პირ­თა კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ მა­ხა­რა­ძემ გა­ნაცხა­და, უცხო­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რად­გან გუ­ლის­ხმობს ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­თვის მენ­ტო­რო­ბი­სა და სუ­პერ­ვი­ზი­ის გა­წე­ვას. „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სპე­ცი­ალ­ური გა­ნათ­ლე­ბა ახ­ალი სფე­როა და ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში ნაკ­ლე­ბად არ­ის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი, ვი­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ფუძ­ვლი­ანი ცოდ­ნა აქ­ვს. ახ­ალი სი­ლა­ბუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი უცხო­ელი პარ­ტნი­ორ­ებ­ის მენ­ტო­რო­ბით. მათ­თან კარ­გად არ­ის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ელ­ები, თა­ვი­ანთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოგ­ვცე­მენ რჩე­ვებს — რო­მე­ლი კურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ის­ინი მოგ­ვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ, ას­ევე მოგ­ვაწ­ვდი­ან უახ­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რას და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ისა და სპე­ცი­ალ­ური დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ჩა­მო­ნათ­ვალს. ას­ევე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის ვი­ზი­ტი პარ­ტნი­ორ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში, სა­დაც მათ ას­ევე მი­ეც­ემ­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ეწ­ვი­ონ ად­გი­ლობ­რივ სკო­ლებს, და­აკ­ვირ­დნენ სწავ­ლის პრო­ცესს, შეხ­ვდნენ პე­და­გო­გებს... 2021 წლი­დან, რო­დე­საც და­იწყე­ბა ახ­ალი კურ­სე­ბის და­ნერ­გვა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია უცხო­ელ­ებ­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში სუ­პერ­ვი­ზი­ის მიზ­ნით“, – გა­ნაცხა­და თა­მარ მა­ხა­რა­ძემ.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში ჩარ­თუ­ლი შშმ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ერ­თი ქარ­თუ­ლი არ­ას­ამ­თავ­რო­ბო და ორი შშმ პირ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან და დოქ­ტო­რან­ტებ­თან ერ­თად, იმ­უშ­ავ­ებ­ენ პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ასა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იგ­ივე მი­ზა­ნი აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც ას­ევე პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორია.