სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­გა­რი

12 თებ 2018

100 წლის თავ­ზე უნი­ვერ­სი­ტეტს თა­მა­მად შე­უძ­ლია გა­ნაც­ხა­დოს, რომ მი­სი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის იდეა ცოც­ხ­ლობს და მა­თი დაწ­ყე­ბუ­ლი საქ­მე გრძელ­დე­ბა – ის დღე­საც ლი­დე­რია კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით. ამ უნი­ვერ­სი­ტეტს მშობ­ლი­ურს უწო­დებს არა­ერ­თი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც სწო­რედ ამ კედ­ლებ­ში გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მაქს პლან­კის (გერ­მა­ნია) ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ფი­ზი­კო­სი გია დვა­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს „ალ­მა მა­ტერს“ უწო­დებს, ხო­ლო ლუნ­დის (შვე­დე­თი) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზა­ალ კო­კა­ია სულ ცო­ტა ხნის წინ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნოს.

სტა­ტის­ტი­კა­ში ასა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა

თსუ-ში დღე­ი­სათ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა 200-ზე მე­ტი (ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო) ფუნ­და­მენ­ტუ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბითი მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი (მათ შო­რის, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი), რო­მელ­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
2017 წელს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით, ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მეც­ნი­ე­რო გრან­ტე­ბის კონ­კურ­სის შე­დე­გად, თსუ-მ შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა: და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 86 პრო­ექ­ტი­დან თსუ-მ მოიპოვა 45%.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­და მკვლევ­რე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად უპი­რო­ბო ლი­დე­რე­ბი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­ში. მხო­ლოდ 2017 წელს, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მა­გის­ტ­რან­ტ­თა სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სის შე­დე­გად გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი 30 პრო­ექ­ტი­დან 15 პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი (გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის 50%) თსუ-ის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან.
თსუ ლი­დე­რია დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც – 40 და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­დან 14 თსუ-მ მო­ი­პო­ვა (და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის 35%).
ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბის კუთ­ხი­თაც. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი 23 პრო­ექ­ტი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან (და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის 26%).

სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თსუ-ის მი­ერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც კვლე­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბის მკა­ფიო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია: 2015 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და 163 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, 2016 წელს – 177, 2017 წელს კი – 200. ამავ­დ­რო­უ­ლად, Sco­pus-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს ინ­დუს­ტ­რი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 100-მდე პუბ­ლი­კა­ცია.
ამა­ვე შცო­პუს-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მებ­ში სულ უფ­რო მე­ტი პუბ­ლი­კა­ცია ქვეყ­ნ­დე­ბა. 2011-2017 წლებ­ში თსუ-ის სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნ­და 3 204 პუბ­ლი­კა­ცია. თსუ-ის კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რებ­თან (Sco­pus-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერ­თობ­ლი­ვი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 150-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ტორ­თან ერ­თად, ამავ­დ­რო­უ­ლად, ერ­თობ­ლივ კვლე­ვებ­ში ჩარ­თუ­ლია 3000-მდე უც­ხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რი).
აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ იზ­რ­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა მი­ერ უც­ხო­ეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რიც­ხ­ვიც. მა­გა­ლი­თის­თ­ვის მო­ვიყ­ვანთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რის, ნევ­რო­ლო­გი­ი­სა და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რის, ალექ­სან­დ­რე ცის­კა­რი­ძის წიგნს – „მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­სულ­ტი“", რო­მე­ლიც კემ­ბ­რი­ჯის (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი) უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მოს­ცა (ალექ­სან­დ­რე ცის­კა­რი­ძეს­თან ერ­თად, წიგნს ორი თა­ნა­ავ­ტო­რი ჰყავს – ლუნ­დის (შვე­დე­თის) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი არ­ნე ლინ­დ­გ­რე­ნი და მი­ნე­სო­ტას (აშშ) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ად­ნან კუ­რე­ში).

ინტერვიუ

უნივერსიტეტის მზარდი სამეცნიერო პოტენციალი

რა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს მო­მა­ვალ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს და რა ნი­შის და­კა­ვე­ბას აპი­რებს იგი მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გ­ში, პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დ­რე ცის­კა­რი­ძე:

– დღეს უკ­ვე რე­ა­ლო­ბაა ის, რაც ჩვენ­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა სა­უ­კუ­ნით ად­რე გათ­ვა­ლეს – თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად კვლე­ვი­თი უნ­და იყოს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბო­ლო წლებ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ გა­კეთ­და. პირ­ვე­ლი, რაც უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ გა­მოვ­ჩ­ნ­დით ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­ჟი­რე­ბის სის­ტე­მა­ში – Ti­mes Hig­her Edu­ca­ti­on, რომ­ლის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვი­თაც, ჩვენ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ათა­სე­ულ­ში შევ­დი­ვართ. ეს არ­ც­თუ ცუ­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და მას­ში დი­დი წი­ლი სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ზე მო­დის.
– კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მელ სფე­რო­ებს გა­მო­ყოფ­დით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც კვლე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს?
– ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას აქვს ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და გა­მო­ი­ყოს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი. აქ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი სულ უფ­რო მე­ტად ცნო­ბა­დი ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. თუ შე­ვა­და­რებთ წი­ნა წლებს, მა­ღა­ლი დო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო რე­ფე­რი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლა­დაა გაზ­რ­დი­ლი – ეს საკ­მა­ოდ კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.
დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინსტიტუტების თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­მო­ერ­თე­ბას. მათ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნი­ათ კვლე­ვისა­თ­ვის, რად­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღა­ლი დო­ნის მეც­ნი­ე­რე­ბით და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა ახალ ჰო­რი­ზონ­ტებს აჩენს. 
ასე­ვე უნ­და გა­მოვ­კ­ვე­თოთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო და აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში გვყავს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე მეც­ნი­ე­რე­ბი. მა­თი სა­მეც­ნი­ე­რო აქ­ტი­ვო­ბის ინ­დექ­სი შთამ­ბეჭ­და­ვია და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ზო­გი­ერ­თი ცნო­ბი­ლი და მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვი­საც კი თავ­მო­სა­წო­ნი იქ­ნე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და გა­მოვ­ყოთ ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­ში (CERN) მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში (ATLAS; CMS) არი­ან ჩარ­თულ­ნი. 
მთა­ვა­რი ისაა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი უკ­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კო­ლა­ბო­რა­ცი­ებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში და ამ ყვე­ლა­ფერს მზარ­დი დი­ნა­მი­კის სა­ხე აქვს. დღე­ი­სათ­ვის 3000-მდე უც­ხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს თსუ-ის მკვლევ­რებ­თან ერ­თად. 
– სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის დო­ნეს ხში­რად გან­საზ­ღ­ვ­რავს ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­შიც ის იბეჭ­დე­ბა. რამ­დე­ნად აქვთ თსუ-ის მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნონ თსუ-ში გა­მო­მა­ვალ მა­ღა­ლი დო­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში? გვაქვს თუ არა ასე­თი ჟურ­ნა­ლე­ბი?
– ამ­გ­ვა­რი ჟურ­ნა­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა არ გვაქვს, თუმ­ცა გაგ­ვაჩ­ნია. 
კვლე­ვე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბი­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია თსუ-ის პე­რი­ო­დუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია Sco­pus-ის ან ERIH PLUS-ის მი­ერ. კერ­ძოდ, თსუ-ის ი. ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ორი ჟურ­ნა­ლი („Bul­le­tin of TICMI“ და „Lec­tu­re Notes of TICMI“) და ასე­ვე თსუ-ის ა. რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჟურ­ნა­ლი „Memo­irs on Dif­fe­ren­ti­al Equ­a­ti­ons and Mat­he­ma­ti­cal Physics“ ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია Sco­pus-ის მი­ერ, ხო­ლო თსუ-ის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჟურ­ნა­ლი „სჯა­ნი“ და თსუ პა­ა­ტა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჟურ­ნა­ლი „ეკო­ნო­მის­ტი“ ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია ERICH PLUS-ის მი­ერ. რაც შე­ე­ხე­ბა თსუ-ის ა. რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჟურ­ნალს „Tran­sac­ti­ons of A. Raz­mad­ze Mat­he­ma­ti­cal Insti­tu­te“ იგი გან­თავ­სე­ბუ­ლია Else­vi­er-ის Sci­en­ceDirect ბა­ზა­ში.
– თსუ-ის წი­ა­ღი­დან რო­მელ­მა სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნებ­მა და კვლე­ვებ­მა მი­იპ­ყ­რო ბო­ლო დროს მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რად­ღე­ბა?
– ასე­თი ბევ­რია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კას­პის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე გრაკ­ლი­ა­ნი გო­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათ­ხ­რე­ბი. სა­უ­ბა­რია ძვე­ლი წელ­თაღ­რიც­ხ­ვის X სა­უ­კუ­ნის მცი­რე ტა­ძარ­ზე, რო­მელ­შიც ორი ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. ეს არის ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი თა­რი­ღი დამ­წერ­ლო­ბი­სათ­ვის და, შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვა­ლი კით­ხ­ვის ნი­შა­ნი და მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა დად­გა. ამ ფაქ­ტ­მა და აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, კერ­ძოდ, ქარ­თ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბიც შეც­ვა­ლოს.
უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რი, ბო­ლო ორი წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რად სა­ხელ­დე­ბა, ასე­თი იყო 2016 წელს პრო­ფე­სორი ბე­ჟან ჭან­კ­ვე­ტა­ძე, 2017 წელს კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­ს­წავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რად და­სა­ხელ­და თსუ-ის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე; ხო­ლო 2017 წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ჯგუ­ფად აღი­ა­რე­ბულ იქ­ნა თსუ-ის ფი­ზი­კოს­თა ერ­თი ჯგუ­ფი რა­მაზ ლომ­სა­ძის, მალ­ხაზ გო­ჩი­ტაშ­ვი­ლის, რო­მან კე­ზე­რაშ­ვი­ლისა და ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით.
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბო­ლო პე­რი­ო­დის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი – კი­დევ უფ­რო მა­ღალ სა­მეც­ნი­ე­რო სი­მაღ­ლე­ებს შევ­წ­ვ­დეთ. უნ­და ვე­ძე­ბოთ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, პო­ტენ­ცი­უ­რი უც­ხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი (თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა ხომ მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, ის საზ­ღ­ვ­რებს არ ცნობს) და მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნ­და და­ი­გეგ­მოს ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბი. ეს არის მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის გზა, რო­მელ­საც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც უნ­და გაჰ­ყ­ვეს.

მაია ტორაძე