მეცნიერებით აღდგენილი ხიდი

12 თებ 2018

„ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.
პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭოს სხდო­მის დღი­უ­რი.
1918 წლის 2 მა­ი­სი.
გა­ნა­ჩე­ნი: მი­ღე­ბულ იქ­ნეს ზო­მე­ბი მთი­ელ­თა ენე­ბის შე­სას­წავ­ლად, მო­მა­ვალ ენ­კე­ნის­თ­ვი­დან­ვე და­იწ­ყოს ოსუ­რი ენის სწავ­ლე­ბა და ამ საქ­მის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბა მი­ენ­დოს პრო­ფე­სო­რის მო­ად­გი­ლეს გ. ახ­ვ­ლე­დი­ანს (აგ­რეთ­ვე აფ­ხა­ზუ­რი ენი­სა, მოწ­ვე­ულ იქ­მ­ნას პ. ჭა­რა­ია). შემ­დეგ თან­და­თა­ნო­ბით, სა­მეც­ნი­ე­რო ძალ­თა და სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მი­ხედ­ვით მო­ეწ­ყოს და­ღეს­ტ­ნი­სა და სა­ჩაჩ­ნოს ენე­ბის შეს­წავ­ლა“.

„პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“.

1918 წლის 2 მა­ი­სის პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა ენე­ბის შეს­წავ­ლა, რო­გორც ქარ­თუ­ლი ენის მეც­ნი­ე­რუ­ლად შეს­წავ­ლის­თ­ვის, ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. შე­დე­გად, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­უ­კუ­ნო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით პრო­ცესს, რაც დღე­საც გრძელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებ­ში და 2008 წელს, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის შე­დე­გად, აფ­ხაზ და ოს ეთ­ნოს­თან კავ­ში­რი გაწ­ყ­და, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი ცალ-ცალ­კე, ზო­გი­ერთ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში კი ერ­თობ­ლი­ვა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. დღეს კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს აფ­ხაზ და ოს ხალ­ხ­თან მყა­რი კავ­ში­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აქვს. სწო­რედ ამ კუთ­ხი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის ფაქ­ტი, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ-ოსურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­სა და ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თ ცენ­ტ­რ­ში აქ­ტი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 1918 წლის პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭოს გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბით, აფ­ხა­ზუ­რი ენის კურ­სი პეტ­რე ჭა­რა­ი­ას უნ­და წა­ე­კით­ხა, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, ეს მი­სია დი­მიტ­რი გუ­ლი­ამ ითა­ვა, რო­მე­ლიც აფ­ხა­ზუ­რი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის დამ­ფუძ­ნებ­ლად ით­ვ­ლე­ბა. აფ­ხა­ზუ­რი ენის სა­მეც­ნი­ე­რო შეს­წავ­ლა თსუ-ის და­არ­სე­ბი­დან­ვე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ ეს ტრა­დი­ცია კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის კა­თედ­რა­ზე პრო­ფე­სორ­მა ქე­თე­ვან ლომ­თა­თი­ძემ გა­ნაგ­რ­ძო. აქ­ვე აღი­ზარ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რუ­სუ­დან ჯა­ნა­შია, თე­ი­მუ­რაზ გვან­ცე­ლა­ძე, ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი... 90-იან წლებ­ში, კონ­ფ­ლიქ­ტის შემ­დეგ, აფ­ხა­ზებ­თან კავ­ში­რი გაწ­ყ­და, თუმ­ცა ორი­ვე მხა­რე აფ­ხა­ზუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა თუ ის­ტო­რი­ის კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცესს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნაგ­რ­ძობ­და.
ამ­ჟა­მად, თსუ-ის ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის წევ­რე­ბი აფ­ხაზ მეც­ნი­ე­რებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ და, შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მაც და­ი­ბეჭ­და: მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში – „ქარ­თულ-აფ­ხა­ზუ­რი სა­სა­უბ­რო“, „აფ­ხა­ზუ­რი ლე­გენ­და აბ­რ­ს­კილ­ზე“, „ნარ­თე­ბის ეპო­სი – 99 ნარ­თი ძმა და და“, „აფ­ხა­ზუ­რი ზე­პირ­მეტ­ყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი“. 10 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, აფ­ხა­ზუ­რი მხა­რის თხოვ­ნით, გა­მო­ი­ცა ფო­ტო-ალ­ბო­მი – „აფ­ხა­ზე­თი XIX სა­უ­კუ­ნე“, აფ­ხა­ზებ­თან ერ­თად ითარ­გ­მ­ნა და გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცია და სხვა­დას­ხ­ვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ბეჭ­და აფ­ხა­ზურ ენა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი გა­მო­ცე­მა ენ­გურს იქი­თაც გავ­რ­ცელ­და.
გვე­სა­უბ­რე­ბა ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი ლე­ი­ლა ავიძ­ბა: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით აფ­ხა­ზურ ენას სა­ხელ­მ­წი­ფო სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნამ სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღო აფ­ხა­ზუ­რი ენი­სა და, სა­ერ­თოდ, აფ­ხა­ზუ­რი ეთ­ნო-კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რ­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­მა და­იწ­ყო აფ­ხა­ზე­თის ომის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და შეს­წავ­ლა. მე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ზუ­რაბ შენ­გე­ლი­ას სა­ავ­ტო­რო „აფ­ხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მ­წი­ფო სტა­ტუ­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბის“ პროგ­რა­მა, რომ­ლის ბა­ზა­ზეც, ჯერ კი­დევ 1999 წელს, ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა და აფ­ხა­ზე­ბის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად და­ფუძ­ნ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია – „ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი“; გა­მო­ი­ცა აფ­ხა­ზუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა; შე­იქ­მ­ნა ქარ­თულ-აფ­ხა­ზუ­რი სა­სა­უბ­რო და ამ პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა აფ­ხა­ზუ­რი მხა­რე. შედეგად, დაგ­როვ­და გა­მოც­დი­ლე­ბა. აი, ამ დროს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, თა­ვის თავ­ზე აი­ღო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა და თა­ვის წი­აღ­ში 2008 წელს და­ა­ფუძ­ნა ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი, რო­მელ­საც წელს 10 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. ამ­ჟა­მად, ცენ­ტ­რი ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობს პროგ­რა­მას – „გა­ვიც­ნოთ აფ­ხა­ზე­თი“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აფ­ხა­ზუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სია და ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია – მო­ამ­ზა­დოს სა­ფუძ­ვე­ლი აფ­ხა­ზუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის შე­საქ­მ­ნე­ლად. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აფ­ხა­ზუ­რი ზე­პირ­მეტ­ყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბა ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლის ეს­მა კო­კოს­კე­რი­ა­სა და ჩე­მი ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით. ამა­ვე პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ი­ცა ფო­ტო-დო­კუ­მენ­ტე­ბის ალ­ბო­მი – „აფ­ხა­ზე­თი XIX სა­უ­კუ­ნე“. მი­სი შემ­დ­გე­ნე­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი თეო გიც­ბაა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლავ ამუ­შავ­დე­ბა აფ­ხა­ზუ­რე­ნო­ვა­ნი ინ­ტერ­ნეტ-რა­დიო „ჰა­რა“, რომ­ლის აპა­რა­ტუ­რა შე­ი­ძი­ნა და და­ა­მონ­ტა­ჟა ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გარ­და ამი­სა, გვაქვს ყო­ველ­წ­ლი­უ­რი მივ­ლი­ნე­ბე­ბი აფ­ხა­ზეთ­ში იქა­ურ არ­ქი­ვებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში სა­მუ­შა­ოდ, რო­მელ­საც ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ბერ­ძ­ნიშ­ვი­ლი“.

* * *
დღეს ცხინ­ვა­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბევ­რი მეც­ნი­ე­რი მოღ­ვა­წე­ობს, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­ფ­ლიქ­ტებ­მა პირ­ველ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო, მე­გობ­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა, თუმ­ცა ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ მო­შა­ლა. აკა­დე­მი­კო­სი ნა­ფი ჯუ­სო­ი­თი „ოსურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის“ წი­ნა­სიტ­ყ­ვა­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს: „ჩვენს ხალ­ხებს წარ­სულ­ში მე­ზობ­ლუ­რად, მე­გობ­რუ­ლად უც­ხოვ­რი­ათ, რა­კი ეს ასეა, მა­შინ დღე­საც, ჩვენს დრო­შიც, ჩვენს შემ­დე­გაც სა­ჭი­როა კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა: მტრო­ბი­თა და ბო­რო­ტე­ბით ხომ არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­გია“. ოს მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი თსუ-ის ქარ­თულ-ოსურ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რ­ძობს. ქარ­თულ-ოსუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა მომ­ზად­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თულ-ოსუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ნა­ი­რა ბე­პი­ე­ვის ავ­ტო­რო­ბით, რე­დაქ­ტო­რო­ბით ან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით არის გა­მო­ცე­მუ­ლი: „ოსუ­რი ფოლ­კ­ლო­რი“ (ამ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია 2002 წელს ცხინ­ვალ­ში ჩა­ტარ­და), „ოსუ­რი ზე­პირ­სიტ­ყ­ვი­ე­რე­ბა“ (2005 წ.), „ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ან­თო­ლო­გია“ (ოსურ ენა­ზე), „ოსუ­რი მწერ­ლო­ბის ან­თო­ლო­გია“ (ქარ­თულ ენა­ზე, 2007 წ.) „ოსუ­რი თქმუ­ლე­ბე­ბი“ (2009 წ.), „ქარ­თულ-ოსუ­რი და ოსურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი“ (პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა 2012 წ. მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ნა­ი­რა ბე­პი­ე­ვი, რე­დაქ­ტო­რე­ბი: ნა­ფი ჯუ­სო­ი­თი, თე­მერ­ლან გუ­რი­ე­ვი, ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი), „ნარ­თე­ბის ეპო­სი“ (2015 წ.), „ქარ­თულ-ოსურ-რუ­სულ-ინ­გ­ლი­სუ­რი და ოსურ-ქარ­თულ-რუ­სულ-ინ­გ­ლი­სუ­რი სა­სა­უბ­რო“ აუ­დიო დის­კ­თან ერ­თად (2017 წ.), „ნარ­თე­ბის ეპო­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“ (2017 წ.), „ოსუ­რი ენის პრაქ­ტი­კუ­ლი გრა­მა­ტი­კა“ (2017 წ.) და სხვ. ყვე­ლა ეს წიგ­ნი ქარ­თ­ველ და ოს მეც­ნი­ე­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი. Aამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს იყ­ვ­ნენ: სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პროგ­რა­მა „ჩOBEღM“ და სხვ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ეს წიგ­ნი ქარ­თულ და ოსურ ენებ­ზეა გა­მო­ცე­მუ­ლი.
„უფ­რო­სი თა­ო­ბის ქარ­თ­ვე­ლე­ბი და ოსე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან, დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა კი გა­უც­ხო­ე­ბუ­ლია. ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნის მიზ­ნით, ქარ­თულ-ოსურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი ყო­ველ წელს აწ­ყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, რო­მელ­შიც, ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან, რუ­სე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან და სხვ. Aამ კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი ქარ­თ­ვე­ლი და ოსი ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბა­ცაა“, – გა­ნაც­ხა­და თსუ-ის ქარ­თულ-ოსურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ი­რა ბე­პი­ევ­მა.

* * *
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­ზ­რ­დი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი დღემ­დე მოღ­ვა­წე­ო­ბენ სო­ხუ­მის, ცხინ­ვა­ლი­სა თუ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში. ახ­სოვთ და პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი კავ­კა­სი­უ­რი იდე­ის მა­ტა­რე­ბელ პირ­ველ სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ცენტრს.
„თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გახ­და კავ­კა­სი­უ­რი კვლე­ვე­ბის ნამ­დ­ვი­ლი და ყვე­ლას მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 1920-იან წლებ­ში კავ­კა­სი­ის მთის ხალ­ხე­ბის ენე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შეს­წავ­ლა წა­მო­იწ­ყო. ზუს­ტად მა­შინ და­იწ­ყო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი (ს. ჯა­ნა­შია, ა. ჩი­ქო­ბა­ვა, ვ. თო­ფუ­რია, კ. ლომ­თა­თი­ძე)...
კავ­კა­სი­უ­რი ენათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპს წარ­მო­ად­გენს 1933 წე­ლი, რო­დე­საც, იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი ენათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას (1898-1985 წ.წ.) ინი­ცი­ა­ტი­ვით, კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის კა­თედ­რა (ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტი) შე­იქ­მ­ნა. რთუ­ლია შე­ა­ფა­სო ის უდი­დე­სი წვლი­ლი, რო­მე­ლიც კა­თედ­რამ შე­ი­ტა­ნა კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის ლინ­გ­ვის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კავ­კა­სი­ის მთის ხალ­ხე­ბის ბევ­რ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და გა­ი­ა­რა სა­მეც­ნი­ე­რო მომ­ზა­დე­ბა, მათ შო­რის გახ­ლა­ვართ მეც – ამ ფრა­ზე­ბის ავ­ტო­რი. მე ყო­ველ­თ­ვის თან მდევს ღრმა მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა ჩე­მი ალ­მა მა­ტე­რის, ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ჩე­მი ახალ­გაზ­რ­დო­ბის ქა­ლა­ქის – თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ“, – ასე აფა­სებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის როლს თსუ-ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი (1957 წ.), და­ღეს­ტ­ნის სა­მეცნ­ი­ე­რო ცენ­ტ­რის ენის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ისა აბ­დუ­ლა­ე­ვი.

ნატო ობოლაძე