წელს მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტთა 80%-მა სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მო­იპ­ოვა

19 სექ 2020

მაია ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი,
თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე,
ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი

– 2020-2021 სას­წავ­ლო წელს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ებ­ით ხვდე­ბა. ფა­კულ­ტე­ტის ხუთ­მა პროგ­რა­მამ სტან­დარ­ტებ­თან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით გაიარა პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. ეს­ენია: „კლი­ნი­კუ­რი და ტრან­სლა­ცი­ური მე­დი­ცი­ნის” და „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის” სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი, „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის” სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და „სტო­მა­ტო­ლო­გი­ის” ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ანი ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­კულ­ტე­ტი იწყებს უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე.

აგ­რეთ­ვე, მომ­ზად­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­ცი­ნის ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ანი ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ივ­ლი­ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

გა­ნახ­ლდა და გა­ფარ­თოვ­და კლი­ნი­კუ­რი უნ­არ­ებ­ის ცენ­ტრი, შე­ძე­ნილ იქ­ნა ახ­ალი ინ­ვენ­ტა­რი და გა­მო­იყო და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე­ები. მორ­ფო­ლო­გი­ური ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე და­არ­სდა თსუ სტო­მა­ტო­ლო­გი­ური კლი­ნი­კა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის სტუ­დენ­ტე­ბის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­ის წილს.

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი შეუერთდა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­არ­ებ­ულ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მას — Lecturio-ს „ონ-ლა­ინ” აკ­ად­ემი­ას, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს მო­ის­მი­ნონ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა დარ­გის ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რის მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­ცი­ები რო­გორც სა­ბა­ზი­სო, ას­ევე კლი­ნი­კურ საგ­ნებ­ში. პროგ­რა­მა­ში თავ­მოყ­რი­ლია 50000-მდე ვი­დეო-ლექ­ცია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კითხვე­ბის და სი­ტუ­აცი­ური/კლი­ნი­კუ­რი ამ­ოც­ან­ებ­ის ბან­კი. Lecturio-თი სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენ­ტს და აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს.

უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის, აგ­რეთ­ვე გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მიზ­ნით, გა­ფორ­მდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ის­ეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა ლონ­დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო აკ­ად­ემია, AMO(Americal Medical Opportunities)და ა.შ.

2021 წლის იან­ვრი­დან მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი იწყებს „ERASMUS+” ინ­სტი­ტუ­ცი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის — CBHE 2020 პრო­ექ­ტე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „გლო­ბა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში აკ­ად­ემი­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ერ­ება აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას.
შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრი­დან და­იწყე­ბა NIH FIC გრან­ტის (Strategic Training Partnership to End AIDS in Georgia) გან­ხორ­ცი­ელ­ება, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, ამ­ერ­იკ­ელ პარ­ტნი­ორ­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზად­დე­ბა 9 დოქ­ტო­რი — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში.
ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის (ნ. ხო­დე­ლი, ზ. ჩხა­იძე) თა­ოს­ნო­ბით, წელს მო­გე­ბულ იქ­ნა რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის ორი ახ­ალი გრან­ტი.

მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­იმ­თა ას­ოცი­აცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ჟურ­ნა­ლი „ტრან­სლა­ცი­ური და კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა — სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლი” ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლი იყო Google Scholar-ში. მიმ­დი­ნა­რე წელს გა­ზაფხულ­ზე ჟურ­ნა­ლი მი­იღო EBSCO-ს სა­მეც­ნი­ერო ბა­ზამ.
სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „COVID-19” ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა­სა და ეფ­ექ­ტურ მარ­თვა­ში წამ­ყვა­ნი რო­ლი მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ და პა­ატა იმ­ნა­ძემ შე­ას­რუ­ლეს.

სი­ამ­აყ­ით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ წელს მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტთა 80%-მა სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მო­იპ­ოვა.

ფა­კულ­ტე­ტი აქ­ტი­ურ­ად ზრუ­ნავს იმ­ის­თვის, რომ შექ­მნას სტუ­დენ­ტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო და მის­ცეს სტუ­დენ­ტს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ობ­ის­თვის სა­ჭი­რო უნ­არ­ები.

 ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა