და­იგ­ეგ­მა ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბი აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წა­მოჭ­რილ აქ­ტუ­ალ­ურ თე­მებ­ზე

12 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

ირ­მა გრე­ლი­ძე

რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს თსუ–ში დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის პრო­ცე­სი?

– ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ცვლი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას აჩ­ქა­რებს, თუმ­ცა დღეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მო­იტ­ანა არა მხო­ლოდ გა­ნახ­ლე­ბულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა, არ­ამ­ედ სა­ზო­გა­დო­ებ­აში არ­სე­ბულ­მა რე­ალ­ობ­ამ, რო­მელ­მაც ახ­ალი ამ­ოც­ან­ები და­სა­ხა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­შე. იმ თე­მებ­მა, რაც ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ყო­ველ­დღი­ურ­ობაა, ის­ევე გა­ნი­ცა­და ად­აპ­ტი­რე­ბა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ყვე­ლა სხვა ამ­ოც­ან­ამ და პრობ­ლე­მამ.

სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­იმ­უშ­ავა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უწია არა­ერთ ღო­ნის­ძი­ებ­ას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ: სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის, სა­ინ­ფორ­მა­ციო-კო­მუ­ნი­კა­ცი­ური, სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ისა და სტუ­დენ­ტთა მხარ­და­ჭე­რის კუთხით. მომ­ზად­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის თე­მებ­ზე, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა ის ტერ­მი­ნი, ცნე­ბა თუ ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც არ­სე­ბი­თია ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ანი წარ­მარ­თვი­სათ­ვის. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი შე­მუ­შავ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ზე, მათ შო­რის, ევ­რო­პის უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­აგ­ენ­ტო­ებ­ის ას­ოცი­აცი­ის (ENQA) მი­ერ 2018 წელს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ში­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

ორ­კვი­რი­ანი არ­და­დე­გე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მუ­შავ­და და შე­იქ­მნა ყვე­ლა იმ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პორ­ტა­ლი­სა თუ პლატ­ფორ­მის ტუ­ტო­რი­ალი, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო წე­სის თა­ნახ­მად. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი დამ­ტკიც­და 2020 წლის 25 მარ­ტს (რექ­ტო­რის ბრძ. N67/01-01). მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დარ­გობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და შე­მუ­შავ­და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ები, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ­მა საბ­ჭომ (დად­გე­ნი­ლე­ბა N31/2020, 06.04.2020), რო­გორც ერ­თგვა­რი სა­მოქ­მე­დო დო­კუ­მენ­ტი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ­ად წარ­მარ­თვი­სათ­ვის.

სა­გა­ზაფხუ­ლო სე­მეს­ტრის და­საწყი­სის­თვის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­აქ­ტი­ურ­და სა­მი­ვე სას­წავ­ლო სა­ფე­ხუ­რის 2 770 სას­წავ­ლო კურ­სი 17 952 მსმე­ნე­ლით. სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში 16 მარ­ტი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­იწყო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში სინ­ქრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მით, ხო­ლო ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, 23 მარ­ტი­დან, თავ­და­პირ­ვე­ლად ას­ინ­ქრო­ნუ­ლად, შემ­დგომ­ში კი სინ­ქრო­ნუ­ლად სწავ­ლის პრო­ცესს შეუერთდა შვი­დი­ვე ფა­კულ­ტე­ტი. ძი­რი­თა­დად, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­აქ­ტი­ურ­ებ­ულია ს­ინ­ქრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა Zoom. რაც შე­ეხ­ება მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტს, სა­დაც დარ­გის სპე­ცი­ფი­კა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პირ­თა­გან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას მო­ითხოვს, შე­ჯერ­დნენ, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­მარ­თუ­ლი­ყო ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის Class room და Meet დახ­მა­რე­ბით.

სა­ფა­კულ­ტე­ტო შუ­ალ­ედ­ური ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ზაფხულ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სინ­ქრო­ნულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო რე­ჟიმ­ში, ხო­ლო ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა, ის­ევე, რო­გორც მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტე­ბე­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელ­თა მი­ერ მი­ღე­ბუ­ლია გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ული, პრაქ­ტი­კუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი კურ­სე­ბის გარ­კვე­ული კომ­პო­ნენ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში გა­და­ტა­ნის შემ­დგომ. წი­ნამ­დე­ბა­რე გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას წინ უძ­ღო­და დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მი­ერ სა­გან­გე­ბო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა.

სა­ფა­კულ­ტე­ტო სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მარ­თვის ჯგუ­ფის მი­ერ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ნა­წი­ლობ­რივ დას­რუ­ლე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა. ცალ­კე­ული სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბის წამ­ყვა­ნი პე­და­გო­გე­ბის მი­ერ ყვე­ლა ფა­კულ­ტეტ­ზე შე­მუ­შავ­და, აგ­რეთ­ვე, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური ინ­ტენ­სი­ური სას­წავ­ლო კურ­სე­ბი იმ სტუ­დენ­ტთათ­ვის, რო­მელ­თაც დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შე­ფერ­ხე­ბა და­უფ­იქ­სირ­დათ ტექ­ნო­ლო­გი­ური და ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­მო, რაც სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო რა­ოდ­ენ­ობ­ის 35%-ს წარ­მო­ად­გენს. შუ­ალ­ედ­ური ან­გა­რი­შე­ბი­დან გა­ირ­კვა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კურ­სის პე­და­გო­გი ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის ფარ­გლებ­ში ატ­არ­ებს და­მა­ტე­ბით ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რას სტუ­დენ­ტთან (თუ ხარ­ვე­ზი გა­მოწ­ვე­ულია ქსე­ლუ­რი ჩარ­თვის პრობ­ლე­მით).

სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­ზაა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, რომ­ლის მარ­თე­ბულ გან­საზღვრა­ზე უშუ­ალ­ოდაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მით და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. რთუ­ლია შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ცალ­სა­ხა გან­საზღვრა ის­ეთი მრა­ვალ­დარ­გო­ვა­ნი და რთუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის­ათ­ვის, რო­გო­რი­ცაა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. თუმ­ცა, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რე­ბის აქ­ტი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ისა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის მი­ხედ­ვით, ფა­კულ­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უმ­ოკ­ლეს ვა­დებ­ში, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­აცი­ის ზუს­ტად გა­და­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და დარ­გე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ფა­სე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გა­ნი­ხი­ლა.

ამ ეტ­აპ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სე­ბის ფორ­მი­რე­ბა, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გან­საზღვრა ფა­კულ­ტე­ტე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სა­თა­ნა­დო ფორ­მი­რე­ბა. წი­ნამ­დე­ბა­რე თე­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სას­წავ­ლო ერ­თე­ულ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბით.

– ელ­ექ­ტრო­ნულ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში ხომ არ იკ­ვე­თე­ბა პრობ­ლე­მე­ბი და რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბია?

– დის­ტან­ცი­ური სწავ­ლის დაწყე­ბი­დან მა­ლე, 4 აპ­რილს, და­იყო და 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სტუ­დენ­ტთა, აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის გა­მო­კითხვა.

სტუ­დენ­ტთა ონ­ლა­ინ კითხვა­რი გან­თავ­სდა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მარ­თვის სის­ტე­მა­ში (LMS), რო­მელ­ზეც წვდო­მა ჰქონ­და სას­წავ­ლო კურ­სზე რე­გის­ტრი­რე­ბულ ყვე­ლა სტუ­დენ­ტს. გა­მო­პა­სუ­ხე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და სა­ბა­კა­ლავ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში (სულ 2 488 სტუ­დენ­ტმა უპ­ას­უხა).

გა­მო­კითხვე­ბის შე­დე­გად შე­ჯერ­და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე, ეფ­ექ­ტუ­რო­ბა და ხა­რის­ხი, დას­წრე­ბა, ლექ­ტორ­თა მი­ერ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფ­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის დო­ნე. გა­მო­კითხვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მო­ცე­მუ­ლი პე­რი­ოდ­ის­თვის, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უპ­ირ­ატ­ეს­ობა და­სა­ხელ­და ას­ევე ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის წარ­მარ­თვის პრო­ცეს­ში. მა­თი მო­საზ­რე­ბით, არა­ეფ­ექ­ტუ­რია შე­ფა­სე­ბა დას­წრე­ბა­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ეს წი­ლი გა­და­ვი­დო­და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტის აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის წილ­ში.

აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის გა­მო­კითხვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მო­ტი­ვა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ. მი­უხ­ედ­ავ­ად უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის დი­დი ნა­წი­ლის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბი­სა მიმ­დი­ნა­რე ად­აპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და მათ­თდა­მი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან გა­მოჩ­ნე­ლი დი­დი მხარ­და­ჭე­რი­სა, აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა გა­მოთ­ქვა მზა­ობა, თა­ნა­მედ­რო­ვე ელ­ექ­ტრო­ნულ პლატ­ფორ­მებ­ზე მუ­შა­ობ­ის­ათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით, ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­აზე. მათ ას­ევე ხა­ზი გა­უს­ვეს მო­მა­ვალ­ში სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ციფ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მათ მი­ერ, ას­ევე, კარგ პრაქ­ტი­კად და­სა­ხელ­და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა დამ­კვიდ­რდეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუდ­იტ­ორი­ებ­ში გა­და­ტა­ნის შემ­დგო­მაც.

რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ისე აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის თვალ­თა­ხედ­ვით, შე­ფა­სე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბელ მხა­რედ უნ­და და­სა­ხელ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ელ­ექ­ტრო­ნულ მოწყო­ბი­ლო­ბებ­ზე და­ბა­ლი წვდო­მა. ორ­ივე მხა­რე, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში (და ეს მეტ­წი­ლად ეხ­ება ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ, პრაქ­ტი­კულ და კლი­ნი­კუ­რი ტი­პის სას­წავ­ლო კურ­სებს), ძი­რი­თა­დად მა­ინც, უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას ან­იჭ­ებს ინ­ტე­რაქ­ცი­ას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ვი­ნა­იდ­ან ას­ეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია უკ­უგ­ებ­ის კავ­ში­რი, რაც კი­დევ უფ­რო მაღ­ლა სწევს სწავ­ლის შე­დე­გე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

ის, რომ, მსგავ­სი გა­მო­კითხვე­ბის ან­ალ­იზ­ის შემ­დგომ, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­ვო­ბებს ხში­რად გეგ­მავს, დის­ტან­ცი­ური აკ­ად­ემი­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც არ კარ­გავს თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ჩვენ­თვის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის გა­მო­კითხვა იყო ბიძ­გი იმ­ის­ათ­ვის, რომ გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრში გვე­წარ­მო­ებ­ინა აქ­ტი­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩვენს კო­ლე­გებ­თან, უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დილ უცხო­ელ და ქარ­თველ ექ­სპერ­ტებ­თან და დაგ­ვე­გეგ­მა აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის არა­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ება.

7 მა­ის­იდ­ან თვის ბო­ლომ­დე უნ­ივ­ერ­სტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხურს და­გეგ­მი­ლი აქ­ვს (17) თე­მა­ტუ­რი ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გი აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­თან დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წა­მოჭ­რილ აქ­ტუ­ალ­ურ თე­მებ­სა და სა­კითხებ­ზე, მათ შო­რი­საა: დავალების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე, ტესტების შექმნა MOODLE-ის პლატფორმაზე, ტესტის შექმნის მეთოდოლოგია, სტუდენტთა შეფასების მეთოდები, შეფასების რუბრიკების შექმნა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება თვითშეფასების ანგარიშის მომზადება (სულ 17 ტრე­ნინ­გი, მათ­გან 13 ტრე­ნინ­გს ჩა­ატ­არ­ებს ქარ­თვე­ლი, ხო­ლო 4 შეხ­ვედ­რას — 2 უცხო­ელი ტრე­ნე­რი). შეხ­ვედ­რებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­შუ­ალ­ოდ 800-მდე პი­რის გა­დამ­ზა­დე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე თე­მე­ბი მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუთ­რივ აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან, უკ­ვე დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე­ული ვე­ბი­ნა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი შევ­სე­ბუ­ლია და ვფიქ­რობთ, შემ­დეგ თვე­ში, ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მე­ორ­დეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ალ­ური თე­მა და სა­კითხე­ბი იმ პირ­თათ­ვის, ვინც ვერ მო­ას­წრო პირ­ველ ნა­კად­ში ტრე­ნინ­გზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა.

რას საქ­მი­ან­ობთ ახ­ალი რუ­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში?

– ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის თე­მა­ტი­კის ფარ­გლებ­ში, სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის დად­გო­მის­თა­ნა­ვე აქ­ტი­ურ­ად იყო ჩარ­თუ­ლი ახ­ალ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამ­ას გარ­და, რიგ შემ­თხვე­ვა­ში გვი­წევ­და ცალ­კე­ული სა­კითხე­ბი­სა და თე­მე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა სრუ­ლი­ად სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით. ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დით, არ ამ­ოვ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით სა­ერ­თო დღის წეს­რი­გი­დან და, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თი დღი­თაც არ შეგ­ვიწყვე­ტია იმ ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბის და თე­მე­ბის გან­ხილ­ვა, რაც ჩვე­ნი სფე­როს მუდ­მი­ვი ყო­ველ­დღი­ურ­ობაა.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე მუდ­მი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის რე­ჟიმ­შია, ვი­ნა­იდ­ან თა­ვად გა­ნათ­ლე­ბაა ის სფე­რო, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უს­ვე­ნებ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ­ობ­აში თუნ­დაც წა­მი­ერი მო­დუ­ნე­ბა ნიშ­ნავს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის წყვე­ტას. შე­სა­ბა­მი­სად, დის­ტან­ცი­ური კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში უკ­ან­ას­კნე­ლი ორი თვის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მი­ერ:

შეს­წავ­ლილ იქ­ნა ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტი და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია და შე­მუ­შავ­და:

  • ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ები;
  • ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის სა­ფა­კულ­ტე­ტო კონ­ცეფ­ცი­ები (შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწ­ევ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი);
  • ტუ­ტო­რი­ალ­ები და გზამ­კვლე­ვე­ბი;

და­იგ­ეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სტუ­დენ­ტე­ბის, აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის პირ­ვე­ლი ეტ­აპ­ის გა­მო­კითხვე­ბი, რომ­ლთა ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­საზღვრა ახ­ალი ამ­ოც­ან­ები;

 

გა­ნი­საზღვრა და ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლის სა­ხით შე­თა­ვა­ზე­ბულ იქ­ნა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები (პირ­ვე­ლი ციკ­ლი მო­იც­ავს 17 ტრე­ნინ­გს მა­ის­ის თვე­ში);

 

მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­ური კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დებ­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­თან, კერ­ძოდ:

  • თბი­ლი­სის ფრან­კო­ფო­ნი­ის სა­აგ­ენ­ტოს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ბი­ურ­ოს­თან (Agence universitaire de la Francophonie — AUF) მიზ­ნობ­რი­ვად შერ­ჩე­ული საგ­ნმა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის და ინ­სტი­ტუ­ცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის ცალ­კე­ული თე­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით;
  • გერ­მა­ნი­ის აკ­ად­ემი­ური გაც­ვლის სამ­სა­ხუ­რის (Deutsche Akademische Austauschdienst — DAAD) თბი­ლი­სის ბი­ურ­ოს­თან პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად;
  • ფოლ­კსვა­გე­ნის (VolkswagenStiftung) ფონ­დთან პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად;
  • ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან (British Council) სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის „უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში;
  • გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit — GIZ) ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით.

 

სულ უფ­რო ინ­ტენ­სი­ურია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ას­ოცი­აცი­ას­თან, რომ­ლის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის — შრო­მის ბაზ­რი­სა და და­საქ­მე­ბა­დო­ბის უნ­არ­ებ­ის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა (EUA Thematic Peer Group — Meeting Skills and Employability Demands) — მუ­შა­ობ­აში აქ­ტი­ურ­ად ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს სამ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში. თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის მუ­შა­ობა გაგ­რძელ­დე­ბა 2020 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე. წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა, ას­ევე, ევ­რო­პუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ას­ოცი­აცი­ის მრგვა­ლი მა­გი­დის მუ­შა­ობ­აში, კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტე­ბის მე­წარ­მე­ობა: სწავ­ლა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­თვის (Student Entrepreneurship: Learning for Impact), რომ­ლის შეხ­ვედ­რა 2020 წლის ივ­ნის­ში იგ­ეგ­მე­ბა;

დას­რულ­და მუ­შა­ობა სტრა­ტე­გი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის დო­კუ­მენ­ტზე, რო­მე­ლიც გან­ხი­ლულ იქ­ნა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს სხდო­მა­ზე;

მიმ­დი­ნა­რე­ობს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­ჟი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ან­ალ­იზი სტრა­ტე­გი­აში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მიზ­ნით;

დას­რულ­და მუ­შა­ობა და შე­მუ­შავ­და ინ­სტი­ტუ­ცი­ური ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის სის­ტე­მა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად და­ედ­ება შემ­დგომ­ში სის­ტე­მის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შექ­მნას, რა­ზეც ამ ეტ­აპ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაოები;

ინ­ტენ­სი­ურ­ად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შაოები აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის (INTEGRITY) პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­წე­რი­ლი პრო­ექ­ტის დას­კვით ფა­ზა­ში:

  • შე­მუ­შავ­და აკ­ად­ემი­ური კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­ეც­ემა აკ­ად­ემი­ურ საბ­ჭოს გან­სა­ხილ­ვე­ლად;
  • ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პორ­ტალ­ზე გან­თავ­სდა პლა­გი­ატ­ის პრე­ვენ­ცი­ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი;
  • სა­ფა­კულ­ტე­ტო აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მი­ერ მზად­დე­ბა ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი;
  • და­იგ­ეგ­მა და­მა­ტე­ბი­თი ტრე­ნინ­გე­ბი სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის;

 

15 აპ­რილს მოწ­ვე­ულ იქ­ნა ხა­რის­ხის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის (და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რექ­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ერ) მე­სა­მე შეხ­ვედ­რა დის­ტა­ცი­ური სწავ­ლე­ბის თე­მე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. მსჯე­ლო­ბა გა­იმ­არ­თა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ტრან­სფორ­მი­რე­ბის თე­მებ­ზე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფა­ზაა ხა­რის­ხი­ანი და გა­მარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. ამ­დე­ნად, წი­ნამ­დე­ბა­რე თე­მე­ზე მსჯე­ლო­ბა გას­ცდა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცეს და დე­ბა­ტე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ ხა­რის­ხის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის დის­ტან­ცი­ური შეხ­ვედ­რის დღის წეს­რიგ­ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­და 40 სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 48 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; მა­ის­ის თვის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში და­გეგ­მი­ლია ხა­რის­ხის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის მე­ოთხე შეხ­ვედ­რა, რომ­ლის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებს ეს­ტო­ნე­თის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­აგ­ენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და რუ­მი­ნე­ლი ექ­სპერ­ტი, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­კითხე­ბი;

გეგ­მი­ურ­ად წა­რი­მარ­თა მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ორი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (სა­მა­გის­ტრო „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა“ და სა­დოქ­ტო­რო „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგია“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი) და­გეგ­მი­ლი რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ისა და ერ­თი დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის („ფი­ლო­ლო­გია“) მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი;

გეგ­მი­ურ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო მომ­ზა­დე­ბას გა­დის 50-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, ეტ­აპ­ობ­რი­ვად და­იგ­ეგ­მა წი­ნამ­დე­ბა­რე პრო­ცე­სის ცალ­კე­ული ფა­ზე­ბი;

მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შაოები უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აგ­ენ­ტო­ში სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ წარ­სად­გე­ნად;

შე­ივ­სო, გა­ნახ­ლდა და ახ­ალი თე­მე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბით გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდა ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ელ­ექ­ტრო­ნულ სივ­რცე­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­ური მუ­შა­ობა ვებ-გვერ­დის ინ­გლი­სურ თარ­გმან­ზე;

რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი მი­ღე­ბა ექ­ნე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ახ­ალი სას­წავ­ლო წლი­დანთქვე­ნი პროგ­ნო­ზი და არ­გუ­მენ­ტი..

– უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ახ­ალი სტუ­დენ­ტუ­რი ნა­კა­დის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის შე­დე­გად ჯერ კი­დევ გა­სულ სე­მეს­ტრში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­იღო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრში წა­რედ­გი­ნა სტუ­დენ­ტთა კონ­ტინ­გენ­ტის გაზ­რდის გა­ნაცხა­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვით და­გეგ­მი­ლია სტუ­დენ­ტთა ზღვრუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­ის ზრდა 4 920 ერ­თე­ულ­ით, რაც და­დას­ტურ­და 2020 წლის 14 თე­ბერ­ვლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით.

2020-2021 სას­წავ­ლო წელს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გეგ­მავს მი­იღ­ოს სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე 5 712 სტუ­დენ­ტი. გა­ნათ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ბა­ზა­ში პირ­ვე­ლა­დი არ­ჩე­ვა­ნის ფარ­გლებ­ში სა­ერ­თო ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე ფარ­გლებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 10 000-მდე აბ­იტ­ური­ენ­ტი. ას­ევე, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე, ას­ევე ახ­ალ უცხო­ენ­ოვ­ან, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე და­გეგ­მილ თუ რიგ­გა­რე­შე მო­ბი­ლო­ბას, გვაქ­ვს მო­ლო­დი­ნი, რომ წელს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა უნ­და მი­ღოს სტუ­დენ­ტთა წი­ნას­წარ გან­საზღვრუ­ლი რა­ოდ­ენ­ობა.

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ