მაია ჩიღ­ვი­ნა­ძე: „უმ­ჯო­ბე­სია გა­მოც­დე­ბი სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად ჩა­ტარ­დეს"

23 ივნ 2020

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

მო­ახ­ლოვ­და ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის დრო. ამ დროს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე სა­გა­მოც­დო ცი­ებ-ცხე­ლე­ბა იწყე­ბო­და, თსუ-ის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მე­ებ­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სტუ­დენ­ტე­ბი კი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დარ­ბა­ზებ­ში იკ­ავ­ებ­დნენ ად­გილს გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. წელს პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რთუ­ლი ეტ­აპ­ის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა კი­დევ ერთ გა­მოწ­ვე­ვას უნ­და უპ­ას­უხ­ოს — იმ­ის­თვის, რომ სე­მეს­ტრი ნა­ყო­ფი­ერ­ად დას­რულ­დეს და დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი თვალ­სა­ჩი­ნო იყ­ოს, სე­მეს­ტრის შე­მე­ჯა­მე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი და სა­ბა­კა­ლავ­რო თუ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მე­ბის დაც­ვე­ბი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში უნ­და ჩა­ტარ­დეს, რაც ად­ვი­ლი არაა. ამ ეტ­აპ­ზე, ფა­კულ­ტე­ტე­ბის და საგ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შედ­გა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტეს­ტე­ბი და სა­გა­მოც­დო ბი­ლე­თე­ბი ზე­პი­რი გა­მოც­დის­თვის, შე­მუ­შავ­და სე­მეს­ტრუ­ლი და სა­ბა­კა­ლავ­რო თუ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უმ­ები. სულ ცო­ტა ხან­ში უჩ­ვე­ულო სე­მეს­ტრი დას­რულ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შე­ჯამ­დეს — რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თა­ვი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას სტუ­დენ­ტმა და პრო­ფე­სორ­მა.

ამ პი­რო­ბებ­ში გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში მო­უწია მუ­შა­ობა თსუ-ის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს. რა საქ­მი­ან­ობ­ას ეწ­ევა იგი და რო­გორ ჩა­ერ­თო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში? — გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია ჩიღ­ვი­ნა­ძე

რა დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში?

— სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი ამ ეტ­აპ­ზე სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვერ მუ­შა­ობს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, შე­მო­სულ შე­კითხვებ­ზე წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი გას­ცენ სტუ­დენ­ტებს და იმ­უშა­ონ წი­ნა სე­მეს­ტრში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე.

— რა ფორ­მით ტარ­დე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სე­მეს­ტრუ­ლი გა­მოც­დე­ბი და რა ფუნ­ქცი­ები აკ­ის­რია ამ ეტ­აპ­ზე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს?

— სე­მეს­ტრის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბა პრო­რექ­ტორ­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან და აიტი დე­პარ­ტა­მენ­თან, რომ გა­მოც­დე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა დის­ტან­ცი­ურ­ად, Mოოდ­ლე-ის პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი შეძ­ლებ­და აქ­ტი­ურ­ად ჩარ­თუ­ლი­ყო ძი­რი­თა­დი გა­მოც­დე­ბის პრო­ცეს­ში და დახ­მა­რე­ბა გა­ეწია ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ფა­კულ­ტე­ტებ­თან გავ­ლი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მათ ერ­თხმად მი­იღ­ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ ამ ეტ­აპ­ზე გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დეს დის­ტან­ცი­ურ­ად, პე­და­გო­გე­ბის მი­ერ შუ­ალ­ედ­ური გა­მოც­დე­ბის დროს უკ­ვე გა­მოც­დი­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ეხ­ლა მუ­შავ­დე­ბა „სსიპ – ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2019-2020 სას­წავ­ლო წლის გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრის ძი­რი­თა­დი გა­მოც­დე­ბის დის­ტან­ცი­ურ­ად ჩა­ტა­რე­ბის ინ­სტრუქ­ცია“, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უდ­ოდ, ამ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დამ­ტკიც­დე­ბა. თა­ვის მხრივ, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი და­ეხ­მა­რე­ბა ფა­კულ­ტე­ტებს ძი­რი­თა­დი გა­მოც­დე­ბის ცხრი­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში.

— რო­გორ ფიქ­რობთრამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რი და, ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბის მხრივ, ყოვ­ლის ­მომ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა დის­ტან­ციურ­ად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი?

სა­ვა­რა­უდ­ოდ, დის­ტან­ცი­ური გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხი ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­ული, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი ამ­ოც­ანაა თა­ვი­დან ავ­იც­ილ­ოთ აკ­ად­ემი­ური სე­მეს­ტრის ჩა­ვარ­დნა და, რა თქმა უნ­და, ამ ეტ­აპ­ზე, უმ­ჯო­ბე­სია — ამ პი­რო­ბებს დავ­თან­ხმდეთ. გა­მოც­დე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სტა­ტის­ტი­კა­ზე იმ­უშ­ავ­ებს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი. სტა­ტის­ტი­კა კი უფ­რო ნა­თელ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს.

— თქვე­ნი აზ­რითსწავ­ლე­ბის და გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ამ ფორ­მი­დან რა შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბა, გად­მო­ტა­ნილ იქ­ნეს სააუდიტორო მე­ცა­დი­ნე­ობ­ის და სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში?

— სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს მი­აჩ­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უმ­ჯო­ბე­სია სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად, კომ­პი­უტ­ერ­ული ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით (ბუ­ნებ­რი­ვია, თუ სა­ამ­ის­ოდ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი/ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა). რაც შე­ეხ­ება ონ­ლა­ინ მე­ცა­დი­ნე­ობ­ის და გა­მოც­დე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ას, ვფიქ­რობ, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­აჯ­ამ­ებ­ენ — რამ­დე­ნად შე­დე­გი­ან­ად წა­რი­მარ­თა და დას­რულ­და სე­მეს­ტრი.