ცნობილი უნი­ვერ­სი­ტე­ტელები

12 თებ 2018

ლე­გენ­და­რუ­ლი ნი­კო კეც­ხო­ვე­ლი თურ­მე დიდ მეც­ნი­ე­რებს ევედ­რე­ბო­და – ხში­რად გა­ევ­ლოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­რეფ­ნებ­ში, რა­თა სტუ­დენ­ტებს მათ­თ­ვის თვა­ლის შევ­ლე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ... და­ფიქ­რე­ბაც არ უნ­და, ისე მიხ­ვ­დე­ბი, რა მი­ზა­ნი ჰქონ­და ამ მოკ­რ­ძა­ლე­ბულ სათ­ხო­ვარს – მას სურ­და, ახალ­გაზ­რ­დებს ეა­მა­ყათ უნი­ვერ­სი­ტე­ტით და იმ კო­რი­ფე­ე­ბით, ვის მხრებ­ზეც ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ტა­ძა­რი იდ­გა.
მად­ლო­ბა ღმერთს, დღე­საც გვყავს ასე­თი სა­ხე­ე­ბი – ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ხსე­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ცოდ­ნას­თან და ჭეშ­მა­რიტ მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. რუბ­რი­კა – სა­ხე(ლ)ები – უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად წარ­მო­გიდ­გენთ იმ მეც­ნი­ე­რებს, რო­მელ­თა საქ­მე­ე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტს საქ­ვეყ­ნოდ და მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც წარ­მო­ა­ჩენს. ამ­ჯე­რად ჩვენ მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს ვე­ხე­ბით.

იგი მსოფ­ლიო დო­ნის გა­მო­ჩე­ნილ ლინ­გ­ვის­ტ­თა შო­რი­საა

„ხე­თუ­რი ენა და ლა­რინ­გა­ლუ­რი თე­ო­რია“ – ამ სფე­რო­ში შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა აკა­დე­მი­კოსს, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძეს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­უ­პო­ვა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ხე­თო­ლო­გი­ის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დებ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. 1967 წელს მი­სი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი აკა­დე­მი­კო­სებ­მა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა და გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ან­მა ასე შე­ა­ფა­სეს: „დი­დი ერუ­დი­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მეც­ნი­ერ­მა, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სა, უკ­ვე სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მო­ჩე­ნილ ლინ­გ­ვის­ტ­თა შო­რის“. თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ მრა­ვალ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­თა­გან ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტა­პად არის მიჩ­ნე­უ­ლი გი­ვი მა­ჭა­ვა­რი­ან­თან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი მო­ნოგ­რა­ფია – „სო­ნან­ტ­თა სის­ტე­მა და აბ­ლა­უ­ტი ქარ­თ­ვე­ლურ ენებ­ში“. ეს მო­ნოგ­რა­ფია გერ­მა­ნულ ენა­ზე საზ­ღ­ვარ­გა­რე­თაც გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა, ცი­დან ტუნ­გუს­კის მე­ტე­ო­რის ჩა­მო­ვარ­დ­ნის ტოლ­ფა­სი ეფექ­ტი თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძემ აკა­დე­მი­კოს ვი­ა­ჩეს­ლავ ივა­ნოვ­თან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვით მო­ახ­დი­ნა. „ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ენა და ინ­დო­ევ­რო­პე­ლე­ბი“ – ამ გა­მოკ­ვ­ლე­ვის ძი­რი­თა­დი იდე­ე­ბი, რო­მელ­თაც თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძე, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ორ­ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მამ­დე, საზ­ღ­ვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხ­ვა სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ სიმ­პო­ზი­უ­მებ­ზე აც­ნობ­და კო­ლე­გებს და აქ­ვეყ­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტი­ებს, ინ­გ­ლი­სუ­რად ითარ­გ­მ­ნა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წიგ­ნად გა­მო­ვი­და. ამ კვლე­ვამ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ლინ­გ­ვის­ტ­თა, ის­ტო­რი­კოს­თა, არ­ქე­ო­ლოგ­თა, ეთ­ნოგ­რაფ­თა და ან­თ­რო­პო­ლოგ­თა დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა. და­სავ­ლე­თის მეც­ნი­ე­რებ­მა თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძის ამ ახალ იდე­ას „გლო­ტა­ლუ­რი თე­ო­რი­ის“ სა­ხე­ლით იც­ნობს, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ცვლის მეც­ნი­ე­რულ თვალ­საზ­რისს ინ­დო­ევ­რო­პულ ენა­თა ის­ტო­რი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სა­უ­ბა­რია იმ თვალ­საზ­რი­სის გა­და­სინ­ჯ­ვა­ზე, რო­მე­ლიც კლა­სი­კურ ინ­დო­ევ­რო­პულ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­ში 150 წლის მან­ძილ­ზე ბა­ტო­ნობ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მეც­ნი­ერ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძის თე­ო­რია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტი­პო­ლო­გი­ურ და მა­სა­ლობ­რივ ჩვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის ქარ­თ­ვე­ლურ ენებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. 
ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დიდ აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავ­და მრავალი ჯილდოსა თუ წოდების მქონე აკა­დე­მი­კოს თა­მაზ გამ­ყ­რე­ლი­ძის არ­ჩე­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის უც­ხო­ელ წევ­რად. ამე­რი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ნა­ცი­ო­ნა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში წევ­რად არ­ჩე­ვა სა­ყო­ველ­თა­ოდ მიჩ­ნე­უ­ლია იმ უმაღ­ლეს პა­ტი­ვად, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მეც­ნი­ერს მი­ე­გოს.

წლის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რი

უნი­ვერ­სი­ტე­ტის წი­აღ­ში წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის ანა­ლი­ზი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კას­პის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე გრაკ­ლი­ა­ნი გო­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათ­ხ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­უ­ბა­რია ძვე­ლი წელ­თაღ­რიც­ხ­ვის X სა­უ­კუ­ნის მცი­რე ტა­ძარ­ზე, რო­მელ­შიც ორი ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. „ამ დამ­წერ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვალ­გ­ვა­რი აზ­რი გა­მო­ით­ქ­ვა, მაგ­რამ მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს გახ­ლავთ უკ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი. თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და, ხაზ­გას­მით ა­ღვ­ნიშ­ნო, რომ სა­მი სხვა­დას­ხ­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან – მა­ი­ა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, ცი­უ­რი­ხის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან და გრო­ნინ­გე­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, სა­დაც ჩვენ და­ვაგ­ზავ­ნეთ კარ­ბო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი, მი­ვი­ღეთ ერ­თი და იგი­ვე შე­დე­გი, ერ­თი და იგი­ვე თა­რი­ღი – ძვე­ლი წელ­თაღ­რიც­ხ­ვის X სა­უ­კუ­ნე. ეს არის ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი თა­რი­ღი დამ­წერ­ლო­ბი­სთ­ვის და, შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვა­ლი კით­ხ­ვის ნი­შა­ნი და მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა დად­გა, რო­გორც კი ეს წარ­წე­რა აღ­მოჩ­ნ­და. მე ვთვლი, რომ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა ეს გახ­ლავთ“, – აღ­ნიშ­ნავს წლის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი არ­ქე­ო­ლო­გი ყვე­ლა აღ­მო­ჩე­ნას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე (და არა მხო­ლოდ ახ­ლა) თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს უძ­ღ­ვ­ნის.

ზა­ალ კო­კა­ია მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნას­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში

ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ევ­რო­პის აკა­დე­მი­ის (Aცა­დე­მია Eურო­პა­ეა) ნამ­დ­ვი­ლი წევ­რი, ლუნ­დის (შვე­დე­თი) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზა­ალ კო­კა­ია თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რია და არა­სო­დეს გა­უწ­ყ­ვე­ტია კავ­ში­რი მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ის სულ ცო­ტა ხნის წინ „ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ აირ­ჩი­ეს. 
ზა­ალ კო­კა­ი­ას სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სე­ბი ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის ბი­ო­ლო­გი­ა­სა და რე­გე­ნე­რა­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას უკავ­შირ­დე­ბა. მი­სი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი ეხე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნას – ესაა ტვი­ნის უჯ­რე­დებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნე­ი­რო­ნე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ახა­ლი ნე­ი­რო­ნე­ბით. 
კვლე­ვა სა­ინ­ტე­რე­სოა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და ვირ­თაგ­ვებ­ზე და ნე­ი­რო­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად იყე­ნებ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნის კანს და ადა­მი­ა­ნის კა­ნი­დან მი­ღე­ბულ ნე­ი­რო­ნებს. ეს არის ე.წ. ინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი პლუ­რი­პო­ტენ­ტუ­ლი უჯ­რე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც 2012 წელს ნო­ბე­ლის პრე­მი­ით აღი­ნიშ­ნა. ეს მე­თო­დი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მო­ახ­დი­ნო უჯ­რე­დის რეპ­როგ­რა­მი­რე­ბა, ანუ ერ­თი ტი­პის უჯ­რე­დი გარ­დაქ­მ­ნა მე­ო­რე ტი­პის უჯ­რე­დად. „ტვი­ნის იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დროს ფერ­ხ­დე­ბა სის­ხ­ლის მი­წო­დე­ბა თა­ვის ტვი­ნის სხვა­დას­ხ­ვა უბ­ნებ­ში და ამის გა­მო ზი­ან­დე­ბა ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბი. ეს და­ა­ვა­დე­ბა მე­ო­რეა სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წ­ვევ პა­თო­ლო­გი­ა­თა შო­რის და წარ­მო­ად­გენს ინ­ვა­ლი­დო­ბის უხ­ში­რეს მი­ზეზს მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით. დღე­ი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტით დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი. ჩვენ ადა­მი­ა­ნის კა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბი გა­დავ­ნერ­გეთ ვირ­თაგ­ვას იშე­მი­ით და­ზი­ა­ნე­ბულ ტვი­ნის ქერ­ქ­ში. და­ვაკ­ვირ­დით, რომ გა­და­ნერ­გი­ლი ნე­ი­რო­ნე­ბი გან­ვი­თარ­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც ფუნ­ქ­ცი­უ­რი ნე­ი­რო­ნე­ბი, და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ სი­ნაფ­სუ­რი კავ­ში­რე­ბი და­ამ­ყა­რეს მას­პინ­ძ­ლის ნე­ი­რო­ნებ­თან. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნე­ი­რო­ნე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ზა­ალ კო­კა­ი­ამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.
ამ ეტაპ­ზე მეც­ნი­ე­რი, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, აგ­რ­ძე­ლებს კვლე­ვას იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რამ­დე­ნად შე­აქვს წვლი­ლი ახა­ლი ნე­ი­რო­ნე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში.
„ინ­სულ­ტი არის ინ­ვა­ლი­დო­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მომ­წ­ვე­ვი. დღე­ი­სათ­ვის რე­ა­ლუ­რად ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ვე­რა­ფერს ვთა­ვა­ზობთ, რომ ის ფუნ­ქ­ცია, რაც და­უქ­ვე­ით­და, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. მარ­თა­ლია, არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი, მაგ­რამ ეს უფ­რო ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბაა, ვიდ­რე მკურ­ნა­ლო­ბა. მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი დიდ იმედს ვამ­ყა­რებთ ახალ, ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე, რომ­ლი­თაც, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში გა­ნი­კურ­ნოს ამ­ჟა­მად გა­ნუ­კურ­ნე­ბა­დი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, ტვი­ნის ინ­სულ­ტიც“, – ამ­ბობს ზა­ალ კო­კა­ია.

უნივერსიტეტის ცნობილი სო­ცი­ო­ლო­გის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ფი­ლი

პრო­ფე­სორ ია­გო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, პი­რო­ბი­თად, შე­იძ­ლე­ბა ორ ნა­წი­ლად გავ­ყოთ: ა) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ბ) კვლე­ვი­თი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ბო­ლო წლებ­ში და­უ­კავ­შირ­და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კით­ხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ცოდ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას თსუ-ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ამ მიზ­ნით, ევ­რო­კავ­ში­რის ერაზ­მუ­სის პროგ­რა­მას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შე­იქ­მ­ნა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა „ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, რომ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი სპე­ცი­ფი­კა ისაა, რომ ეს პროგ­რა­მა ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რია და, ამა­ვე დროს, ინ­ტერ­სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო: მას ახორ­ცი­ე­ლებს სა­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – თსუ, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებს ევ­რო­პუ­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შუქ­ზე ას­წავ­ლის და, შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის ბა­ზარ­ზე გა­მოჰ­ყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შრო­მის კულ­ტუ­რა უნ­და და­ამ­კ­ვიდ­რონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს, ია­გო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მე­ო­რე ინო­ვა­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნა­თლებ­ლო პრო­ექ­ტია. მა­ნამ­დე იგი სა­თა­ვე­ში ედ­გა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბას თსუ-ში (ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში) და დღემ­დე ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ამ სფე­რო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას, ია­გო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ბო­ლო წლებ­ში უძ­ღ­ვე­ბო­და და უძ­ღ­ვე­ბა ათე­უ­ლო­ბით კვლე­ვით პრო­ექტს, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს. ამ თვალ­საზ­რი­სით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შემ­დე­გი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კვლე­ვე­ბი: ა) სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის მი­მართ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის და­ფი­ნან­სე­ბით); ბ) ძა­ლა­დობ­რი­ვი ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის მი­მართ მოწ­ყ­ვ­ლა­დო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დებ­ში (ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით); გ) სა­პენ­სიო რე­ფორ­მის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­დე­ლე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით); დ) ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში (გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნან­სე­ბით); ე) თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა (ფონდ „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა – სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ და­ფი­ნან­სე­ბით) და ა.შ.. ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტი 2017 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და და, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ხე­ლი შე­უწ­ყო (ან შე­უწ­ყობს) პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისე­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის რე­დაქ­ცია, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­პენ­სიო რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ექ­ს­ტ­რე­მის­ტუ­ლი გან­წ­ყო­ბე­ბის პრე­ვენ­ცია და სხვ.

ნინო კაკულია