პა­რი­ზის პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტის მთე­ლი პო­ტენ­ცი­ალი მი­მარ­თუ­ლია „კო­ვიდ-19“-თან საბ­რძო­ლო არ­სე­ნა­ლის შექ­მნა­ზე

08 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტის (პა­რი­ზი, საფ­რან­გე­თი) პრო­ფე­სო­რი, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი, ბი­ოლ­ოგი­ის მე­ცი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, ვი­რუ­სო­ლო­გი და აკ­ად­ემია ევ­რო­პე­ას თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ული ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი

და­ვით ფრან­გიშ­ვი­ლი

ესა­უბ­რა ნი­ნო კა­კუ­ლია

პა­რი­ზის პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტი ცნო­ბი­ლია, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მე­დი­ცი­ნო მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის ცენ­ტრი. სა­ინ­ტე­რე­სოა ინ­სტი­ტუ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი დღე­ვან­დელ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში...

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტი უკ­ვე 130 წე­ლია ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ებ­თან ბრძო­ლის წი­ნა ხაზ­ზეა. ამ ბრძო­ლას და­სა­ბა­მი მის­ცა ლუი პას­ტე­რის მი­ერ ვაქ­ცი­ნის – და­სუს­ტე­ბუ­ლი ვი­რუ­სის — გა­მო­ყე­ნე­ბამ ცო­ფით დას­ნე­ულ­ებ­ული პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ვაქ­ცი­ნა­ცია წლე­ბის მან­ძილ­ზე ვი­რუ­სებ­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი იარ­აღია და პას­ტე­რის ინ­ტი­ტუტს ახ­ალი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის მრა­ვალ­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს. რა თქმა უნ­და, ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ინ­სტი­ტუ­ტის მთე­ლი პო­ტენ­ცი­ალი მი­მარ­თუ­ლია მას­თან საბ­რძო­ლო არ­სე­ნა­ლის შექ­მნა­ზე — იქ­ნე­ბა ეს ვაქ­ცი­ნა, წა­მა­ლი თუ სწრა­ფი ტეს­ტი. ის­ტო­რი­ული გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტი სე­რი­ოზ­ული რწმუ­ნე­ბუ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე, სა­ნამ უტყუ­არ შე­დე­გებს არ მი­იღ­ებს, ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ არ აკ­ეთ­ებს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, დი­დი დრო გა­ვა, სა­ნამ პრე­ვენ­ცი­ული ვაქ­ცი­ნა შე­იქ­მნე­ბა და ავ­ად­მყო­ფე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. მა­ნამ­დე, ალ­ბათ, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ალ­ებ­ები გა­მო­ინ­ახ­ება.

რო­გორც ვი­რუ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და მა­თი ევ­ოლ­უცი­ის ექ­სპერ­ტმა, რა შე­გიძ­ლი­ათ გვითხრათ ახ­ალი კო­რო­ნავი­რუ­სის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ?

- არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის „SARS‑CoV2“-ის შეღ­წე­ვა ად­ამი­ან­ებ­ის პო­პუ­ლა­ცი­აში მოხ­და ერ­თჯე­რა­დად და­უდ­გე­ნე­ლი ძუ­ძუმ­წოვ­რი­დან და ამ­ას ად­ამი­ან­ებს შო­რის ჯაჭ­ვუ­რი გავ­რცე­ლე­ბა მოჰ­ყვა. ას­ეთი შემ­თხვე­ვე­ბი – ვი­რუ­სუ­ლი ზო­ონ­ოზი — ბუ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა მა­თი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი სრუ­ლი­ად გა­უგ­ებ­არია და მის­ტი­ურ სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უდ­ოთ, რომ ეს პრო­ცე­სი — ვი­რუ­სებ­სა და მათ მას­პინ­ძელ ორ­გა­ნიზ­მებს შო­რის წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა, გლო­ბა­ლურ ეკ­ოლ­ოგი­ურ ცვლი­ლე­ბებ­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე რომ, დღე­ვან­დე­ლი კა­ტას­ტრო­ფის ერ­თი მი­ზე­ზი ბუ­ნე­ბას­თან ჩვე­ნი უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ­ის.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ამ, რამ­დე­ნი­მე ოდი­ოზ­ური მეც­ნი­ერ­ის გა­მოკ­ლე­ბით, ერ­თხმად უარ­ყო ახ­ალი ვი­რუ­სის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ბევ­რია არ­გუ­მენ­ტი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ორი­ის წი­ნა­აღ­გმდეგ და მათ გა­ხილ­ვას არ შე­ვუდ­გე­ბი.

თქვენ ბრძან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მიკ­რო­ბი­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფ­ას­ებთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­აგ­ირ­ებ­ის ხა­რის­ხს დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

- ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­თვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია გა­და­იხ­ედ­ოს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით კო­რო­ნა­ვი­რუს­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის. ეს წარ­მა­ტე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის და მას ის­ტო­რი­ული კავ­ში­რი აქ­ვს ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თა­ნაც. 1919 წელს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა გა­დაწყვი­ტა ჩა­მო­ეყ­ალ­იბ­ებ­ინა მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის და ზო­გა­დი ჰი­გი­ენ­ის კა­თედ­რე­ბი და ამ საქ­მის­თვის მო­იწ­ვია ხარ­კოვ­ში მოღ­ვა­წე გა­მო­ჩე­ნი­ლი მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი სი­მონ ამ­ირ­ეჯ­იბი. ახ­ალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რი თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად შე­უდ­გა ჩვენ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ნათ­ლად ას­ახ­ულია მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ან­გა­რიშ­ში 1921 წელს გა­წე­ული სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ. ამ დო­კუ­მენ­ტს შემ­თხვე­ვით წა­ვაწყდი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში და ვი­სურ­ვებ­დი, რომ და­იბ­ეჭ­დოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში, რო­გორც პრო­ფე­სი­ული თავ­და­დე­ბის და კო­ლე­გი­ალ­ობ­ის სა­ნი­მუ­შო მა­გა­ლი­თი. სი­მონ ამ­ირ­ეჯ­იბ­მა ჯერ კი­დევ ერ­თი სა­უკ­უნ­ის წინ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და შრა­ტე­ბის წარ­მო­ებ­ას, წყალ­სა­დე­ნე­ბის სა­ნი­ტა­რი­ის და თვით­გაწ­მენ­დის სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლას, სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე სან­ჰი­გი­ენ­ური პი­რო­ბე­ბის დაც­ვას. ასე რომ, ქარ­თვე­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგ­ებ­ის და ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტე­ბის დღე­ვან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბა დიდ ტრა­დი­ცი­აზე არ­ის დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­უკ­უნ­ის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე რჩე­ბო­და. ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და დიდ მად­ლო­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას ვუცხა­დებ ქარ­თველ ექ­იმ­ებს და ყვე­ლა იმ პირს, ვინც თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად ებ­რძვის კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ეპ­იდ­ემი­ას.

რას ფიქ­რობთ, რა გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­იღ­ოს კა­ცობ­რი­ობ­ამ მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­იდ­ან და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­იტ­ან­ოს მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ?

- ჩვენ ჯერ კი­დევ „COVID-19“ პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ვართ და სრუ­ლად ვერ შე­ვა­ფა­სებთ ვერც ად­ამი­ან­ური მსხვერ­პლის მას­შტაბს და ვერც პან­დე­მი­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და სო­ცი­ალ­ურ შე­დე­გებს. ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი, რაც უკ­ვე მი­ვი­ღეთ, ის არ­ის, რომ ბევ­რად უფ­რო ფა­ქი­ზად უნ­და მო­ვექ­ცეთ ბუ­ნე­ბას, რად­გან ცვლა­დი ეკ­ოლ­ოგი­ური პი­რო­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა დი­დი ალ­ბა­თო­ბით ბიძ­გს აძ­ლევს სა­ხე­ობ­ათ­აშ­ორ­ისო ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებს და ახ­ალი ვი­რუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ად­ამი­ან­ის პო­პუ­ლა­ცი­აში. ის­იც ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ აუც­ილ­ებ­ელია შე­იქ­მნას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ის­ეთი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მი­სი სა­ხე­ლის ღირ­სი იქ­ნე­ბა და რომ არ შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მარ­თვას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა ბევ­რად არ აღ­ემ­ატ­ება დი­დი ევ­რო­პუ­ლი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ავ­ად­მყო­ფოს ბი­უჯ­ეტს. აშ­კა­რაა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ში მწი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­ას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფა­სის გა­დახ­და უხ­დე­ბა: მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის სი­ცოცხლის და­სა­ცა­ვად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­სა და პრე­ვენ­ცი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში არ­ან­აკ­ლე­ბი, თუ არა უფ­რო მე­ტი, თან­ხე­ბია ჩა­სა­დე­ბი, ვიდ­რე სამ­ხედ­რო თავ­დაც­ვის ბი­უჯ­ეტ­ში.

და­ბო­ლოს, მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი, რომ მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში თი­თოეული ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფა­სე­ულ­ობ­ად წარ­მო­ჩინ­და. ვფიქ­რობ, ის­ტო­რი­ული მოვ­ლე­ნის მოწ­მე­ნი ვართ და კა­ცობ­რი­ობ­ის ის­ტო­რი­აში პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სო­ლი­და­რუ­ლად, სრუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური კა­ტას­ტრო­ფის ხარ­ჯზე, პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მო­უპ­ოვ­ებ­ლად, თი­თოეული მო­ქა­ლა­ქის სი­ცოცხლეს აბ­სო­ლუ­ტურ პრი­ორ­იტ­ეტს ან­იჭ­ებს. დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ ას­ეთი „ალ­ტრუ­იზ­მის“ რა­ღაც ნა­წი­ლი მო­მა­ვალ­შიც დარ­ჩე­ბა და მა­ტე­რი­ალ­ური ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის­თვის გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბის ეპ­ოქა დი­დი­ხა­ნი აღ­არ დაბ­რუნ­დე­ბა.