ახ­ალი და გა­მო­სა­ცე­მად გამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი

13 ივლ 2020

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 2020 წლის იან­ვრი­დან მა­ის­ის ჩათ­ვლით გა­მოს­ცა 42 ტექ­სტი, რო­მე­ლიც ბეჭ­დუ­რი ან ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­ხით მი­ეწ­ოდა მკითხველს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­იმ­ატა ელ­ექ­ტრო­ნულ, ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მებ­ზე მოთხოვ­ნამ, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა მთლი­ან­ად გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე და დღე­საც აგ­რძე­ლებს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას. თუმ­ცა, იმ­ავ­დრო­ულ­ად, არ­ის გა­მო­ცე­მე­ბიც, რო­მელ­თა ბეჭ­დვა გა­ნახ­ლდე­ბა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე.

თსუ გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნა­თია დვა­ლის გან­ცხა­დე­ბით, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი საქ­მი­ან­ობა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ცე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბაა. გრძელ­დე­ბა მუ­შა­ობა იმ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­თაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­გან თარ­გმნის. ას­ეთი 15 სა­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მუ­შავ­დე­ბა ამ­ჟა­მად, მათ შო­რი­საა ოქ­სფორ­დის გა­მო­ცე­მე­ბი: „კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია“, „ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გია“, „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“, „სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა“, „ხა­რის­ხობ­რი­ვი კვლე­ვა“...

გა­მომ­ცემ­ლო­ბა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტებ­ზე. სულ ახ­ლა­ხან გა­მო­იცა გი­ორ­გი გა­ბე­ლი­ას მი­ერ თარ­გმნი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი რო­ბერტ სტა­მის „კი­ნოს თე­ორია“, და­სა­ბეჭ­დად მზა­დაა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „გურ­ჯა­ან­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“. გა­მომ­ცემ­ლო­ბა მუ­შა­ობს პე­რი­ოდ­ულ გა­მო­ცე­მებ­ზე, სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­სა და კრე­ბუ­ლებ­ზე, ას­ევე მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ის­ევ გა­იზ­არ­და მოთხოვ­ნა კო­მერ­ცი­ულ ბეჭ­დვა­ზე (რო­მე­ლიც ას­ევე შე­ფერ­ხე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით). ავ­ტორ­თა თვით­და­ფი­ნან­სე­ბის გზით გა­მო­იცა კუ­კუ­რი წი­ქა­რიშ­ვი­ლის, ზა­ზა ლე­ჟა­ვას, ლა­შა ას­ან­იძ­ის „კარ­სტულ-სპე­ლე­ოლ­ოგი­ური ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი“, ლე­ვან სა­ბა­ურ­ის „ფი­ნან­სუ­რი აღ­რიცხვა 2“, მა­რი­ნა ვე­კუ­ას „ად­ამი­ანი — გაკ­ვე­თი­ლი, ილია ვე­კუა“, ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლის „ეკ­ონ­ომ­იკ­ური აზ­რის ის­ტო­რია“... მზად­დე­ბა ნი­ნო მა­ქა­ძის „იუს­ტი­ნე აბ­ულ­აძ­ის ცხოვ­რე­ბა და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობა“, მე­რაბ აბ­ეს­აძ­ის „სა­ხე­ლი“ და სხვა...

 

გთა­ვა­ზობთ 2020 წლის პირ­ველ თვე­ებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.

 

მარ­ჯო­ რიუორ­დრო­პის „ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლილექ­სი­კო­ნი“
ეს გა­მო­ცე­მა ეძ­ღვნე­ბა მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის და­ბა­დე­ბის 150 წლის­თავს. მი­სი ლექ­სი­კო­გრა­ფი­ული საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად 1998 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში. ეს მა­სა­ლე­ბი ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში აღ­მო­აჩ­ინა პრო­ფე­სორ­მა მა­რი­კა ოძ­ელ­მა, რო­მე­ლიც დღეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ქარ­თუ­ლი ენ­ის სამ­მარ­თვე­ლოს. 2014 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე და მა­რი­კა ოძ­ელი, სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოქ­სფორ­დში, ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში სა­მუ­შა­ოდ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იტ­ან­ეს მ. უორ­დრო­პის ლექ­სი­კო­ნის ფო­ტო­ას­ლე­ბი და ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად და­იწყეს მუ­შა­ობა მათ გა­ციფ­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლა­ზე. სწო­რედ ამ გა­ციფ­რე­ბულ ლექ­სი­კონს ვთა­ვა­ზობთ მკითხველს პირ­ვე­ლად სა­თა­ნა­დო კო­მენ­ტა­რე­ბით.
ან­ელ­იზა დოდ­სი, „შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა“.
მთარ­გმნე­ლე­ბი: სა­ლო­მე დუნ­დუა და ზვი­ად აბ­აშ­იძე;
სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი — ნა­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

 

მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის მი­ზა­ნია მკითხველს შეს­თა­ვა­ზოს შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ვა­ლი. ნაშ­რომ­ში თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ და ახ­სნი­ლია ის თე­ორი­ული ჩარ­ჩო­ები, რომ­ლე­ბიც გა­მო­იყ­ენ­ება მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის გა­სა­ან­ალ­იზ­ებ­ლად. წიგ­ნში პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი სექ­ტო­რე­ბის გან­ხილ­ვის მა­გა­ლით­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი პო­ლი­ტი­კის ბუ­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვა. მო­ცე­მუ­ლი ვა­რი­აცი­ები გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია მთავ­რო­ბის მი­ერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­ის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის ჭრილ­ში..

 

ლი­ლი გოქ­სა­ძე, ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი -
თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რი ენ­ის გრა­მა­ტი­კის უმ­აღ­ლე­სი კურ­სი, ტო­მი I
ესაა ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­ერ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ის შედ­გე­ნი­ლია ლინ­გვის­ტი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის თე­ორი­ის უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და წარ­მო­ად­გენს გრა­მა­ტი­კის ის­ეთ კურ­სს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სტუ­დენ­ტთა ტი­პურ შეც­დო­მებს, ისე ენ­ის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს.

 

რო­ბერტ სტა­მი, „კი­ნოს თე­ორია“;
მთარ­გმნე­ლი - გი­ორ­გი გა­ბე­ლია, რე­დაქ­ტო­რი - და­ვით ან­დრი­აძე.
მთარ­გმნე­ლის­გან წამ­ძღვა­რე­ბულ წი­ნა­სიტყვა­ობ­აში წა­იკ­ითხავთ: „რო­ბერტ სტა­მის წიგ­ნის – „კი­ნოს თე­ორია: შე­სა­ვა­ლი“ თარ­გმნა, თავ­და­პირ­ვე­ლად, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის სო­ცი­ოლ­ოგი­ის კურ­სის შემ­სწავ­ლელ­თათ­ვის გან­ვიზ­რა­ხე. მსურ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას ქარ­თულ ენ­აზე გაც­ნო­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ნოს ის­ტო­რი­ით, ზო­გა­დად, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. მუ­შა­ობ­ის დას­რუ­ლე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ებ­ის, კულ­ტუ­რის მკვლევ­რე­ბის, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის, ფი­ლო­ლო­გე­ბის, სო­ცი­ოლ­ოგ­ებ­ის, მე­დი­ამ­კვლევ­რე­ბის, იმ დის­ციპ­ლი­ნა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ალ­ურ ფე­ნო­მენს, მის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ასა და რე­ცეფ­ცი­ას, ზო­გა­დად, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­სა და ამ უკ­ან­ას­კნე­ლის სო­ცი­ალ­ურ, პო­ლი­ტი­კურ თუ გენ­დე­რულ ას­პექ­ტებს სწავ­ლო­ბენ...“

წიგ­ნი დიდ სი­ამ­ოვ­ნე­ბას მო­უტ­ანს არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, არ­ამ­ედ ყვე­ლას, ვი­საც უყ­ვარს კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა.

 

ნა­ტა ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი,
სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მარ­თვა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ნა­წი­ლი I.
მო­სახ­ლე­ობ­ის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხია. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამ სა­კითხის მრა­ვალ­მხრივ და კომ­პლექ­სურ გან­ხილ­ვას ეთ­მო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.

 

და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლია:
სა­იმ­იჯო წიგ­ნი: სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.
წიგ­ნი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერ­თში მო­მი­ხი­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­აღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის და­არ­სე­ბის ის­ტო­რია, მე­ორ­ეში კი – უმ­აღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის აღ­დგე­ნა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი. წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე, ალ­ექ­სან­დრე ცის­კა­რი­ძე, დი­მიტ­რი კორ­ძაია

 

არ­ატ­რა­დი­ცი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­სი: მე­თო­დო­ლო­გია და მე­თო­დი­კა.
ავ­ტო­რი: ვლა­დი­მერ (ლა­დო) პა­პა­ვა
ესაა მო­ნოგ­რა­ფი­ული ხა­სი­ათ­ის ნაშ­რო­მი თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის აქ­ტუ­ალ­ურ პრობ­ლე­მებ­ზე. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლაც სცილ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­სის კურ­სს. ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ერ დას­მულ ტრა­დი­ცი­ულ კითხვებ­ზე მო­ცე­მუ­ლია ის არ­ატ­რა­დი­ცი­ული პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ალ­ობ­ას­თან ბევ­რად უფ­რო ახ­ლო­საა, ვიდ­რე ის პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ტრა­დი­ცი­ული ეკ­ონ­ომ­იკ­სი იძ­ლე­ვა. ეს კი მკითხველს აძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას, გა­იღ­რმა­ვოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ცოდ­ნა.

 

რჩე­ული ნა­წე­რე­ბი,
მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ტო­მი II.
მას­ში შე­სუ­ლია აკ­ად­ემ­იკ­ოს მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის რჩე­ული წე­რი­ლე­ბი.

 

„არ­ქე­ოლ­ოგია“
კო­ლინ რეფ­ლი­უსი, პოლ ბა­ნი
სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო არ­ქე­ოლ­ოგი­ის უცხო­ენ­ოვ­ანი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა, რომ­ლის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რია ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.

 

„ბიზ­ნე­სი“
ავ­ტო­რე­ბი: უილი­ამ პრა­იდი, რო­ბერტ ჯ. ჰაგ­სი, ჯეკ რ. კა­პუ­რი.
სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი – ლე­ილა ქა­და­გიშ­ვი­ლი
წიგ­ნი მკითხველს და­ეხ­მა­რე­ბა უკ­ეთ გა­ეც­ნოს ბიზ­ნეს­სამ­ყა­როს, რა­თა იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არა მხო­ლოდ კა­რი­ერ­აში, არ­ამ­ედ ცხოვ­რე­ბა­შიც. რო­გორც ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, წიგ­ნის მი­ზა­ნია დღე­ვან­დელ კონ­კუ­რენ­ტულ ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვი გზე­ბი აჩ­ვე­ნონ მკითხველს.

 

„თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ეკ­ონ­ომ­იკა. თე­ორია და სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა“.
ავ­ტო­რე­ბი: რო­ნალდ ჯ. ერ­ენ­ბერ­გი და რო­ბერტ ს. სმი­ტი
წიგ­ნში მო­ცე­მუ­ლია შრო­მის ბაზ­რის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლი­სა და კვლე­ვის ორ­მოც­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი, გან­ხი­ლუ­ლია შრო­მის ბაზ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ორია და შე­ჯა­მე­ბუ­ლია ის ემ­პი­რი­ული მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ ან, პი­რი­ქით, ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბი­ან წიგ­ნში მოყ­ვა­ნილ თი­თოეულ ჰი­პო­თე­ზას და წარ­მო­აჩ­ენ­ენ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­ში მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას.

წიგ­ნის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რე­ბი არი­ან ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მი­რი­ან ტუ­ხაშ­ვი­ლი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის აკ­ად­ემი­ური დოქ­ტო­რი, თსუ-ს პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნა­თე­ლა ლა­ცა­ბი­ძე და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მურ­მან ცარ­ცი­ძე.

 

ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად გა­მო­იცა:
სა­ლო­მე დუნ­დუ­ას „პო­ლი­ტი­კურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რია“
წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­ღვრე­ბე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ. იგი მიზ­ნად ის­ახ­ავს, მათ გა­აც­ნოს ის იდე­ები, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის ნა­აზ­რე­ვი­დან იღ­ებს სა­თა­ვეს და რომ­ლებ­მაც სა­ფუძ­ვე­ლი შე­უქ­მნეს არა მარ­ტო თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, უდ­იდ­ესი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა­ზეც.

 

მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი­სა და მა­რი წე­რეთ­ლის
„ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­სა­ვა­ლი“
სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტი აზი­არ­ოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის თე­ორი­ისა და პრაქ­ტი­კის სა­ფუძ­ვლებს, გან­საზღვროს ამ დის­ციპ­ლი­ნის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, ფუნ­ქცი­ები და პრინ­ცი­პე­ბი; მი­სი ად­გი­ლი მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სის­ტე­მა­ში; წარ­მო­აჩ­ინ­ოს თა­ვად მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­სი და მნიშ­ვნე­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვა; გა­ნი­ხი­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა არ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის ცალ­კე­ული ას­პექ­ტი და მა­თი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის მე­დი­ური გა­მოვ­ლი­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კა.

 

ლია წუ­ლა­ძე, „სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვის თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დე­ბი“.
ეს არ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვის თვი­სებ­რივ მე­თო­დებს ეძ­ღვნე­ბა და გათ­ვლი­ლია მათ­ზე, ვი­საც თვი­სებ­რი­ვი მე­თო­დე­ბის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა აქ­ვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებ­ზე. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო 10 თა­ვის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი ორი ემ­პი­რი­ული კვლე­ვის­თვის ამ­ზა­დებს სტუ­დენ­ტს, შემ­დე­გი ოთხი თა­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თოდს გა­ნი­ხი­ლავს, მომ­დევ­ნო სა­მი თა­ვი – მო­ნა­ცე­მე­ბის ან­ალ­იზ­ის ტექ­ნი­კას და ბო­ლო თა­ვი – მო­ნა­ცე­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. იმ თა­ვებს, რომ­ლის შე­სა­ბა­მის სა­კითხებ­ზეც სტუ­დენ­ტე­ბი ემ­პი­რი­ულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, სტუ­დენ­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბი ახ­ლავს. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სტრუქ­ტუ­რა და ში­ნა­არ­სი ავ­ტო­რის თე­ორი­ულ ცოდ­ნას და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეფ­უძ­ნე­ბა – რო­გორც ემ­პი­რი­ული კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის, ისე სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბის კუთხით

 

გა­მო­სა­ცე­მად მზად­დე­ბა:

აკ­აკი შა­ნი­ძე, „ქარ­თუ­ლი ენ­ის გრა­მა­ტი­კა“;

შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, „შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რია“;

მ. გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი, „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კა“ (ნა­წი­ლი 1);

იაგო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, „პოს­ტმო­დერ­ნუ­ლი სო­ცი­ალ­ური თე­ორია“;

კა­ხა ქეც­ბაია, „რე­ლი­გი­ის სო­ცი­ოლ­ოგია“;

მან­ფრედ შტე­დე, „კორ­პუს­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტექ­სტის ან­ალ­იზი — დო­ნე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­სტის ლინ­გვის­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი“;

გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი, „მე­ოხ­ად ჩვენ­და — ილია და აკ­აკი, იაკ­ობი!“;

ზა­ზა სხირ­ტლა­ძე, „სი­ნას მთის ექ­ვსკა­რე­დი“;

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტი ახ­ალ­გაზ­რდო­ბის დე­მოგ­რა­ფი­ული გან­წყო­ბა (პრო­ექ­ტის ხელ­მძღ. სი­მონ გე­ლაშ­ვი­ლი);

ჯონ კლა­ბერ­სი, „შე­სა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­მარ­თალ­ში“ (რედ. ირ. ქურ­და­ძე);

„კერ­ძო ავ­ტო­ნო­მია, რო­გორც კერ­ძო სა­მარ­თლის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პი“ (რედ. თ. ზა­რან­დია);

„მიკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკა“, 2 წიგ­ნი — თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი;

კერ­ძო პა­თო­ლო­გი­ური ან­ატ­ომია (მე­ორე გა­დამ­შა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა) 1 და 2 ნა­წი­ლი – ავ­ტო­რე­ბი: ნოე ჯორ­ბე­ნა­ძე, ტა­ტი­ანა მე­მარ­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პა­ტა­რაია;

სერ­გი ჯი­ქი­ასა და ლე­ვან გო­კი­ელ­ის ბი­ობ­იბ­ლი­ოგ­რა­ფი­ები;

 

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფია

ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შექ­მნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფი­ის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კურ­სის ფარ­გლებ­ში და გათ­ვლი­ლია სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­გორც ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო-სა­ლექ­ციო ლი­ტე­რა­ტუ­რა.

წიგ­ნის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფი­ისა და სხვა მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ალ­ობ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბა­კა­ლავ­რებს მი­აწ­ოდ­ოს სრულ­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის, მო­სახ­ლე­ობ­ის, ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გე­ბი­სა და ქვეყ­ნის აქ­ტუ­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის

შე­სა­ხებ, რა­თა სტუ­დენ­ტებ­მა შეძ­ლონ სას­წავ­ლო მა­სა­ლის ინ­ტე­რე­სი­თა და სრულ­ფა­სოვ­ნად ათ­ვი­სე­ბა.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი არი­ან: რე­ვაზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ნო­დარ ელ­იზ­ბა­რაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ და­ვი­თაშ­ვი­ლი, ვა­ჟა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ია იაშ­ვი­ლი, თა­მარ დოლ­ბაია, და­თო სი­ჭი­ნა­ვა, გი­ორ­გი გოგ­სა­ძე, გი­ორ­გი მე­ლა­ძე, ან­ზორ სახ­ვა­ძე, იოს­ებ სა­ლუქ­ვა­ძე, ვა­ლე­რი­ან მე­ლი­ქი­ძე, გი­ორ­გი კვი­ნი­კა­ძე, იოს­ებ ხე­ლაშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ ჩხა­იძე, ნი­ნო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და მა­ნა­ნა რა­ტი­ანი.

„არ­ქე­ოლ­ოგია“კო­ლინ რეფ­ლი­უსი, პოლ ბა­ნისა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო არ­ქე­ოლ­ოგი­ის უცხო­ენ­ოვ­ანი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა, რომ­ლის სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რია ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.