ფა­კულ­ტე­ტი გეგ­მავს ახ­ალი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბას ფსი­ქო­ლო­გი­აში

19 სექ 2020

თა­მარ გა­გო­ში­ძე,
თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა
ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი

– ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი ახ­ალ სას­წავ­ლო წელს სი­ახ­ლე­ებ­ით ხვდე­ბა. ფა­კულ­ტეტ­ზე დაწყე­ბუ­ლია მუ­შა­ობა „ერ­აზ­მუს”-ის პრო­ექ­ტზე: „ინ­ოვ­აცი­ები კუ­რი­კუ­ლუმ­ში სო­ცი­ალ­ური ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად”. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის­თვის მზად­დე­ბა 8 სი­ლა­ბუ­სი ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე სპე­ცი­ალ­ური სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ებ­ის მოს­წავ­ლე­ებ­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნი­სა და უნ­არ­ებ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

წელს ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ წარ­დგე­ნილ­მა „ერ­აზ­მუს +”-ის კი­დევ ერ­თმა პრო­ექ­ტმა გა­იმ­არ­ჯვა: „სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ნერ­გვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში”. ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი და დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის სა­კითხე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტუ­ალ­ობ­ას იძ­ენს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­დე­გად პრო­ფე­სო­რე­ბი ახ­ალ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას შე­იძ­ენ­ენ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ას­ევე, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მხრივ. ფა­კულ­ტე­ტი კი­დევ ერთ „ერ­აზ­მუს +”-ის პრო­ექ­ტში მი­იღ­ებს მო­ნა­წი­ლე­ობ­ას — სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ წარ­დგე­ნილ პრო­ექ­ტში: „სტუ­დენ­ტთა ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში”.

ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე უკ­ვე არ­სე­ბობს ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ისა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ მას გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ერ­ება ეს­აჭ­ირო­ება. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობა ხელს შე­უწყობს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტთა ფსი­ქო­ლო­გი­ური სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, პრო­ფე­სო­რე­ბის და დოქ­ტო­რან­ტე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ას ფსი­ქო­ლო­გი­ური კონ­სულ­ტა­ცი­ისა და შე­ფა­სე­ბის მხრივ.

ფა­კულ­ტეტ­ზე აკ­რე­დი­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით გაიარა მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ­მა პროგ­რა­მამ, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60 კრე­დი­ტი­ან­მა პროგ­რა­მამ, ას­ევე მომ­ზად­და და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­შია სრუ­ლი­ად ახ­ალი, ინ­ოვ­აცი­ური სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში. აღ­ნიშ­ნულ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ში ფა­კულ­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ობს ქუ­თა­ის­ის, თე­ლა­ვის და ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტე­ბი და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი.

ფა­კულ­ტე­ტი გეგ­მავს ახ­ალი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბას ფსი­ქო­ლო­გი­აში; ას­ევე, ფსი­ქო­ლო­გი­აში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

ფა­კულ­ტეტ­ზე იგ­ეგ­მე­ბა კო­ლოკ­ვი­უმ­ებ­ის სე­რია, სა­დაც სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის შე­დე­გებს წარ­მო­ად­გე­ნენ პრო­ფე­სო­რე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი. ეს კო­ლოკ­ვი­უმი სა­ინ­ტე­რე­სოა სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ფა­კულ­ტე­ტი ას­ევე გა­მოს­ცემს სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლის — „თსუ ფსი­ქო­ლო­გია” — მე­ორე ნო­მერს, რო­მე­ლიც ორ­ენ­ოვ­ანი იქ­ნე­ბა.

ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული ეპ­იდ­სი­ტუ­აცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრში სწავ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­რე­ულ­ად წა­რი­მარ­თე­ბა. კერ­ძოდ, დიდ სა­ლექ­ციო ჯგუ­ფებ­ში მე­ცა­დი­ნე­ობა იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ ზუმ აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხო­ლო სა­სე­მი­ნა­რო და პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­ები გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აუდ­იტ­ორი­ებ­ში. ფა­კულ­ტეტ­მა კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა ე-ლერ­ნინ­გის პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში და შე­მოდ­გო­მის სე­მეს­ტრშიც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­ურ­ად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პორ­ტალს.

ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა