მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ული ეკ­ონ­ომ­ის­ტი გრე­გო­რი მენ­ქიუ თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლის „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“ სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რი გახ­და

13 ივლ 2020

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ „ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვილ­მა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო, სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი მი­იღო ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან. კერ­ძოდ, მსოფ­ლი­ოში ცნო­ბილ­მა ამ­ერ­იკ­ელ­მა მეც­ნი­ერ-ეკ­ონ­ომ­ის­ტმა, პე­და­გოგ­მა და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წემ, ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა გრე­გო­რი მენ­ქი­უმ თან­ხმო­ბა გა­ნაცხა­და გახ­დეს ჟურ­ნალ „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სის“ სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი.

პრო­ფე­სორ გრე­გო­რი მენ­ქიუ ნე­ოკე­ინ­ზი­ან­ური თე­ორი­ის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. ის სწავ­ლობ­და პრინ­სტო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­ში, ჰარ­ვარ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში. მენ­ქიუ არ­ის ორი სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ული სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს — „მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ისა“ და „ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრინ­ცი­პე­ბის“ ავ­ტო­რი. „ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრინ­ცი­პე­ბი“ 7-ჯერ გა­მო­იცა მსოფ­ლი­ოს 20 ენ­აზე და დღე­ის­თვის გა­ყი­დუ­ლია 2 მი­ლი­ონ ეგ­ზემ­პლარ­ზე მე­ტი.

სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას პრო­ფე­სო­რი გრე­გო­რი მენ­ქიუ წარ­მა­ტე­ბით უთ­ავ­სებს აშშ-ს ეკ­ონ­ომ­იკ­ური კვლე­ვის ნა­ცი­ონ­ალ­ური საბ­ჭოს მო­ნე­ტა­რუ­ლი პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რის, ბოს­ტო­ნი­სა და ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო ბან­კის, კონ­გრე­სის სა­ბი­უჯ­ეტო ოფ­ის­ის მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბებს. 2003-2005 წლებ­ში მას ეკ­ავა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი აშშ-ს პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის (უფ­რო­სი) ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­იტ­ინ­გში გრე­გო­რი მენ­ქი­უს გვა­რი მუდ­მი­ვად ფი­გუ­რი­რებს მსოფ­ლი­ოში ამ­ჟა­მად მოღ­ვა­წე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ანი ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ოგ­ენ­ემ“ 2000-2008 წლებ­ში ორ­ჯერ გა­მოს­ცა გრე­გო­რი მენ­ქი­უს „ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრინ­ცი­პე­ბი“. ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ფუძ­ველ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური თე­ორი­ის საგ­ნის სწავ­ლე­ბა 2002 წლი­დან და­იწყო და დღე­საც გრძელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი აწ­არ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან Cengage Learning EMEA გრე­გო­რი მენ­ქი­უსა და მარკ ტე­ილ­ორ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს „ეკ­ონ­ომ­იკ­სი“ ქარ­თულ ენ­აზე თარ­გმნი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მით გა­მო­ცე­მის თა­ობ­აზე. პრო­ფე­სორ გრე­გო­რი მენ­ქი­უს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს თსუ ჟურ­ნა­ლის „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტი­ჟის და ცნო­ბა­დო­ბის კი­დევ უფ­რო მეტ ამ­აღ­ლე­ბას. ეს ფაქ­ტი, ას­ევე, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ახ­ალ, უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნის თვალ­საზ­რი­სით.