არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერი ვე­რას­დროს შექ­მნის სა­ხელ­მწი­ფოს, კულ­ტუ­რას – თა­ვის ლო­კა­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას

15 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი,

ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია

ესა­უბ­რა მაია ტო­რა­ძე

 

რო­გო­რია თბი­ლი­სი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში — ის­ტო­რი­ას რო­გო­რდარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი?

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ებ­ას აჩ­ვე­ნა, რა მძი­მეა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა. ძლი­ერ, სუ­პერ სა­ხელ­მწი­ფო­ებს უჭ­ირთ ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა. მთა­ვა­რი ამ მო­მენ­ტში თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის დაც­ვაა. რა თქმა უნ­და, ძნე­ლი სა­ნა­ხა­ვია და­ცა­რი­ელ­ებ­ული ქუ­ჩე­ბი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ან­ობა, მაგ­რამ ას­ეთ კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ერთ-ერ­თი დაც­ვის სა­შუ­ალ­ება სწო­რედ სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ციაა. რამ­დე­ნა­დაც არ უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, იგ­ივე მოთხოვ­ნე­ბი იყო პან­დე­მი­ებ­ის დროს სა­უკ­უნე­ებ­ის წი­ნაც.

1346-1348 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ვი ჭი­რის ეპ­იდ­ემია მძვინ­ვა­რებ­და. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, მარ­თლაც, პან­დე­მი­ის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. მა­ში­ნაც სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით მო­ხერ­ხდა მსხვერ­პლი მი­ნი­მუ­მი ყო­ფი­ლი­ყო. სვა­ნეთ­ში სე­ტის, ლა­ღა­მი­სა და ლა­ჰი­ლის თე­მე­ბის­თვის შედ­გე­ნი­ლი სა­ბუ­თე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა, რომ ჟა­მი­ან­ობა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­იდ­ან შე­მო­სუ­ლა. თემს ერ­თო­ბით გა­და­უწყვე­ტია, რომ მკაც­რი ღო­ნის­ძი­ებ­ის­თვის მი­ემ­არ­თა და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­აში გა­დას­ვლა ან იქ­იდ­ან გად­მოს­ვლა აეკ­რძა­ლა. დამ­რღვე­ვის­თვის ჯა­რი­მას აწ­ეს­ებ­დნენ 200 თეთ­რის ოდ­ენ­ობ­ით.

თვი­თი­ზო­ლა­ცია – თა­ნა­მედ­რო­ვე ტერ­მი­ნი კი არ­ის, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რა­საც ვგუ­ლის­ხმობთ, იგ­ივ­ეს აკ­ეთ­ებ­დნენ შუა სა­უკ­უნე­ებ­შიც. მა­გა­ლი­თად, გა­ვიხ­სე­ნოთ „დე­კა­მე­რო­ნი,“ რო­მე­ლიც 1350-1353 წწ. იწ­ერ­ებ­ოდა, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა იტ­ალი­ასა და, ზო­გა­დად, ევ­რო­პა­ში მძვინ­ვა­რებ­და „შა­ვი სიკ­ვდი­ლი“. ბო­კა­ჩოს გმი­რე­ბი ფლო­რენ­ცი­იდ­ან გარ­ბი­ან შა­ვი ჭი­რის გა­მო და ქა­ლაქ­გა­რეთ ვი­ლა­ში ემ­ალ­ები­ან მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ სენს. რე­ალ­ურ­ად ეს არ­ის თვი­თი­ზო­ლა­ცია.

XIX სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში თბი­ლის­ში ას­ევე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო „შა­ვი ჭი­რის“ ეპ­იდ­ემია. მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სწო­რი მოქ­მე­დე­ბის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხდა სხვა­დას­ხვა კე­რე­ბის სწრა­ფი ჩაქ­რო­ბა. ეს პა­ტა­რა ის­ტო­რი­ული ექ­სკურ­სი იმ­იტ­ომ მო­ვი­ტა­ნეთ, რომ ვაჩ­ვე­ნოთ, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ობა გა­გე­ბით ეკ­იდ­ება შეზღუდ­ვებს, ფიქ­რობს სა­კუ­თარ და სხვა­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, პან­დე­მია ად­ვი­ლი და­სა­მარ­ცხე­ბე­ლია. ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მის გა­რე­თაც ქი­ლი­კობ­და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მი­ღე­ბულ ცალ­კე­ულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება გა­უმ­კლავ­და ამ გა­მოწ­ვე­ვას.

– დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, რამ­დე­ნად გა­ით­ავ­ისა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ სო­ლი­და­რო­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა?

ბევ­რს ეგ­ონა, რომ დღე­ვან­დელ ქარ­თვე­ლო­ბას კრი­ტი­კულ სი­ტუ­აცი­აში ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მი­სად­მი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა, სო­ლი­და­რო­ბა, კა­ნო­ნი­სა და დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დაც­ვა, სხვა და­წი­ნა­ურ­ებ­ული ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, ჩვენც შეგ­ვიძ­ლია. სულ მახ­სენ­დე­ბა მთა­ში და­ცუ­ლი ერ­თი გად­მო­ცე­მა. შა­ტი­ლი­დან 4 კი­ლო­მეტ­რში მდ. არ­დო­თი­სა და არ­გუ­ნის შე­სარ­თავ­თან, მა­ღალ კლდე­ზე მდე­ბა­რე­ობს მკვდა­რი ქა­ლა­ქი – ან­ატ­ორი. ძვე­ლი თქმუ­ლე­ბით, რო­დე­საც პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში მძვინ­ვა­რებ­და ეპ­იდ­ემია, გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის სა­გან­გე­ბოდ აუგი­ათ აკ­ლდა­მე­ბი. გად­მო­ცე­მით, ან­ატ­ორ­ის აკ­ლდა­მე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ცალ­კე იყო ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც შა­ვი ჭი­რის­გან და­ავ­ად­ებ­ულ­ნი თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ, ჯან­მრთელ მო­სახ­ლე­ობ­ას რომ გან­რი­დე­ბოდ­ნენ. ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თია.

რო­გორც ვხე­დავთ, ის, რაც დღეს ხდე­ბა, მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნაა და ამ ყვე­ლაფ­რის ფეს­ვე­ბი ჩვენს ის­ტო­რი­აშია. არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერი ვე­რას­დროს შექ­მნის სა­ხელ­მწი­ფოს, კულ­ტუ­რას, სო­ცი­ალ­ურ სის­ტე­მას – მოკ­ლედ, თა­ვის ლო­კა­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას. ჩვენ კი ეს ყო­ვე­ლი­ვე ათ­ას­წლე­ულ­ის წინ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. XIX-XX სა­უკ­უნე­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის და­კარ­გვამ შეგ­ვიც­ვა­ლა წე­სი და ნი­რი, დღეს კი ქარ­თვე­ლო­ბა თა­ვის ძველ სა­ხეს იბ­რუ­ნებს — მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის ერ­ის­ას.

სა­მეც­ნი­ერო ფონ­დში რო­გორ საქ­მი­ან­ობთ ამ ახ­ალ რე­ალ­ობ­აში? რა პრი­ორ­იტ­ეტ­ები იკ­ვე­თე­ბა?

რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი ჩვე­ული რე­ჟი­მით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ები გვაძ­ლევს იმ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას, რომ ინ­ტერ­ნე­ტის, სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის მეშ­ვე­ობ­ით, დის­ტან­ცი­ურ­ად ვა­წარ­მო­ოთ საქ­მი­ან­ობა. მარ­ტო მა­ის­ში ფონ­დმა გა­ნა­ხორ­ცი­ელა ათ­ზე მე­ტი ღო­ნის­ძი­ება, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მათ შო­რის ორი იყო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია. რა თქმა უნ­და, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული რე­ლო­ბა გვა­იძ­ულ­ებს გეგ­მე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბას, მაგ­რამ ეს დრო­ებ­ითია. ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მა, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია და დიდ ყუ­რადღე­ბას ითხოვს, არ­ის ის, თუ რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ება პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში. სა­მეც­ნი­ერო მრგვა­ლი მა­გი­და, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის ფონ­დმა ჩა­ატ­არა, მიზ­ნად ის­ახ­ავ­და სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო დარ­გის (მე­დი­კო­სე­ბის, ბი­ოლ­ოგ­ებ­ის, იურ­ის­ტე­ბის, ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბის, სო­ცი­ოლ­ოგ­ებ­ის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის, პე­და­გო­გი­კის, მე­დი­ის და სხვა) სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით იმ ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და თე­მე­ბის გან­საზღვრას, რო­მელ­ზეც სა­ჭი­როა დრო­ულ­ად და­ვიწყოთ მუ­შა­ობა, რა­თა ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ მოკ­ლე დრო­ში დაძ­ლი­ოს პოს­ტპან­დე­მი­ური სირ­თუ­ლე­ები.

რას საქ­მი­ან­ობთ სახ­ლში — თქვე­ნი ახ­ალი დღის წეს­რი­გი რო­გო­რია?

ყვე­ლა­ფერს აქ­ვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. ამ იძ­ულ­ებ­ით­მა შეზღუდ­ვებ­მა ბევ­რი დრო გა­აჩ­ინა სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტე­ბის­თვის. თქვენ იც­ით, რომ და­ვით III დი­დი კუ­რა­პა­ლა­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცალ­კე მო­ნოგ­რა­ფია არ არ­სე­ბობ­და. ორ­თვი­ანი „კა­რან­ტი­ნის“ პე­რი­ოდ­ში შევ­ძე­ლი და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა წიგ­ნი და­ვით კუ­რა­პა­ლატ­ზე. ვნა­ხოთ, რო­გორ მი­იღ­ებს მკითხვე­ლი ახ­ალ გა­მო­ცე­მას. არ­ის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ფიქ­რის დრო ნამ­დვი­ლად გვქონ­და „სახ­ლში ყოფ­ნის“ პე­რი­ოდ­ში. სა­ვა­რა­უდ­ოდ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება მი­იღ­ებს კი­დევ ერთ, ახ­ალ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტს.