თსუ-ის კან­ცლე­რის პა­სუ­ხე­ბი აქ­ტუ­ალ­ურ კითხვებ­ზე

23 ივნ 2020

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

ვი­თა­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში: რო­გო­რია თსუ-ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მდგო­მა­რე­ობა? რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი? რა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სი­ახ­ლე­ებია? — კითხვებს თსუ-ის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე პა­სუ­ხობს.

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ერ­თი შემ­თხვე­ვის გა­მო რა შე­იც­ვა­ლა და უს­აფ­რთხო­ებ­ის რა და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი გა­ტარ­და?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს და­უდ­ას­ტურ­და „COVID-19“ ინ­ფექ­ცია. მი­სი მდგო­მა­რე­ობა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. რაც შე­ეხ­ება კონ­ტაქ­ტში მყოფ პი­რებს, ის­ინი გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­აში, ჩა­უტ­არ­დათ PCR ტეს­ტი­რე­ბა და ყვე­ლა შე­დე­გი უარ­ყო­ფი­თია. შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა აღ­არ არ­სე­ბობს. სა­გუ­ლის­ხმოა ის­იც, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო თსუ არ ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უს­აფ­რთხო­ებ­ის ყვე­ლა ზო­მა და­ცუ­ლია: გაკ­რუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი, ყვე­ლა აკ­ად­ემი­ური კორ­პუ­სის შე­სას­ვლელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს თერ­მოს­კრი­ნინ­გი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია დე­ზო­ბა­რი­ერ­ები და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დის­პან­სე­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას ხე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლებ­ლია, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. უკ­ვე 2 თვე­ზე მე­ტია, რაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ამ­უშ­ავ­ებ­ენ ზე­და­პი­რებს, აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან ხელ­თათ­მა­ნე­ბი­თა და პირ­ბა­დე­ებ­ით. თსუ-ში „COVID-19“ ინ­ფექ­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ X კორ­პუ­სის შე­ნო­ბა­ში სრუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შაოები და­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და.

რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ფი­ნა­ლუ­რი სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი?

- მი­ვი­ღეთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­მოც­დე­ბი დის­ტან­ცი­ურ­ად ჩა­ტარ­დეს. შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სტუ­დენ­ტე­ბის მოს­ვლა სა­ჭი­რო გახ­დეს, თუმ­ცა ვცდი­ლობთ, რომ ამ­ის სა­ჭი­რო­ება არ დად­გეს. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­საც, ვი­საც დის­ტან­ცი­ურ­ად ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქ­ვს, ინ­ტერ­ნე­ტი­სა თუ კომ­პი­უტ­ერ­ული ტექ­ნი­კის არ­ქო­ნის გა­მო.

რა სი­ახ­ლე­ებია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული თვალ­საზ­რი­სით?

- თსუ-ის მე­ორე კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­აბ­ილ­იტ­აცია გრძელ­დე­ბა, პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად პრო­ცე­სი არც ერ­თი დღე არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. უდ­იდ­ესი ალ­ბა­თო­ბით, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი სექ­ტემ­ბრი­დან სწავ­ლას ის­ევ მე­ორე კორ­პუს­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ. ას­ევე, გა­რე­მონ­ტდა X (მაღ­ლი­ვი) კორ­პუ­სის სა­მი სარ­თუ­ლი, ხო­ლო რე­აბ­ილ­იტ­ირ­ებ­ულ ფოიეში, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცის მოწყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში XI კორ­პუ­სის რი­გი სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შა­ობი და­იწყე­ბა: გა­რე­მონ­ტდე­ბა ფოიე, აუდ­იტ­ორი­ები, იგ­ეგ­მე­ბა ლიფ­ტე­ბის მონ­ტა­ჟიც.

სექ­ტემ­ბრი­დან და­გეგ­მი­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის ან­აზღა­ურ­ებ­ის მო­წეს­რი­გე­ბა და იმ­ედს ვი­ქო­ნი­ებ, არ­ანა­ირი დაბ­რკო­ლე­ბა არ შეგ­ვექ­მნე­ბა.

აღ­დგე­ბა თუ არა სააუდიტორო სწავ­ლე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან?

- მო­ლო­დი­ნი გვაქ­ვს, რომ აღ­დგე­ბა. ამ ეტ­აპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპ­იდ­სი­ტუ­აცია ამ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ვი­მე­დოვ­ნებ, ყვე­ლა გა­ვი­თა­ვი­სებთ და შე­ვას­რუ­ლებთ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მი­ერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სი­ტუ­აცია არ გაუარესდება.