ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი: უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები

07 აპრ 2020

თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს „COVID 19გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აზე, რა საფ­რთხე­ებ­ის ქვეშ აყ­ენ­ებს ის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ასა და რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს მის­მა გავ­რცე­ლე­ბამ, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი.

პან­დე­მი­ამ მკვეთ­რად შე­არ­ყია მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ის ყო­ველ­დღი­ური სო­ცი­ალ­ური და ეკ­ონ­ომ­იკ­ური შაბ­ლო­ნე­ბი. ეკ­ონ­ომ­ის­ტებ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლეს მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გავ­ლე­ნა­ზე და იმ­აზე, თუ რა უნ­და გა­აკ­ეთ­ონ ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კებ­მა და მთავ­რო­ბებ­მა, რო­გორც მი­წო­დე­ბის, ისე მოთხოვ­ნი­ლე­ბის ერ­თდრო­ულ­ად უჩ­ვე­ულო მოშ­ლის სა­პა­სუ­ხოდ. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, კო­რო­ვი­რუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბი „ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ული" იქ­ნე­ბა. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ დარ­ტყმას მი­აყ­ენ­ებს მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნესს და ის შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს ამ სექ­ტო­რის­თვის. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გებ­მა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ოზ­ული საფ­რთხე შე­უქ­მნას გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, გავ­ლე­ნას იქ­ონი­ებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­აზე. ამ­დე­ნად, ვი­რუს­თან ბრძო­ლას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ვახ­დი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის­თვის საფ­რთხე­ებ­ის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და, სხვა­დას­ხვა არ­ას­ას­ურ­ვე­ლი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, მი­სი სწო­რად და ეფ­ექ­ტი­ან­ად მარ­თვა.

— რა გვე­ლის კო­რო­ნავი­რუ­სის უფ­რო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბა მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკა?

 უკ­ვე აშ­კა­რაა, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­ლე­ნა გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აზე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე. სა­მეც­ნი­ერო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გაჩ­ნდა ახ­ალი ცნე­ბა — „კო­რო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი’’, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ ფაქ­ტს გა­მო­ხა­ტავს. გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი ხში­რად ად­არ­ებ­ენ 2008-2009 წლე­ბის გლო­ბა­ლურ ფი­ნან­სურ კრი­ზისს. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ას­ეთი შე­და­რე­ბა მთლად კო­რექ­ტუ­ლი არ არ­ის. ჯერ ერ­თი, გლო­ბა­ლუ­რი რე­ცე­სია, რო­მე­ლიც უკ­ვე და­იწყო, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რით — კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ით. რაც შე­ეხ­ება გლო­ბა­ლურ ფი­ნან­სურ კრი­ზისს, მას ში­ნა­გა­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­და — თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად­გან­ვი­თა­რე­ბად ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში გა­ჩე­ნი­ლი მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი. კრი­ზი­სის გამ­შვებ მე­ქა­ნიზ­მს კი წარ­მო­ად­გენ­და ფი­ნან­სურ ბაზ­რებ­ზე მე­ორ­ადი ფა­სი­ანი ქა­ღალ­დე­ბის, ანუ დე­რი­ვა­ტი­ვე­ბის ჭარ­ბი მი­წო­დე­ბა. მე­ორე, კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული კრი­ზი­სი გა­მოვ­ლინ­და გლო­ბა­ლუ­რი მი­წო­დე­ბის და გლო­ბა­ლუ­რი მოთხოვ­ნის ერ­თდრო­ულ შემ­ცი­რე­ბა­ში, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბავს სი­ტუ­აცი­ას და გა­აძ­ნე­ლებს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლას. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით, გლო­ბა­ლუ­რი მთლი­ანი პრო­დუქ­ტის ზრდის ტემ­პი ნა­ვა­რა­უდ­ები 3.2%-დან 0.4%-მდე შემ­ცირ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დევ უფ­რო მე­ტი კლე­ბაც, უმ­უშ­ევ­რო­ბის საგ­რძნო­ბი გაზ­რდა, შე­მო­სავ­ლე­ბის მტკივ­ნე­ული შემ­ცი­რე­ბა და ა.შ. ექ­სპერ­ტთა მო­საზ­რე­ბით, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის­გან მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა მხო­ლოდ აშშ-ში შე­საძ­ლე­ბე­ლია 4 ტრლნ აშშ დო­ლარს მი­აღ­წი­ოს, რაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის მი­ერ მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალ­ზე. აშშ და ჩი­ნე­თი გლო­ბა­ლუ­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ის ორი მთა­ვა­რი „გამ­წე­ვი ძა­ლაა“. ჩი­ნე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ას კო­რო­ნაკ­რი­ზის­მა უკ­ვე მი­აყ­ენა ძლი­ერი დარ­ტმა. რო­გორც ვა­რა­უდ­ობ­ენ, და­ავ­ად­ებ­ის ეპ­იც­ენ­ტრი აშშ-ში გა­და­ინ­აც­ვლებს და მწვა­ვე რე­ცე­სი­ას წარ­მო­შობს. ამ პი­რო­ბებ­ში მსოფ­ლი­ოში ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის მკვეთ­რი გაუარესება გარ­და­უვ­ალია.

სა­ქარ­თვე­ლო შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ღია ეკ­ონ­ომ­იკ­ის ქვე­ყა­ნაა. ამ ორ მო­ცე­მუ­ლო­ბას იმ­იტ­ომ ვუს­ვამ ხაზს, რომ, პირ­ვე­ლი — გა­მო­რიცხუ­ლია გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აში შექ­მნილ­მა მძი­მე სი­ტუ­აცი­ამ ზე­გავ­ლე­ნა არ იქ­ონი­ოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­აზე და, მე­ორე — სამ­წუ­ხა­როდ, კრი­ზის­თან ბრძო­ლის და პოს­ტკრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ის გა­მო­ცოცხლე­ბის­თვის აუც­ილ­ებ­ელი ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ალ­ური რე­სურ­სე­ბი აშ­კა­რად არ­ას­აკ­მა­რი­სია და ახ­ლო­საც ვერ მი­ვა მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის რე­სურ­სებ­თან. ასე მა­გა­ლი­თად, აშშ-ს მთავ­რო­ბამ ან­ტიკ­რი­ზი­სულ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ზე უკ­ვე გა­მოჰ­ყო 2 ტრლნ აშშ დო­ლა­რი, რაც, სხვა­თა შო­რის, 2.5-ჯერ აღ­ემ­ატ­ება გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად თა­ვის დრო­ზე გა­მო­ყო­ფილ თან­ხას. ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ყოფს 1 ტრლნ ევ­როს, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი — 250 მლრდ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გს და ა.შ.

ამ­რი­გად, კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ული რე­ცე­სია გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აში იქ­ნე­ბა ღრმა, ძა­ლი­ან მწვა­ვე და მის­გან გა­მოს­ვლას დი­დი ძა­ლის­ხმე­ვა და ხან­გრძლი­ვი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

— რო­გო­რი უნ­და იყ­ოს პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები?

— კო­რო­ნა­ვი­რუ­სი მეტ-ნაკ­ლე­ბი ზო­მის ზა­რალს მი­აყ­ენ­ებს ერ­ოვ­ნუ­ლი მე­ურ­ნე­ობ­ის ყვე­ლა დარ­გს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — ტუ­რიზ­მს. იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ტუ­რიზ­მის სფე­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენ­და უცხო­ური ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბის ლი­დერს, ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ ტუ­რიზ­მის ჩა­ვარ­დნას ექ­ნე­ბა მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ური ეფ­ექ­ტი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ იმ­ოქ­მე­დებს (თუ უცხო­ური ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბის სხვა წყა­რო­ები არ გა­მო­იძ­ებ­ნა) ლა­რის კურ­სზე. ას­ევე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ერ­თობ­ლი­ვი მოთხოვ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა, რაც ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ზეც იქ­ონი­ებს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ­მა ბან­კმა უფ­რო აქ­ტი­ურ­ად უნ­და იმ­ოქ­მე­დოს, მათ შო­რის სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შექ­მნი­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აცი­ის ფონ­ზე უნ­და გამ­კაც­რდეს კონ­ტრო­ლი კო­მერ­ცი­ული ბან­კე­ბის საქ­მი­ან­ობ­აზე, პირ­ველ რიგ­ში, სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით. თა­ვი­დან უნ­და იქ­ნას აც­ილ­ებ­ული სპე­კუ­ლა­ცი­ის ნე­ბის­მი­ერი მცდე­ლო­ბა. აუც­ილ­ებ­ელია მთავ­რო­ბი­სა და ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­მი­ან­ობ­ის მე­ტი კო­ორ­დი­ნა­ცია. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი გრძელ­ვა­დი­ან და სა­შუ­ალ­ოვ­ადი­ან პე­რი­ოდ­ებ­ში სი­ტუ­აცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, თუ­კი საგ­რძნობ­ლად არ მო­წეს­რიგ­და მთავ­რო­ბის სა­ბი­უჯ­ეტო პო­ლი­ტი­კა.

სა­ერ­თოდ, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები. მიმ­დი­ნა­რე ეტ­აპ­ზე დღის წეს­რიგ­ში დგას ორი ეგ­ზის­ტენ­ცი­ური ამ­ოც­ანა: ა) პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა, კო­რო­ნა­ვი­რუ­სით და­ავ­ად­ებ­ული ად­ამი­ან­ებ­ის­ათ­ვის სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, რა­საც, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და ბ) მო­სახ­ლე­ობ­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ნა­წი­ლის თუნ­დაც მი­ნი­მა­ლურ ფარ­გლებ­ში სა­არ­სე­ბო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ორ­ივე ამ­ოც­ანა ურ­თუ­ლე­სია და მთავ­რო­ბის აქ­ტი­ურ ეფ­ექ­ტი­ან მოქ­მე­დე­ბას მო­ითხოვს. სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ბევრ იდე­ას სთა­ვა­ზო­ბენ რო­გორც მთავ­რო­ბას, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ჩვე­ნი აზ­რით, მო­ცე­მულ ეტ­აპ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გან­გე­ბო ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც უკ­ვე უნ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო და მი­წო­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­ას. ამ გეგ­მის ღერ­ძი უნ­და გახ­დეს სა­გან­გე­ბო ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტი, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის არ­სე­ბით პე­რე­ორი­ენ­ტა­ცი­ას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი ამ­ოც­ან­ის გა­და­საწყვე­ტად. უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ჩვე­ნი ში­და რე­სურ­სე­ბით ამ უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მის გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ­იტ­ომ აუც­ილ­ებ­ელია მთავ­რო­ბამ ინ­ტენ­სი­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბა წარ­მარ­თოს სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­სა­ღე­ბად. რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვა არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა. თი­თოეული მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა არ­ის თავ­დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტი­ანი იარ­აღი.

— რო­გორ ფიქ­რობთსა­ხელ­მწი­ფომ რა კონ­ტრზო­მე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოსა­თა ის­ედ­აც მძი­მე სო­ცი­ალ­ური ფო­ნი კი­დევ უფ­რო არ დამ­ძიმ­დეს?

— სო­ცი­ალ­ური ფო­ნი ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე მძი­მეა და, ალ­ბათ, კი­დევ უფ­რო დამ­ძიმ­დე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში აუც­ილ­ებ­ელია სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის თავ­ზე მთლი­ან­ად აიღ­ოს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის სო­ცი­ალ­ური დაც­ვის ფუნ­ქცია. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მი: მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის ვა­უჩ­ერ­ებ­ის და­რი­გე­ბა, რა­თა უმ­უშ­ევ­რად დარ­ჩე­ნილ ად­ამი­ან­ებს არ შე­უწყდეს წყლის, გა­ზის, ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის მი­წო­დე­ბა; სა­მუ­შა­ოდ­ან იძ­ულ­ებ­ითი მოც­დე­ნე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი კომ­პენ­სა­ცია; მარ­ტო­ხე­ლა და ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი პენ­სი­ონ­ერი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის სა­სი­ცოცხლოდ აუც­ილ­ებ­ელი მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო­ული მი­წო­დე­ბა და სხვა.

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი