თსუ-ში VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა აირჩიეს

29 ნოე 2018

16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„ყველა საარჩევნო უბანი 10.00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 18.00 საათზე დასრულდა. საარჩევნო კომისიებმა ხმის დათვლის პროცესს წარმატებით გაართვეს თავი. არჩევნებზე დამკვირვებლებისგან საჩივარი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
გთავაზობთ VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი წევრების სიას: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: I კურსი - ალიკ ბადალოვი, ლუკა ბაკურაძე, ელენე დაბრუნდაშვილი, დაჩი დარჩიაშვილი, თინათინ ლალიაშვილი, მარიამ შავიძე, გიორგი ჩიგოგიძე, გვანცა ცინცაძე; II კურსი - თამარ ბერაძე, თამარ ლაშხი, ნინო ლორთქიფანიძე, სულხან მაჭუტაძე, ლიუდმილა სილაგაძე, კესო ტვილდიანი, გიორგი ჭანტურია; III კურსი - დავით ლომსაძე, ნაილი ონიანი, დავით ხუბულავა; IV კურსი - გიორგი ბერაძე, საბა სახვაძე, გიორგი ჯაფოშვილი. 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: I კურსი - დავით გიგუაშვილი, მარიამ გოგოლაძე, თორნიკე გოგრიჭიანი, საბა ლოლაძე, დემურ მერკვილაძე, გვანცა ყანჩაშვილი, გვანცა ჩადუნელი; II კურსი - გიორგი ბილისეიშვილი, თამარ ბოსტოღანაშვილი, შალვა გიგაური, ანი სურიშვილი, ლელა ფერაძე, პაატა ცაგურია; III კურსი - ლაშა მუმლაძე, ლუკა ონიანი, გიორგი ტაბატაძე; IV კურსი - ილია მაჭავარიანი, სალომე ნიკოლეიშვილი, ლიანა ჭიჭაყუა.
იურიდიული ფაკულტეტი: I კურსი - თეკლა ბაიდაური, მარიამ ბილგე, მარიამ გრიგოლაშვილი, ირაკლი ვაჩნაძე, ქეთევან კოკაია, ლევან ნიჟარაძე, მარიამ სარქისაშვილი; II კურსი - გიორგი ზოზრაშვილი, სანდრო მარანელი, ნათია მეფარიშვილი, ზვიად ონიანი, მარიამ საყვარელიძე, ნინო ძირკველიშვილი, მარიამ ხუბუნავა; III კურსი - გიორგი თორდუა, ლუკა თურმანიძე, გიორგი ლომსიანიძე; IV კურსი - ლაშა ადიკაშვილი, თეკლე გურგენიძე, ირაკლი ონიანი, არჩილ ჯავახიშვილი.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: I კურსი - თეკლა ადამია, ლუკა იასაღაშვილი, შალვა ლაშხია, ნანა ნარინდოშვილი, ანი სარალიძე, ხატია სტეფანოვა, რატი ხითარიძე; II კურსი - მარიამ ბერიანიძე, ნინო გერაძე, მანანა გოგიჩაშვილი, ნინო გოლიაძე, გიორგი ელბაქიძე, თორნიკე კობახიძე, თამარ უთიაშვილი; III კურსი - ელენე ბებერაშვილი, ალექსანდრე გაბაშვილი, ირაკლი სანოძე; IV კურსი - გიორგი გოგოლიძე, რომან რატიანი, გიორგი სარალიძე.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: I კურსი - მარიამ ბექაური, ეკა გაბროშვილი, საბა დევდარიანი, ანა კვირიკაშვილი, ანა ტუხაშვილი, რევაზ წერეთელი, მარიამ ხოშტარია, ნია ჯინჭარაძე; II კურსი - იზო აფრიამაშვილი, ელენე ბერაძე, ნათია ბლიაძე, ნინო თეთვაძე, მარიკა ჭყონია, ირაკლი ხაბულიანი, შალვა ხოსიტაშვილი; III კურსი - მარინა ბორჩაშვილი, ანა გელაშვილი, დიანა ზვიადაძე; IV კურსი - მადონა ებანოიძე, მარიამ ჩაჩუა, ქეთევან ცანავა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: I კურსი - ნანა გელაშვილი, გიორგი დიდებაშვილი, მათე ფარღალავა, ეკა ყამარაული, თორნიკე ყეინაშვილი, დეა ხაჩირაშვილი, ცოტნე ჯაბიშვილი; II კურსი - ანა აფრიაშვილი, ეთერ ბეგლარაშვილი, ნიკოლოზ კოშკაძე, კესო მესხია, ანანო სამხარაძე, ეთერ ქარსანიშვილი, მარიამ შენგელია; III კურსი - თეკლა გილაშვილი, ბექა დვალიშვილი, დიანა ხუციშვილი; IV კურსი - მარიამ თვალაძე, შოთა კეჟერაშვილი, ნიკოლოზ ცოფურაშვილი.
მედიცინის ფაკულტეტი: I კურსი - ანა გაბელია, გიგა ქრისტესიაშვილი, გიგა შპინერი; II კურსი - მარიამ გონგაძე, მანდარ სარდაროვი, მარიამ ქუქჩიშვილი; III კურსი - ეკა ლეკაიძე, ლერი უმფრიანი; IV კურსი - ანა ჩართოლანი, მარიამ ხიზანიშვილი. 
ტურიზმის სკოლა: I კურსი - ანი აბესაძე, ლევანი დალაქიშვილი, თამარ ქოჩორაშვილი, მარიამ ჭურაძე; II კურსი - ლაშა ბარაბაძე, ქეთევანი გვიანიშვილი, რევაზ ვარდიაშვილი; III კურსი - მარიამ სვანიძე, დავით ჭუმბურიძე; IV კურსი - რატი პავლიაშვილი, სალომე ყურაშვილი.

სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი საერთო კრება 19 ნოემბერს გაიმართა. დელეგატებმა ფარული კენჭისყრით სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად შოთა კეჟერაშვილი აირჩიეს.
„მადლობა ყველას გამოცხადებული ნდობისთვის. იმედია, რომ VII მოწევის სტუდენტური თვითმმართველობა გაუმკლავდება მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იქნება წარმატებული. წინ უამრავი საქმეა და, როგორც პრეზიდენტი, ვიტყვი, რომ ვაპირებ თითოეული პრობლემის დეტალურად განხილვას, რომელიც ჯერ კიდევ მრავლად არსებობს ფაკულტეტებზე. წინა მოწვევის პერიოდში პრობლემების ნაწილი მოგვარდა. ჩვენი მთავარი ტრიბუნა იქნება საფაკულტეტო საბჭოები. თითოეულ საბჭოს სხდომაზე უნდა ვიაქტიუროთ და დავიცვათ ყველა სტუდენტის უფლება. ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია. 
მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო კომისიას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ეს არჩევნები შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, რისთვისაც საარჩევნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა VII მოწვევის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა. 
VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პირველ საერთო კრებაზე შოთა კეჟერაშვილმა ორი ვიცე-პრეზიდენტი - არჩილ ჯავახიშვილი და ლუკა ონიანი წარადგინა.

ნატო ობოლაძე