უნი­ვერ­სი­ტე­ტი – 2018

13 თებ 2018

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სას, 1918 წელს, მხო­ლოდ ერ­თი – სიბ­რ­ძ­ნის­მეტ­ყ­ვე­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტი გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­ზეც 369 სტუ­დენ­ტი ირიც­ხე­ბო­და და 7 პრო­ფე­სო­რი, 5 პრო­ფე­სო­რის მო­ად­გი­ლე, 2 მეც­ნი­ერ-ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი და 3 ლექ­ტო­რი მოღ­ვა­წე­ობ­და. 
დღეს, 100 წლის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 2%-შია (The U.S. News&World Re­port) და ფლობს 13 სას­წავ­ლო კორ­პუსს (მათ შო­რის 2 ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნეა).
უნი­ვერ­სი­ტე­ტის 7 ფა­კულ­ტეტ­ზე (ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი) გა­ხს­ნი­ლია 67 სა­ბა­კა­ლავ­რო, 95 სა­მა­გის­ტ­რო და 51 სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა. გარ­და ამი­სა, მუ­შა­ობს 19 პრო­ფე­სი­უ­ლი და 3 ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი (მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე). უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­ვე, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი, სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და აფ­ხა­ზუ­რე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.
სულ, დღეს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 22000-მდე სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, მათ შო­რის, 600-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტია. ამ დრო­ის­თ­ვის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სულ 705 აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი – 158 პრო­ფე­სო­რი, 371 ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და 176 ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი.
100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 300 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.
დღე­ი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასე­ვე, ფლობს სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლებს. სულ ახ­ლა­ხან უნი­ვერ­სი­ტეტს ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის 320-ად­გი­ლი­ა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი საც­ხოვ­რე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სი გად­მო­ე­ცა.

კვლე­ვის არე­ა­ლი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 16 დარ­გობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტი შე­დის. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ან­დ­რია რაზ­მა­ძის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი, ელეფ­თერ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის ფი­ზი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი და სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც დი­დი ხა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეს. 
სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და გა­მო­იკ­ვე­თოს ალექ­სან­დ­რე ნა­თიშ­ვი­ლის მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ფუნ­და­მენ­ტუ­რი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვე­ბი­სა და ამ დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ინ­ს­ტი­ტუ­ტი, წლე­ბის მან­ძილ­ზე, სის­ტე­მუ­რად იკ­ვ­ლევს ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კით­ხებს, ხო­ლო მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გე­რონ­ტო­ლო­გი­ი­სა და პა­ლი­ა­ტი­უ­რი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტი – გე­რონ­ტო­ლო­გი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი დე­მოგ­რა­ფი­ი­სა და პა­ლი­ა­ტი­უ­რი მე­დი­ცი­ნის პრობ­ლე­მებს. ამ­ჟა­მად ინ­ს­ტი­ტუ­ტი მუ­შა­ობს ორ პრო­ექ­ტ­ზე, რო­მელ­თა­გან ერ­თი მო­ი­ცავს გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბის დროს ხე­ლოვ­ნუ­რი ტუმ­ბოს ამოქ­მე­დე­ბას და, რე­ა­ნი­მა­ცი­ის უშე­დე­გო­ბის შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი სის­ტე­მუ­რი სის­ხ­ლ­მი­მოქ­ცე­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ხო­ლო მე­ო­რე პრო­ექ­ტი – „ბო­ლომ­დე ღირ­სე­უ­ლი სი­ცოც­ხ­ლე“ – მი­მარ­თუ­ლია მო­ხუც­თა სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო, ეთი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მი­სათ­ვის. 
ასე­ვე უნ­და გა­მო­ი­ყოს თსუ-ის მა­ღა­ლი ენერ­გი­ე­ბის ფი­ზი­კის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რომ­ლის სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კა, ძი­რი­თა­დად, სრულ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში ისეთ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რებ­თან, რო­გო­რი­ცაა დუბ­ნის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი (დუბ­ნა, რუ­სე­თი), ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტ­რი (CERN; ჟე­ნე­ვა, შვე­ი­ცა­რია) და იუ­ლი­ხის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი (იუ­ლი­ხი, გერ­მა­ნია).
სა­მეც­ნე­რო-კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებს მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვთ თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­თან და ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც სა­მა­გის­ტ­რო, ისე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ში.


თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 85 დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლია, მათ შო­რის: შმარტLაბ, ბლუმ­ბერ­გის ლა­ბო­რა­ტო­რია, სან-დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მულ­ტი­მე­დია ცენ­ტ­რი, სა­უ­ნი­ვერ­სიტ­ე­ტო კლი­ნი­კა, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ბა­ზა გრაკ­ლი­ან გო­რა­ზე, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დია და ა.შ. 
ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია გა­იხ­ს­ნა, მათ შო­რის უნ­და გა­მოვ­ყოთ ატ­მოს­ფე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის SMART/Atmo­Sim ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც იუ­ლი­ხის (გერ­მა­ნია) კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის ენერ­გი­ე­ბი­სა და კლი­მა­ტის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ტრო­პოს­ფე­როს (FZJ IEK-8) ლა­ბო­რა­ტო­რი­ისა და თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­იხ­ს­ნა. ლა­ბო­რა­ტო­რია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ატ­მოს­ფე­როს კვლე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ატ­მოს­ფე­როს ქი­მი­ურ ანა­ლიზს, ასე­ვე შე­დე­გე­ბის მა­თე­მა­ტი­კურ და­მუ­შა­ვე­ბას და ატ­მოს­ფე­როს მდგო­მა­რე­ო­ბის მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლის შექ­მ­ნას. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჰა­ე­რის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა­ში, ანა­ლიზ­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში. 
2015 წლის დე­კემ­ბ­რი­დან თსუ-ის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე კი­დევ ერ­თი – სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია და ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რი ამუ­შავ­და. Fab­ri­ca­ti­on Labo­ra­tory (FabLab) – ეს არის სრუ­ლი­ად ახა­ლი, უნი­კა­ლუ­რი სივ­რ­ცე ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტი­სათ­ვის, რო­მელ­თაც აქვთ იდეა და სურთ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ან Start-Up-ბიზ­ნე­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. იგი ხელს უწ­ყობს იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბას და აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს წინ­ს­ვ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო­ში. ამ სივ­რ­ცე­ში ხდე­ბა ახა­ლი წა­მოწ­ყე­ბე­ბის სრულ­ყო­ფა და ახალ­გაზ­რ­და ინო­ვა­ტო­რე­ბის იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. ფაბ­ლა­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია იმ აპა­რა­ტუ­რუ­ლი ციკ­ლით, რომ­ლის ანა­ლო­გე­ბიც არის მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში – MIT-ში.


წიგ­ნა­დი ფონ­დი

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სი­დი­დით და რი­გით მე­ო­რე) თსუ-ის ბიბ­ლი­ო­თე­კა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მელ­თა წიგ­ნა­დი ფონ­დი, ერ­თობ­ლი­ვად, 8 მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ წიგ­ნ­სა და ჟურ­ნალს და 20-მი­ლი­ონ­ზე მეტ პა­ტენტს მო­ი­ცავს. ყვე­ლა ფა­კულ­ტეტ­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ფა­კულ­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. მოქ­მე­დებს 3 სამ­კით­ხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი: სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­კით­ხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­კით­ხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი და გრი­გოლ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­კით­ხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი. 
თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი­სა და მოთ­ხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში სა­სარ­გებ­ლო სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სებ­საც სთა­ვა­ზობს და დაწ­ყე­ბუ­ლი აქვს ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ციფ­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი. თსუ-ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­და მკვლევ­რე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ფა­სი­ა­ნი და უფა­სო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლე­ბი და ბა­ზე­ბი, მათ შო­რის არის: EBSCO Pub­lis­hing, EconLit, HINARI, Cam­b­rid­ge Uni­ver­sity Jo­ur­nals, Ro­yal So­ci­ety Jo­ur­nals Col­lec­ti­on, BioOne, New England Jo­ur­nal of Medi­ci­ne, OECD _ iLib­rary, OXFORD MEDICINE ONLINE, JSTOR, Sco­pus, Sci­en­ce­di­rect და ა.შ..
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის გა­სამ­დიდ­რებ­ლად შე­ძე­ნი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი უც­ხო­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა.

 

რექტორის ხედვა – რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი

გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, თსუ-ის რექ­ტო­რი:

– წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა თუ მოძ­რა­ო­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი გახ­ლ­დათ ის, რომ ზო­გი სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლო­ბა მარ­თ­ლაც სა­ხე­ზე იყო და, დიდ­წი­ლად, მხო­ლოდ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი ფი­ნან­ს­დე­ბო­და. ახ­ლა მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა, მო­იხ­ს­ნა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და და დღეს უკ­ვე ყვე­ლა სტუ­დენტს თა­ნაბ­რად შე­უძ­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის მი­ღე­ბა, რა თქმა უნ­და, კონ­კურ­სის წე­სით. ეს მიდ­გო­მა 2017 წლი­დან წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და არა­ერ­თი ინო­ვა­ცი­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­ს­და.
ჩვენ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ვა­პი­რებთ სა­დი­სერ­ტა­ციო მოთ­ხოვ­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა.
ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ვა­პი­რებთ პრო­ფე­სუ­რის ვა­კან­სი­ის შევ­სე­ბის­თ­ვის ახ­ლე­ბუ­რი პრინ­ცი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამ კუთ­ხით მუ­შა­ო­ბა უკ­ვე მთავ­რ­დე­ბა. აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მი­ი­ღებს გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბას პრო­ფე­სორ­თა შე­სარ­ჩე­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. პრო­ფე­სო­რის შე­სარ­ჩე­ვად, მა­ლე, ახა­ლი წე­სი და­ი­ნერ­გე­ბა, რო­დე­საც პრო­ფე­სო­რის ლექ­ცი­ას სხვა პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი აფა­სე­ბენ.
გა­და­სა­ხე­დია სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა, რა­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად. უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად შე­საც­ვ­ლე­ლია და, ალ­ბათ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც და­იწ­ყო არა მხო­ლოდ ფიქ­რი, არა­მედ მოქ­მე­დე­ბა იმი­სათ­ვის, თუ რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს და­ფი­ნან­სე­ბის წე­სი. ეს მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას – გან­ვა­ვი­თა­როთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ კვლე­ვი­თი ბა­ზე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სას­წავ­ლო კორ­პუ­სე­ბი. ჩვენ მო­ტი­ვა­ცია უნ­და გა­ვუ­ჩი­ნოთ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ გახ­დ­ნენ კარ­გი მეც­ნი­ე­რე­ბი.
ჩვენ უკ­ვე მზად ვართ და ვიწ­ყებთ 2018 წელს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს. ამ კუთ­ხით სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა უკ­ვე შე­ა­ფა­სეს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა. გა­მო­იკ­ვე­თა სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და, კმა­ყო­ფი­ლე­ბით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ძლი­ე­რი მხა­რე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ვიტ­ყ­ვი იმა­საც, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის 22 სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. 2019 წელს გვექ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს „აბეტ“-ის (ABEთ) მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მა, რაც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლეა.

მოამზადეს მაია ტორაძემ და ნინო კაკულიამ