რა მო­მა­ვა­ლი აქ­ვს ლი­ბე­რა­ლიზ­მს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პა-ამ­ერ­იკ­ის მა­გა­ლით­ზე?

23 ივნ 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა ან­ალ­იტ­იკ­ოსი ზა­ალ ან­ჯა­ფა­რი­ძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო ხანს ლი­ბე­რა­ლიზ­მს ბევ­რი კრი­ტი­კო­სი ჰყავს. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნა­წი­ლის აზ­რით, ლი­ბე­რა­ლიზ­მი ერ­ოვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ის, ოჯ­ახ­ური ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი, ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის მტე­რია და მათ ნი­ვე­ლი­რე­ბას ახ­დენს და რომ და­სავ­ლე­თი ლი­ბე­რა­ლიზ­მის იდე­ებს ძა­ლით ახ­ვევს თავს და­ნარ­ჩენ ერ­ებს.

რა არ­ის სი­ნამ­დვი­ლე­ში ლი­ბე­რა­ლიზ­მი და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ატ­არ­ებს ის, რა მო­მა­ვა­ლი აქ­ვს ლი­ბე­რა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პა-ამ­ერ­იკ­ის მა­გა­ლით­ზე?

პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბალი­ბე­რა­ლიზ­მის ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა, მაგ­რამ დღეს ის გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვან პო­ლი­ტი­კურ ნა­აზ­რევს მო­იც­ავს. რო­გორ გვეს­მის დღეს ლი­ბე­რა­ლიზ­მი და რა პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ძ­ინა მან თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­აშირა მო­მა­ვა­ლი აქ­ვთ ლი­ბე­რა­ლებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რა პრინ­ცი­პით მოქ­მე­დე­ბენ ის­ინი? რა­შია ლი­ბე­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს ხიბ­ლი?

ლი­ბე­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს ხიბ­ლი იმ­აშია, რომ მას ლა­მის რე­ლი­გი­ის რან­გში აჰ­ყავს პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სო­ცი­ალ­ური სა­მარ­თლი­ან­ობა. ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერ­თი დე­და­ბო­ძია ხალ­ხის წი­ნა­შე მკაც­რად ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ბე­რა­ლიზ­მი და დე­მოკ­რა­ტია რა­ტომ­ღაც თა­ვი­დან­ვე წმინ­და ქარ­თულ დის­კურ­სში იქ­ნა აღ­ქმუ­ლი და გა­გე­ბუ­ლი და ამ­იტ­ომ­აც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ლი­ბე­რა­ლიზ­მი არ­სე­ბობს იმ სა­ხით, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ული ლი­ბე­რა­ლიზ­მის­გან. იმ ად­ამი­ან­ებ­მა, რომ­ლებ­მაც თა­ვის თავ­ზე აიღ­ეს აქ ლი­ბე­რა­ლიზ­მის იდე­ებ­ის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერ­გვა და პრო­პა­გან­და, და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი თუ დე­მოკ­რა­ტი­ული ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი რა­ტომ­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­ხარ­შეს და ისე მი­აწ­ოდ­ეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას. მას შემ­დეგ, რაც „რკი­ნის ფარ­და“ და­ეცა, და­სავ­ლე­თი­დან აქ­ტი­ურ­ად შე­მო­ვი­და იქა­ური მას­კულ­ტუ­რა, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა ის თვი­სე­ბა, რაც ახ­ასი­ათ­ებს ლი­ბე­რა­ლიზ­მს — სა­ზო­გა­დო­ებ­ას სწო­რი ფორ­მით და ში­ნა­არ­სით გა­დას­ცეს. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­ის უბ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ული, კონ­სერ­ვა­ტი­ული, ორ­თო­დოქ­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, ის მა­ინც ძნე­ლად მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ეს მი­უღ­ებ­ლო­ბა უფ­რო მე­ტად გა­აღ­რმა­ვა იმ­ან, რომ ლი­ბე­რა­ლიზ­მის იდე­ებ­ის შე­თა­ვა­ზე­ბა მოხ­და ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის და ქცე­ვის წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­ული ზე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მით. გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ, ეს იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მა იმ ჯგუ­ფე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ოლ­ოგი­ის და პრაქ­ტი­კის ად­ეპ­ტე­ბად მოგ­ვევ­ლი­ნენ. სწო­რედ ას­ეთ­მა, ჩე­მი აზ­რით, არ­ას­წორ­მა მიდ­გო­მამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ დღეს ლი­ბე­რა­ლიზ­მი აწყდე­ბა მი­უღ­ებ­ლო­ბის სალ კლდეს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­ალო და უფ­როს თა­ობ­აში.

ამ მხრივ, ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობაა ახ­ალ­გაზ­რდებ­ში, რომ­ლებ­საც არ აქ­ვთ სუ­ლი­ერი და მენ­ტა­ლუ­რი კავ­ში­რი და მეხ­სი­ერ­ება საბ­ჭო­თა წარ­სულ­თან, მათ შო­რის, ლი­ბე­რა­ლიზ­მის იდე­ები შე­და­რე­ბით ნო­ყი­ერ ნი­ად­აგს ხვდე­ბა. იმ თა­ობ­ის­თვის კი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა იდე­ოლ­ოგი­ის და კლი­შე­ებ­ის ზე­გავ­ლე­ნით გა­იზ­არ­და, ლი­ბე­რა­ლიზ­მის ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი — პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ტრას­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნა სრუ­ლი­ად სხვა კუთხით — მათ უბ­რა­ლოდ შე­ეშ­ინ­დათ და არ ის­ურ­ვეს ამ მათ­თვის ახ­ალი პა­რა­დიგ­მის მი­ღე­ბა.

ამ­ან დიდ­წი­ლად გა­მო­იწ­ვია ის მდგო­მა­რე­ობა, რაც გვაქ­ვს დღეს და რა­საც ად­ას­ტუ­რებს თუნ­დაც ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­ერ­ოს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მელ­მაც მე გა­მი­ჩი­ნა გან­ცდა, რომ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­გან ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ შორ­სა ვართ.

ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ოლ­ოგი­ის მა­ტა­რე­ბელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში, მათ ლი­დე­რებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის არ­ის აშ­კა­რა გან­ზი­დუ­ლო­ბა და, მე ვიტყო­დი, უფ­სკრუ­ლი. რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­ურ­ად მოხ­დე­ბა ჩვენ­თან ლი­ბე­რა­ლიზ­მის კულ­ტი­ვი­რე­ბა, დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­აზე — რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­ურ­ად მო­ვა­ხერ­ხებთ და­სავ­ლეთ სამ­ყა­როს­თან ინ­ტერ­გრი­რე­ბას სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და არა ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე. რა თქმა უნ­და, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს ის­იც, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს და აქ­ტი­ურ­ად მოქ­მე­დებს რუ­სე­თის „რბი­ლი ძა­ლა,“ რომ­ლის მი­ზა­ნია – მო­ახ­ერ­ხოს ქარ­თველ­თა გუ­ლე­ბი­სა და გო­ნე­ბის თა­ვის მხა­რეს გა­და­ბი­რე­ბა, რა­თა პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ინ­ოს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ის ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი თა­ვი წარ­მო­აჩ­ინ­ოს ქრის­ტი­ან­ული, კონ­სერ­ვა­ტი­ული ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ბას­ტი­ონ­ად და ამ კუთხით ცდი­ლობს ჩვენ­თან შე­მოს­ვლას, და უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ სწო­რედ აქ პო­ულ­ობს და­საყ­რდენს გარ­კვე­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თე­მებ­ში. ასე რომ, ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მი­დის ბრძო­ლა და ჭი­დი­ლი ლი­ბე­რა­ლურ და ტრა­დი­ცი­ონ­ალ­ის­ტურ-კონ­სერ­ვა­ტი­ულ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის. თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და რო­მე­ლი მათ­გა­ნი მო­ახ­ერ­ხებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­ის გო­ნე­ბი­სა და გუ­ლე­ბის დაპყრო­ბას, ვნა­ხავთ უახ­ლო­ესი ათ­წლე­ულ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში.

და კი­დევ ერ­თი, ჩვენ­თან უამ­რა­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა თუ პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­სახ­ლე­ობ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია — თუ ვინ არ­ის ინ­ფორ­მან­ტი! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებს პერ­სო­ნებს! რო­დე­საც ლი­ბე­რა­ლიზ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ის­ეთი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რთუ­ლია ელ­ოდო, რომ აუდ­იტ­ორი­ის გო­ნე­ბა­ში მა­თი ნათ­ქვა­მი აღ­იქ­მე­ბო­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბად.

რა წარ­მო­ად­გენს დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ბე­რა­ლიზ­მის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვასრა ლი­ბე­რა­ლურ მო­დელს გვთა­ვა­ზობს ევ­რო­პა და ამ­ერ­იკა და რა პრინ­ცი­პეს აერ­თი­ან­ებსის?

— ჩე­მი აზ­რით, ეს არ­ის სო­ცი­ალ­ური დაც­ვის ლი­ბე­რა­ლუ­რი მო­დე­ლი, სა­დაც უმ­თავ­რე­სია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, მი­სი გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ლი­ბე­რა­ლუ­რი შრო­მი­თი ეთ­იკა, ას­ევე სა­ხელ­მწი­ფოს მი­ნი­მა­ლუ­რი ჩა­რე­ვა სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზღუდ­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ბე­რა­ლიზ­მი ევ­რო­პა­ში აერ­თი­ან­ებს კლა­სი­კუ­რი, სო­ცი­ალ­ური და ნე­ოკ­ლა­სი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და სო­ცი­ალ­ურ ელ­ემ­ენ­ტებს და მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 20-ე სა­უკ­უნ­ის ბო­ლოს დაწყე­ბულ თა­ნას­წო­რო­ბის ახ­ალ მოძ­რა­ობ­ებ­თან.

თუმ­ცა, დღეს ლი­ბე­რა­ლიზ­მის ერ­თგვარ კრი­ზისს ვხე­დავთ ევ­რო­პა­შიც და ამ­ერ­იკ­აშ­იც. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა თუნ­დაც ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ში, სა­დაც კონ­სერ­ვა­ტი­ულ და პო­პუ­ლის პარ­ტი­ებ­სა და ლი­დე­რებს იმ­აზე მე­ტი გა­სა­ქა­ნი მი­ეცა, ვიდ­რე ად­რე ჰქონ­დათ. თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ბე­რა­ლიზ­მს დღეს ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქ­ვს, მათ­გან ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ალ­ური სა­მარ­თლი­ან­ობ­ის­თვის და უფ­ლებ­რი­ვი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის ბრძო­ლაა.

თქვენ რო­გორ ხე­დავთ მსოფ­ლი­ოში ლი­ბე­რა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს?

— ვფიქ­რობ, ლი­ბე­რა­ლიზ­მის გა­მოგ­ლო­ვე­ბა აშ­კა­რად ნა­ად­რე­ვია. ის დარ­ჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის იდე­ოლ­ოგი­ურ და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გზამ­კვლე­ვად. თუმ­ცა ის­იც უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ ლი­ბე­რა­ლიზ­მის ერ­თგვა­რი კრი­ზი­სი მას უბ­იძ­გებს იმ­ის­კენ, რომ სე­რი­ოზ­ულ­ად გა­და­ხე­დოს იმ დამ­კვიდ­რე­ბულ პრინ­ცი­პებს, რომ­ლე­ბიც ცო­ტა ხნის წინ თით­ქოს­და ხელ­შე­უხ­ებ­ელ­ად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

ლი­ბე­რა­ლიზ­მის კრი­ზი­სის პე­რი­ოდი კი­დევ უფ­რო გა­ხან­გრძლივ­დე­ბა, თუ ლი­ბე­რა­ლებ­მა არ და­ან­ახ­ეს სა­ზო­გა­დო­ებ­ას, რომ მათ მი­ერ თა­ვის დრო­ზე დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი იდე­ოლ­ოგია და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში უფ­რო მე­ტად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სებ­სა თუ მოთხოვ­ნებ­ზე.

 

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი