აზი­ური ბიზ­ნე­სის აკ­ად­ემი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სი­აში პირ­ვე­ლად მოხ­ვედ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო და იურ­ის­ტი სტუ­დენ­ტე­ბი

23 ივნ 2020

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი — მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე, ელ­ენე სვა­ნი­ძე და თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი — აზი­ური ბიზ­ნე­სის აკ­ად­ემი­ის (Academy of Asian Business) კონ­კურ­სის (World Asian Case Competition — WACC) სა­უკ­ეთ­ესო ათე­ულ­ში მოხ­ვდნენ. კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­ურია, მთა­ვარ თე­მას — „How Asian Brands Soar“ — წარ­მო­ად­გენს, მას­ში სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ის­ეთი წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ, რო­გო­რი­ცაა ჰარ­ვარ­დი, კემ­ბრი­ჯი... კონ­კურ­სის მი­ზა­ნია აზი­ური ბიზ­ნეს­პო­ლი­ტი­კის კვლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა უპ­ირ­ატ­ეს­ობა ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან მო­იპ­ოვ­ეს. წელს 2000 გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ დრო­ის­თვის უკ­ვე ჩა­ნიშ­ნუ­ლია დას­კვნი­თი ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც 8 აგ­ვის­ტოს გა­იმ­არ­თე­ბა და მას Samsung-ის, Hyundai-სა და სხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აზი­ური ბრენ­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი გა­უძ­ღვე­ბი­ან.

თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის მრჩე­ვე­ლი (კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­ათ­ვს აუც­ილ­ებ­ელი პი­რი) თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ბე­სო ნამ­ჩა­ვა­ძეა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­უკ­ეთ­ესო სა­მე­ულ­თან. მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე, ელ­ენე სვა­ნი­ძე და თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რნენ.

რა­ტომ გა­დაწყვი­ტეთ, რომ აზი­ური ბიზ­ნე­სის აკ­ად­ემი­ის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­გე­ღოთ?

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „ჩვენ­მა გუნ­დმა ად­რეც მო­იგო ერთ-ერ­თი კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც, მარ­თა­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის არ იყო, რო­გორც ეს უკ­ან­ას­კნე­ლი, მაგ­რამ მა­ინც საკ­მა­ოდ ვა­მა­ყობთ იმ­ით, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ თსუ-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­აში — „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა“. სწო­რედ ამ კონ­კურ­სის შე­დე­გად გა­ვი­ცა­ნით უკ­ეთ­ეს­ად ერ­თმა­ნე­თი და და­ვიწყეთ კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­ის მიზ­ნით. რო­დე­საც WACC 2020-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თსუ-ის ვებ-სა­იტ­ზე ვნა­ხე, მა­შინ­ვე მი­ვა­წო­დე გო­გო­ებს ეს ამ­ბა­ვი. ვი­ფიქ­რე, რომ კარ­გი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ვი­ცო­დით, რომ ძა­ლი­ან დი­დი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა კონ­კურ­სის პრი­ზე­ბი და პი­რო­ბე­ბი მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მიმ­ზიდ­ველს ხდი­და. 10 გა­მარ­ჯვე­ბულ­ში მოხ­ვედ­რა ნიშ­ნავს იმ­ას, რომ მო­ვი­პო­ვეთ AAB სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც სე­ულ­ში გამ­გზავ­რე­ბა­საც მო­იც­ავ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტ­აპ­ზე, „კო­ვიდ19“-ის პან­დე­მი­ის გა­მო ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“.

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „კონ­კურ­სს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქ­ვს, იგი ყო­ველ­წლი­ურ­ად ტარ­დე­ბა და საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მაა სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო — გა­მო­იჩ­ინ­ონ თა­ვი და მო­იპ­ოვ­ონ წვდო­მა უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ეს კონ­კურ­სი სხვა მრა­ვალ კარს ხსნის და ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ გვე­ცა­და“.

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „მეც და ჩე­მი გუნ­დის წევ­რებ­საც ყო­ველ­თვის გვხიბ­ლავ­და აზი­ური კულ­ტუ­რა. ეს კონ­კურ­სი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას ეს­წრე­ბი­ან მსოფ­ლიო ბიზ­ნე­სის წამ­ყვა­ნი ლი­დე­რე­ბი, წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან და ცოდ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობა მიგ­ვე­ღო“.

რა ეტ­აპ­ებს მო­იც­ავ­და კონ­კურ­სი?

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „კონ­კურ­სი სა­მი ეტ­აპ­ის­გან შედ­გე­ბო­და. პირ­ველ ეტ­აპ­ზე უნ­და აგ­ვერ­ჩია — რო­მელ კომ­პა­ნი­აზე ვა­პი­რებ­დით და­წე­რას და წარ­გვედ­გი­ნა გეგ­მა. იდე­ისა და გეგ­მის მი­ხედ­ვით, 2000-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლი­დან 100 კონ­კურ­სან­ტი შე­ირ­ჩა. შემ­დგო­მი ეტ­აპი იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის გაგ­ზავ­ნა, სა­იდ­ან­აც 10 გა­მარ­ჯვე­ბულს აარ­ჩევ­დნენ. ჩვე­ნი ნაშ­რო­მი ამ ტოპ ათ გა­მარ­ჯვე­ბულ­ში მოხ­ვდა“.

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „გეგ­მის წარ­დგე­ნა ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტ­აპია, რად­გან კვლე­ვის და­წე­რის­თვის სა­ჭი­როა აქ­ტუ­ალ­ური თე­მა გან­საზღვრო. საკ­მა­ოდ ბევ­რი ფიქ­რი დაგ­ვჭირ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ ის კომ­პა­ნია აგ­ვერ­ჩია, რო­მელ­ზეც დავ­წე­რეთ — Big Hit Entertainment.

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „ჩე­მი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის სწო­რედ შერ­ჩე­ვა იყო. ვფიქ­რობ, ამ­ან ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ით­ამ­აშა სა­ბო­ლოო შე­დე­გის გან­საზღვრა­ში. ახ­ლა დარ­ჩე­ნი­ლია ბო­ლო ეტ­აპი, ქე­ის­ის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი აზი­ური ბრენ­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მო­ის­მე­ნენ ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს, მოგ­ვცე­მენ რჩე­ვებს და გა­მოთ­ქვა­მენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვა­ხერ­ხებთ კო­რე­აში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო, თუმ­ცა პრე­ზენ­ტა­ცია დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­იმ­არ­თე­ბა“.

რა­ტომ შე­აჩ­ერ­ეთ არ­ჩე­ვა­ნი Big Hit Entertainment-ზე და რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია გან­ხი­ლუ­ლი თქვენს კვლე­ვა­ში?

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „კვლე­ვა­ში ვი­სა­უბ­რეთ Big Hit Entertainment-ის ინ­ოვ­აცი­ურ მიდ­გო­მებ­ზე, ბიზ­ნეს გეგ­მებ­ზე, სტრა­ტე­გი­ებ­ზე და სტან­დარ­ტუ­ლი გა­სარ­თო­ბი კომ­პა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე. ას­ევე, BTS-ის ფე­ნო­მე­ნა­ლურ წარ­მა­ტე­ბებ­ზე, მიღ­წე­ვებ­ზე და იმ­აზ­ეც, თუ რა რო­ლი ით­ამ­აშა ამ ყვე­ლა­ფერ­ში კომ­პა­ნი­ამ. რაც შე­ეხ­ება იმ­ას, თუ რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ კომ­პა­ნი­აზე და­წე­რა, პირ­და­პირ გეტყვით, რომ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ BTS-ის­გან შე­ვიტყვე. მე მათ თვალს ვა­დევ­ნებ და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მა­თი წარ­მა­ტე­ბა და მა­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­თი ინ­ოვ­აცი­ური მიდ­გო­მე­ბი და ორ­იგ­ინ­ალ­ური გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვე­წე­რა იმ კომ­პა­ნი­აზე, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის უკ­ან დგას. ეს კომ­პა­ნია მა­გა­ლი­თია იმ­ის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი ნო­ლი­დან და გახ­დე აზი­ის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია. ჩვენ ქრო­ნო­ლო­გი­ურ­ად მივ­ყე­ვით კომ­პა­ნი­ის გან­ვლილ გზას და შე­ვე­ცა­დეთ კვლე­ვა­ში გად­მოგ­ვე­ცა მა­თი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა“.

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „სწო­რი თე­მის შერ­ჩე­ვა გა­მარ­ჯვე­ბის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. სამ­ხრეთ კო­რე­აში ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ე.წ. Entertainment industry, ანუ გა­სარ­თო­ბი ინ­დუს­ტრია. სწო­რედ რომ ბევ­რი ამ ქვე­ყა­ნას ამ ინ­დუს­ტრი­ის წყა­ლო­ბით იც­ნობს, თუ არ ჩავ­თვლით მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ას. BTS მარ­თლაც რომ გლო­ბა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნი გახ­და. მათ დი­დი წვლი­ლი მი­უძ­ღვით სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­სარ­თო­ბი ინ­დუს­ტრი­ის ას­ეთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აში. ამ ჯგუ­ფის წარ­მა­ტე­ბა კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­ებ­ის შე­დე­გია. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს თე­მა უფ­რო ინ­ოვ­აცი­ური იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ტექ­ნო­ლო­გი­ურ გი­გან­ტზე და­წე­რა“.

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „Big Hit Entertainment, ამ­ავე დროს, სწრა­ფად მზარ­დი კომ­პა­ნიაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. ტექ­ნო­ლო­გი­ური პროგ­რე­სის ხა­ნა­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი დღეს ბა­ზარ­ზე კრე­ატი­ულ მიდ­გო­მებ­ზე კეთ­დე­ბა. პირ­ვე­ლი აზი­ური კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სწო­რედ ას­ეთი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სწო­რედ Big Hit Entertainment-ია. ის­ინი აქ­ტი­ურ­ად იყ­ენ­ებ­ენ ინ­ტერ­ნეტ-პლატ­ფორ­მას და ცდი­ლო­ბენ უკ­ვე არ­ებ­ული პრო­დუქ­ტის სა­კუ­თარ კონ­ცეპ­ტუ­ალ­ურ ბა­დე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის გზი­თა და კრე­ატი­ული მიდ­გო­მის ხარ­ჯზე შექ­მნან ის­ეთი სინ­თე­ზი, რომ­ლის გარ­კვე­ული ელ­ემ­ენ­ტე­ბიც უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია. მოთხოვ­ნა აღ­ნიშ­ნულ­ზე ძა­ლი­ან დი­დია. ამ­ას სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ეკ­ონ­ომ­იკ­ის მარ­ტივ მოთხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის ფორ­მუ­ლამ­დე მივ­ყა­ვართ“.

აგ­ვიღ­წე­რეთ, რო­გო­რი იყო სა­კონ­კურ­სო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცე­სი...

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „მუ­შა­ობა საკ­მა­ოდ სტრე­სულ გა­რე­მო­ში მოგ­ვი­წია. გარ­და ცნო­ბი­ლი სა­ერ­თო და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, გვი­წევ­და და გვი­წევს ფე­ხი ავ­უწყოთ ონ­ლა­ინ-სწავ­ლე­ბას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უწყვე­ტად და საკ­მა­ოდ აქ­ტი­ურ­ად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შე­ვას­რუ­ლეთ ჩვე­ნი საქ­მე. გვქონ­და მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ვფიქ­რობ­დით, რომ არ­სე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვე­ნი შან­სე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, თუმ­ცა გუნ­დუ­რი მუ­შა­ობ­ის, დი­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის მი­ცე­მით მო­ვა­ხერ­ხეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა“.

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „გვი­წევ­და უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ება, და­ხა­რის­ხე­ბა, სხვა­დას­ხვა ენ­იდ­ან თარ­გმნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კო­რე­ულ­იდ­ან. ძი­რი­თა­დი ნაშ­რო­მი, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, რა თქმა უნ­და, ინ­გლი­სურ ენ­აზე იყო და­სა­წე­რი. „კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის გა­მო სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვა­ხერ­ხებ­დით ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რას პი­რის­პირ და ძა­ლი­ან ბევ­რი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა გვქონ­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ათს გრძელ­დე­ბო­და. ამ შეხ­ვედ­რე­ბის დროს გან­ვი­ხი­ლავ­დით სტრა­ტე­გი­ებს, მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ვე­ძებ­დით გარ­დამ­ტეხ წერ­ტი­ლებს კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­აში. სირ­თუ­ლეს ის­იც გვი­მა­ტებ­და, რომ ნაშ­რო­მის და­წე­რა შუ­ალ­ედ­ური გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში მოგ­ვი­წია. საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე მუ­შა­ობ­აც, რად­გან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სპე­ცი­ალ­ური მოთხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი. ას­ევე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ვართ და კონ­კურ­სში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. ამ მხრივ ჩვენ მოგ­ვი­წია, რომ ბევ­რი გვეშ­რო­მა, მაგ­რამ რო­გორც შე­დე­გი­დან ჩანს, ჩვენ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს თა­ვი გა­ვარ­თვით, ჩვენ შევ­ძე­ლით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევ­რი ცნო­ბი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შევ­ჯიბ­რე­ბო­დით და, ამ­ავ­დრო­ულ­ად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­კურ­სის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­აში მო­ნა­წი­ლე­ები სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლად მოხ­ვდნენ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სი­აში“.

თქვე­ნი კვლე­ვა ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და რო­დის?

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „ჩვე­ნი კვლე­ვა, სხვა 9 ფი­ნა­ლის­ტის ნაშ­რო­მებ­თან ერ­თად, და­იბ­ეჭ­დე­ბა წიგ­ნში — how Asian brands soar, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში“.

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „ის წარ­მო­ად­გენს სას­წავ­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ბიზ­ნეს ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რა­თა მათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­გა­ლი­თე­ბი შე­ის­წავ­ლონ“.

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წი­ნა გა­მო­ცე­მე­ბი გა­მო­იყ­ენ­ება მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში. წიგ­ნი, სა­ვა­რა­უდ­ოდ, კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დგომ, სამ­ხრეთ კო­რე­აში გა­მო­იც­ემა“.

ამ ეტ­აპ­ზე რა არ­ის თქვენ­თვის პრი­ორ­იტ­ეტ­ული სა­მო­მავ­ლო გეგ­მა?

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „გვსურს ჩვე­ნი ნაშ­რო­მის მა­ღალ დო­ნე­ზე პრე­ზენ­ტა­ცია, ის­ეთი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გვერ­დით დგო­მა და კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა, რო­გო­რიც კემ­ბრი­ჯის, კო­ლუმ­ბი­ისა თუ აზი­ის წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბია, რაც საკ­მა­ოდ დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მო­ითხოვს დიდ შრო­მას. გარ­და ამ­ისა, ვგეგ­მავთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რო­გორც კომ­პა­ნი­ას­თან, ისე კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან“.

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: მა­ინც იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ვართ და ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ბიზ­ნეს­ზე მე­ტად სა­მარ­თალს უკ­ავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად უფ­რო მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­საძ­ლოა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლა ამ კუთხით გან­ვაგ­რძო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არ მაქ­ვს გა­დაწყვე­ტი­ლი“.

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ის სფე­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა არ­აფ­ერს გა­მოვ­რიცხავ, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვენს ინ­ტე­რესს აზი­ური კულ­ტუ­რის მი­მართ. ეს კონ­კურ­სი ძა­ლი­ან დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს. აგ­ვის­ტო­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ად­ამი­ანს შევ­ხვდე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებ, ჩვენ­თვის ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა“.

კონ­კრე­ტუ­ლად რა პერ­სპექ­ტი­ვას გუ­ლის­ხმობს ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა?

თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლი: „კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან მსოფ­ლიო ბიზ­ნეს ლი­დე­რე­ბი. ჩვენ გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ვიც­ნოთ ის­ინი და გა­ვე­სა­უბ­როთ მათ. სა­ვა­რა­უდ­ოდ, ჩვენ რო­მელ კომ­პა­ნი­აზ­ეც ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, მა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, იყ­ოს სტა­ჟი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც... ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია და სა­მო­მავ­ლოდ არ ვა­პი­რებთ, რომ ჩვენ მხო­ლოდ ამ წარ­მა­ტე­ბას დავ­ჯერ­დეთ“.

მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძე: „გა­სუ­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ჩანს, რომ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც გა­მარ­ჯვე­ბა მო­იპ­ოვ­ეს ამ კონ­კურ­სში, ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბა იმ კომ­პა­ნი­აში გა­ნაგ­რძონ, რო­მელ­ზეც ნაშ­რო­მი და­წე­რეს. გარ­და ამ­ისა, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­ად­ემი­ური სივ­რცე, რო­მელ­ზეც წვდო­მა ამ კონ­კურ­სის მეშ­ვე­ობ­ით მო­ვი­პო­ვეთ. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სი­ული ვექ­ტო­რის გან­საზღვრი­სას აქ­ტი­ურ­ად გა­მო­ვი­ყე­ნებ სა­მარ­თლი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ის სინ­თეზს, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა იძ­ლე­ვა“.

ელ­ენე სვა­ნი­ძე: „მსოფ­ლი­ოს ბიზ­ნეს ლი­დე­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სა და სტა­ჟი­რე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ელ-ფოს­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით­აც გვაც­ნო­ბეს. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ წინ ბევ­რი ახ­ალი სი­ახ­ლე გვე­ლის“.