ას­ეთ პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა აქ­ტი­ურ­ობა

12 მაი 2020

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სე­ნა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მე­დი­ცი­ნის

ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვლა­დი­მერ (მა­მუ­კა) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

რო­გორც ეს პან­დე­მია, მსგავ­სი სა­შიშ­რო­ება რომ არ დაგ­ვატყდეს მო­მა­ვალ­ში თავ­ზე ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ებ­ის „გა­ფუ­ჭე­ბის“ მხრივ — მო­ერი­ოს ბაქ­ტე­რი­ებს, რა ღო­ნის­ძი­ებ­ები ტარ­დე­ბა? გრძელ­დე­ბა თუ არა ამ მხრივ გა­მო­სავ­ლის ძი­ებ­ის პრო­ცე­სი?

- მე მხო­ლოდ ჩე­მი სფე­რო­დან გა­მომ­დი­ნა­რე გი­პა­სუ­ხებთ ამ შე­კითხვა­ზე. სტო­მა­ტო­ლო­გი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის 106-ე კონ­გრეს­ზე წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, წარ­მედ­გი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ან­ალ­იზი სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ებ­ის რა­ცი­ონ­ალ­ური გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა ჩა­ტარ­და 4 ქვე­ყა­ნა­ში: ალ­ბა­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, მა­რო­კო და თურ­ქე­თი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ამ ქვეყ­ნე­ბის სტო­მა­ტო­ლოგ­თა მა­ღა­ლი ცოდ­ნა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ან­ტი­ბი­ოტ­იკ­ებ­ის რა­ცი­ონ­ალ­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ანთ პა­ცი­ენ­ტებ­ში. თუმ­ცა, გა­მო­იკ­ვე­თა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის და გზამ­კვლე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ის სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ ჟურ­ნალ­ში — „International Journal Of Atimicrobial Agents“.

არ­სე­ბულ რე­ალ­ობ­აში რო­გორ მუ­შა­ობთ სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი?

- მე, რო­გორც პრაქ­ტი­კო­სი სტო­მა­ტო­ლო­გი და პე­და­გო­გი თით­ქმის 4 ათე­ული წლის გა­მოც­დი­ლე­ბით, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ ქარ­თვე­ლი სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის მა­ღალ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ და პრო­ფე­სი­ონ­ალ­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­მა კლი­ნი­კებ­მა შეწყვი­ტეს გეგ­მი­ური პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა და გა­და­ვიდ­ნენ მხო­ლოდ გა­და­უდ­ებ­ელი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ზე უს­აფ­რთხო­ებ­ის სპე­ცი­ალ­ური ნორ­მე­ბის დაც­ვით. სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი მკაც­რად იც­ავ­ენ და მო­მა­ვალ­შიც და­იც­ავ­ენ სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (FDI) სპე­ცი­ალ­ურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა, რომ არც ერთ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მედ­პერ­სო­ნა­ლის ან პა­ცი­ენ­ტის „კო­ვიდ-19“-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი არ არ­ის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რო­გორ მოგ­წონთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ბრძო­ლის სტრა­ტე­გია ჩვე­ნი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან?

- თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თვე­ლი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბი ფრონ­ტის წი­ნა ხაზ­ზე სრუ­ლი თავ­და­დე­ბით იბ­რძვი­ან და ამ­ტკი­ცე­ბენ თა­ვი­ანთ უმ­აღ­ლეს პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მს. მა­თი თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის შე­დე­გე­ბი სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა: სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს იმ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის რიცხვშია, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვი­ან და უმ­კლავ­დე­ბი­ან პან­დე­მი­ას. ალ­ბათ, შორს არ არ­ის ის დრო, რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლა ერ­თად სი­ხა­რუ­ლით მი­ვუ­ლო­ცავთ ერ­თმა­ნეთს სა­ში­ნელ პან­დე­მი­აზე გა­მარ­ჯვე­ბას!

მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ მე­დი­ცი­ნის მუ­შაკს, რო­მელ­თა შო­რის ჩე­მი ბევ­რი მე­გო­ბა­რი­ცაა, რომ­ლე­ბიც თავ­გან­წი­რუ­ლად იბ­რძვი­ან ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოცხლი­სათ­ვის! აქ­ვე უპ­რი­ანია გა­ვიხ­სე­ნოთ სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი დე­ვი­ზი: „არ არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბა პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­რე­შე!“

რო­გორ გე­სა­ხე­ბათ თსუ-ის სე­ნა­ტის მუ­შა­ობა და რას საქ­მი­ან­ობს სე­ნა­ტი ამ­ჟა­მად?

- სე­ნა­ტი, ის­ევე, რო­გორც მთე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ მუ­შა­ობ­ას პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად. მარ­ტის ბო­ლოს ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ონ­ლა­ინ სხდო­მა, რო­მელ­შიც სე­ნა­ტის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რმა მი­იღო აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა. მა­ღა­ლი იყო სე­ნა­ტის წევ­რთა ჩარ­თუ­ლო­ბა დღის წეს­რი­გით გან­საზღვრუ­ლი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ში. ონ­ლა­ინ სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუც­ილ­ებ­ელი იყო ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის. ამ­ჟა­მად სე­ნა­ტის სამ­დივ­ნო­ში შე­მო­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­კითხი, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ვმუ­შა­ობთ და ვი­მე­დოვ­ნებთ — ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის და მუ­შა­ობ­ის ჩვე­ულ, აქ­ტი­ურ რე­ჟიმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

რას საქ­მი­ან­ობთ სახ­ლში — ახ­ალი დღის წეს­რი­გი რო­გო­რია?

- ჩემ­თვის, რო­გორც ყვე­ლა ჩე­მი კო­ლე­გის­თვის, სახ­ლში „ჯდო­მა“ მე­ტად უჩ­ვე­ულოა. ჩვენ მიჩ­ვე­ული ვართ აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას და მუ­შა­ობ­ას. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ას­ეთ პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა აქ­ტი­ურ­ობა.

23 მარ­ტი­დან და­ვიწყე ლექ­ცი­ებ­ის კითხვა Zoom-ის მეშ­ვე­ობ­ით, რა­შიც დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნატ­მა. ყვე­ლას გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თავ­და­დე­ბი­სა და გა­წე­ული შრო­მი­სათ­ვის!

მინ­და, აღ­ვნიშ­ნო ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი აქ­ტი­ურ­ობა და მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რულ მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­ში. მა­თი და ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის მონ­დო­მე­ბის და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო ის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნეს გა­მოც­დებ­ზე.

პი­რა­დად მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა აქ­ტი­ურ­ად ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვე­ბი­ნა­რებ­ში, რომ­ლებ­საც ატ­არ­ებ­დნენ ის­ეთი პრეს­ტი­ჟუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, რო­გო­რი­ცაა ამ­ერ­იკ­ის და ევ­რო­პის ეს­თე­ტი­ური სტო­მა­ტო­ლო­გი­ის აკ­ად­ემი­ები, სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცია და სხვ. ას­ევე, ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­ობ­ენ ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ული სტო­მა­ტო­ლო­გი­ური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, რომ­ლე­ბიც ატ­არ­ებ­ენ უფ­ასო, მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ვე­ბი­ნა­რებს. ამ კუთხით ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტო­მა­ტო­ლო­გი­ური გა­ნათ­ლე­ბის აკ­ად­ემია — IDEA, რომ­ლის ეთ­ერ­ში 30-მდე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლექ­ცია ჩა­ტარ­და 6000-მდე მსმე­ნე­ლის­თვის. ლექ­ტო­რე­ბად მიწ­ვე­ულ­ები იყ­ვნენ რო­გორც უცხო­ელი, ას­ევე ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი და პრაქ­ტი­კო­სი ექ­იმ­ები. მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ინ­იცი­ატ­ივ­ით სტო­მა­ტო­ლო­გი­ური მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ჩა­ტარ­და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლექ­ცია, რო­მელ­საც უძ­ღვე­ბო­და ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი (იტ­ალია), ბოს­ტო­ნის (აშშ) ტაფ­ტის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს იმ­პლან­ტო­ლოგ­თა ას­ოცი­აცი­ას­თან (რო­მე­ლიც სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია) და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტო­მა­ტო­ლო­გი­ური გა­ნათ­ლე­ბის აკ­ად­ემი­ას­თან ერ­თად ვამ­ზა­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვებ კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­შიც სპი­კე­რე­ბად მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი აშშ-დან, ის­რა­ელ­იდ­ან და უკ­რა­ინ­იდ­ან, მათ შო­რის, სტო­მა­ტო­ლოგ­თა მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, დოქ­ტო­რი გერ­ჰარდ სი­იბ­ერ­გე­რი.

სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ოდს აქ­ტი­ურ­ად ვი­ყე­ნებ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ახ­ალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე სა­მუ­შა­ოდ. ას­ევე, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემ­მა ერთ-ერ­თმა დოქ­ტო­რან­ტმა და­ას­რუ­ლა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა და ვამ­ზა­დებ სა­ჯა­რო დაც­ვი­სათ­ვის. ვემ­ზა­დე­ბი ახ­ალი დოქ­ტო­რან­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად, რის­თვი­საც ახ­ალი პრო­ექ­ტე­ბის წარ­დგე­ნას ვგეგ­მავ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

ასე რომ, ვცდი­ლობ დრო უქ­მად არ და­იკ­არ­გოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტენ­სი­ურ­ად გა­მო­ვი­ყე­ნო მი­ღე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ესაუბრა ნინო კაკულია