უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სია დღეს

13 თებ 2018

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე:

– სა­ქარ­თ­ვე­ლომ XX სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი გა­ი­ა­რა. უპირ­ვე­ლე­სად, ეს გახ­ლ­დათ ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნა 1917 წელს, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბა 1918 წლის 8 თე­ბერ­ვალს და, ბო­ლოს, 1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოც­ხა­დე­ბა. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბა გახ­ლ­დათ ლო­გი­კუ­რი დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბა იმ მოძ­რა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნე­ში და­იწ­ყო ჯერ კი­დევ „მა­მე­ბის“ თა­ო­ბამ, შემ­დეგ, ილი­ას თა­ოს­ნო­ბით, „შვი­ლე­ბის“ თა­ო­ბამ, შემ­დეგ წე­რა-კით­ხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და, ბო­ლოს, „ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­სე­ბი­დან­ვე რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­და. მი­სი და­ფუძ­ნე­ბის დღეს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კი­რი­ონ მე­ო­რის მი­მარ­თ­ვა­ში, პირ­ვე­ლი, რა­მაც გა­იჟ­ღე­რა, ეს იყო და­ფუძ­ნე­ბა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ეს ნი­შა მარ­თ­ლაც ჰქონ­და პირ­ველ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს. სიმ­ბო­ლუ­რია ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს გა­იხ­ს­ნა და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი „მა­მე­ბის“ მხრი­დან, ამ სა­ხელ­თან უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­კავ­ში­რე­ბა იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის კე­რა გე­ლა­თის აკა­დე­მი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი გახ­ლ­დათ.
ზო­გა­დად, პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმი­თაც ამარ­თ­ლებ­და, რომ რუ­სე­თის ყო­ფი­ლი იმ­პე­რი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან მრა­ვა­ლი ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და. ჯერ კი­დევ იმ დროს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა ერ­თი სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხი, ისე­ვე, რო­გორც გერ­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. 
იმას, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ევ­რო­პულ ტრა­დი­ცი­ებ­თან ერ­თად ეროვ­ნულ ფეს­ვებ­ზე იდ­გა, ადას­ტუ­რებ­და ის, რომ აქ სწავ­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე და­იწ­ყო. ეს მა­გა­ლითს აძ­ლევ­და მთლი­ა­ნად რე­გი­ონს – რო­გორ უნ­და სცე პა­ტი­ვი მშობ­ლი­ურ ენას და რო­გორ უნ­და იბ­რ­ძო­ლო იმი­სათ­ვის, რომ სწავ­ლე­ბა შენს მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა – ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ეზ­რუ­ნა, რა­მაც კი­დევ უფ­რო გა­ამ­დიდ­რა ქარ­თუ­ლი ენა. დღეს, თუ­კი უპ­რობ­ლე­მოდ შეგ­ვიძ­ლია მშობ­ლი­ურ ენა­ზე სრულ­ყო­ფი­ლად კვლე­ვა, სწავ­ლე­ბა და სწავ­ლა, ეს დამ­სა­ხუ­რე­ბაა თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და იმ იდე­ი­სა, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლი იყო ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბა­ში.
მე­ო­რე ფუნ­ქ­ცია, რო­მე­ლიც ჰქონ­და უნი­ვერ­სი­ტეტს, რაც მა­ლე­ვე და­დას­ტურ­და, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლის, შემ­კ­ვ­რე­ლის ფუნ­ქ­ცია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნის ის­ტო­რი­ას თუ გა­და­ხე­დავთ, ნა­ხავთ, რომ მის და­სა­არ­სებ­ლად შე­მო­მწირ­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ რო­გორც ქარ­თ­ვე­ლე­ბი, აფ­ხა­ზე­ბი და ოსე­ბი, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი... ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ის ფაქ­ტი, რომ აფ­ხა­ზუ­რი და ოსუ­რი ენე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლა­ზე ზრუნ­ვა უნი­ვე­რსი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა და­იწ­ყეს. ამ საქ­მეს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თხოვ­ნით, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. ამას გარ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა იტ­ვირ­თა ისიც, რომ კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის კე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, რა­მე­თუ თბი­ლი­სი მა­შინ კავ­კა­სი­ის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რი გახ­ლ­დათ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ბევ­რ­მა ახალ­გაზ­რ­დამ მი­ი­ღო აქ გა­ნათ­ლე­ბა და ეს კონ­ტაქ­ტე­ბი დღემ­დე არ­სე­ბობს. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ველ­თ­ვის და ყველ­გან იყო იქ, სა­დაც ქარ­თუ­ლი საქ­მე კეთ­დე­ბო­და – გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიბ­რ­ძ­ნის­მეტ­ყ­ვე­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის 19 წლის სტუ­დენ­ტი მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1921 წელს მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ფრონ­ტ­ზე, წი­თელ ჯვარ­ში ჩა­ე­წე­რა მოწ­ყა­ლე­ბის დად და თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან და­ი­ღუ­პა; 1921 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის – „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ჭურ­ჭ­ლე­თუ­ხუ­ცე­სის“ მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ძის ის­ტო­რი­უ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის გა­დარ­ჩე­ნა და შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ 1978 წე­ლი – ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვის­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­მოწ­ყე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი მოძ­რა­ო­ბა, შემ­დ­გომ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ფლაგ­მა­ნო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტს ეს ფუნ­ქ­ცია დღემ­დე აკის­რია და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზეა მუდ­მი­ვად. 
ასე რომ, იმ მრა­ვალ ფუნ­ქ­ცი­ა­თა­გან, რაც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­სულ­მა, აწ­მ­ყომ და მო­მა­ვალ­მაც შეს­ძი­ნა, მთა­ვა­რი გახ­ლავთ მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და. ეს მი­სია უნი­ვერ­სი­ტეტს და­არ­სე­ბი­დან აკის­რია და დღემ­დე ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ ტრა­დი­ცი­ას. ის მო­საზ­რე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია მხო­ლოდ სტუ­დენ­ტის მო­მა­ვა­ლი და­საქ­მე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაა და ფიქ­რო­ბენ, რომ პი­როვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის ოჯახ­მა, სკო­ლამ და ბაღ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს, არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. ვფიქ­რობ, თი­თო­ე­ულ ახალ­გაზ­რ­დას, მის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის გარ­და, ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ხედ­ვა, სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა, კვლე­ვის ინ­ტე­რე­სი უნ­და გან­ვუ­ვი­თა­როთ.

 

ის­ტო­რი­უ­ლი გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბა – უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­დ­გე­ნა – უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად

„ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნის წინ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, 1917 წელს შე­იქ­მ­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და – 1) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მა, რო­მე­ლიც გან­საზ­ღ­ვ­რავ­და – ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მოწ­ვე­უ­ლი პირ­ველ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვის რა სა­გა­ნი უნ­და წა­ე­კით­ხა და ა.შ. და 2) ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. 
სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვა­ლი, არა­ერ­თი წევ­რი შე­ე­მა­ტა. სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია მო­ნა­წი­ლე­თა სია, ვი­ნა­ო­ბა, მათ მი­ერ შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხა და ა.შ.. დად­გე­ნი­ლი იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რო­ბის­თ­ვის ერ­თ­ჯე­რა­დად იხ­დიდ­ნენ 300 მა­ნეთს და შემ­დეგ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 25 მა­ნეთს.
ზუს­ტად 100 წლის შემ­დეგ, 2017 წლის 15 დე­კემ­ბერს, თსუ-ის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, აღ­დ­გა „ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას ისა­ხავს მიზ­ნად. სა­ზო­გა­დო­ე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­სა და მის მხარ­დამ­ჭე­რებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. მას ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ლუნ­დის (შვე­დე­თი) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, თსუ-ის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი ზა­ალ კო­კა­ია უხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლებს.

გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე,
თსუ-ის რექ­ტო­რი:
– თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მრა­ვალ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს მუ­დამ ჰქონ­და და დღე­საც აქვს სურ­ვი­ლი თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ აღ­ვად­გი­ნეთ „ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. ამით მოხ­დე­ბა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მო­ბი­ლი­ზე­ბა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კით­ხე­ბის გა­და­საწ­ყ­ვე­ტად და აღ­დ­გე­ბა მა­თი კავ­ში­რი ალ­მა მა­ტერ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დე­ბა ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბით, ვიზ­რუ­ნებთ კვლე­ვი­თი და სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე... მთა­ვა­რი მა­ინც იდე­აა, რომ შე­მო­ვიკ­რი­ბოთ გარ­შე­მო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი – ჩვენ ერ­თად უნ­და ვა­კე­თოთ ქარ­თუ­ლი საქ­მე და ეს საქ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ზრუნ­ვაა. ჩვენ არ ვართ მდი­და­რი ქვე­ყა­ნა, არ გვაქვს არც ნავ­თო­ბი, არც გა­ზი, მაგ­რამ გვაქვს უფ­რო მთა­ვა­რი – ინ­ტე­ლექ­ტი, რი­თაც ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით. სწო­რედ ამას სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ნაც სას­წ­რა­ფოდ. ამ­დე­ნად, ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და დი­დი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა არის ჯან­სა­ღი და სწო­რი გზა. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩავ­რ­თავ­დი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბა­ში და მმარ­თ­ვე­ლო­ბა­შიც მი­ვა­ღე­ბი­ნებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ­ს­ვ­ლა­ზე ზრუნ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­ვა­ლე­ო­ბაა. ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცია, ასე­ვე, არის დამ­საქ­მებ­ლებ­თან, ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რაც დი­დი და სა­მო­მავ­ლო ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწ­ყ­ვე­ტა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. აი, ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხვა­ლინ­დე­ლი დღე.

მოამზადა ნინო კაკულიამ