გარ­და­იც­ვა­ლა აკ­ად­ემ­იკ­ოსი, პრო­ფე­სო­რი, თსუ-ის აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს წევ­რი ნო­დარ ცინ­ცა­ძე

23 ივნ 2020

ნო­დარ ცინ­ცა­ძე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, მსოფ­ლი­ოს პლაზ­მის ფი­ზი­კის საბ­ჭო­სა და ჰი­რო­სი­მას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო წევ­რი, ზვა­რაზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მედ­ლის, ღირ­სე­ბი­სა და ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნე­ბის მფლო­ბე­ლი, თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი, პლაზ­მის ფი­ზი­კის კა­თედ­რის გამ­გე, თსუ ელ­ეფ­თერ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლი, პლაზ­მის ფი­ზი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, რო­მელ­საც იგი და­არ­სე­ბის დღი­დან (1960 წ.) ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

პრო­ფე­სორ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დარ­გს — პლაზ­მის ფი­ზი­კას და პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი შე­დე­გე­ბით ფუნ­და­მენ­ტუ­რი წვლი­ლი შე­იტ­ანა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გა­სუ­ლი სა­უკ­უნ­ის 70-იან წლებ­ში, მა­შინ, რო­ცა ძლი­ერი ლა­ზე­რე­ბის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შექ­მნის პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ იყო, ცინ­ცა­ძი­სა და მი­სი გუნ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ინ­ტენ­სი­ურ­მა სა­მუ­შაოებმა ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბის უპ­ირ­ობო პირ­ვე­ლო­ბა და­უმ­კვიდ­რა. ნო­დარ ცინ­ცა­ძი­სა და მი­სი მო­წა­ფე­ებ­ის მი­ერ პირ­ვე­ლად იყო გან­საზღვრუ­ლი და ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ ძლი­ერი რე­ლა­ტი­ვის­ტუ­რი ელ­ექ­ტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ტალ­ღე­ბის მკვრივ პლაზ­მას­თან ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია პლაზ­მის გაცხე­ლე­ბი­სას ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სო­ლი­ტო­ნუ­რი ტალ­ღე­ბი, რო­ცა ვე­ლის ლო­კა­ლი­ზე­ბის არ­ეში ხდე­ბა სიმ­კვრი­ვის ზრდა. ამ ნაშ­რომ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სრუ­ლი­ად ახ­ალი ფი­ზი­კა. შრო­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, 1970 წლი­დან­ვე, და­იწყო მი­სი ინ­ტენ­სი­ური მიწ­ვე­ვა აშშ-ში, იაპ­ონი­ასა და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში. ამ­ერ­იკ­აში ჯერ კი­დევ მეც­ნი­ერ­ის ჩას­ვლამ­დე ხდე­ბო­და ამ თე­ორი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და, მას­ზე დაყ­რდნო­ბით, ახ­ალი შრო­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ის­ეთ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში, რო­გო­რიც არ­ის პრინ­სტო­ნი, ბერ­კლი, კორ­ნე­ლი, ლოს-ან­ჯე­ლე­სი... ლოს-ან­ჯე­ლე­სის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნი­სას ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­ებ­თან — ჯ. დრე­იკ­თან და ვ.ს. ლი­ის­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­მოქ­ვეყ­ნდა ნო­დარ ცინ­ცა­ძის ორი შრო­მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რის მქო­ნე ჟურ­ნალ­ში.

ნო­დარ ცინ­ცა­ძის სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბი, რომ­ლებ­შიც გან­ხი­ლუ­ლია რე­ლა­ტი­ვის­ტუ­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბის ზე­გავ­ლე­ნა პლაზ­მა­ზე, სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან მოხ­სე­ნი­ებ­ულია მრა­ვალ იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რის მქო­ნე ჟურ­ნალ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­აზე და მათ გა­აჩ­ნია მა­ღა­ლი ცი­ტი­რე­ბის ინ­დექ­სი. პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ცინ­ცა­ძე გახ­ლავთ 400-მდე სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი­სა და ორი მო­ნოგ­რა­ფი­ის „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989 წ.) და „10th European School on Plasma Physics“ (Word Scientific, 1991 წ.) ავ­ტო­რი.

1983-1993 წლებ­ში აკ­ად­ემ­იკ­ოსი ნო­დარ ცინ­ცა­ძე გახ­ლდათ ას­პი­რან­ტე­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტე­ბის კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რი იტ­ალი­აში, აბ­დუს სა­ლა­მის თე­ორი­ული ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრში. ამ სკო­ლის მეშ­ვე­ობ­ით ბევრ ქარ­თველ ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერს გა­უხ­სნა მან გზა. სწო­რედ იქ სთხო­ვა მას ირ­ან­ის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირ­ან­ში პლაზ­მის ფი­ზი­კა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა. ასე და­ფუძ­ნდა ირ­ან­ში ახ­ალი მი­მარ­თუ­ლე­ბა შემ­დგომ­ში. ამ­ავე შე­მარ­თე­ბით ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა ხე­ლი შე­უწყო პლაზ­მის ფი­ზი­კის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას პა­კის­ტან­შიც. იგი კითხუ­ლობ­და სპე­ცი­ალ­იზ­ირ­ებ­ულ სა­ლექ­ციო კურ­სებს კო­ლუმ­ბი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ბელ­გი­აში (ან­ტვერ­პე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი). მას 100-ზე მე­ტი შრო­მა აქ­ვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით. ბა­ტონ ნო­დარ ცინ­ცა­ძეს ეკ­უთ­ვნის ახ­ალი ამ­აჩ­ქა­რებ­ლის შექ­მნის იდე­აც, ფი­ზი­კის მრა­ვა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­იგ­ინ­ალ­ური მო­საზ­რე­ბე­ბი და იდე­ები.

მსოფ­ლი­ოში ეს­ოდ­ენ აღი­არ­ებ­ული ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბაც ნი­შან­დობ­ლი­ვი და სა­მა­გა­ლი­თოა: სო­ლი­დუ­რი ას­აკ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, იგი სი­ცოცხლის ბო­ლო დღემ­დე ენ­ერ­გი­ულ­ად, მა­ღალ­ნა­ყო­ფი­ერ­ად იღ­ვწო­და სა­მეც­ნი­ერო-პე­და­გო­გი­ურ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე. სწო­რედ ას­ეთ მეც­ნი­ერ­ებს ეყ­რდნო­ბა დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი, ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ცინ­ცა­ძე ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ახ­ორ­ცი­ელ­ებ­და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ობ­ას წი­ნა სა­უკ­უნ­ის 50-იანი წლე­ბი­დან), რო­მე­ლიც ჯე­რო­ვან პა­ტივს მი­აგ­ებს ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­რი­ფე­ებს. პრო­ფე­სორ ნო­დარ ცინ­ცა­ძის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ობა სა­უკ­ეთ­ესო მა­გა­ლი­თია იმ­ისა, თუ რო­გორ მი­აღ­წიო და­სა­ხულ მი­ზანს, რო­გორ იღ­ვა­წო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­მა გა­ღი­არ­ონ, მსოფ­ლიო დო­ნის მეც­ნი­ერ­ებ­მა რჩე­ვა გკითხონ და შე­ნი მო­საზ­რე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­იზი­არ­ონ. ას­ეთი დო­ნის მო­აზ­როვ­ნე­ები თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ მეც­ნი­ერ­ებ­ას თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ჰყავს. ფა­კულ­ტე­ტი იზი­არ­ებს ოჯ­ახ­ის და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას ბა­ტო­ნი ნო­და­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო.

 

ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი,

ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი