ფი­ნა­ლურ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­ღე­ბუ­ლა

15 მაი 2020

 გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის

უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეკა ენ­უქ­იძე

 

უმ­რავ­ლე­სო­ბას სას­ავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვი­სას პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნიაამ­ბობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეკა ენ­უქ­იძე.ფა­კულ­ტე­ტებ­მა შე­იმ­უშ­ავ­ეს და აკ­ად­ემი­ურ­მა საბ­ჭომ და­ად­გი­ნა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის წე­სი. ყვე­ლა ფა­კულ­ტეტ­მა შე­იტ­ანა ცვლი­ლე­ბე­ბი სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში. ძი­რი­თა­დად, სწავ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა Zoom-ის მეშ­ვე­ობ­ით. ლექ­ცი­ები ტარ­დე­ბა შე­უფ­ერ­ხებ­ლად. სტუ­დენ­ტე­ბის­გან მაქ­ვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვი­სას პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნია. თუმ­ცა, იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სტუ­დენ­ტი სო­ფელ­ში იყო წა­სუ­ლი და ინ­ტერ­ნე­ტის არ­ას­აკ­მა­რი­სი სიხ­ში­რის გა­მო ლექ­ცი­აზე დას­წრე­ბას ვერ ახ­ერ­ხებ­და. მსგავ­სი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ათ­ის ხარ­ვე­ზი და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა, სხვა მხრივ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­ფა­სე­ბის წეს­ში თი­თოეულმა ფა­კულ­ტეტ­მა, დარ­გობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იტ­ანა ცვლი­ლე­ბე­ბი (ფა­კულ­ტე­ტე­ბის დე­კა­ნე­ბი უფ­რო დაწ­ვრი­ლე­ბით გას­ცე­მენ ამ კითხვას პა­სუხს). ფი­ნა­ლურ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­ღე­ბუ­ლა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ურ სი­ტუ­აცი­აზე. თსუ-ში არ­ის რი­გი სა­კითხე­ბი­სა, რა­ზეც გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ეტ­აპ­ობ­რი­ვად მი­იღ­ება“, — გა­ნაცხა­და ეკა ენ­უქ­იძ­ემ.

რო­გორ მუ­შა­ობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი დის­ტან­ცი­ურ­ად?

„დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩვე­ულ­ებ­რი­ვად ვმუ­შა­ობთ. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ება და­ფუძ­ნდა, გან­ცხა­დე­ბე­ბი კან­ცე­ლა­რი­ის ელ-ფოს­ტა­ზე მი­იღ­ება/ტარ­დე­ბა, შემ­დეგ შე­მო­დის ჩვენ­თან და თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ნა­წილ­დე­ბა. მუ­შა­ობ­ის­ას არ­ანა­ირი შე­ფერ­ხე­ბა არ გვაქ­ვს. რო­დე­საც სტუ­დენ­ტს სჭირ­დე­ბა ცნო­ბის და­მოწ­მე­ბა ცოცხა­ლი ხელ­მო­წე­რით (ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საზღვარ­გა­რეთ სჭირ­დე­ბა წარ­სად­გე­ნად და ეპ­იდ­ემი­ის პე­რი­ოდ­ში ას­ეთი რამ­დე­ნი­მე ათე­ული შემ­თხვე­ვა გვქონ­და), მივ­დი­ვარ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და ცნო­ბას ხელს ვა­წერ. ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ბუ­ლე­ბით გან­საზღვრულ ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას შე­უფ­ერ­ხებ­ლად ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ“, — აღ­ნიშ­ნავს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ეკა ენ­უქ­იძე. ჩვენს შე­კითხვა­ზე — ახ­ალი სას­წავ­ლო წლი­დან პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით ხომ არ ელ­ოდ­ებ­ით რა­იმე შე­ფერ­ხე­ბას, ეკა ენ­უქ­იძე გვპა­სუ­ხობს: — „ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. თუ ყვე­ლა­ფე­რი შე­უფ­ერ­ხებ­ლად ჩა­ივ­ლის, მი­ღე­ბა ჩვე­ულ­ებ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“.

სტატია მოამზადა ნატა ობოლაძემ