ჩვენს არაქართულენოვან თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ კი­დევ აქ­ვთ სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ფლო­ბის პრობ­ლე­მა

15 მაი 2020

რო­გორ უმ­კლავ­დე­ბა ახ­ალ რე­ალ­ობ­აში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უცხო­ენ­ოვ­ანი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბის სა­კითხს? — ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ „ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რამის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჰუმა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი კა­ხა გა­ბუ­ნია

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

 

- რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ქარ­თულ ენ­აში მო­სამ­ზა­დებ­ლად ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 2 პროგ­რა­მა ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს: ერ­თი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სულ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა „ენ­ებ­ის ცენ­ტრი“; მე­ორე მხრივ, უკ­ვე მე­ათე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ამ­ოქ­მედ­და „ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს (აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ, სო­მეხ, ოს და აფხაზ სტუ­დენ­ტებს) იღ­ებს და ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი ენ­ობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ამ ორ პროგ­რა­მას მი­ღე­ბის წე­სიც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ვს: „ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში“ ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სას ზო­გად უნ­არ­ებ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის და­დას­ტუ­რე­ბის შე­დე­გად იღ­ებ­ენ; სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღ­ებს, სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ენ­ობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ები გა­ნა­ვი­თა­როს, აამ­აღ­ლოს იმ დო­ნემ­დე, რომ მათ შეძ­ლონ სა­ხელ­მწი­ფო ენ­აზე (ქარ­თულ ენ­აზე) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა: ლექ­ცი­ებ­ის მოს­მე­ნა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ა.შ. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბის წე­სი და სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტი. უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს სა­შე­ღა­ვა­თო სის­ტე­მას­თან არ­ანა­ირი შე­ხე­ბა არ აქ­ვს და ამ ორი პროგ­რა­მის მიზ­ნე­ბი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­იგ­ივ­ება არ შე­იძ­ლე­ბა...

მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ „ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას“ და ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ შე­მიძ­ლია კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ერ­თი სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უს ფარ­გლებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბულ მიღ­წე­ვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ მკითხველს, თუმ­ცა, ვეც­დე­ბი, ორი­ოდე სიტყვით ამ პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­ვუს­ვა ხა­ზი.

მო­ვიხ­მობ სტა­ტის­ტი­კას: 2005-დან 2010 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­აბ­არა მხო­ლოდ 100-მდე (!) არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან­მა აბ­იტ­ური­ენ­ტმა. 2010 წელს — რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოცხად­და სა­შე­ღა­ვა­თე პი­რო­ბე­ბით არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან სტუ­დენ­ტთა მი­ღე­ბა – 310-მა აბ­იტ­ური­ენ­ტმა გა­და­ლა­ხა ბა­რი­ერი და მო­ეწყო სა­სურ­ველ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. დღეს­დღე­ობ­ით არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვან აბ­იტ­ური­ენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა გა­ხუთ­მა­გე­ბუ­ლია და 1500-მდე სო­მე­ხი, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი, აფხა­ზი და ოსი სტუ­დენ­ტი იღ­ებს სა­ქარ­თვე­ლოს 18 უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში (18 სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს ქარ­თულ ენ­აში მომ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა) გა­ნათ­ლე­ბას!

აქ­ვე სი­ამ­აყ­ით მინ­და გა­უწყოთ, რომ თსუ უპ­ირ­ობო ლი­დე­რია ამ სტუ­დენ­ტთა არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით: ჩამ­ბა­რე­ბელ­თა სრუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­იდ­ან 50 პრო­ცენ­ტზე მე­ტი არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტი პირ­ველ არ­ჩე­ვანს აკ­ეთ­ებს სწო­რედ ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ზე!

რაც შე­ეხ­ება სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხს... მო­დით, შევ­თან­ხმდეთ, რომ გან­ვლი­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­დო­მაც ბევ­რი დაგ­ვიშ­ვია, მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზიც გვქო­ნია, მაგ­რამ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად: ეს ეხ­ება სას­წავ­ლო კურ­სის ში­ნა­არ­სსაც და მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კურ მხა­რე­საც. აღ­ვნიშ­ნავ, რომ 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში პროგ­რა­მამ გაიარა ხე­ლა­ხა­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია და, პრაქ­ტი­კუ­ლად, უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრში: პროგ­რა­მამ ისე მი­იღო აკ­რე­დი­ტა­ცია, კო­მი­სი­ას ერ­თი რე­კო­მენ­და­ცი­აც კი არ ჰქო­ნია!

- რამ­დე­ნად ეფ­ექ­ტუ­რად ჩა­ერ­თეთ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში?

- პი­რა­დად მე, ჯერ კი­დევ 2007 წლი­დან, შე­ხე­ბა მქონ­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას­თან — კერ­ძოდ, აქ­ტი­ურ­ად ვლო­ბი­რებ­დი (მა­შინ თა­ვად ვმუ­შა­ობ­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში) სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც სურ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა/და­ნერ­გვა... სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ეს ვერ მო­ხერ­ხდა. თუ­კი შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე ვი­სა­უბ­როთ (ეს ხუმ­რო­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია!) — ესაა სწავ­ლე­ბის ახ­ალი ფორ­მე­ბის, სტრა­ტე­გი­ებ­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის და­უფ­ლე­ბის სი­კე­თე... დი­ახ, ასე­ულ­ობ­ით და ათ­ასე­ულ­ობ­ით მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი პირ­ვე­ლად გა­ესა­უბ­რა დის­ტან­ცი­ურ­ად თა­ვის მოს­წავ­ლეს, სტუ­დენ­ტს... ეს აუც­ილ­ებ­ელი კომ­პო­ნენ­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბი­სა... თუმ­ცა, ნუ მო­ვიტყუ­ებთ თავს: დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა სრუ­ლად ვერ ჩა­ან­აც­ვლებს კონ­ტაქ­ტურ (ტრა­დი­ცი­ულ) სწავ­ლე­ბას! ჩვენ უნ­და ვი­პო­ვოთ, მო­ვი­ძი­ოთ „ოქ­როს შუ­ალ­ედი“ — არც უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ხიბ­ლში გა­დავ­ცვივ­დეთ და არც ტრა­დი­ცი­ული მიდ­გო­მე­ბის გა­ნუ­მე­ორ­ებ­ლო­ბა ვირ­წმუ­ნოთ, უნ­და შე­ვე­ცა­დოთ — ყვე­ლა მიდ­გო­მი­დან მი­ვი­ღოთ და გან­ვა­ვი­თა­როთ კარ­გი, ეფ­ექ­ტუ­რი, შე­დე­გი­ანი... არ არ­ის ეს გა­და­უჭ­რე­ლი ამ­ოც­ანა და გო­ნი­ერი თა­ვი აუც­ილ­ებ­ლად იპ­ოვ­ის გა­მო­სა­ვალს...

- თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყო სა­ხელ­მწი­ფომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში არ­აქ­არ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ობ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა?

- სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე „კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ამ მარ­თლაც უდ­იდ­ესი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და­აყ­ენა და ეს შე­ეხო ყვე­ლა სფე­როს... გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დარ­ტყმა მი­იღო: სრუ­ლი­ად უჩ­ვე­ულო ფორ­მატ­ში (უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის თე­მას ნამ­დვი­ლად არ ექ­ცე­ოდა სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა წი­ნა წლებ­ში) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე გა­დას­ვლამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კითხვის ნიშ­ნის ქვე­შაც კი და­აყ­ენა მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრის აკ­ად­ემი­ურ სე­მეს­ტრად გა­მოცხა­დე­ბა-არ­გა­მოცხა­დე­ბის სა­კითხი... ამ გა­მოწ­ვე­ვას მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ეცა პა­სუ­ხი... იდე­ალ­ურ­ის­გან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შორს დგას, მაგ­რამ ის, რაც მო­ახ­ერ­ხეს ლექ­ტო­რებ­მა, უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­მა — გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია! თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, საწყის ეტ­აპ­ზე, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში მყოფ­მა სის­ტე­მამ გარ­კვე­ული შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. თქვენ სწო­რად დას­ვით კითხვა: სა­ხელ­მწი­ფომ პირ­ველ ეტ­აპ­ზე და­აგ­ვი­ანა. თუმ­ცა, ხაზს ვუს­ვამ — ეს ნამ­დვი­ლად ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­ული და ყვე­ლა ღო­ნე იხ­მა­რა დაშ­ვე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ჩვენ უნ­და ვა­ღი­არ­ოთ, რომ ის­ევ და ის­ევ ამ­ოტ­ივ­ტივ­და ათ­წლე­ულ­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა: ჩვენს არაქართულენოვან თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ კი­დევ აქ­ვთ სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ფლო­ბის პრობ­ლე­მა... სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრობ­ლე­მა კი­დევ არა­ერ­თხელ იჩ­ენს თავს, თუ­კი სა­ხელ­მწი­ფო რა­დი­კა­ლურ რე­ფორ­მებს არ მი­მარ­თავს და ამ მტკივ­ნე­ული სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად სე­რი­ოზ­ულ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს...

- რო­გორ მოგ­წონთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის პრო­ექ­ტი —„ტე­ლე-სკო­ლა“?

- ბა­ტონ ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვიც­ნობ და ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დი მის უნ­არს — ერ­თი შე­ხედ­ვით, გა­მო­უვ­ალ სი­ტუ­აცი­აში გა­მო­ძებ­ნოს გა­მო­სა­ვა­ლი. „ტე­ლე-სკო­ლის“ პრო­ექ­ტი არ­სე­ბულ სი­ტუ­აცი­აში უძ­ლი­ერ­ესი სვლა იყო... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მრა­ვა­ლი რამ და­სახ­ვე­წია, გა­მი­გია კრი­ტი­კაც ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის თუ პე­და­გო­გის მი­მართ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ უარ­ყოფს ფაქ­ტს: ეს არ­ის უნ­იკ­ალ­ური იდეა, რომ­ლის ხორ­ცშეს­ხმას და სრულ­ყო­ფას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო არ­ხის მე­ნეჯ­მენ­ტი... ერ­თია ოღ­ონდ — კარ­გად დაწყე­ბულ საქ­მეს კარ­გი გაგ­რძე­ლე­ბაც სჭირ­დე­ბა... ეს არ უნ­და დარ­ჩეს მხო­ლოდ, ასე ვთქვათ, „პან­დე­მი­ურ პრო­ექ­ტად“ და თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და და­იმ­კვიდ­როს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში.

- რას საქ­მი­ან­ობთ სახ­ლში, რო­გო­რია თქვე­ნი ახ­ალი დღის წეს­რი­გი?

- არ ვიქ­ნე­ბი, ალ­ბათ, ორ­იგ­ინ­ალ­ური, თუ­კი ვიტყვი, რომ ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია ერ­თფე­როვ­ნე­ბა... ის­იც მინ­და გითხრათ, რომ პი­რა­დად მე გა­მი­ორ­მაგ­და სა­მუ­შაო... ელ­ექ­ტრო­ნულ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ები აქ­ვს. დი­დი დრო მი­აქ­ვს და­ვა­ლე­ბე­ბის ატ­ვირ­თვას, სტუ­დენ­ტთა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის ჩა­მოტ­ვირ­თვას, მათ გას­წო­რე­ბას, სა­ლექ­ციო მა­სა­ლის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლად მომ­ზა­დე­ბას და ა.შ. ერ­თი კია: დრო სას­წა­ული სის­წრა­ფით გარ­ბის! კარ­გია ეს თუ ცუ­დი — გან­სა­ჯოს ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხველ­მა...