ალ­მა­ნახ „მერ­მი­სის“ ახ­ალი XI ნო­მე­რი გა­მო­იცა

13 ივლ 2020

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

29 ივ­ნისს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა Zoom-ის მეშ­ვე­ობ­ით გა­იმ­არ­თა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ალ­მა­ნა­ხის — „მერ­მი­სის“ (სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბი) ახ­ალი XI ნომ­რის წარ­დგე­ნა. კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლია 2019 წელს სტუ­დენ­ტთა XI სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე („ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის“) წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­თა შო­რის შერ­ჩე­ული მა­სა­ლე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცი­ას უძ­ღვე­ბო­და ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, კონ­ფე­რენ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თა­მარ პა­იჭ­აძე, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ნაშ­რო­მე­ბის მა­ღალ ხა­რის­ხს გა­უს­ვა ხა­ზი:

„მე-12 წე­ლია, რაც ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცია ტარ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჟურ­ნალ­საც ვაქ­ვეყ­ნებთ. სამ­წუ­ხა­როდ, წელს კონ­ფე­რენ­ცია გა­ვა­უქ­მეთ, ხო­ლო „მერ­მი­სის“ მე-11 ნომ­რის პრე­ზენ­ტა­ცია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვამ­ჯო­ბი­ნეთ. რაც მთა­ვა­რია, ტრა­დი­ცი­ულ­ად, წელს გა­მო­ვე­ცით „მერ­მი­სის“ ახ­ალი ნო­მე­რი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტდა წი­ნა წლის კონ­ფე­რენ­ცი­ის შერ­ჩე­ული მოხ­სე­ნე­ბე­ბით. ეს ჟურ­ნა­ლი არ­ის ერ­თგვა­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეძ­ვირ­ფა­სე­ბა, რად­გან ძველ ნომ­რებ­ში მხვდე­ბა დღეს უკ­ვე მეც­ნი­ერ­ებ­ის და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ებ­ის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­შინ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თი­თოეული ნაშ­რო­მი შე­იც­ავ­და სი­ახ­ლეს, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ კომ­პო­ნენ­ტებს, იკ­ვე­თე­ბო­და სტუ­დენ­ტე­ბის კვლე­ვი­თი უნ­არ­ები, ას­ევე აზ­რის გად­მო­ცე­მის უნ­არი და სხვა. ამ­იტ­ომ, ვფიქ­რობ, რომ ჟურ­ნალ­მა გა­ამ­არ­თლა, რად­გან ჩანს პო­ტენ­ცი­ალი“, — თქვა მან.

მე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის „ფე­ის­ბუქ­ზე“ შე­იქ­მნა ახ­ალი გვერ­დი: „სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია“, სა­დაც ატ­ვირ­თუ­ლია ჟურ­ნა­ლის ყვე­ლა ნო­მე­რი. „მერ­მი­სის“ონ­ლა­ინ­კა­ტა­ლო­გი ას­ევე ხელ­მი­საწ­ვდო­მია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ახ­ალ ვებ­გვერ­დზე.

ჟურ­ნა­ლის წი­ნა­სიტყვა­ობ­ის მი­ხედ­ვით, კრე­ბულ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 28 მოხ­სე­ნე­ბა (52 თა­ნა­ავ­ტო­რი) სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ალ­ობ­იდ­ან. წელს კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის, სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­ნაცხა­დი შე­იტ­ანა 191–მა მსურ­ველ­მა. ხო­ლო კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­სად­გე­ნად შე­ირ­ჩა 14 სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი 88 მოხ­სე­ნე­ბა. თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით, კონ­ფე­რენ­ცი­აზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და 9 სა­მუ­შაო სექ­ცია. კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ამ წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლა­თა შო­რის შე­არ­ჩია ის მოხ­სე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­ვი­და „მერ­მი­სის“ ახ­ალ კრე­ბულ­ში.

წელს ჟურ­ნა­ლი შედ­გე­ბა შემ­დე­გი სექ­ცი­ებ­ის­აგ­ან: სა­მარ­თალ­მცოდ­ნე­ობა, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გია, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ანი; ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ანი: ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა; ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ანი: ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება; ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ანი: ის­ტო­რია; ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ანი: ეთ­ნო­ლო­გია, ფოლ­კლო­რი; მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ანი; სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ანი: ფსი­ქო­ლო­გია და ზუს­ტი მეც­ნი­ერ­ებ­ანი.

პრე­ზენ­ტა­ცი­აზე „მერ­მი­სის“ XI ნო­მე­რი მი­მო­იხ­ილა ერთ-ერ­თმა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო მინ­დი­აშ­ვილ­მა. მი­სი თქმით, ზუს­ტად თე­მა­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სტუ­დენ­ტებ­ში ავ­ით­არ­ებს აკ­ად­ემი­ური წე­რის უნ­არს და აღ­ვი­ვებს კვლე­ვი­სად­მი ინ­ტე­რესს.

„თუ გა­ეც­ნო­ბით ჟურ­ნალს, დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ეს მოხ­სე­ნე­ბე­ბი არ­ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და, რაც მთა­ვა­რია, წე­რია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ენ­ით, რის გა­მოც თი­თოეული ნაშ­რო­მი გა­სა­გე­ბი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა ყვე­ლას­თვის. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მკითხვე­ლის­თვის ნაშ­რო­მე­ბი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და თი­თოეული მათ­გა­ნი ბევრ სი­ახ­ლეს შე­იტყობს იმ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­აჩ­ენ­ენ. „მერ­მი­სი“ გან­სხვავ­დე­ბა იმ­ით, რომ არ­ის ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ბევრ სა­კითხს მო­იც­ავს, რაც მას მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის“,- თქვა ჟურ­ნა­ლის ერთ-ერ­თმა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ნი­ნო მინ­დი­აშ­ვილ­მა.

„მერ­მი­სის“ XI ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და აგ­რა­რუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის ნაშ­რო­მე­ბი.

„გარ­კვე­ული ტრა­დი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. სამ­წუ­ხა­როა, რომ XII კონ­ფე­რენ­ცია გა­ვა­უქ­მეთ, თუმ­ცა, იმ­ედი მაქ­ვს, რომ მა­ლე ეს ტალ­ღა გა­და­ივ­ლის და ჩვე­ულ რე­ჟიმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით. რო­გორც ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დი, ეს ნო­მე­რიც ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­ვი­და. ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჟურ­ნა­ლი შედ­გა და ჩვენ ძა­ლი­ან ვუფ­რთხილ­დე­ბით ამ ტრა­დი­ცი­ას. რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი დი­დი სურ­ვი­ლია, რომ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თონ“, — აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­მა კა­ხა­ბერ ლო­რი­ამ.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ყვე­ლა ნაშ­რო­მი თით­ქმის ორ­მაგ რე­ცენ­ზი­რე­ბას გა­დის, რაც აის­ახა ჟურ­ნა­ლის ხა­რის­ხზეც. პირ­ველ ეტ­აპ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­ის დროს, თი­თოეულ სექ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნილ მოხ­სე­ნე­ბას აფ­ას­ებ­ენ და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან სექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რის შემ­დე­გა­დაც ნაშ­რო­მებს კი­დევ ერ­თხელ აფ­ას­ებს რედ­კო­ლე­გია, რო­მელ­შიც შე­დი­ან: ჟურ­ნა­ლის რედ­კო­ლე­გია: თა­მარ პა­იჭ­აძე (მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი), კა­ხა­ბერ ლო­რია (რე­დაქ­ტო­რი), ნი­ნო მინ­დი­აშ­ვი­ლი (კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), სო­ფი­კო ძნე­ლა­ძე (კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), პრო­ფე­სო­რე­ბი: ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე, ირ­ინა ქურ­და­ძე, და­ვით მა­ცა­ბე­რი­ძე, ვა­სილ გო­ნაშ­ვი­ლი, თა­მარ შა­რა­ბი­ძე, ლა­შა ლო­რია, ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე, ეფ­ემია ხა­რა­ძე, ინ­ესა გაგ­ნი­ძე, პეტ­რე ბა­ბი­ლუა, ნი­ნო წე­რე­თე­ლი, ნი­ნო ჭა­ლა­გა­ნი­ძე, მა­რი­ნა ლო­მი­ძე, ნა­ნი გე­ლო­ვა­ნი, ნა­თე­ლა მო­სი­აშ­ვი­ლი, ინ­გა სა­ნი­კი­ძე, ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძე (ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი).

ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ პა­იჭ­აძ­ის თქმით, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ჟურ­ნალ­ზე დის­ტან­ცი­ურ­ად მუ­შა­ობა, ის, რო­გორც ყო­ველ­თვის, შედ­გა და რი­გით XII კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის ახ­ალი ნაშ­რო­მე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოცხად­დე­ბა, რის შემ­დე­გაც და­კომ­პლექ­ტდე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჟურ­ნა­ლის ახ­ალი მე-12 ნო­მე­რი.

 

ჟურ­ნა­ლის ახ­ალი ნო­მე­რი: https://newtsutest.tsu.ge/assets/media/files/48/jurnalebi/Mermisi-11.pdf