ფა­კულ­ტეტ­მა მო­მა­ვალ­შიც უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს გამ­კაც­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი თსუ-ის პირველობის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად

19 სექ 2020

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტს „ძვე­ლი” ახ­ალი დე­კა­ნი ჰყავს. ფა­კულ­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ფე­სო­რი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი უკ­ვე მე­ორ­ედ აირ­ჩი­ეს ფა­კულ­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად. გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის” რე­დაქ­ცია უერ­თდე­ბა მი­ლოც­ვებს და გთა­ვა­ზობთ სა­უბ­რებს ახ­ლად არ­ჩე­ულ დე­კან­თან.

ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

– ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნო­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მე ტვირ­თი და, ამ­ავე დროს, მე­ტად სა­პა­ტიო და დი­დად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბაა: დი­ახ, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭომ მე­ორ­ედ გა­მო­მიცხა­და ნდო­ბა. ნე­ბა მო­მე­ცით, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს ფა­კულ­ტეტს ას­ეთი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, ამ დი­დი ნდო­ბი­სა და პა­ტი­ვი­სათ­ვის. იმ­ის­თვის, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ფა­კულ­ტე­ტი მარ­თლაც სა­უკ­ეთ­ესო იყ­ოს, სა­ჭი­როა თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მა ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა პრო­ფე­სორ­თან, სტუ­დენ­ტთან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თან და მთელ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ერ­თად.

ხუ­თი წე­ლი ხდე­ბა, რაც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ვარ... ჩე­მი ას­აკ­იდ­ან და შრო­მი­თი ბი­ოგ­რა­ფი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. 1985 წელს სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი, 1993 წელს კი — სა­დოქ­ტო­რო და ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ერო ხა­რის­ხი მო­მე­ნი­ჭა; მრა­ვა­ლი წე­ლია, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვარ, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ობ­ის­ას, აგ­რეთ­ვე, თსუ-ის აკ­ად­ემი­ურ საბ­ჭო­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რო­ბის დროს. ასე რომ, გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დი მაქ­ვს, შრო­მის ფა­სი კარ­გად ვი­ცი, ამ­იტ­ომ­აც, ჩე­მი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა — კვლავ მე­ყა­რა კენ­ჭი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ გა­მოც­დი­ლე­ბით, ფა­კულ­ტეტ­ზე ზრუნ­ვი­თა და ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ებ­ის კე­თე­ბის სურ­ვი­ლით იყო გა­მოწ­ვე­ული.

ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ვი­მუ­შა­ვე ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­აზე. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, ის­ეთი კონ­ცეფ­ცია წარ­მედ­გი­ნა ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­სათ­ვის, რო­გო­რიც ას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ფა­კულ­ტეტს, მის არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რივ სტუ­დენ­ტებ­სა და გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სუ­რას ეკ­ად­რე­ბა. ჩემს მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ კონ­ცეფ­ცი­აში არ­აფ­ერი არ არ­ის არ­არე­ალ­ის­ტუ­რი. არ­ის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო სწრა­ფად გა­დაწყდე­ბა და არ­ის სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა გა­დაწყვე­ტა­საც მე­ტი დრო დას­ჭირ­დე­ბა; არ­ის ე.წ. „მა­რა­დი­ული” სა­კითხე­ბიც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სხვა.

ახ­ალ­მა ვი­თა­რე­ბამ, ახ­ალ­მა დრომ ახ­ალი პრობ­ლე­მე­ბი მო­იტ­ანა და ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, მა­გა­ლი­თად, კრი­ზი­სე­ბის მარ­თვა. ერ­თი წლის წინ ას­ეთი პა­რაგ­რა­ფის ჩარ­თვა ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­აში თავ­ში აზ­რად არ მო­მი­ვი­დო­და. ახ­ლა კი ამ­ის გა­რე­შე, ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ კონ­ცეფ­ცია არ­ას­რულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბო­და.

რა არ­ის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცი­აში? ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა თსუ-ის ძვე­ლი დი­დე­ბით ტკბო­ბა­ზე, არ­ამ­ედ მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი სტა­დია შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც სო­ცი­ალ­ური და აკ­ად­ემი­ური სიმ­წი­ფის ხა­ნა. ფა­კულ­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური სიმ­წი­ფის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ები ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­უკ­ეთ­ესო წი­ნა­პი­რო­ბა და ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­ზაა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ფუძ­ნოთ ფა­კუ­ლე­ტის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­ნო­ზი. ფა­კულ­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პის ერ­თი­ან­ობ­ას ეფ­უძ­ნე­ბა. მათ შო­რის, აუც­ილ­ებ­ელია გა­მოვ­ყოთ: მე­ნეჯ­მენ­ტი, ტექ­ნო­ლო­გი­ები, დი­დაქ­ტი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბი, აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა, სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მეც­ნი­ერ­ებ­ის კო­მერ­ცი­ალ­იზ­ება, პრო­ფე­სორ­თა კორ­პუ­სი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა და სხვა.

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის, რო­მე­ლიც დი­ნა­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­დი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი, აღი­არ­ებ­ული და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო კომ­პლექ­სია თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ერო პო­ტენ­ცი­ალ­ით, სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­რი­ალ­ური ბა­ზი­თა და სწავ­ლე­ბის სრუ­ლი ციკ­ლით, უფ­რო პერ­სპექ­ტი­ულია ე.წ. ელ­იტ­ურ-კლა­სი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­აში დი­დია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე თუ მსურ­ვე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობა. ფა­კულ­ტეტ­მა უნ­და შეძ­ლოს — გა­მო­ნა­ხოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი, რა­თა შეძ­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის ვერ იქ­ნე­ბა მზად — მა­სობ­რი­ვად შეს­თა­ვა­ზოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­ას. სა­ზო­გა­დო­ებ­ის მოთხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ უნ­და მოხ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნის და­ცე­მი­სა და ელ­იტ­ურ-კლა­სი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დელ­ზე უარ­ის თქმის ფა­სად. აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის სე­ლექ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი კვლავ უნ­და იყ­ოს მა­ღა­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ერ­ოვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­გან­ში, რაც სა­უკ­ეთ­ესო გა­რან­ტიაა, რომ ფა­კულ­ტეტ­ზე სტუ­დენ­ტე­ბად ჩა­ირ­იცხე­ბი­ან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ახ­ალ­გაზ­რდე­ბი.

გარ­და ამ­ისა, ფა­კულ­ტეტ­მა მო­მა­ვალ­შიც უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს გამ­კაც­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი „ელ­იტ­ურ­ობ­ის” სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ამ­იტ­ომ ფა­კულ­ტეტ­მა გაზ­რდი­ლი მოთხოვ­ნე­ბი უნ­და წა­უყ­ენ­ოს თა­ვის პრო­ფე­სო­რებს, რა­თა მე­ტად ამ­აღ­ლდეს აკ­ად­ემი­ური და სა­მეც­ნი­ერო დო­ნე; უნ­და გა­ზარ­დოს მოთხოვ­ნე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი, აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბი­სად­მი, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის დო­ნი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სად­მი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სერ­ვი­სე­ბი­სად­მი; უნ­და შე­ეც­ად­ოს, და­აბ­რუ­ნოს „ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბის” შე­დე­გად უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო და აკ­ად­ემი­ური კად­რე­ბი და გა­მო­იყ­ენ­ოს მა­თი პო­ტენ­ცი­ალი ფა­კულ­ტე­ტის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ას­ევე, გაძ­ლი­ერ­დეს დოქ­ტო­რან­ტუ­რა და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა: ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო სკო­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ური და კავ­კა­სი­ოლ­ოგი­ური და სხვ. სა­მეც­ნი­ერო დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მი­სი­ას ვხე­დავთ ერ­ოვ­ნუ­ლი და სა­კა­ცობ­რიო სუ­ლი­ერი ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ზე­ბა­ში, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ებ­ის, ტრა­დი­ცი­ული მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­თი სა­ფუძ­ვლე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის და­ნერ­გვა­ში.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, კლა­სი­კუ­რი და უახ­ლე­სი ცოდ­ნი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შერ­წყმა და სინ­თე­ზი; აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის, მკვლევ­რე­ბი­სათ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის, სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვი­სათ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა. ას­ევე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ამ­ოც­ან­ად მი­მაჩ­ნია პრო­ფე­სორ­თა შრო­მის ან­აზღა­ურ­ებ­ის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ამ სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რა­თა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რის ხელ­ფა­სე­ბის ოდ­ენ­ობა გა­უთ­ან­აბ­რდეს მა­ღა­ლა­ნაზღა­ურ­ებ­ადი ფა­კულ­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სუ­რის ხელ­ფასს. ჩვენ 77 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ვა­ხორ­ცი­ელ­ებთ. პროგ­რა­მა­თა ას­ეთი მრა­ვალ­რიცხოვ­ნე­ბა ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე და სი­ამ­აყეა. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ­ად ხელს ვუწყობთ ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ერ­ებ­ას, თუმ­ცა, ეს პროგ­რა­მე­ბი, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ხში­რად ბევრ სა­ფიქ­რალ­სა და თავ­სა­ტეხს გვიქ­მნის, რად­გან მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა მცი­რე­კონ­ტი­გენ­ტი­ანია.

იმ­ედი მაქ­ვს, რომ მომ­დევ­ნო 4 წე­ლი ვი­მუ­შა­ვებთ მშვიდ, საქ­მი­ან, კე­თილ­გან­წყო­ბილ, მე­გობ­რულ, კო­ლე­გი­ალ­ურ ვი­თა­რე­ბა­ში, აკ­ად­ემი­ურ გა­რე­მო­ში, სა­დაც პრი­ორ­იტ­ეტი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სორ­სა და სტუ­დენ­ტზე ზრუნ­ვა.

ესა­უბ­რა შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი