რა იწვევს ჩემში იმედგაცრუებას?

29 ოქტ 2015

სანდრო ტაბატაძე,

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერება II კურსის სტუდენტი

სტუდენტურმა თვითმმართველობამ კვირა რადიკალური მოთხოვნებით დაიწყო და დღის წესრიგში დააყენა ის პრობლემები, რომლებზეც სტუდენტები დიდი ხანია ვსაუბრობთ. ბიუროკრატიული სისტემის „დასრულების“ იდეით გაერთიანებულებმა შიმშილობაც კი დაიწყეს, მაგრამ განათლების სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მათ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს ღონისძიებების გამართვა, ერთი განსხვავებით: საკუთარ თავზე აიღეს საუნივერსიტეტო პრობლემების გადაჭრა და სტუდენტთა უფლებების დაცვა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რამდენიმე თვეში თსუ-ის კანცლერის, ხოლო უფრო გვიან თავად სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება, მაშინ მარტივი ასახსნელია, რატომ დაიწყო ამ ინსტიტუტმა საკუთარი პრიორიტეტების შეცვლა ახლა და არა უფრო ადრე. სამწუხაროდ, არსებულის შენარჩუნება და კონფორმიზმი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ნაწილის საარსებო საშუალებაა. იგი პირადად ჩემში იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომაც ეს ჩემი ბოლო კომენტარია სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ.