ნიკო ჯავახიშვილის წიგნების პრეზენტაციები ლატვიისა და პოლონეთის უნივერსიტეტებში

29 ოქტ 2015

ივანე ჯავახიშვილის სახე­ლო­ბის თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფე­ს­ო­რის, ისტორიის მეცნიერებათა დო­ქტორის ნიკოლოზ (ნიკო) ჯავა­ხი­შ­ვილის მონოგრაფია „ქარ­თულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“, რომელიც ოთხი წლის წინათ ქართულ ენაზე გამოსცა თბი­ლი­სის სახელ­მ­წი­ფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მიმდინარე წელს ლატვიურ და რუსულ ენებზე გა­მოიცა. 
სულ ცოტა ხნის წინ მონოგრაფიის რუსული და ლატვიური თარგმანის პრეზენტაცია შედგა როგორც ლატვიაში, ასევე პო­ლო­ნე­თში. 
გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან.

- ბატონო ნიკოლოზ, გასული წლის 30 სექტემბერს ჩვენს გაზეთში (N 11) გამოქვეყნდა ვრცელი ინ­ტე­რვიუ თქვენთან, სადაც ისაუბრეთ - თუ როგორ დაიწყეთ ურთიერთობა ბალ­ტი­ი­ს­პი­რეთის სახელ­მ­წი­ფო­ებთან და რატომ გადაწყვიტეთ ქართულ-ბალტიური ურთიერ­თო­ბის ისტორიის შეს­წავ­ლა. ამჯერად გთხოვთ, მოკლედ მოგვითხროთ თქვენი მონოგრაფიის ლატვიურ და რუ­­სულენოვანი გამოცემების, მათი რედაქტორისა და რეცენზენტების შესა­ხებ.

- უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც მეცნიერულად ვიკვლევ საქართველოს ურ­თი­ერ­თობებს მსოფლიოს ცალკეულ სახელმწიფოებთან და, მათ შორის, ბალტიის­პი­რე­თის ქვე­ყ­ნებთან - ლიტვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან. ამ საკითხების შესწავ­ლას მივუძ­ღ­ვე­ნი მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მათ შორის, არაერთი მონოგრაფია.

მას შემდეგ, რაც თსუ-ის გამომცემლობამ წიგნად გამოსცა ჩემი მონოგრაფია ქარ­თულ-ბალტიური ურთიერთობის შესახებ, აუცილებელი გახდა მისი გამოცემა უცხოურ ენებზეც. ლატვიის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ლატვიურად ითარგმნა ჩემი მონოგრაფია, რომელიც ამა წლის ზაფხულში რიგაში წიგნად გამოიცა. ამის პარალე­ლუ­რად, ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ნა­შ­რომის რუსულ ვერსიაზე, რო­მე­ლიც წიგნად გამოიცა ლატვიის მეცნიერებათა აკა­დე­მიისა და ლატვიის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტთან არსებული ლატვიის ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით. მათი რე­და­ქტორია გამოჩენილი მეცნიერი, ლატვიის მეცნიერებათა აკა­დემიის სენატის თავმჯ­დო­მა­რე, აკადემიკოსი იანის სტრადინში, რომელსაც 1998-2004 წლებში ეკავა ლატვიის მეცნიერებათა აკა­დემიის პრეზიდენტის თანამდებობა. წიგნის რეცენზენტები არიან ცნობილი ბალტიისპირელი მეცნიერები, კერძოდ, ლატვიის სა­ხე­ლ­მ­წიფო უნივერ­სი­ტე­ტთან არსებული ლატვიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკა­დე­მიკოსი გუნტის ზემი­ტი­სი; ლატვიის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის აკადემიური ბიბ­ლი­ო­თეკის დირექტორი, დოქტორი ვენტა კოცერე, ლიტვის ისტორიის ინსტიტუტის დირექტო­რი, პროფესორი რიმანტას მიკნისი, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტო­რი­­ის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რიმვიდას პეტრაუსკასი და ტალინის უნივერ­სი­ტე­ტის პროფესორ-ემერიტუსი, აკადემიკოსი რაიმო პულატი, რომელიც ათეული წლების გა­ნ­მა­ვლობაში ხელმძღვანელობდა ესტონეთის ისტორიის ინსტიტუტს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზემოხსენებულ მეცნიერებს გულწრფელად უყვართ საქართ­ვე­ლო და სისტემატურადაც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას. ორი მათგანი კი ჩვენი ქვეყნისა და ქართული მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის დაჯილ­დო­ე­ბუ­ლიც არის. კერ­ძოდ, აკადემიკოსი იანის სტრადინში გახლავთ საქართველოს მეცნიე­რე­ბათა ეროვნული აკა­დე­მიის უცხოელი წევრი (აირჩიეს 2002 წელს) და ივანე ჯავახიშვილის მედლის კავალერი, ხოლო ქალბატონი ვენტა კოცერე დაჯილდოებულია ჩვენი ქვეყნის ღირსების ორ­დენით. 16 აპრილს მას ეს საპატიო ჯილდო პირადად გადასცა ლატვიაში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარ­გ­ვე­ლაშვილმა.

- რას გვეტყვით თქვენი ზემოხსენებული მონოგრაფიის სამენოვანი გა­მო­ცე­მის პრე­ზე­ნტაციების შესა­ხებ, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიმართა ლატ­ვი­ა­ში, ლიტვასა და პოლონეთში.

- ნაშრომის ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაციები 2013 წელს შე­დ­გა ლა­ტ­ვი­ა­სა და ლიტვაში, კერძოდ, ამ ქვეყნების დედაქალაქებში მდებარე მთავარ სა­ხელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე ისტორიის ინსტიტუტებსა და ლატვიის თავდაცვის სა­მინის­ტ­როს სამხედრო მუ­ზე­უმ­ში. ამის თაობაზე ინფორმაცია და სამეცნიერო რეცენზი­ე­ბი გა­მო­ქვეყნდა როგორც სა­ქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

წიგნის ლატვიურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა ამა წლის 10 სექტემ­ბერს, რიგაში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე „დიდი გილდიის“ შენობაში. შუა საუკუნეებში აშენებული ეს ნაგებობა დღესაც ხიბლავს მნახველს თავისი გრა­­ნდიო­ზუ­ლო­ბით.

მონოგრაფიის რუსულენოვანი გამოცემის პრეზენტაციები შედგა ამა წლის სე­ქ­ტემბერ-ოქტომბერში. კერძოდ, პირველი პრეზენტაცია გაიმართა რიგაში, ლატვიის სა­ხე­ლ­მწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში, ხო­ლო მეორე - პოლონეთში, ოლშტინის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოლონელი მეცნიერების დაინტერესება განა­პი­რობა იმ ფაქტმა, რომ ჩემს მონოგრაფიაში განხილული საკითხების გარკვეული ნა­­წი­ლი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ლიტვა და პოლონეთი მოქცეულნი იყვნენ ერ­თი­ა­ნი, დი­დი სახელმწიფოს - რეჩპოსპოლიტას შემადგენლობაში.

- 2009-2014 წლების განმავლობაში თქვენ მიერ გაწეული სამეცნიერო-პე­და­­გო­გიური საქმიანობის საუკეთესო შეფასებად იქცა ის ფაქტი, რომ გასულ წელს, ლა­ტვიის მეცნიერებათა აკადემიის სე­ნატმა მოგანიჭათ საპატიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა ისტორიის დარგში (Doctor Honoris Causa in history), რის შესახებაც შარშან ვიუწ­ყე­ბოდით. ამჯერად როგორ შეაფასეს თქვენი ნაშრომის ლატვიურ და რუ­სუ­ლ­ე­ნოვანი გა­მო­ცე­მები ბა­ლ­ტიისპირელმა მეცნიერებმა?

- ამ პრეზენტაციების თაობაზე ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკა­დე­მი­კო­სმა ოი­არს სპარიტის­მა თსუ-ის რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასადმი გამოგზავნილ წერილებში ისაუბრა. მასში ნათქვამია: «По оценке лучших представителей академических гругов Латвии вышеупомянутая мо­но­г­ра­­фия – „настольная книга», которая «представляет собой большую энциклопедическую ценность“.

ქართულ-ლატვიური ურთიერთობის შესახებ მონოგრაფიის გამოცემა ასევე დადებითად შეაფასა ლატვიის მეცნი­ე­რე­ბის დამსა­ხუ­რებულმა მოღვაწემ, მსოფლიოს არა­ერთი სახელმწიფოს მეც­ნი­ე­რე­ბათა აკადემიის აკადემიკოსმა ვიქტორ კალნ­ბე­რ­ზ­მაც. იგი წერს: „С огромным интересом ознакомился с ее содержанием. Изданная Вами книга представляет собой труд большого научно-исторического значения. Вам удалось ярко и с предельной ис­то­ри­ческой четкостью представить события, связанные с грузино-балтийскими отношениями“.

ასევე დადებითად ეხმაურებიან ამ წიგნის გამოსვლას ლატვიის ისტორიის ინსტი­ტუ­­ტის დირექტორი, აკა­დე­მიკოსი გუნტის ზემი­ტი­სი, ლიტვის ისტორიის ინსტიტუტის დი­რე­ქ­ტო­რი, პროფესორი რიმანტას მიკნისი და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტო­რი­­ის ფაკულტეტის დეკანი, პრო­ფე­სო­რი რიმვიდას პეტრაუსკასი.

რაც შეეხება ქართველ მეცნიერებს, წიგნის გამოსვლით დიდი კმაყოფილება გამოთქვა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრო­ფე­სო­­რმა რაულ ჩილაჩავამ, რომელიც 2006-2010 წლებში ლატვიაში მსახურობდა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

აქვე მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ივანე ჯავახიშვილის სახე­ლო­ბის თბი­­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, რო­მ­ელიც ჩემი სამეცნიერო საქმიანობის მიმართ მაქსიმალურ თანადგომას იჩენს. მო­ვი­ყვან ამონარიდს ბატონი ლადოს მიერ დაწერილი წინასიტყვაობიდან, რო­მე­ლ­იც წინ უძღ­ვის ჩემს მონოგრაფიას: „Доктор ис­то­ри­ческих наук профессор Тбилисского госу­да­р­­­­­ственного уни­верси­те­та Ни­колай (Нико) Джавахишвили яв­ля­ет­ся предста­ви­те­лем нового по­ко­ле­ния гру­зи­н­ских ис­ториков. Не­смотря на относительно молодой возраст (ему всего лишь 42 го­­да), он уже яв­ляется известным историком, автором многих ка­­­питальных иссле­до­ваний по ис­тории Грузии, Кавказа и взаи­мо­­­от­но­шений Грузии с разными странами, неко­то­рые из коих опу­­­б­ли­ко­ваны за рубежом. 
Недавно же автор стал самым мо­ло­дым почетным док­то­ром Латвийской Академии на­ук, что является одним из позитивных фактов в истории тра­ди­ци­он­но дружеских взаимоотношений между нашими стра­нами. 
Я рад, что профессор нашего университета стал своеоб­раз­ным мостом между ака­де­ми­че­с­ки­ми кругами Грузии и стран Ба­л­­тии – Латвии, Литвы и Эстонии. Это он заслу­жил долгим и де­йс­твительно кро­по­т­ли­вым трудом“.
- ამ ცოტა ხნის წინათ ქალაქ კაუნასში მდებარე „ლიტვის დიდი სამთავროს სა­მე­ც­ნიერო-კვლე­ვითმა ინსტიტუტმა“ (დირექტორი - პროფესორი რუსტის კამუნტავიჩიუსი) აგირჩიათ თავისი სამეცნიერო საბჭოს წევრად. როგორ აღიქვამთ ამას და საერთოდ ბა­ლ­ტიელ მეცნიერთა ასეთ ყურადღებას თქვენი საქმიანობისადმი?

- ბალტიელი კოლეგები ამით გა­მო­ხა­ტავენ თა­ვიანთ თანადგომას ჩემი ექვსწლიანი სა­მეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შე­სა­ხებ, რაც მი­ვუ­ძღვენი ქართულ-ბალტიური ურ­­თიერთობის ისტორიის კვლევას და მისი შედეგების პოპულა­რიზაციას სამეცნიერო პუ­ბლიკაციებითა და სალექციო კურსების კითხვით ბალტიისპირეთის სამე­ც­ნიერო და სა­ს­წა­ვ­ლო ცენტრებში. ყოველივე ეს, რაც ჩემთვის ფრიად სასიხარულოა, იმა­­ვდ­რო­უ­ლად, უდიდეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებს ევროპის ამ უმშვე­ნი­ე­რე­სი სა­ხელმ­წი­ფო­ე­ბის წინაშე. მეც მაქსიმალურად ცდილობ, რომ გავამართლო მათი ნდობა.

- უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენ სისტემატურად გიწვევენ საზღვარგა­რე­თის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სალექციო კურსების წასაკითხად. წლე­ულს ბა­ლ­ტი­ისპირეთის რო­მელ უნივერსიტეტე­ბ­ში წაიკითხეთ ლე­ქ­ცი­ები და რა თემებზე?

- წავიკითხე სალექციო კურსები ლიტვისა და ლატვიის მთავარ სახელმწიფო უნივ­ერ­სი­ტეტებში, ვილნიუსსა და რიგაში. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართულ-ბა­ლ­­­ტიური ურთიერთობის ისტორიის ცალკეული საკვანძო საკითხების წარმოჩენის პარა­ლე­ლურად, ბალტიელ სტუდენტებს გავაცნო ჩვენი სამშობლო, თავისი უძველესი და უმ­დი­დ­რესი კულტურითა და ისტორიული წარსულით.

- რა პერსპექტივები გაქვთ მომავალში თქვენი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გა­­ნვითარებისთვის (ლექციები, ურთიერთობები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები) ბალტიისპირეთსა და პოლონეთში?

- ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყოველწლიურად რამდენჯერმე მიწევს ჩასვლა ზე­მო­ხ­სე­ნებულ ქვეყნებში, ხან ლექციების წასაკითხად, ხან კი სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. ამ ხნის განმავლობაში გა­ვი­ცანი ადგილობრივი ისტო­რი­კო­სე­ბი, ხოლო ნაწი­ლო­ბ­რივ – მეცნიერების სხვა დარგების სპე­ციალისტებიც. მათთან მა­კა­ვშირებს ინტენსიური ურთიერთობა, რაც უკვე მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობ­რო­ბა­ში გადაიზარდა. ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს განვახორციელოთ რამ­დე­ნი­მე მნიშვნელოვანი პრო­ექ­ტი, რომლებიც ერთობლივად შევიმუშავეთ.