გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე

28 ნოე 2018

9 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ირაკლი კოვზანაძის წიგნის - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ (Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development) პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ამერიკულმა გამომცემლობა iUniverse-მა გამოსცა. მასში გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ავტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისი ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყოფა - გლობალიზაცია და არასტაბილურობა ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში. მისი თქმით, ეს უკანასკნელი უფრო მეტად აისახება საბანკო სფეროზე, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარეა არასტაბილურობის მიმართ და აქედან მოდის ყველანაირი კრიზისი. „ამ მიმართულების შესწავლა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მას რამდენიმე წიგნიც მიეძღვნა და რადგან ჩემში არის ორი ნაწილი - ერთი მათემატიკოსისა და მეორე - ეკონომისტის, ამ წიგნშიც ყველა კვლევა მათემატიკაზეა დაფუძნებული. მასში იმ ეკონომიკური სკოლის მიმართულებებია წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენ სფეროში არსებობს. მათ შორისაა ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
წიგნში - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ გაანალიზებულია ეკონომიკური კრიზისების ყველა ბუნება. მასში საუბარია ე.წ. მოსაზღვრე საბანკო კრიზისებზე, რომელიც პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ დაამკვიდრა და დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება საბანკო და საფინანსო სექტორში. „მსგავსი მოვლენა ჩვენ ორჯერ გვქონდა. ერთი 1993-1994 წლებში, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია მთელი საფინანსო სექტორი და 1998-1999 წლებში, როცა სავალუტო კრიზისი დაფიქსირდა და შემდეგ მოსაზღვრე საბანკო კრიზისში აღარ გადაიზარდა“, - აღნიშნა ავტორმა.
წიგნში მოცემულია არა ერთი საინტერესო ინფორმაცია და სხვა ქვეყნების მაგალითებზე არის აგებული მოდელები, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ფინანსური კრიზისი, ან როგორ უნდა მოხდეს ამ ტიპის მოვლენების პრევენცია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელმა საქართველოში ბრუნო ბალვანერამ წიგნს ღრმა და პროფესიული ნაწარმოები უწოდა მათთვისაც კი, ვინც საბანკო სექტორში არ მუშაობს. „ეს არის თქვენი წვლილი ფინანსური სისტემის სტაბილურობაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. თქვენი წიგნი არის იმაზე - თუ რა ქმნის კრიზისს. თქვენ ახერხებთ ყველაფრის განმარტებას და ახსნას. 5 წელი და 6 თვე, როცა საქართველოში ვიყავი, ყოველთვის ვითვალისწინებდი თქვენს გონივრულ, ძალიან ჭკვიანურ სიტყვებსა და რჩევებს, თქვენს ხედვებს“, - მიმართა ბრუნო ბალვანერამ ირაკლი კოვზანაძეს.
საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ამერიკული გამომცემლობა iUniverse ავტორიტეტული გამომცემლობაა და მხოლოდ სერიოზულ ნაშრომებს ბეჭდავს, რაც წიგნის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი კოვზანაძე არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ წიგნის დიდი მეგობარი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარია: „ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომლის აქტიურობის შედეგადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსი ძალიან მალე, სრულად რეაბილიტირდება. ხშირად მწყდებოდა გული და აღვნიშნავდი, რომ, როცა წიგნს ახსენებდნენ, ჩვენს ქვეყანაში გონება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას იხსენებდა. ეს ასე არ არის - წიგნი ნებისმიერი ტიპის ნაშრომს გულისხმობს და ეს მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ფრანკფურტში გერმანელები ხაზგასმით მეკითხებოდნენ - რატომ არ არის მრავლად უცხოურ ენაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურა. ასეთი ტიპის გამოცემა, რაც დღეს ხელთ გვაქვს, არის თვისობრივად ახალი სიტყვა“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ირაკლი კოვზანაძის წიგნი - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ - ყველა უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადაეცემა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაეცნოს.

9 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ირაკლი კოვზანაძის წიგნის - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ (Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development) პრეზენტაცია გაიმართა.წიგნი ამერიკულმა გამომცემლობა iUniverse-მა გამოსცა. მასში გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ავტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისი ინტერესის სფერო ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყოფა - გლობალიზაცია და არასტაბილურობა ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში. მისი თქმით, ეს უკანასკნელი უფრო მეტად აისახება საბანკო სფეროზე, რომელიც ყველაზე მეტად მგრძნობიარეა არასტაბილურობის მიმართ და აქედან მოდის ყველანაირი კრიზისი. „ამ მიმართულების შესწავლა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მას რამდენიმე წიგნიც მიეძღვნა და რადგან ჩემში არის ორი ნაწილი - ერთი მათემატიკოსისა და მეორე - ეკონომისტის, ამ წიგნშიც ყველა კვლევა მათემატიკაზეა დაფუძნებული. მასში იმ ეკონომიკური სკოლის მიმართულებებია წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენ სფეროში არსებობს. მათ შორისაა ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. წიგნში - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ გაანალიზებულია ეკონომიკური კრიზისების ყველა ბუნება. მასში საუბარია ე.წ. მოსაზღვრე საბანკო კრიზისებზე, რომელიც პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ დაამკვიდრა და დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება საბანკო და საფინანსო სექტორში. „მსგავსი მოვლენა ჩვენ ორჯერ გვქონდა. ერთი 1993-1994 წლებში, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია მთელი საფინანსო სექტორი და 1998-1999 წლებში, როცა სავალუტო კრიზისი დაფიქსირდა და შემდეგ მოსაზღვრე საბანკო კრიზისში აღარ გადაიზარდა“, - აღნიშნა ავტორმა. წიგნში მოცემულია არა ერთი საინტერესო ინფორმაცია და სხვა ქვეყნების მაგალითებზე არის აგებული მოდელები, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ფინანსური კრიზისი, ან როგორ უნდა მოხდეს ამ ტიპის მოვლენების პრევენცია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) წარმომადგენელმა საქართველოში ბრუნო ბალვანერამ წიგნს ღრმა და პროფესიული ნაწარმოები უწოდა მათთვისაც კი, ვინც საბანკო სექტორში არ მუშაობს. „ეს არის თქვენი წვლილი ფინანსური სისტემის სტაბილურობაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. თქვენი წიგნი არის იმაზე - თუ რა ქმნის კრიზისს. თქვენ ახერხებთ ყველაფრის განმარტებას და ახსნას. 5 წელი და 6 თვე, როცა საქართველოში ვიყავი, ყოველთვის ვითვალისწინებდი თქვენს გონივრულ, ძალიან ჭკვიანურ სიტყვებსა და რჩევებს, თქვენს ხედვებს“, - მიმართა ბრუნო ბალვანერამ ირაკლი კოვზანაძეს.საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ამერიკული გამომცემლობა iUniverse ავტორიტეტული გამომცემლობაა და მხოლოდ სერიოზულ ნაშრომებს ბეჭდავს, რაც წიგნის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი კოვზანაძე არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ წიგნის დიდი მეგობარი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარია: „ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომლის აქტიურობის შედეგადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსი ძალიან მალე, სრულად რეაბილიტირდება. ხშირად მწყდებოდა გული და აღვნიშნავდი, რომ, როცა წიგნს ახსენებდნენ, ჩვენს ქვეყანაში გონება მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას იხსენებდა. ეს ასე არ არის - წიგნი ნებისმიერი ტიპის ნაშრომს გულისხმობს და ეს მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ფრანკფურტში გერმანელები ხაზგასმით მეკითხებოდნენ - რატომ არ არის მრავლად უცხოურ ენაზე ქართული სამეცნიერო ლიტერატურა. ასეთი ტიპის გამოცემა, რაც დღეს ხელთ გვაქვს, არის თვისობრივად ახალი სიტყვა“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.ირაკლი კოვზანაძის წიგნი - „გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“ - ყველა უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადაეცემა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაეცნოს.