ახა­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის

18 ოქტ 2018

„მთი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა და რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა“ - ასე ჰქვია სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც (19 ოქ­ტომ­ბერს) თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის 100 წლის­თავ­სა და თსუ-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ის კა­თედ­რის და­არ­სე­ბის 20 წლის­თავს მი­ეძ­ღ­ვ­ნა.
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ში, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა, გან­ხი­ლუ­ლია: მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი, პრინ­ცი­პე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია; მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი; მსოფ­ლი­ოს მთი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი; გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა­ნი; მსოფ­ლი­ოს ცალ­კე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის, კავ­კა­სი­ის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კით­ხე­ბი; მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ვე­ლე კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გია და შე­დე­გე­ბი.
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო გან­კუთ­ვ­ნი­ლია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. 
წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: თსუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ლან­დ­შაფ­ტუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კავ­ში­რის ლან­დ­შაფ­ტუ­რი ანა­ლი­ზის და ლან­დ­შაფ­ტუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი, გე­ოგ­რა­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი, თსუ-ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ლან­დ­შაფ­ტუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კა­თედ­რის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი მე­ლა­ძე, სომ­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი აშოტ ხო­ე­ცი­ა­ნი და ბერ­ნის (შვე­ი­ცა­რია) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი: ჰე­ი­ნო მე­ე­სე­ნი და ტო­მას კო­ლე­რი.
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო მომ­ზად­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის - „მთი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა და რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა“ ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც 2015-2018 წლებ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 
„პრო­ექ­ტი მო­ი­ცავ­და ახალ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მელ­საც „მთი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა და რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა“ ჰქვია. ის ორ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და: პირ­ვე­ლი იყო სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს მომ­ზა­დე­ბა, გა­მო­ცე­მა და მი­სი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა და მე­ო­რე - სა­ვე­ლე სას­წავ­ლო კურ­სის მომ­ზა­დე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა. ორი­ვე მი­ზა­ნი ორი წლის წინ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც თბი­ლი­სის, ისე ერევ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. შე­სა­ბა­მი­სი სი­ლა­ბუ­სის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სის სა­ხით სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო უკ­ვე ის­წავ­ლე­ბა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის პირ­ველ კურ­ს­ზე“, - აღ­ნიშ­ნა წიგ­ნის ერ­თერ­თ­მა ავ­ტორ­მა და პრე­ზენ­ტა­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნო­დარ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა.
„პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის, ერევ­ნი­სა და ბერ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლით გან­ხორ­ცი­ელ­და, ნამ­დ­ვი­ლად წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბიც. სა­მეც­ნი­ე­რო ტან­დემ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვა თა­ვი და­სა­ხულ მი­ზანს და დღეს ხელ­ში გვაქვს სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ულ სა­ფუძ­ვ­ლებს, პრინ­ცი­პებ­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ას შე­ას­წავ­ლის“, - გა­ნაც­ხა­და ბერ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, დოქ­ტორ­მა ჰე­ი­ნო მე­ე­სენ­მა. 
პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა აგ­რეთ­ვე სომ­ხე­თის პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა აშოტ ხო­ე­ცი­ან­მა. 
წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ჭჭF-ისა და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.