ირმა რატიანის წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება

17 ოქტ 2018

თსუ-ის ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ირ­მა რა­ტი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე საკ­მა­ოდ მას­შ­ტა­ბუ­რად და ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩინ­და, ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის სტენ­დ­მა კი, რო­მე­ლიც იმ სივ­რ­ცე­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმ­თა­ვით­ვე დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.
„ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, თუმ­ცა ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს წამ­ყ­ვა­ნი პო­ზი­ცია ჰქონ­და. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ჩვენ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ღია სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გი­ნეს. სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტიც, რომ ყო­ველ­დ­ღი­უ­რად ვხე­დავ­დით - რო­გორ იზ­რ­დე­ბო­და ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკით­ხ­ვე­ლის მხრი­დან“, - ამ­ბობს ირ­მა რა­ტი­ა­ნი.
თსუ-ის ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ირ­მა რა­ტი­ან­მა ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე ორი წიგ­ნი - „ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სი“ და „ესე­ე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“ - წა­რად­გი­ნა. წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე წა­რუძ­ღ­ვა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირ­მა რა­ტი­ა­ნის წიგ­ნი „ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სი“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ორ­ჯერ - 2015 და 2018 წელს გა­მოს­ცა, 2018 წელ­ს­ვე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში პე­ტერ ლანგ წიგ­ნის ინ­გ­ლი­სუ­რი ვერ­სია და­ი­ბეჭ­და, რაც ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რის უდა­ოდ დიდ წარ­მა­ტე­ბად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს. „ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვი იყო ის ფაქ­ტი, რომ ასე­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში შე­დის, ჩე­მი ნაშ­რო­მით და­ინ­ტე­რეს­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა ორ წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რ­ძელ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე წიგ­ნ­მა გა­ი­ა­რა ე.წ. „ბრმა რე­ცენ­ზი­რე­ბის“ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­დუ­რა და, და­დე­ბი­თი დას­კ­ვ­ნის შემ­დეგ, და­იწ­ყო არა­ნაკ­ლებ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­რე­დაქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ წიგ­ნ­მა დღის სი­ნათ­ლე იხი­ლა. ამ წიგ­ნ­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლა მკით­ხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს - თვა­ლი მი­ა­დევ­ნოს და თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კ­ვ­ნე­ბი - თუ რა ად­გი­ლი უჭი­რავს ქარ­თულ მწერ­ლო­ბას და რო­გო­რია მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში; რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო მი­სი გაც­ნო­ბა მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის­თ­ვის და მკით­ხ­ვე­ლის­თ­ვის; რა მი­ი­ღო თა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან და, რაც მთა­ვა­რია, რას გას­ცემ­და თა­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შევ­სე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობს ირ­მა რა­ტი­ა­ნი.
რო­გორც მეც­ნი­ე­რი გვიამბობს, წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო იყო, კვლე­ვის შე­დეგს კი დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და იმ კუთ­ხით, რომ ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მუ­შა­ომ აჩ­ვე­ნა: ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი რუ­ქის დას­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ავ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგ­ნ­ში სა­უ­ბა­რია - თუ რო­გორ ხდე­ბო­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კა­ნო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; რა ფა­ზე­ბი გა­ი­ა­რა ამ კა­ნონ­მა; რა კულ­ტუ­რუ­ლი მო­დე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მო­უხ­და არ­სე­ბო­ბა და სხვა. „წიგ­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ფა­რავს თე­ო­რი­ულ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ნონს, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­რი­ო­დი­ზა­ცი­ას, კულ­ტუ­რულ მო­დე­ლებ­თან მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მე­ო­რე მხრივ, ის გა­ნი­ხი­ლავს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ის­ტო­რი­ას და­სა­ბა­მი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ცე­სე­ბამ­დე. წიგ­ნ­ში დას­მუ­ლი არა­ერ­თი სა­კით­ხი, ისე­ვე რო­გორც კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გია, სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბით სივ­რ­ცე­ში. სწო­რედ ამ სა­კით­ხებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რად­ღე­ბა წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მსმე­ნელ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ კარ­გად მი­ი­ღო წიგ­ნის წარ­დ­გი­ნე­ბა. ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ წიგ­ნი თა­ვი­დან­ვე აღ­მოჩ­ნ­და ჩარ­თუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტ­ში: „მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა დღეს“. ამ ტი­პის ნაშ­რო­მე­ბი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ენა­ზეა და­წე­რი­ლი და ქარ­თულ­მა მწერ­ლო­ბა­მაც შე­ა­ბი­ჯა ამ ას­პა­რეზ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ირ­მა რა­ტი­ან­მა.
ფრან­კ­ფურ­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მეც­ნი­ერ­მა უკ­ვე მი­ი­ღო წე­რი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის­გან Peter Lang, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ წიგ­ნ­ზე მოთ­ხოვ­ნა დღი­თიდ­ღე იზ­რ­დე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე ირ­მა რა­ტი­ა­ნის მე­ო­რე წიგ­ნის - „ესე­ე­ბი ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ზე“ პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­ი­მარ­თა. „ამ წიგ­ნის და­ბეჭ­დ­ვა ჩემ­თ­ვი­საც კი დი­დი სი­ურ­პ­რი­ზი იყო“, - აღ­ნიშ­ნავს ირ­მა რა­ტი­ა­ნი. კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე ეს­სე ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ზე და მის ჭეშ­მა­რი­ტად დი­ად წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. მათ შო­რის: მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე, ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბეგ­ზე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რე­ზო ინა­ნიშ­ვილ­ზე და სხვ. წიგ­ნ­ში ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა სულ სხვა რა­კურ­სით არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი, მათ შო­რის - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“.
მო­მა­ვალ­ში მეც­ნი­ე­რი ამ ციკ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­საც გეგ­მავს. „ამ წიგ­ნე­ბის წარ­დ­გე­ნა ერ­თ­გ­ვა­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს დღეს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთ­ხით. ჩე­მი აზ­რით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა უნ­და იყოს ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მეს­მის, რომ ეს ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, მაგ­რამ დღეს უკ­ვე აღა­რაა სა­და­ვო, რომ კულ­ტუ­რა ღი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის პრო­ცეს­ში. ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ისე­თი დი­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­გო­რიც ჩვენ გვაქვს, მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ჩა­ერ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ა­ლოგ­ში“, - ამ­ბობს ირ­მა რა­ტი­ა­ნი.