თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ფრან­კ­ფურ­ტ­ში აჩ­ვე­ნა, რომ უდი­დეს პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია

16 ოქტ 2018

ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა მი­იპ­ყ­რო წიგ­ნებ­მა: „სუ­ლი­კო მსოფ­ლი­ოს ხალ­ხ­თა ენებ­ზე“ და გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან­მა მო­ნოგ­რა­ფი­ამ - „ქარ­თუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა - სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი“, რომ­ლე­ბიც ავ­ტორ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.
მო­ნოგ­რა­ფია ეხე­ბა ქარ­თუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ევ­რო­პულ ჰო­რი­ზონ­ტებს და გან­ხი­ლუ­ლია XVII სა­უ­კუ­ნის მწერ­ლე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ე­ბის: სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის, ვახ­ტანგ VI, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სა და სხვა ავ­ტო­რე­ბის გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა „სუ­ლი­კოს“ თარ­გ­მა­ნებს, წიგ­ნ­ში შე­სუ­ლია 20-ზე მეტ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 100-მდე თარ­გ­მა­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თარ­გ­მა­ნე­ბის ნა­წი­ლი პირ­ვე­ლად ქვეყ­ნ­დე­ბა. წიგ­ნ­მა გა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლის წიგ­ნ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბის ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ­ში - შპე­ცი­მენ Pრესს - და­ი­ბეჭ­და.
ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და მის მი­ერ წარ­დ­გე­ნილ წიგ­ნებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, სა­ქარ­თ­ვე­ლო ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალს ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, მაგ­რამ სულ სხვაა თვით­მ­ხილ­ვე­ლის მი­ერ გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი. რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და ემო­ცია გა­მოგ­ყ­ვათ ამ სა­ზე­ი­მო დღე­ე­ბი­დან?
- ამ ფეს­ტი­ვალს ძა­ლი­ან დი­დი რე­ზო­ნან­სი აქვს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. არ მე­გუ­ლე­ბა დი­დი გა­მო­ცე­მა და­სავ­ლურ ან აღ­მო­სავ­ლურ სივ­რ­ცე­ში, რო­მე­ლიც არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ბედ­ნი­ე­რია, რომ ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა იყო და მას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრი­ბუ­ნა და­ეთ­მო. 
რო­გორც იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ონ­ში, სა­დაც ქვეყ­ნის წარ­დ­გე­ნა მოხ­და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით. ეს კონ­ცეფ­ცია ჩემ­თ­ვის, რო­გორც ფი­ლო­ლო­გის, ჰუ­მა­ნი­ტა­რის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტის­თ­ვის, ძა­ლი­ან მი­სა­ღე­ბი და გა­სა­გე­ბი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასე­ვე ეთ­მო­ბო­და ორი სცე­ნა (დი­დი და პა­ტა­რა), სა­დაც მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის, მა­თი ნა­თარ­გ­მ­ნი წიგ­ნე­ბი­სა და იმ გერ­მა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის წარ­დ­გე­ნა-პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მოს­ცეს.
ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო იყო ყველ­გან - ფრან­კ­ფურ­ტ­ში და მთლი­ა­ნად გერ­მა­ნი­ა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ქუ­ჩე­ბი და მეტ­რო­ე­ბიც კი ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით და ან­ბა­ნით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ყველ­გან, მთელს ქა­ლაქ­ში, ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­დე­საც ჩე­მი კო­ლე­გე­ბი იგებ­დ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვარ, მა­შინ­ვე მე­კით­ხე­ბოდ­ნენ, რო­მელ წიგნს გვირ­ჩე­ვო. მა­ღა­ლი იყო ინ­ტე­რე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პა­ვი­ლი­ო­ნის მი­მართ, სა­დაც ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი და ევ­რო­პე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ გა­მო­ცე­მე­ბით. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბა კი­დევ მე­ტად გა­ი­ზარ­და. ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.
- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ ფეს­ტი­ვალ­ზე და რო­მე­ლი გა­მო­ცე­მე­ბით უფ­რო ინ­ტე­რეს­დე­ბო­და დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი?
- სი­ა­მა­ყით უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც გა­მო­ცე­მე­ბის, ისე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი რექ­ტო­რი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე კუ­რი­რებ­და. სწო­რედ ის უძ­ღ­ვე­ბო­და თსუ-ის წიგ­ნე­ბის წარ­დ­გე­ნას და შე­სა­ვა­ლი სიტ­ყ­ვით მი­მარ­თავ­და აუ­დი­ტო­რი­ას. 
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგი­დით ფრან­კ­ფურ­ტ­ში გა­ი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის და­თო მაღ­რა­ძის პო­ე­მის - „ჯა­კო­მო პონ­ტის“ პრე­ზენ­ტა­ცია. პო­ე­მა არის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ის სცილ­დე­ბა ვიწ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლურ ჩარ­ჩო­ებს და აღ­ძ­რავს მსოფ­ლიო პრობ­ლე­მებს, შე­კით­ხ­ვებ­სა და სა­კით­ხებს. ეს პო­ე­მა სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე ითარ­გ­მ­ნა და იტა­ლი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და ჯა­კო­მო ლე­ო­პარ­დის პრე­მი­ით, თუმ­ცა, გერ­მა­ნულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნი­ლი არ იყო და ეს პა­ტი­ვი მე და გერ­მა­ნელ პო­ეტს, გერტ რო­ბერტ გრი­უ­ნერტს გვხვდა წი­ლად. პო­ე­მამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გამოიწვია გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში და იგი ფრან­კ­ფურ­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეგი­დით.
ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რია ლექ­სი­კო­ნე­ბი­სა, რომ­ლის შედ­გე­ნა­შიც თსუ-ის მკვლევ­რე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ამ სე­რი­ას პი­რო­ბი­თად და­ერ­ქ­ვა „სა­ბას ლექ­სი­კო­ნე­ბი“ და უკავ­შირ­დე­ბა სულ­ხან სა­ბას სა­ხელს, რად­გან ის იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი, ვინც ევ­რო­პის­კენ ჩვე­ნი სარ­კ­მე­ლი გაჭ­რა. 
„სა­ბას ლექ­სი­კო­ნე­ბი“ აერ­თი­ა­ნებს 10-ზე მეტ ლექ­სი­კონს. ფრან­კ­ფურ­ტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თულ-აფ­ხა­ზურ-ინ­გ­ლი­სუ­რი, ქარ­თულ-ოსურ-ინ­გ­ლი­სუ­რი, ფე­რე­იდ­ნუ­ლი დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნი, ქარ­თულ-ლა­ზუ­რი ლექ­სი­კო­ნი და სხვ. აქ ასე­ვე იყო ზუ­რაბ სარ­ჯ­ვე­ლა­ძის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ნი. ეს გა­მო­ცე­მე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ენის შეს­წავ­ლა, ენის მეც­ნი­ე­რუ­ლი ანა­ლი­ზი ლექ­სი­კო­ნე­ბი­დან იწ­ყე­ბა. მი­სი შემ­დ­გენ­ლე­ბი და ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, დიდ წი­ლად ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და მკვლევ­რე­ბი არი­ან. ლექ­სი­კო­ნე­ბი პო­ლო­ნურ­მა აკა­დე­მი­ურ­მა წიგ­ნ­მა გა­მოს­ცა და გავ­რ­ცე­ლე­ბის არე­ა­ლიც დი­დია.
- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს წიგ­ნებს, რო­მე­ლიც ფრან­კ­ფურ­ტ­ში წა­რად­გი­ნეთ - ისი­ნი ამ ფეს­ტ­ვა­ლის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა თუ უკ­ვე გა­მო­ცე­მუ­ლი იყო და შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეს?
- თავ­და­პირ­ვე­ლად გეტ­ყ­ვით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის, პა­ვი­ლი­ონ­ში გახ­ლ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩე­მი და გერ­მა­ნე­ლი პო­ე­ტის გერტ რო­ბერტ გრი­უ­ნერ­ტის მი­ერ 2015 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გია გერ­მა­ნულ ენა­ზე. ან­თო­ლო­გია აერ­თი­ა­ნებს 80-ზე მეტ ავ­ტორ­სა და 300-ზე მეტ ლექსს. ის 600 გვერ­დამ­დეა და ყვე­ლა ტექ­ს­ტი ამ გა­მო­ცე­მის­თ­ვის პირ­ვე­ლად ითარ­გ­მ­ნა. ეს არის აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მა, უძ­ღ­ვის ჩე­მი და ბა­ტო­ნი გერტ რო­ბერტ გრი­უ­ნერ­ტის წი­ნა­სიტ­ყ­ვა­ო­ბე­ბი. წიგ­ნი ასე­ვე მო­ი­ცავს სქო­ლი­ო­ებს, გან­მარ­ტე­ბებს, ავ­ტორ­თა სა­ძი­ე­ბელს და სხვა. ან­თო­ლო­გი­ას ერ­თ­ვის კომ­პაქტ დის­კი, რო­მელ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ ლექ­სებს ქარ­თულ ენა­ზე კით­ხუ­ლო­ბენ, რა­თა გერ­მა­ნელ­მა მკით­ხ­ველ­მა მო­ის­მი­ნოს, თუ რო­გორ ჟღერს ესა თუ ის ლექ­სი ორი­გი­ნალ­ში. 
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სექ­ცი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დი­დი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის - მაგ. ოქ­ს­ფორ­დის, კემ­ბ­რი­ჯის, Elsevier-ის, EBSCO-ს და სხვა სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბის გვერ­დით. ამ სექ­ცი­ა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი იყო რო­გორც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის, ასე­ვე დარ­გობ­რი­ვი კვლე­ვე­ბიც, მათ შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სი, რო­მე­ლიც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გა­მო­ი­ცა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის პა­ვი­ლი­ონ­ში სხვა წიგ­ნებ­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლი იყო აფ­ხა­ზუ­რი და ოსუ­რი წიგ­ნე­ბი, ლექ­სი­კო­ნე­ბი, სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, თსუ-ის ქარ­თულ-ოსურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი. ამა­ვე სტენ­დ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი და მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. იქ­ვე გახ­ლ­დათ ჩვე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე. გან­თავ­ს­და ჩე­მი წიგ­ნი - „სუ­ლი­კო მსოფ­ლი­ოს ხალ­ხ­თა ენებ­ზე“. წიგ­ნი თსუ-ში და­მუ­შავ­და და მი­ეძ­ღ­ვ­ნა აკა­კი წე­რეთ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 100 წლის­თავს, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს ეგი­დით აღი­ნიშ­ნა. ამ წიგ­ნ­ში თავ­მოყ­რი­ლია 20-ზე მეტ ენა­ზე ნა­თარ­გ­მ­ნი აკა­კი წე­რეთ­ლის „სუ­ლი­კო“. მას­ში შე­სუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე თარ­გ­მა­ნი - თი­თო ენა­ზე რამ­დე­ნი­მე. „სუ­ლი­კო“, რო­გორც ლექ­სი, ლი­რი­კუ­ლი ჟან­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შია. ამ ტექ­ს­ტ­ზე შექ­მ­ნი­ლი სიმ­ღე­რა კი მსოფ­ლი­ო­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. წიგ­ნი გა­ა­ფორ­მეს ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა: თა­მარ ებ­რა­ლი­ძემ და ნი­ნო ებ­რა­ლი­ძემ. ყვე­ლა ნა­ხა­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რია და ამ წიგ­ნის­თ­ვის არის შექ­მ­ნი­ლი: ვარ­დი, ბულ­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა ორ­ნა­მენ­ტუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი. წიგ­ნ­ში თავ­მოყ­რი­ლია მდი­და­რი სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო მა­სა­ლა აკა­კი წე­რეთ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან და შე­მოქ­მე­დე­ბი­დან, ასე­ვე ბარ­ბა­რე (ვა­რინ­კა) წე­რე­თე­ლი-მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­დან და შე­მოქ­მე­დე­ბი­დან. მას­ში მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ და დარ­თუ­ლი აქვს ნო­ტე­ბიც და სიმ­ღე­რე­ბიც: ვა­რინ­კა წე­რეთ­ლის ნამ­ღე­რი „სუ­ლი­კო“, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ავ­ს­ტ­რი­უ­ლი ფირ­მის თი­ხის ფირ­ფი­ტებ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი; მე­ჩონ­გუ­რე­თა ან­სამ­ბ­ლის - დე­ბი იშ­ხ­ნე­ლე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი; ფრან­გუ­ლად - შან­სო­ნის ელე­მენ­ტე­ბის შემ­ც­ვე­ლი; გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ნამ­ღე­რი; ჩი­ნუ­რი ან­სამ­ბ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „სუ­ლი­კო“ და სხვა­ნი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ამ გა­მო­ცე­მა­ში და ნო­ტე­ბიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
ამ წიგ­ნ­ში ბევ­რი თარ­გ­მა­ნი პირ­ვე­ლად ქვეყ­ნ­დე­ბა, რად­გან ნა­წილს წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მი­ვაკ­ვ­ლიე სხვა­დას­ხ­ვა არ­ქივ­ში. მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლი და რუ­სი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, პო­ე­ტე­ბი­სა და მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბის მი­ერ ნა­თარ­გ­მ­ნი 10-მდე თარ­გ­მა­ნი რუ­სულ ენა­ზე, რომ­ლე­ბიც არ იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და ხელ­ნა­წე­რის სა­ხით არ­სე­ბობ­და. წიგ­ნი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ითარ­გ­მ­ნა და პირ­ვე­ლად ქვეყ­ნ­დე­ბა სუ­ლი­კო აფ­ხა­ზურ, ბერ­ძ­ნულ, თურ­ქულ, ეს­პა­ნურ და სხვა ენებ­ზე. ამ წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მოთ­ქ­ვა პო­ლო­ნურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ - „პო­ლო­ნურ­მა აკა­დე­მი­ურ­მა წიგ­ნ­მა“ და ფრან­კ­ფურ­ტი­სათ­ვის გა­მოს­ცა.
ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის და­ი­ბეჭ­და ჩე­მი გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­ნოგ­რა­ფია „ქარ­თუ­ლი გა­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა - სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი“. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სექ­ცი­ის კონ­ცეფ­ცია იყო ის, რომ არ­სე­ბუ­ლი­ყო ერ­თ­გ­ვა­რი სე­რი­ე­ბი, ასე ვთქვათ, წიგ­ნის თა­რო, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს და რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა მკვლევ­რის, მეც­ნი­ე­რის წიგ­ნე­ბი შე­ავ­სებ­და. კერ­ძოდ, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და­ეთ­მო ერ­თი თა­რო. ეს თა­რო და­იწ­ყო ჩემ­მა წიგ­ნ­მა - „ქარ­თუ­ლი გა­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა - სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი“ (გერ­მა­ნულ ენა­ზე), ამას მოჰ­ყ­ვე­ბო­და ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტი­ვის „ქარ­თუ­ლი რო­მან­ტიზ­მი - ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი“, რო­მე­ლიც ფრან­გულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა, შემ­დეგ, ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტი­ვის „ქარ­თუ­ლი რე­ა­ლიზ­მის მოკ­ლე კურ­სი“ (გერ­მა­ნულ ენა­ზე) და ირ­მა რა­ტი­ა­ნის ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი „ესე­ე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში“, რო­მე­ლიც ახა­ლი და უახ­ლე­სი პე­რი­ო­დის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეხე­ბა. აი, ეს გა­მო­ცე­მე­ბი გა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლუ­რად ფრან­კ­ფურ­ტის­თ­ვის. აქაც პო­ლო­ნურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ - „პო­ლო­ნურ­მა აკა­დე­მი­ურ­მა წიგ­ნ­მა“ - გა­მოთ­ქ­ვა ინ­ტე­რე­სი და ეს 4 წიგ­ნი და­ბეჭ­და. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ამ სე­რი­ა­ში ჩე­მი წიგ­ნიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­რო შე­ივ­სოს შემ­დე­გი გა­მო­ცე­მე­ბი­თაც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამა­ვე სე­რი­ით გა­მო­ვი­დეს ქარ­თუ­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მწერ­ლო­ბა, „ვეფ­ხის­ტ­ყა­ოს­ნის“ შეს­წავ­ლის სა­კით­ხე­ბი და სხვა.
- რამ­დე­ნად დი­დი იყო გერ­მა­ნე­ლი წიგ­ნის­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის და ევ­რო­პუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბი­სად­მი?
- პირ­ველ დღე­ებ­ში (ორ­შა­ბა­თი-პა­რას­კე­ვი) მო­დი­ოდ­ნენ ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი: დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე­ნი, წიგ­ნის დი­ლე­რე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ცე­მე­ბის გაც­ნო­ბი­თა და შეს­წავ­ლით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი და აკ­ვირ­დე­ბი­ან გა­მო­ცე­მებს. შა­ბათს და კვი­რას უფ­რო მე­ტად ვი­ზი­ტო­რე­ბი მო­დი­ან - ათი­ა­თა­სო­ბით და ასი­ა­თა­სო­ბით სტუ­მა­რი ჰყავს ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს. რა თქმა უნ­და, და­ინ­ტე­რე­სე­ბაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. 
ფეს­ტი­ვა­ლის გა­მო­ძა­ხი­ლი და გაგ­რ­ძე­ლე­ბა იყო ისიც, რომ გერ­მა­ნი­ის ერთ-ერ­თი დი­დი ქა­ლა­ქის, კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ლევ კო­პო­ლე­ვის ფო­რუ­მის მი­ერ გა­მო­ით­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რომ ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო და და­თო მაღ­რა­ძის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია იქაც გა­მარ­თუ­ლი­ყო. მე, რო­ბერტ გრი­უ­ნერ­ტი და ირ­მა ში­ო­ლაშ­ვი­ლი (გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი, თსუ-ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი) წა­ვე­დით კი­ოლ­ნ­ში და იქ ჩა­ვა­ტა­რეთ ამ წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია. ლევ კო­პე­ლე­ვის ფო­რუ­მი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ის და­ა­არ­სეს ცნო­ბილ­მა ნო­ბე­ლი­ან­ტ­მა მწე­რალ­მა ჰა­ინ­რიხ ბი­ოლ­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა ლევ კო­პე­ლევ­მა, ემიგ­რან­ტ­მა მწე­რალ­მა და ჰუ­მა­ნის­ტ­მა. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ამ სა­ღა­მო­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა თა­ვის იუ­რი­დი­ულ საზ­ღ­ვ­რებ­ში. ამით მათ კი­დევ ერ­თ­ხელ გვიჩ­ვე­ნეს, რომ პა­ტივს სცე­მენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.