რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნა­თელ კვალს და­ტო­ვებს, მას სიყ­ვა­რუ­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბა

11 ივნ 2018

„ისე­თი პა­ტა­რა ერი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თ­ვე­ლო, ზნე­ობ­რი­ო­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­რე­შე ვერ გა­დარ­ჩე­ბა... ერის ხა­სი­ა­თის, მი­სი ფსი­ქი­კის, მი­სი სუ­ლი­ე­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და მი­ზან­ს­წ­რაფ­ვის შეც­ნო­ბის ერ­თა­დერ­თი მყა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა მის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი გზის გა­აზ­რე­ბა და ამ გზა­ზე შექ­მ­ნილ სუ­ლი­ერ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბა. აწ­მ­ყოს შეც­ნო­ბი­სა და მო­მავ­ლის გან­ჭ­ვ­რე­ტის სა­ფუძ­ველთ სა­ფუძ­ვე­ლია წარ­სუ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, გა­მოწ­ვ­ლილ­ვით გა­აზ­რე­ბა...“, – ეს სიტ­ყ­ვე­ბი ცნო­ბილ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერს რე­ვაზ ბა­რა­მი­ძეს ეკუთ­ვ­ნის, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­სი­ვე სიტ­ყ­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა იყო. ეს აღი­ა­რეს კი­დეც 8 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­მარ­თულ სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რის 90 წლის­თავს მი­ეძ­ღ­ვ­ნა. ამა­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის – „სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ზნე­ობ­რი­ვი იდე­ა­ლი“ წარ­დ­გი­ნე­ბა გა­ი­მარ­თა.

სა­ზე­ი­მო სხდო­მა აკა­დე­მი­კოს­მა რო­ინ მეტ­რე­ველ­მა გახ­ს­ნა, რო­მელ­მაც ვრცლად ისა­უბ­რა მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ზე და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. „რე­ვაზ ბა­რა­მი­ძემ მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბას მი­უძ­ღ­ვ­ნა. ვინც მას იც­ნობ­და, დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბა, რომ იგი არა მარ­ტო დი­დი მეც­ნი­ე­რი, არა­მედ, სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე პი­როვ­ნე­ბა იყო. კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის გა­მორ­ჩე­ულ­მა მო­წა­ფემ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ნაგ­რ­ძო ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კვლე­ვა, ამ კუთ­ხით მან დი­დი მუ­შა­ო­ბა გას­წია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან – თავ­მ­და­ბა­ლი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა შე­უ­ვა­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ხდე­ბო­და, რო­დე­საც საქ­მე ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ დროს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, მი­სი შვი­ლი გიგ­ლა ბა­რა­მი­ძე ვერ და­ეს­წ­რო მა­მის დაკ­რ­ძალ­ვას. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ დღეს შთა­მო­მავ­ლო­ბა, მო­წა­ფე­ე­ბი და კო­ლე­გე­ბი აფა­სე­ბენ მის ღვაწლს“, – გა­ნაც­ხა­და რო­ინ მეტ­რე­ველ­მა. 
სა­ზე­ი­მო ღი­ნის­ძი­ე­ბას მწე­რა­ლი როს­ტომ ჩხე­ი­ძე უძ­ღ­ვე­ბო­და, რო­მელ­მაც ახ­ლად­გა­მო­ცე­მუ­ლი ნაშ­რო­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა: „დღე­ვან­დე­ლი დღე მრა­ვა­ლი ნიშ­ნით არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე დღეს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, „მო­ნა­წი­ლეა“ ამ შეკ­რე­ბი­სა წიგ­ნის – „სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ზნე­ობ­რი­ვი იდე­ა­ლი“ მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, მარ­თ­ლაც, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. თა­ვის მეც­ნი­ე­რულ ნაშ­რო­მებ­სა თუ ნარ­კ­ვე­ვებ­ში სწო­რედ ის ორი­ენ­ტი­რე­ბია, რო­მელ­საც იგი ეყ­რ­დ­ნო­ბო­და და რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უნ­და ეყ­რ­დ­ნო­ბო­დეს. ამ წიგ­ნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მი­სი ნაშ­რო­მე­ბის გაც­ნო­ბი­სას კი­დევ ერ­თ­ხელ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ეს იყო არა მარ­ტო მეც­ნი­ე­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­კით­ხე­ბი, არა­მედ „ცოც­ხა­ლი“ მუხ­ტის შემ­ც­ვე­ლი ნარ­კ­ვე­ვე­ბი თუ პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, არა­მედ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი. წიგ­ნ­ში ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა მეც­ნი­ე­რის ინ­ტე­რე­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბა. რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე იმ ადა­მი­ან­თა რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნამ­დ­ვი­ლი ის­ტო­რია. წიგ­ნის ბო­ლოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ იგი თა­ვი­სი დი­დი მას­წავ­ლებ­ლის ღირ­სე­უ­ლი მო­წა­ფე იყო. თვი­თო­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი გახ­ლ­დათ, სა­ნი­მუ­შო იყო მი­სი ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ­გაზ­რ­დებ­თან – სა­ო­ცა­რი უნა­რი ჰქონ­და თა­ვის გარ­შე­მო შე­მო­ეკ­რი­ბა აუ­დი­ტო­რია და მათ­ზე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა. რე­ვაზ ბა­რა­მი­ძის ყვე­ლა ნაშ­რო­მი თუ ქმე­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ბედს და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბას ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც არ გვქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა სწო­რედ ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და“, – აღ­ნიშ­ნა როს­ტომ ჩხე­ი­ძემ. 
სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს ეს­წ­რე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი მა­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე, რო­მელ­მაც მეც­ნი­ე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რეს წე­რი­ლი გა­აც­ნო. „1988 წელს, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია და­არ­ს­და, პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით ბა­ტონ­მა რე­ზო ბა­რა­მი­ძემ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რა­ზე და­იწ­ყო მუ­შა­ო­ბა. რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სა­ხე­ლით მინ­და, მის მი­მართ დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო, რად­გან სწო­რედ მის­გან ვსწავ­ლობ­დით ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ას. მი­სი ნა­მოღ­ვა­წა­რის ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით ჩანს მეც­ნი­ე­რის ღრმა აზ­როვ­ნე­ბა, მი­სი აკა­დე­მიზ­მი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, პა­ტი­ოს­ნე­ბა და მი­სი თავ­და­დე­ბა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის მი­მართ. იგი ნათ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებ­და, თუ რა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში მის საქ­მი­ა­ნო­ბას. ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის წი­ნა­შე მი­სი რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ მთე­ლი ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით გვინ­და ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ მის მი­მართ და გა­გაც­ნოთ პატ­რი­არ­ქის სიტ­ყ­ვა: „ბა­ტო­ნი რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ­თა იმ გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რომ­ლე­ბიც ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ახალ­გაზ­რ­დებ­ში სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას უწ­ყობ­დ­ნენ ხელს. მას შემ­დეგ მან კი­დევ უფ­რო მკვეთ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რ­ძო პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა და სი­ცოც­ხ­ლის ბო­ლომ­დე ემ­სა­ხუ­რა ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მეს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლი მკვლე­ვა­რი ამ ქვეყ­ნად კვლავ აგ­რ­ძე­ლებს სი­ცოც­ხ­ლეს და ჩა­უქ­რო­ბელ სან­თ­ლად წინ უძ­ღ­ვის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შეს­წავ­ლის მსურ­ველთ“. 
მწე­რალ­მა ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა რე­ზო ბა­რა­მი­ძის სა­მეც­ნი­ე­რო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და მის პუბ­ლი­ცის­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც შე­ე­ხო: „რე­ვაზ ბა­რა­მი­ძე, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც ეწე­ო­და. არ ყო­ფი­ლა მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა, ის რომ არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბო­და და არ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან. 2001 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი მი­სი წიგ­ნი – „წინ ილი­ას­კენ!“ ნა­თე­ლი დას­ტუ­რია იმი­სა, თუ რო­გორ შეს­ტ­კი­ო­და მას გუ­ლი საქ­ვეყ­ნო პრობ­ლე­მებ­ზე, რო­გორ ცდი­ლობ­და სიტ­ყ­ვით თუ საქ­მით დახ­მა­რე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქვე­ყა­ნას, ცალ­კე­ულ ადა­მი­ანს. უაღ­რე­სად შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­გუ­ლის­ხ­მოა სტა­ტია – „ყვე­ლას, ყვე­ლას, ყვე­ლას!!!“ სა­თა­უ­რი­დან­ვე ჩანს ის ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­გო­რი გრძნო­ბა, რო­გო­რი ში­ნა­გა­ნი ენერ­გია ამოძ­რა­ვებ­და მას, რო­დე­საც მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის აწ­მ­ყო­სა და მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობ­და. ეს წე­რი­ლი ერ­თ­გ­ვა­რად წარ­მო­ად­გენს მი­სი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნა­აზ­რე­ვის ერ­თ­გ­ვარ კომ­პენ­დი­უმს, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის სრუ­ლი სუ­რა­თი. რე­ვაზ ბარ­მი­ძე სი­ცოც­ხ­ლის აზრს ეროვ­ნუ­ლი და სა­კა­ცობ­რიო იდე­ა­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა­ში ხე­დავ­და, გუ­ლით შე­მოქ­მე­დი იყო, ამი­ტო­მაც ვიხ­სე­ნებთ სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და ასე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის, რად­გან „ხსე­ნე­ბაი მარ­თალ­თა ქე­ბით აღეს­რუ­ლე­ბის“, – აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა. 
სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე არა­ერ­თ­ხელ გა­მახ­ვილ­და ყუ­რად­ღე­ბა რე­ვაზ ბა­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, კერ­ძოდ კი, ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში. ასე­ვე, წარ­მო­ჩინ­და მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პე­და­გო­გი­უ­რი კუთ­ხით. მეც­ნი­ე­რი გა­იხ­სე­ნეს პრო­ფე­სო­რებ­მა: ლე­ლა ხა­ჩი­ძემ, გუ­რამ ბე­ნაშ­ვილ­მა, ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძემ და სხვებ­მა. 
ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოჯა­ხის სა­ხე­ლით, რე­ვაზ ბა­რა­მი­ძის ვაჟ­მა, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა გიგ­ლა ბა­რა­მი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მა­მა გა­იხ­სე­ნა: „მა­მის და­კარ­გ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რეს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის, მი­სი მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის თა­ნად­გო­მამ და მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა. მას­თან სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს. მა­მის სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა საკ­მა­ოდ ფარ­თო და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი იყო, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი არე­ა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბა იყო. ყვე­ლა მის ნაშ­რომს კი, ჩე­მი აზ­რით, მთა­ვარ ხა­ზად მიჰ­ყ­ვე­ბო­და ეროვ­ნულ-სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი, სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი, ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი – ფარ­ნა­ვა­ზის ეპო­ქი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ო­დამ­დე. ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც იგი იკ­ვ­ლევ­და, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და. მახ­სოვს, რა ხა­ლი­სით დავ­დი­ო­დი მას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თ­ვის „მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ იყო. ამა­ვე დროს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სო­ფე­ლი და ცდი­ლობ­და, შვი­ლე­ბის­თ­ვი­საც შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა. ,,ქარ­თ­ვე­ლი გლე­ხი სა­ხელ­მ­წი­ფოს სიძ­ლი­ე­რე­აო” – ამ სიტ­ყ­ვებს ხში­რად იმე­ო­რებ­და და არ­ჩილ მე­ფის ფრა­ზას იმოწ­მებ­და: „გლე­ხი კა­ცი თუ ამოწ­ყ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო და­ძა­ბუნ­დაო!“ მი­სი ბევ­რი პროგ­ნო­ზი დღეს გა­მარ­თ­ლ­და. გრი­გოლ ფე­რა­ძის სიტ­ყ­ვებ­საც ხში­რად მახ­სე­ნებ­და: „დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ქარ­თულ განძს და მი­წას მე­გობ­რუ­ლად მო­სუ­ლი სხვა­თა და­პატ­რო­ნე­ბის მსურ­ველ­ნი გა­უჩ­ნ­დე­ბი­ან და ჩვენ უნ­და ვი­ყოთ ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი და მყა­რე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სი­თო“. გუ­ლი სტკი­ო­და ფსევ­დო­დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ზე. სხვა ბევრ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კით­ხებ­ზეც ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით. რო­დე­საც ამ წიგ­ნ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, კი­დევ ერ­თ­ხელ დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ მი­სი მდი­და­რი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა დღე­საც არ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლა, იგი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და თვალს და, ასე­ვე, კარ­გად იცო­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბი. მოგ­ზა­უ­რობ­და სხვა­დას­ხ­ვა კუთ­ხე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და სა­ინ­გი­ლო­დან და ფე­რე­ი­და­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად სტუმ­რობ­დ­ნენ ჩვენ­თან. ერთს თა­ვი­სი გვა­რიც კი მის­ცა – მას­თან დღემ­დე თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან ახა­რებ­და თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მის იუ­ბი­ლე­ზე ბევ­რი მო­ლოც­ვა მი­ვი­ღეთ, მათ შო­რის უც­ხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ე­რე­ბი­სა­გან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნა­თელ კვალს და­ტო­ვებს, მას სიყ­ვა­რუ­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბა“, – ასე გა­იხ­სე­ნა მა­მა გიგ­ლა ბა­რა­მი­ძემ.