ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1918-1950 წლებ­ში

12 ივნ 2018

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის – „საბ­ჭო­თა უტო­პი­უ­რი ენობ­რი­ვი თე­ო­რი­ე­ბი და ზო­გა­დი ენ­თა­მეც­ნი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი“ – ფარ­გ­ლებ­ში და­ბეჭ­დი­ლი 3 წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. 
„გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ვა­ლი 1918-1919“ სამ ნა­წი­ლად გა­მო­ი­ცა. კრე­ბულ­ში აღ­დ­გე­ნი­ლია რა­რი­ტე­ტუ­ლი წიგ­ნი, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლი სა­ლექ­ციო კურ­სი, რო­მელ­საც გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი კით­ხუ­ლობ­და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან. წიგნს თან ერ­თ­ვის ტერ­მინ­თა სა­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს – რო­გორ იქ­მ­ნე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბო­და ლინ­გ­ვის­ტუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 
მე­ო­რე წიგ­ნი, რო­მე­ლიც თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძემ, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელ­მა, წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არის კრე­ბუ­ლი „საბ­ჭო­თა ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ი­დან: სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი“, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს. სტა­ტი­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 1920-1950 წლებ­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ვებ­ში და­ცუ­ლი ისე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა საბ­ჭო­თა ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე. მა­კა თეთ­რა­ძის სტა­ტი­ა­ში – „კავ­კა­სი­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა­ტი­კის კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით: 1918-1933 წლებ­ში“ – გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის ისე­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი გა­გე­ბი­სა­გან. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, თსუ-ის დოქ­ტო­რან­ტის ნი­ნო აბე­სა­ძის სტა­ტია, „უტო­პი­უ­რი ან­ბა­ნი და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა 20-30-იან წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“. ავ­ტო­რი მსჯე­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში ენის, ის­ტო­რი­ი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მიკ­ვ­ლე­უ­ლი დამ­წერ­ლო­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მის ოქ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია „უტო­პი­უ­რი“, მაგ­რამ სის­ტე­მუ­რი ან­ბა­ნე­ბის შექ­მ­ნის იდეა. კრე­ბულ­ში და­ბეჭ­დი­ლია ნა­თია ფუტ­კა­რა­ძის სტა­ტია: „ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“. რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, „სტა­ტი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ტერ­მინ­თ­შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თ-ერთ ეტაპს ასა­ხავს; იგი ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ფარ­გ­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე“. კრე­ბულ­ში შე­ტა­ნი­ლია ისე­თი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად შე­მო­დის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში, მათ შო­რის, იო­სებ მეგ­რე­ლი­ძის სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვი­დან, რის­თ­ვი­საც თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იო­სებ მეგ­რე­ლი­ძის ვაჟს, ცნო­ბილ თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნეს გუ­ბაზ მეგ­რე­ლი­ძეს.
პრე­ზენ­ტა­ცი­აზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ის სა­ზო­გა­დე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძის წიგ­ნ­მა „საბ­ჭო­თა ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ქარ­თუ­ლი სამ­კუთ­ხე­დი: ნი­კო მა­რი, ი. სტა­ლი­ნი“. ავ­ტორ­მა განაცხადა: „საბ­ჭო­თა ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ოც­და­ათ­წ­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის კვლე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი მო­ძი­ე­ბუ­ლია სსიპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ქივ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცენ­ტ­რა­ლურ არ­ქივ­ში, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის არ­ქივ­სა და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახელობის თბილისის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც ინა­ხე­ბა აკად. გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის არ­ქი­ვი. ეს მა­სა­ლე­ბი რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის არ­ქი­ვის პე­ტერ­ბურ­გის ფი­ლი­ა­ლი­სა და პე­ტერ­ბურ­გის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­თან და რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო არ­ქივ­თან ერ­თად და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად ამ მო­ნოგ­რა­ფი­ას. ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და თე­ო­რი­ის მკვლევ­რე­ბის­თ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა – რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნამ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც ეს რე­ჟი­მი იყე­ნებ­და მხო­ლოდ პრო­პა­გან­დი­სათ­ვის, რის გა­მოც ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა პო­ლი­ტი­კის მძე­ვა­ლი აღ­მოჩ­ნ­და“.
წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყო­ფი­ლი ელ­ჩი, ცნო­ბი­ლი ან­გ­ლის­ტი გე­ლა ჩარ­კ­ვი­ა­ნი, რო­მელ­საც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძემ კან­დიდ ჩარ­კ­ვი­ა­ნის მი­ერ იო­სებ სტა­ლი­ნი­სად­მი 1949 წლის ბო­ლოს გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის გად­მო­ცე­მი­სა და და­ბეჭ­დ­ვის უფ­ლე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ამ წე­რი­ლით და­იწ­ყო ენობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის­თ­ვის მზა­დე­ბა. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს იმდროინდელ აკა­დე­მი­ურ პე­რი­ო­დი­კულ გა­მო­ცე­მებ­სა და ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში მო­ძი­ე­ბულ მა­სა­ლებ­თან ერ­თად აქვს ფას­და­უ­დე­ბე­ლი პირ­ველ­წ­ყა­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ ვი­თა­რე­ბის ცოც­ხა­ლი სუ­რა­თის აღ­სად­გე­ნად, რო­დე­საც ერ­თ­მა­ნეთს ერ­კი­ნე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ენა­თა იაფე­ტუ­რი თე­ო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ის­ტო­რი­ულ-შე­და­რე­ბი­თი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის მიმ­დევ­რე­ბი. „წიგ­ნ­ში პირ­ვე­ლად ქვეყ­ნ­დე­ბა ბევ­რი სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტი, მათ შო­რის, იო­სებ სტა­ლი­ნის მი­ერ არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სტა­ტი­ა­ზე დარ­თუ­ლი კო­მე­ტა­რე­ბი. დო­კუ­მენ­ტის ას­ლი გად­მოგ­ვ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტ­მა ვა­ჟა შენ­გე­ლი­ამ, რის­თ­ვი­საც მას მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებთ“, – თქვა თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძემ.