ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ახა­ლი წიგ­ნი ითარ­გ­მ­ნა

11 ივნ 2018

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მ­ნა­სა და მომ­ზა­დე­ბას, რა­თა ქარ­თ­ველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა შეძ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლა. სწო­რედ ამ მიზ­ნით 22 მა­ისს თსუ-ის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ფრედ რ. დე­ვი­დი­სა და ფო­რესტ რ. დე­ვი­დის ერ­თობ­ლი­ვი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს – „სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტი – ცნე­ბე­ბი და ვი­თა­რე­ბე­ბი“ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი თარ­გ­მა­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. 
წიგ­ნი თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მოს­ცა. თარ­გ­მა­ნი და­ფი­ნან­ს­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს წიგ­ნე­ბის თარ­გ­მ­ნის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, თსუ-ის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძემ.
პრე­ზენ­ტა­ცი­ას თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დ­რე ცის­კა­რი­ძე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი ნუ­ნუ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. 
„დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის­თ­ვის ეს წიგ­ნი ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ამით ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნაც­ხა­დი გა­ა­კე­თა სწავ­ლის ხა­რის­ხის კი­დევ უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აყ­ვა­ნის­თ­ვის. სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს სა­გა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ის­წავ­ლონ“, – გა­ნაც­ხა­და ალექ­სან­დ­რე ცის­კა­რი­ძემ.
„სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო „სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტი – ცნე­ბე­ბი და ვი­თა­რე­ბე­ბი“ გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­ცე­მაა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი ცდი­ლობს სტუ­დენ­ტებს მი­ა­წო­დოს ისე­თი სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სოა დღეს.
ამ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­თი ას­წავ­ლი­ან ამე­რი­კი­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის წამ­ყ­ვან უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ჩვენც სწო­რედ ეს მი­ზა­ნი გვქონ­და – სტრა­ტე­გი­ულ მე­ნეჯ­მენ­ტ­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო გვე­თარ­გ­მ­ნა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სწო­რედ ასეთ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ზე ჰქო­ნო­დათ წვდო­მა“, – აღ­ნიშ­ნა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძემ.
ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის გა­და­სა­ხე­დი­დან, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლი მიდ­გო­მე­ბის მხრივ საგ­რ­ძ­ნობ­ლად და­იხ­ვე­წა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-ზე მეტ­მა კო­ლეჯ­მა და უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ეს სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო. კერ­ძოდ, ამით სარ­გებ­ლო­ბენ ჰარ­ვარ­დის, ჯონს ჰოპ­კინ­სის, მე­რი­ლენ­დის, კა­რო­ლი­ნას, სან-ფრან­ცის­კოს, ია­პო­ნი­ის, ჩი­ნე­თის, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის და ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის უამ­რავ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. 
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­მეც­ნი­ე­რო რე­დაქ­ტო­რია პრო­ფე­სო­რი შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბი­თი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: თსუ-ის პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, თსუ-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ბად­რი რა­მიშ­ვი­ლი და სეუ-ის პრო­ფე­სო­რი გე­ლა გრი­გო­ლაშ­ვი­ლი.
„ამ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს მთელს მსოფ­ლი­ო­ში ნდო­ბა აქვს გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი. ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის ეფექ­ტი­ა­ნი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უახ­ლეს უნარ-ჩვე­ვებს და იდე­ებს სთა­ვა­ზობს მე­ნე­ჯე­რებს. წიგ­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნეჯ­მენ­ტის რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ასე­ვე სა­მა­გის­ტ­რო დო­ნის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ყვე­ლა მოთ­ხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იშ­ვი­ა­თი ოს­ტა­ტო­ბით გა­მარ­თუ­ლი წიგ­ნი გა­მო­ცე­მუ­ლია მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ენა­ზე. მას არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, არა­მედ ასო­ბით კომ­პა­ნია, ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ხელ­მ­წი­ფო უწ­ყე­ბა იყე­ნებს, რო­გორც გზამ­კ­ვ­ლევს სტრა­ტე­გი­ულ მე­ნეჯ­მენ­ტ­ში“, – ვკით­ხუ­ლობთ წიგ­ნის წი­ნა­სიტ­ყ­ვა­ო­ბა­ში.
რო­გორც წიგ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო რე­დაქ­ტორ­მა შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნაც­ხა­და: ,,იმ­დე­ნად კარ­გად და სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლად არის მას­ში სას­წავ­ლო მა­სა­ლა გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ, მი­უ­ხე­დავ­ად რთუ­ლი ში­ნა­არ­სი­სა, სტუ­დენტს მი­სი გა­გე­ბა უად­ვილ­დე­ბა“. 
წიგ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და ღირ­სე­ბებ­ზე ისა­უბ­რა აგ­რეთ­ვე თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ბად­რი რა­მიშ­ვილ­მა და სეუ-ის პრო­ფე­სორ­მა გე­ლა გრი­გო­ლაშ­ვილ­მა.
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რებს მა­მა-შვილ ფრედ. რ. და ფო­რესტ. რ. დე­ვი­დებს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვთ 50-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ცე­მებ­ში. 
სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო სტუ­დენ­ტებს, მკვლევ­რებს, მე­ნე­ჯე­რებს და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და­ეხ­მა­რე­ბა შე­ის­წავ­ლონ და გა­ეც­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცი­პებს და ტენ­დენ­ცი­ებს.