„ეი­ფე­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბის“ სტი­პენ­დი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თსუ-დან

12 ივნ 2018

2018 წლის „ეი­ფე­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბის“ სტი­პენ­დი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თსუ-ის სტუ­დენ­ტი გვან­ცა გაგ­ნი­ძე გახ­და. გვან­ცა სწავ­ლას მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რ­ძობს.
„ეი­ფე­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბა“ არის საფ­რან­გე­თის ევ­რო­პი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს და­წე­სე­ბუ­ლი სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­ი­ზი­დონ სა­უ­კე­თე­სო უც­ხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. 
„სწავ­ლას ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტეტ­ზე, კერ­ძოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე გან­ვაგ­რ­ძობ. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და, ზო­გა­დად, ამ სფე­რო­სად­მი საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იმე­დი მაქვს, მაქ­სი­მა­ლურ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებ“, – ამ­ბობს გვან­ცა.