ელე­ნე ხა­რა­ბა­ძე: მე თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ვარ და ასე­თად უნ­და დავ­რ­ჩე

22 მარ 2018

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის სა­ხე­ლი 50 წე­ლი ღირ­სე­უ­ლად ატა­რო და გახ­დე ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტის საყ­ვა­რე­ლი და სა­თაყ­ვა­ნო ლექ­ტო­რი, იო­ლი არ არის... ასე­თი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ რჩე­ულ­თა ხვედ­რია. სტუ­დენ­ტებს ვერ მო­ატ­ყუ­ებ და ვერც ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ, თუ ბო­ლომ­დე არ და­ი­ხარ­ჯე­ბი, ცოდ­ნის მაქ­სი­მუმს არ გას­ცემ და მათ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე თვა­ლებ­ში პი­რად ტკი­ვილ­სა და სი­ხა­რულს არ ამო­ი­კით­ხავ – არც შენს ლექ­ცი­ა­ზე დას­წ­რე­ბა მო­უნ­დე­ბათ და არც არას­დ­როს გა­გიხ­სე­ნე­ბენ, მად­ლი­ე­რე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ასეთ პრო­ფე­სო­რად იც­ნო­ბენ ქალ­ბა­ტონ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძეს, ღვაწ­ლ­მო­სილ პე­და­გოგ­სა და სი­კე­თით სავ­სე პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც ახ­ლა­ხან 75 წე­ლი შე­უს­რულ­და. 
მი­სი შე­მარ­თე­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა მი­სა­ბა­ძია და სა­ნი­მუ­შო. ნაკ­ლე­ბად შეხ­ვ­დე­ბით ასე­თი მად­ლი­ე­რე­ბით სავ­სე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით და პირ­და­პი­რო­ბით. ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა შო­რის მას ყო­ველ­თ­ვის გა­მო­არ­ჩევთ თა­ვი­სი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბი­თა და ორი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვით. იგი ძლი­ე­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა და ლი­დე­რია, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ნამ­დ­ვი­ლი კო­ლო­რი­ტი! ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვარ­წ­მუ­ნებ­და თა­ვის არა­ორ­დი­ნა­რულ პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ში, მშობ­ლი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ უნარ­სა და სი­კე­თის უან­გა­როდ გა­ცე­მის ქმე­დე­ბა­ში. ყო­ფილ სტუ­დენ­ტებს ბევ­რი სი­კე­თე ახ­სოვთ მის­გან – ვაჟ­კა­ცუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი, სი­კე­თით სავ­სე შე­მარ­თე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით ცხოვ­რე­ბის სწავ­ლა და დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა. გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი მარ­თ­ლაც ბევ­რი აქვთ, მაგ­რამ ესეც საკ­მა­რი­სია ქალ­ბა­ტონ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძის კე­თი­ლი გუ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად – მი­სი მო­წა­ფე­ე­ბი მას სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­ფე­რე­ბით „დე­დუ­კას“ ეძა­ხი­ან (ეს მი­სი ტერ­მი­ნია!). 
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სორ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით მოღ­ვა­წე­ო­ბას – 1972 წელს, ას­პი­რან­ტუ­რის სრუ­ლი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ელე­ნემ წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია. 1967 წლი­დან მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­რიც­ხ­ვის, ანა­ლი­ზი­სა და აუ­დი­ტის კა­თედ­რა­ზე უმ­ც­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რომ­ლის, ასის­ტენ­ტის, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის, დო­ცენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. 1992-1997 წლებ­ში იყო ამა­ვე კა­თედ­რის გამ­გე. მი­სი ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და 1993 წელს ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვი­სა და ანა­ლი­ზის სპე­ცი­ა­ლო­ბით სტუ­დენ­ტ­თა მი­ღე­ბის აღ­დ­გე­ნა, რო­მე­ლიც, გო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გა­მო, თსუ-ში წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. 2006 წლი­დან დღემ­დე ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ხა­რა­ბა­ძე სამ­ჯერ აირ­ჩი­ეს სრუ­ლი პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 2007-2009 წლებ­ში იყო ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, ხო­ლო 2009-2012 წლებ­ში დე­კა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი.
ელე­ნე ხა­რა­ბა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ ბუ­ღალ­ტერ­თა და აუ­დი­ტორ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­თან არ­სე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის საბ­ჭოს კო­ლე­გი­ი­სა და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კო­მი­სი­ის წევ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ტ­რო­ლის პა­ლა­ტის მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტი, აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მა „ელ­კო-აუ­დი­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. იგი არის უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აუ­დი­ტო­რი. 
ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია პრო­ფე­სორ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებ­ში. იგი აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ და სატ­რე­ნე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, ნა­ყო­ფი­ერ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. მას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 100-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის 2 მო­ნოგ­რა­ფია, 3 სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო და 11 სა­ლექ­ციო კურ­სი. ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭი­თაც არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, უყ­ვარს პო­ე­ზია და თა­ვა­დაც წერს ლექ­სებს, ხა­ტავს და ულა­მა­ზეს სამ­კა­უ­ლებს აწ­ყობს. 
დღეს პრო­ფე­სო­რი ელე­ნე ხა­რა­ბა­ძე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­მეც­ნი­ე­რო და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბებ­საც გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და ღირ­სე­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბით არის ნა­საზ­რ­დო­ე­ბი.

 

ინტერვიუ

– ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ყვე­ლა­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ... რო­გო­რი ბავ­შ­ვო­ბა გა­მო­ი­ა­რეთ და იყო თუ არა ის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გან­მ­საზ­ღ­ვ­რე­ლი?
– სამ­ტ­რე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიდ ჯი­ხა­იშ­ში და­ვი­ბა­დე 1943 წელს, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. სკო­ლაც იქ­ვე და­ვამ­თავ­რე და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად მას­წავ­ლებ­ლო­ბა ავირ­ჩიე – ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია ხომ უნ­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა! ჩემ­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და – რო­მელ სპე­ცი­ა­ლო­ბას ავირ­ჩევ­დი, რად­გან ყვე­ლა სა­განს ერ­თ­ნა­ი­რი სიძ­ლი­ე­რით ვსწავ­ლობ­დი. დე­დას უნ­დო­და ექი­მი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. მე კი ექი­მო­ბა არ მინ­დო­და და დე­დის არ­ჩე­ვანს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ბო­ლოს მა­მამ გა­და­მიწ­ყ­ვი­ტა ეს სა­კით­ხი – ად­გა და ჩე­მი სა­ბუ­თე­ბი შვი­დი კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დი­დი ჯი­ხა­ი­შის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუმ­ში გა­და­ი­ტა­ნა ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. სას­წავ­ლებ­ლის წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სა­მუ­შაო სტა­ჟის გა­რე­შე მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ასე გავ­ხ­დი თსუ-ის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. 
– მო­დით იმ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ, რაც თქვე­ნი სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში სტუ­დენ­ტ­სა და ლექ­ტო­რე­ბის შო­რის არ­სე­ბობ­და.
– ყვე­ლა ეპო­ქას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ნიშ­ნე­ბი აქვს... ის სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვი­ა­რე, რა­ტომ­ღაც დღეს ყვე­ლას უნ­და გან­ქი­ქე­ბის საგ­ნად აქ­ცი­ოს. ეს არას­წო­რია... ულა­მა­ზე­სი სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. მა­შინ სულ სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო უფ­როს­სა და უმ­ც­როს შო­რის, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხა­ლა­სი და წმინ­და იყო, გუ­ლი მწყდე­ბა რომ დღე­ვან­დელ ახალ­გაზ­რ­დებს ისე­თი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­თან არ აკავ­ში­რებთ, რო­გორც ჩვენ, უფ­როს თა­ო­ბას გვქონ­და. 
მთე­ლი ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის მან­ძილ­ზე არ მახ­სოვს, არ­და­დე­გებ­ზე ისე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა თა­ნა­კურ­სელს რომ არ ჰქო­ნო­და გა­მოც­დე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. თუ ერთს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნი ვეხ­მა­რე­ბო­დით, ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ვზრუ­ნავ­დით. სა­გა­მოც­დო სე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში დი­ლი­დან­ვე, ცა­რი­ელ აუ­დი­ტო­რი­ებ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ერ­თ­მა­ნეთს ვას­წავ­ლი­დით, ვამ­ხ­ნე­ვებ­დით, ვეხ­მა­რე­ბო­დით. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შემ­დ­გომ­ში ძა­ლი­ან თბილ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აყა­ლი­ბებ­და. ჩვენ გვქონ­და სა­ოც­რად ხა­ლა­სი, ლა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყო­ველ­გ­ვა­რი წყე­ნის, დამ­ცი­რე­ბის და შე­უ­რაც­ხ­ყო­ფის გა­რე­შე. არას­დ­როს გა­მოგ­ვირ­ჩე­ვია ერ­თ­მა­ნე­თი, ყვე­ლას­თან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ახ­ლა კომ­კავ­შირს ვა­ქი­ლი­კებთ, მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისიც ბევრ რა­მეს გვას­წავ­ლი­და ახალ­გაზ­რ­დებს – ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას, გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას, კონ­სო­ლი­და­ცი­ას. მაგ­რამ არ­სე­ბობ­და „რკი­ნის ფარ­და“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბი. დღე­ვან­დელ სტუ­დენ­ტებს ბევ­რად მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, კარ­გად იცი­ან უც­ხო ენე­ბი, გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტს გა­ეც­ნონ, ე.ი. ცოდ­ნის შე­ძე­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ და კარ­გა­დაც იყე­ნე­ბენ ამას. მჯე­რა, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტა­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.
– რო­დის გა­დაწ­ყ­ვი­ტეთ საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ?
– ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი. მე­სა­მე კურ­სი­დან ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა ორად გა­ი­ყო – ვაჭ­რო­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის ბუ­ღალ­ტ­რულ აღ­რიც­ხ­ვად. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ვაჭ­რო­ბის ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვა ავირ­ჩი­ეთ. პირ­ვე­ლი­ვე ლექ­ცი­ა­ზე პრო­ფე­სო­რი ფარ­ნა­ოზ მენ­თე­შაშ­ვი­ლი შე­მობ­რ­ძან­და და გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლის გა­მო­კით­ხ­ვა და­იწ­ყო. მახ­სოვს, თით­ქ­მის ყვე­ლა კით­ხ­ვას ვპა­სუ­ხობ­დი. ლექ­ცია დამ­თავ­რ­და და შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­რეთ გა­მო­ვე­დი. შემ­თ­ხ­ვე­ვით მა­შინ­დე­ლი ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის კა­თედ­რის გამ­გე ლე­ვან მა­მი­საშ­ვი­ლი შემ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც დი­დი ჯი­ხა­ი­შის ტექ­ნი­კუმ­შიც მას­წავ­ლი­და. სა­შინ­ლად დამ­ტუქ­სა, რო­ცა ვუთ­ხა­რი – ვაჭ­რო­ბის ბუ­ღალ­ტ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა ავირ­ჩიე-მეთ­ქი. ვინ მოგ­ცა უფ­ლე­ბა, ეგ არ­ჩე­ვა­ნი გა­გე­კე­თე­ბი­ნაო! რო­გორ შევ­ბე­დავ­დი პა­სუ­ხი მე­კად­რე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მე­ო­რე 45 წუ­თი მრეწ­ვე­ლო­ბის ბუ­ღალ­ტე­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­ნაც­ვ­ლე... რო­ცა ბა­ტონ­მა ფარ­ნა­ოზ­მა ჩე­მი სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის ამ­ბა­ვი შე­იტ­ყო, იმ წუ­თი­დან ლექ­ცი­ა­ზე აღარ შე­სუ­ლა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ვაჭ­რო­ბის ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის ჯგუ­ფი მრეწ­ვე­ლე­ბის­თ­ვის შე­ე­ერ­თე­ბი­ნა. ბუ­ღალ­ტ­რულ აღ­რიც­ხ­ვას მას­წავ­ლი­და ბა­ტო­ნი ლე­ვან მა­მი­საშ­ვი­ლი, ღრმად გან­ს­წავ­ლუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ყო­ველ­გ­ვარ ქარ­თულ­ზე. იგი სპე­ცი­ა­ლო­ბას­თან ერ­თად, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­საც გვი­ნერ­გავ­და.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ფა­კულ­ტე­ტო კო­მი­სი­ამ სა­მუ­შა­ოდ ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში გა­მა­ნა­წი­ლა. მა­შინ ასე იყო მი­ღე­ბუ­ლი... ამას მოჰ­ყ­ვა ძა­ლი­ან მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი პე­რი­ო­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. მაგ­რამ, ერთ დღეს, თსუ-ის V კორ­პუს­თან შემ­თ­ხ­ვე­ვით შევ­ხ­ვ­დი ბა­ტონ ფარ­ნა­ოზ მენ­თე­შაშ­ვილს, რო­მელ­მაც მკით­ხა, ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა არ გინ­დაო? ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე... შემ­დეგ უკ­ვე მიბ­რ­ძა­ნა – ხვალ, დი­ლის 10 სა­ათ­ზე კა­თედ­რა­ზე გე­ლო­დე­ბი! ასე­თი პა­ტივ­სა­ცე­მი და ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პრო­ფე­სო­რის ნათ­ქ­ვამს უყუ­რად­ღე­ბოდ რო­გორ დავ­ტო­ვებ­დი. ასე და­ვიწ­ყე მუ­შა­ო­ბა თსუ-ში მეც­ნი­ერ მუ­შა­კად. ორ კვი­რა­ში ბა­ტონ­მა ფარ­ნა­ოზ­მა ისევ მიბ­რ­ძა­ნა – ას­პი­რან­ტუ­რა­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რეო! პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის წა­სა­კით­ხა­დაც ბა­ტონ­მა ფარ­ნა­ოზ­მა შე­მიშ­ვა აუ­დი­ტო­რი­ა­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­თან, ბა­ტონ გი­ვი ჭა­ნუყ­ვა­ძეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, რო­მელ­მაც მარ­თ­ლაც შვი­ლი­ვით გამ­ზარ­და. მა­ლე ასის­ტენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მა­ფორ­მეს. ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი ლექ­ტო­რის ამ­პ­ლუ­ა­ში. 
ბა­ტო­ნი ფარ­ნა­ოზ მენ­თე­შაშ­ვი­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გზის გამ­კ­ვა­ლა­ვი და დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ლექ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ 45 წუ­თი მქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. ფარ­ნა­ო­ზის კე­თი­ლი „ამო­ჩე­მე­ბა“ მარ­ტო მე არ ვყო­ფილ­ვარ. თუ­კი ვინ­მე გო­ნე­ბა­გახ­ს­ნილ და ნი­ჭი­ერ სტუ­დენტს აღ­მო­ა­ჩენ­და, ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, ყვე­ლა­ზე ზრუ­ნავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ობო­ლი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. არას­დ­როს და­მა­ვიწ­ყ­დე­ბა, ასე­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის, სა­ოც­რად ერუ­დი­რე­ბუ­ლი, მკაც­რი, შე­უ­ვა­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი პრო­ფე­სო­რის გი­ვი ჭა­ნუყ­ვა­ძის თა­ნად­გო­მა, რო­მელ­საც სწავ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი ჰქონ­და – გე­ბა­ა­სე­ბო­და რო­გორც თა­ნა­ტოლს და ასე შე­პა­რუ­ლად გას­წავ­ლი­და სა­კით­ხებს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და. ასე­თე­ბი იყ­ვ­ნენ მა­შინ­დე­ლი ლექ­ტო­რე­ბი და კო­რი­ფე­ე­ბი – სტუ­დენ­ტებ­ზე ზრუნ­ვა, ხელ­შეწ­ყო­ბა, თა­ნად­გო­მა და გზა­ზე და­ყე­ნე­ბა იყო მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი.

 


– სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის ის­ტო­რია გაქვთ, თქვე­ნი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი­დან რო­მელს გა­მოჰ­ყოფ­დით?
– გა­მი­ჭირ­დე­ბა ასე გა­მორ­ჩე­ვა, მაგ­რამ, ალ­ბათ, პირ­ველ ნაშ­რომს და­ვა­სა­ხე­ლებ – „ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის თე­ო­რი­ას“ და იცით რა­ტომ? ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბით სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში უკ­ვე არ­სე­ბობ­და და მი­სი ავ­ტო­რი ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლე­ვან მა­მი­საშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც 14 წლი­დან მას­წავ­ლი­და. რო­გორ გავ­ბე­დავ­დი მე­კად­რე­ბი­ნა ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რომ წიგ­ნი სა­ხე­ლად „ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვის თე­ო­რია“ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­სუ­ლი­ყო. ეს უკ­ვე რუ­ბი­კო­ნი იყო! იმი­ტომ კი არა, რომ ვერ დავ­წერ­დი, არა­მედ იმი­ტომ, რომ ლე­ვან მა­მი­საშ­ვი­ლის შემ­დეგ უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბა, სი­ფა­ქი­ზე და ში­ში მა­მოძ­რა­ვებ­და. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის წი­ნა­და­დე­ბე­ბი და პო­ზაც კი მახ­სოვს, რო­გორ მი­კით­ხავ­და ლექ­ცი­ას, მას­წავ­ლი­და ამა თუ იმ სა­კითხს. ჩე­მი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო ბა­კა­ლავ­რე­ბი­სათ­ვის, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ბეჭ­და. უფ­რო ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რია „ფი­ნან­სუ­რი აღ­რიც­ხ­ვა“. სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ­დი, აგ­რეთ­ვე, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღვი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის სა­წარ­მოო ფონ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მა­თი ეფექ­ტუ­რო­ბის ამაღ­ლე­ბის რე­ზერ­ვე­ბი", სა­დაც „სამ­ტ­რეს­ტის“ 38 სა­წარ­მოს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე იყო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ტა­ნი­ლი. 
– აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხში­რად პრეს­ტი­ჟუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტს ირ­ჩე­ვენ, რად­გან ჰგო­ნი­ათ, რომ თსუ-ში ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით ას­წავ­ლი­ან. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლია...
– რო­დე­საც ახალ­გაზ­რ­დებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მათ არ­ჩე­ვანს მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. არ არის მარ­თა­ლი, რომ ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ან სწავ­ლე­ბის დო­ნეა და­ბა­ლი ან სხვა რამ. თქვენ ამა­ში დარ­წ­მუნ­დე­ბით სულ მა­ლე, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. რა­ტომ უნ­და იყოს სწავ­ლე­ბის დო­ნე და­ბა­ლი, მა­შინ, რო­ცა უახ­ლე­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სატ­ყ­ვი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რით ვას­წავ­ლით? თსუ-ის ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი აღ­რიც­ხ­ვი­სა და აუ­დი­ტის კა­თედ­რა, რო­მელ­საც მე ვხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლობ, კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უძ­ლებს და გა­ი­მარ­ჯ­ვებს – გვაქვს უახ­ლე­სი რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე უც­ხო­უ­რი სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, კე­თილ­მოწ­ყო­ბი­ლი სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია უახ­ლე­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მით „ბა­ლან­სი“, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია BDO-ის სა­ჩუ­ქა­რია ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა კად­რებს, ისი­ნი უმ­კაც­რე­სი კონ­კურ­სე­ბის გზით შე­ირ­ჩა და მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. თუმ­ცა კონ­კურ­სე­ბის შე­სა­ხებ ვიტ­ყ­ვი, რომ პრო­ფე­სო­რი დღე­ნი­ა­დაგ კონ­კურ­ს­ზე კი არ უნ­და ფიქ­რობ­დეს, არა­მედ იმა­ზე, თუ რა სი­ახ­ლე მი­ა­წო­დოს სტუ­დენტს. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ახა­ლი სიტ­ყ­ვაა ღი­რე­ბუ­ლი! ამი­ტომ რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­დევ­ნე­ბა არ მი­მაჩ­ნია გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ხა­რის­ხი. 
მომ­წონს აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის აფე­ლი­რე­ბის წე­სი. სხვა კონ­კუ­რენ­ტ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ უნ­და ია­მა­ყოს იმით, რომ ელე­ნე ხა­რა­ბა­ძე მი­სი პრო­ფე­სო­რია. მე თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ვარ და ასე­თად უნ­და დავ­რ­ჩე. 
თუ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ვფიქ­რობთ, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა უნ­და მო­წეს­რიგ­დეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სას­წავ­ლო აუ­დი­ტო­რი­ე­ბი სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კით აღი­ჭურ­ვოს, სტუ­დენტს უნ­და უხა­რო­დეს „მაღ­ლივ­ში“ მოს­ვ­ლა.
– თქვენ რო­გორ ხე­დავთ მთავ­რო­ბის როლს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში?
– მთავ­რო­ბის რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნ­და იყოს. არ­ცერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი თუ ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­დან ისეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტად არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, რო­გო­რიც დღეს არის. ამა­ში დი­დი წი­ლი მთავ­რო­ბებს მი­უძ­ღ­ვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა უნ­და იყოს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი, ფი­ნან­სუ­რი, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა, მეც­ნი­ე­რე­ბი, სტუ­დენ­ტი-ახალ­გაზ­რ­დო­ბა დღე­ნი­ა­დაგ უნ­და გრძნობ­დეს მთავ­რო­ბის ყუ­რად­ღე­ბას, ამა­ში რას ვგუ­ლის­ხ­მობ? შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ობ­დეს ეკო­ნო­მი­კურ კა­ნო­ნებ­ზე, მთავ­რო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა, სტუ­დენ­ტი-ახალ­გაზ­რ­დო­ბა არ იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი და ჩაბ­მულ­ნი ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არ ხდე­ბო­დეს შეხ­ვედ­რე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი, აზ­რ­თა გა­ზი­ა­რე­ბა, ვფიქ­რობ, ეს ური­გო არ იქ­ნე­ბო­და. ერ­თია კი­დევ, რო­დე­საც სტუ­დენ­ტი ხე­დავს თა­ვი­სი პრო­ფე­სო­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო მა­ღა­ლი რან­გის მო­ხე­ლის ღია, საქ­მი­ან და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ეს მის­თ­ვის დი­დი სტი­მუ­ლია. მი­მაჩ­ნია ასე­ვე, რომ რო­გორ­მე უნ­და მო­ხერ­ხ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ბიზ­ნე­სის კავ­ში­რურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბის დამ­საქ­მებ­ლე­ბი თვი­თონ უნ­და და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ სა­კუ­თა­რი კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნით. მა­თი დი­დი ნა­წი­ლი კი ზღუ­დავს სტუ­დენტს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით და ხელს არ უწ­ყობს ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ში. ევ­რო­პის­კენ მი­ვის­წ­რაფ­ვით, მაგ­რამ არ ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­აღ­წი­ეს ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­მა გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებს – ისევ და ისევ სწავ­ლის, ცოდ­ნის, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბით.