უნივერსიტეტს ულოცავენ

12 თებ 2018

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვუ­ლო­ცავთ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს. 
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დ­გე­ნა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა თით­ქ­მის ერთ პე­რი­ოდ­ში მოხ­და. ეს მოვ­ლე­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღე­ბია, რაც, რა თქმა უნ­და, არ იყო შემ­თ­ხ­ვე­ვი­თი. 
მაგ­რამ ამ ფაქ­ტე­ბით მოგ­ვ­რი­ლი სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლი დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან მა­ლე­ვე ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მი მძი­მედ და­აწ­ვა ქვე­ყა­ნა­საც და ეკ­ლე­სი­ა­საც. 
ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ას­რუ­ლა. იგი იქ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვა­თა გა­მორ­ჩე­ულ ცენ­ტ­რად, ასე­ვე ცოდ­ნის, სუ­ლი­ე­რე­ბის, ზნე­ო­ბის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მად მთე­ლი ერის­თ­ვის. 
ეს იყო ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც, დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ღვი­ო­და და ვი­თარ­დე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, აზ­როვ­ნე­ბის ის წე­სი, რა­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლო ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ა­ტა­რა დრო­ის ქარ­ცეც­ხ­ლ­ში. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, გუმ­ბათ­ქ­ვეშ, ტა­ძა­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და; მარ­თა­ლია, შემ­დეგ იგი ბიბ­ლი­ო­თე­კად გა­და­კეთ­და, მაგ­რამ მი­სი მად­ლი დღემ­დე მოყ­ვე­ბა ამ კედ­ლებს. ამი­ტო­მაც, ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის მძვინ­ვა­რე­ბის ჟამ­საც, პე­და­გოგ­თა შო­რის ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ ისეთ­ნი, რო­მელ­ნიც ღვთის რწმე­ნას, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, უნერ­გავ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს. 
შემ­დეგ კი ამი­სა იყო ის, რომ დრო­ის უკუღ­მარ­თო­ბით ფეხ­მო­კი­დე­ბულ კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში ამ წი­ა­ღი­დან ხდე­ბო­და, რა­საც დე­და­ეკ­ლე­სია ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში ედ­გა. 
წარ­სულს რომ თვალს ვავ­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ, რომ ეს იყო სა­ერ­თო თავ­და­დე­ბი­სა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის 100 წე­ლი. აქ მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არც დღეს არის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღე ამ სივ­რ­ცე­ში აღ­ზ­რ­დილ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე კვლა­ვაც დი­დად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს კი­დევ ერ­თ­ხელ გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავთ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, რექ­ტო­რატს, ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელს, სტუ­დენ­ტებ­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს.

თქვენ ხართ დღე­ვან­დე­ლი დღე სა­ხე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა, თქვენ ხართ დი­დი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, კონ­ს­ტან­ტი­ნე აფ­ხა­ზის, გრი­გოლ გვე­ლე­სი­ა­ნის, წმ. ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის, გრი­გოლ წე­რეთ­ლის, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას, სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის, აკა­კი შა­ნი­ძის, ან­დ­რია რაზ­მა­ძის, იო­სებ ყიფ­ში­ძის, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას და სხვა სა­ხე­ლო­ვან და დი­დე­ბულ მეც­ნი­ერ­თა მემ­კ­ვიდ­რე­ნი და გზის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბელ­ნი. 
რა­ო­დენ დი­დია ეს მი­სია და რა­ო­დენ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო!
შევ­თ­ხოვთ ღმერთს, ჩვენ ყვე­ლას მოგ­ვ­მად­ლოს გუ­ლი გო­ნი­ე­რი, რა­თა ღვთი­სა და ქვეყ­ნის სა­დი­დებ­ლად იყოს ცხოვ­რე­ბაც და საქ­მე­ნიც ჩვენ­ნი.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

 

ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტს 100 წლის იუ­ბი­ლეს, რო­მე­ლიც ცოდ­ნის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და თვალ­სა­ჩი­ნო კე­რა გახ­და.
100 წლის წინ, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, მის­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და პროგ­რე­სულ იდე­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი კე­რა შექ­მ­ნეს.
წელს, ისე­ვე რო­გორც ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს, პირ­ველ ქარ­თულ რეს­პუბ­ლი­კა­საც 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა.
რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა ღვაწ­ლ­ზე, გვახ­სოვს ის უდი­დე­სი ემო­ცი­უ­რი და პატ­რი­ო­ტუ­ლი წვლი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­მართ უნი­ვერ­სი­ტეტს მი­უძ­ღ­ვ­ნის.
სწო­რედ პირ­ველ­მა ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ას­რუ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მ­ნი­დან დღემ­დე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის გამ­კ­ლა­ვე­ბი­სა დაძ­ლე­ვის საქ­მე­ში, გა­აძ­ლი­ე­რა ის პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლახ­ლა, 70 წლის შემ­დეგ, ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს შექ­მ­ნით დაგ­ვირ­გ­ვინ­და.
კი­დევ ერ­თ­ხელ ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას – სტუ­დენ­ტო­ბას, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, ქარ­თ­ველ ერს, ვის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ნამე­დ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თა­ნა­შე­მოქ­მე­დია.

გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი

 

2018 წელი უმნიშვნელოვანესი საიუბილეო წელია ჩვენი ქვეყნისთვის – 100 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს იყო ორი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის.
ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და მათმა თანამოაზრეებმა მტკიცე საფუძველი ჩაყარეს საიმისოდ, რომ უნივერსიტეტი გამხდარიყო არა მარტო მთავარი საუნივერსიტეტო განათლების ცენტრი, არამედ შეესრულებინა ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და კულტურის კერის როლი საქართველოში.
დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სკოლა, რომლის კედლებს ბევრი სახელოვანი მეცნიერი და პედაგოგი ახსოვს და რომელმაც არაერთი საამაყო შვილი აღუზარდა ქვეყანას. სასიხარულოა, რომ ეს ტრადიციები დღესაც ღირსეულად გრძელდება და მას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს.
მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს, კვლავაც იქნება მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო და კულტურის კერა და კიდევ არაერთ საამაყო თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას.
ყველა უნივერსიტეტელს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს!

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს. ამ იუბილეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, რომლის უახლეს ისტორიაში უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ამ იუბილეს ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს და, განსაკუთრებით, სტუდენტებს, რომლებიც დღეს განათლებას ისტორიულ კედლებში იღებენ. ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი პირადად ჩემთვის, როგორც ,,უნივერსიტეტელისთვის” და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის.
თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არის და იქნება მომავალშიც. უნივერსიტეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს ეროვნული მომალის გარანტი. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში იდგნენ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის ტაძარი, აგრძელებს ასი წლის წინ დაწყებულ საქმეს და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მას ამ უდიდესი მისიის შესრულებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის!

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავჯმდომარე

 

 

 

მეცნიერება და განათლება – თავისთავად უდიდესი ფასეულობები, ამავდროულად, სხვა საზოგადო სიკეთეთა – თავისუფლების, კეთილდღეობის, განვითარების აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. ეს კარგად ესმოდათ ივანე ჯავახიშვილს, პეტრე მელიქიშვილს, კონსტანტინე აფხაზს, ექვთიმე თაყაიშვილს, დიმიტრი უზნაძეს, ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილებს, რომლებმაც უნივერსიტეტის დაარსება ცხოვრების უმთავრეს მიზნად დაისახეს. ამ მიზნის ხორცშესხმით უნივერსიტეტი იქცა მეცნიერების, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანეს კერად, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერ ბურჯად, რომელიც ერთნაირად ძვირფასია ყველა ქართველისათვის.

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, ყველაფერი ეროვნულის – ენის, კულტურის, ტრადიციების ხანგრძლივი დევნის შემდეგ, ავტოკეფალიის მოპოვებასთან ერთად, უნივერსიტეტის დაფუძნება იქცა გადამწყვეტ ნაბიჯად თავისუფლების გზაზე, რომელიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. ეს ისტორიული მოვლენები სამი დედაბოძია, რომელთაც ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლებისა და განვითარებისკენ სწრაფვა დაეფუძნა. 

დღესაც, უძველესი და თვითმყოფადი კულტურის მქონე საქართველოს უკეთეს მომავალზე ფიქრისას ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ხვალინდელი დღის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს.
წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს ვზეიმობთ. ჩვენთან ერთად საუკუნოვან იუბილეს, იუნესკო-ს ეგიდით, საერთაშორისო თანამეგობრობაც აღნიშნავს.
საზეიმო წუთებში, დამაარსებლებთან ერთად, მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედაუნივერსიტეტს მიუძღვნა.
მადლობას გიხდით პროფესორებსა და მეცნიერებს, ვინც დღეს გადასცემთ ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლებს – ახალგაზრდობას; სტუდენტებს, ვინც აუდიტორიებსა თუ ლაბორატორიებში, ბიბლიოთეკებსა თუ კვლევით ცენტრებში ცოდნის დაუფლებით არა მხოლოდ საკუთარ ღირსეულ ცხოვრებას, არამედ ახალ – განათლებულ და თავისუფალ ადამიანთა საქართველოს ქმნით. მადლობა ყველა თანამშრომელს, ვინც ამაყად და დაუღალავად ემსახურებით უნივერსიტეტის განვითარებას.
როგორც განათლების მინისტრი, გპირდებით თანადგომას თქვენს ძალისხმევაში, რადგან მჯერა, რომ იგი ახალი სამეცნიერო და შემოქმედებითი სიმაღლეების ათვისებისა და ქვეყნის განვითარების საწინდარია.
თქვენთან ერთად, მთელ ჩვენ საზოგადოებას ვულოცავ იუბილეს და შემდგომ წინსვლას ვუსურვებ პირველ ქართულ უნივერსიტეტს.

მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

 

უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს ვუ­ლო­ცავ არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლებს, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს!
უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა არ გახ­ლავთ ლო­კა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა, რა­საც ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი 100 წლო­ვა­ნი იუ­ბი­ლე იუ­ნეს­კოს ეგი­დით აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ეს არის ხაზ­გას­მა იმი­სა, რომ ჩვენს იუ­ბი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ვი­ზე­ი­მებთ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ ამ სა­ზე­ი­მო გან­წ­ყო­ბას და ამ კონ­ტაქ­ტებს, რა­თა გაღ­რ­მავ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან.
დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო თსუ-ის იუ­ბი­ლეს ღირ­სე­უ­ლად აღ­ნიშ­ვ­ნა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა­ში, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში – იგეგ­მე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, უკ­ვე გად­მოგ­ვე­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბე­ლი ლის­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა 5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ვერ­ც­ხ­ლის სა­კო­ლექ­ციო მო­ნე­ტა გა­მო­უშ­ვა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნი­ვერ­სი­ტეტს გად­მოს­ცა თბი­ლი­სის პა­თა­ნა­ტო­მი­ის ცენ­ტ­რი, სა­დაც ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი უტარ­დე­ბათ. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ასე­ვე, კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და თსუ-ის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ფოს­ტო მარ­კის ეს­კიზ­ზე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­და­იჭ­რე­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბის სა­კით­ხი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აც­ხა­და ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ეს პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწ­ყ­ვეტს სტუ­დენ­ტ­თათ­ვის სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლე­ბის პრობ­ლე­მას არა მხო­ლოდ თსუ-სთვის, არა­მედ სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვი­საც.
ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი დღე­საც ლი­დე­რია და რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია კვლე­ვე­ბის, იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რი­ან გა­მო­ცე­მებ­ში პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 2%-ში შე­დის.
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რომ­ლებს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა თა­ო­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს (ჩვენ ხომ 300 000-ზე მეტ­ნი ვართ) ვუ­ლო­ცავ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს!

გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი

 

გილოცავთ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს. განათლება თავისუფლებაა და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების პარალელურად შეიქმნა. უნივერსიტეტის შექმნის იდეა სწორედ თავისუფალ, ქვეყნის განვითარების მისიის მატარებელ ადამიანებს ეკუთვნით, რადგან შეუძლებელია თავისუფლება განათლების გარეშე და პირიქით. დღეს უკვე რთული და პერიპეტიებით აღსავსე ასწლეულის გავლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის არა მხოლოდ თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან, არამედ ეროვნული მიზნებისათვის ბრძოლასთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან და, რაც მთავარია, უკეთეს მომავალ თაობასთან ასოცირდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო არა მარტო სხვადასხვა დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტები აღეზარდა, არამედ ეროვნული ღირებულებები ჩაენერგა თითოეული სტუდენტისთვის. სწორედ ამ უდიდესი მისიის გამოა ის გამორჩეული სასწავლებელი.
მოხარული ვარ, რომ წლევანდელი საიუბილეო ღონისძიებები იუნესკოს ეგიდით იმართება და იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში, უნივერსიტეტის მმართველობის ძალისხმევით, პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი უმაღლეს სიმაღლეებს მიაღწევს და გამორჩეული გახდება არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ საიუბილეო წელს გისურვებთ!

კახა კალაძე, ქ. თბილისის მერი