რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი თსუ-ზე და რას ით­ხო­ვენ

10 ოქტ 2017

იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რამ­დე­ნად არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოვ­კით­ხეთ. არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­რეთ იმ სტუ­დენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მათ უფ­რო მე­ტად ის სი­ახ­ლე­ე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, რაც პი­რა­დად ეხე­ბათ – ცვლი­ლე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და სი­ახ­ლე­ე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით საქმიანობაში. სტუ­დენ­ტებ­მა, გა­მო­კით­ხ­ვი­სას, ასე­ვე, და­ა­სახ­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

ნა­თია დურ­გ­ლიშ­ვი­ლი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„სი­ახ­ლე­ებს, ძი­რი­თა­დად, თსუ-ის ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ვეც­ნო­ბი, უფ­რო მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გა­მარ­თ­ვის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს, ჩე­მი კურ­სე­ლე­ბის­გან გა­ვი­გე, რომ იგეგ­მე­ბა II კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა II კორ­პუ­სის ინ­ფ­რას­ტ­რუ­ტუ­რა გახ­ლ­დათ, ვი­ნა­ი­დან იქ ნამ­დ­ვი­ლად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა“.

თამ­თა ბე­როშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„თუ ფე­ის­ბუქ­ზე რო­მე­ლი­მე გვერ­დი „და­პოს­ტავს“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ რა­ი­მე სა­ხის სი­ახ­ლეს, ამ შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში ვეც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას. ხში­რად ვსარ­გებ­ლობ თსუ-ის ვებ-გვერ­დით. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კით­ხავ­დი ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ე.წ. მაღ­ლი­ვის კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც იგეგ­მე­ბა, რად­გან აქ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ნამ­დ­ვი­ლად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია, შე­ნო­ბა­ში ხში­რად გათ­ბო­ბაც არ გვაქვს“.

თი­ნა­თინ ბურ­კა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„სი­ახ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ, რად­გან თსუ-ის ვებ-გვერ­დ­ზე ხში­რად შევ­დი­ვარ, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი­და­ნაც ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ძი­რი­თა­დად, მა­ინ­ტე­რე­სებს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, ჩემს ფა­კულ­ტეტ­ზე საკ­მა­ოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი და ინ­ფორ­მა­ცი­აც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ასე­ვე, ვი­ცი, რომ ახა­ლი სა­სა­დი­ლო­ე­ბი გა­იხ­ს­ნა, რაც სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ისიც ვი­ცი, რომ იწ­ყე­ბა II კორ­პუ­სის რე­მონ­ტიც“.

ელე­ნე სე­თუ­რი­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„სი­ახ­ლე­ებს თსუ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი­დან ან ფე­ის­ბუქ-გვერ­დი­დან ვი­ღებ, ასე­ვე „ესე­მეს“-ების სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­დი­ლო­ე­ბის გახ­ს­ნის, II კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბის შე­სა­ხებ. ამის თა­ო­ბა­ზე, ძი­რი­თა­დად, სხვა­დას­ხ­ვა სტუ­დენ­ტურ ჯგუ­ფებ­ში ვკით­ხუ­ლობ.
პრობ­ლე­მე­ბი­დან ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო მა­სა­ლა, ჩვენ ჯერ კი­დევ 1997 წლი­სა და 2005 წლის წიგ­ნე­ბი­თა და მო­ნა­ცე­მე­ბით ვსწავ­ლობთ. არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რაც ჩვე­ნი ცოდ­ნის დო­ნეს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებ­და. ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს“.

ნი­ნო ჟვა­ნია, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს ვი­ყე­ნებ. ვგუ­ლის­ხ­მობ რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელს, ასე­ვე თსუ-ის ვებ-გვერდს, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის გვერდს... ხში­რად ვეც­ნო­ბი გა­ზეთს „თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტს“, რო­მე­ლიც ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, ძირითადად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ ეს ჩემ­თ­ვის დი­დი პრობ­ლე­მა არ არის. მირ­ჩევ­ნია უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დონ და დაწ­ვ­რი­ლე­ბით გვაც­ნო­ბონ – თუ რა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბით შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლონ მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა“.

შო­თა მა­ხა­თა­ძე, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი:
„მეტ-ნაკ­ლე­ბად სი­ახ­ლე­ებ­ზე საქ­მის კურ­ს­ში ვარ – სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლექ­ტო­რე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს. ვი­ცი, რომ ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ბევ­რი სა­გა­ნი გა­ი­ყო და ახ­ლა ორ სე­მეს­ტ­რად ის­წავ­ლე­ბა, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი. ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ იმ სი­ახ­ლე­ებს ვეც­ნო­ბი, რაც პი­რა­დად მე­ხე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ახა­ლი სა­სა­დი­ლო­ე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის შერ­ჩე­ვის ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ხებ არ მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, II კორ­პუსს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­მონ­ტი ესა­ჭი­რო­ე­ბა და მი­ხა­რია, რომ შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მა­ლე და­იწ­ყე­ბა. ასე­ვე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ ჩვენ­თან ზო­გი­ერ­თი სა­გა­ნი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ლით გან­მე­ო­რე­ბით ის­წავ­ლე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა უფ­რო მე­ტად და­იხ­ვე­წოს“.