ახა­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ში

10 ოქტ 2017

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი წელს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­თი ის­წავ­ლი­ან. წიგ­ნი იმი­თაც არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მას­ში თავ­მოყ­რი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქე­ო­ლო­გი­ის მიღ­წე­ვე­ბი მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით. სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თარ­გ­მ­ნის შე­სა­ხებ გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბა თსუ-ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბამ ორი წლის წინ მი­ი­ღო. 
„სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ში დღემ­დე არ გვქონ­და გან­მა­ზო­გა­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქე­ო­ლო­გი­ის მიღ­წე­ვე­ბი, თუმ­ცა, არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს, რომ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის დღე­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ოთარ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის შექ­მ­ნილ ნაშ­რომს: „ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სა­თა­ვე­ებ­თან“, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 2002 წელს გა­მოს­ცა. ამ წიგ­ნ­მა უდა­ვოდ ახა­ლი ეტა­პი შექ­მ­ნა ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ა­ში და რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა კი­დევ მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წლის მან­ძილ­ზე არ დად­გე­ბა მი­სი იშ­ვი­ა­თი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო. ეს არის ეტა­ლო­ნუ­რი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთ­ხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პულ ენებ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ში დღეს მრა­ვა­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოა, მაგ­რამ ჩვე­ნი მ­თა­ვა­რი პრინ­ცი­პი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს შერ­ჩე­ვი­სას იყო ის, რომ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, რა­თა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ნამე­დ­რო­ვე კვლე­ვის სტან­დარ­ტებს და­ე­უფ­ლონ“, – ამ­ბობს ახა­ლი წიგ­ნის – „არ­ქე­ო­ლო­გია“ – ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი. 
გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: კო­ლინ რენ­ფ­რიუ და პოლ ბა­მი არი­ან. მთარ­გ­მ­ნე­ლი კი გახ­ლავთ რუ­სუ­დან კა­ჭა­რა­ვა. ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ებს შო­რის ეს ახა­ლი წიგ­ნი მი­სი გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა. 
„იმ მრა­ვალ სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პულ ენა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა გა­მო­ცე­მუ­ლი, არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მა­ზე შე­ვა­ჩე­რე რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო: რო­გორც თვით ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ეს ახა­ლი გა­მო­ცე­მა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დი­სა და თე­ო­რი­ის ყვე­ლა­ზე ამომ­წუ­რა­ვი შე­სა­ვა­ლი კურ­სია ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ­თა შო­რის. პე­და­გო­გებ­სა და სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ამ წიგ­ნით იხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლონ მე­თო­დი­სა და თე­ო­რი­ის შე­სა­ვა­ლი კურ­სის მომ­ზა­დე­ბი­სას, ასე­ვე, სა­ვე­ლე მე­თო­დე­ბის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ბევ­რი სხვა კურ­სის შე­სას­წავ­ლად. ეს წიგ­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის იმის შე­სა­ხებ – რა ვი­ცით, თუ რო­გორ ვი­ცით და რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ანუ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტერ­მი­ნე­ბით თუ გან­ვ­საზ­ღ­ვ­რავთ, ეს არის არ­ქე­ო­ლო­გი­ის ეპის­ტე­მო­ლო­გია“. 
ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის თქმით, წიგ­ნ­ში ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლა­დაა მო­ცე­მუ­ლი იმ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა და მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი­ა­ში და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქარ­თ­ვე­ლი მკით­ხ­ვე­ლი უკი­დუ­რე­სად მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. „სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი ღირ­სე­ბა ისიც არის, რომ ყვე­ლა თა­ვის შემ­დეგ ყვე­ლა სა­კით­ხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია სა­კით­ხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა. აქ­ვე ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ეს არა მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ცაა ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­ნა­ხუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის გა­მო, რაც მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ერ­თი-ორად ზრდის“.
მეც­ნი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის ამ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოს მე-6 გა­მო­ცე­მა. „ვფიქ­რობ, ამ გა­მო­ცე­მის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ფა­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია – სულ მა­ლე დარ­წ­მუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში, თუ რამ­დე­ნად და­დე­ბით როლს ითა­მა­შებს ეს წიგ­ნი არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის, არა­მედ მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. არ შე­იძ­ლე­ბა აქ­ვე არ აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ეს პუბ­ლი­კა­ცია ასე­ვე უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სიძ­ვე­ლე­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თა რიც­ხ­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­მა­ოდ დი­დია. ნაშ­რო­მი მის­ცემთ მათ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­ნი შე­ა­და­რონ და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­რო­ვან კულ­ტუ­რულ ნაშ­თებს და ჩვე­ნი ძირ­ძ­ვე­ლი და მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ობი­ექ­ტუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბი გა­ა­კე­თონ“.
ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლის თქმით, თარ­გ­მა­ნის პრო­ცეს­ში მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლე წარ­მო­იშ­ვა, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა ტერ­მი­ნის გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­ვე­ლად ხდე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ფი­კა შე­საძ­ლებ­ლო­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბო­და ტექ­ნი­კურ ტერ­მი­ნებ­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ტო­პო­ნი­მებ­სა თუ ონო­მას­ტი­კურ მა­სა­ლას (მა­გა­ლი­თად, მე­ზო­ა­მე­რი­კუ­ლი, აფ­რი­კუ­ლი). 
რო­გორც აღი­ნიშ­ნა, წიგ­ნ­ში შე­სუ­ლია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთ­ხი­დან. „არ­ქე­ო­ლო­გია მი­სი რო­გორც სა­ვე­ლე, ისე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტ­ყ­ვე­ლო მე­თო­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დარ­გ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი მეც­ნი­ე­რე­ბაა. ამ წიგ­ნ­ში კარ­გად ჩანს, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცია არის მი­სი ტექ­ნი­კურ დარ­გებ­თან და­ახ­ლო­ე­ბა, თუმ­ცა, იმა­საც აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ თვით ავ­ტო­რე­ბი უყოყ­მა­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ არ­ქე­ო­ლო­გი­ას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გად. მინ­და დი­დი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლას მი­მართ, ვინც დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია და ვი­სი წყა­ლო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ესო­დენ სა­ჭი­რო წიგ­ნის გა­მო­ცე­მა – პირ­ველ რიგ­ში, ცხა­დია, ეს გახ­ლავთ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რა­ტი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია; აგ­რეთ­ვე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა Tha­mes&Hud­son (თარ­გ­მა­ნის იდე­ის მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის) და ცხა­დია, თვით ავ­ტო­რე­ბი მათ მი­ერ გა­წე­უ­ლი უმა­გა­ლი­თო მას­შ­ტა­ბის შრო­მი­სათ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ასე­თი მო­ცუ­ლო­ბის წიგ­ნი დაზ­ღ­ვე­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბა ხარ­ვე­ზე­ბი­სა­გან და მინ­და, იმე­დი ვი­ქო­ნიო, რომ მკით­ხ­ვე­ლი სულ­გ­რ­ძე­ლად მო­ეპ­ყ­რო­ბა შე­საძ­ლო შეც­დო­მებს და გვამ­ც­ნობს მათ შე­სა­ხებ, რა­თა ისი­ნი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნას შემ­დ­გო­მი გა­მო­ცე­მე­ბის დროს“, – ა­ცხა­დებს ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი.