სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით 3362-მა სტუ­დენ­ტ­მა ისარ­გებ­ლა

10 ოქტ 2017

„სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის დი­დი შე­ღა­ვა­თია, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას ერ­თ­დ­რო­უ­ლად არ გთხოვს და შეგ­ვიძ­ლია თან­ხა ნა­წილ-ნა­წილ გა­და­ვი­ხა­დოთ. ამ სე­მეს­ტ­რის სა­ფა­სუ­რი სამ ნა­წი­ლად გა­და­მი­ნა­წი­ლეს. რო­დე­საც თან­ხის მე­სა­მე­დი ჩავ­რიც­ხე, ბა­ზა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­იხ­ს­ნა და გა­ვი­ა­რე რე­გის­ტ­რა­ცია“, – აც­ხა­დებს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი სო­ფიო ქავ­თა­რა­ძე. სო­ფი­ოს მსგავ­სად სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტს 4000-მდე სტუ­დენ­ტ­მა მი­მარ­თა და მათ შო­რის ვი­სი გან­ც­ხა­დე­ბაც და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი დარ­ჩა (ასე­თი კი მხო­ლოდ 200-მდე სტუ­დენ­ტი გახ­ლ­დათ), მათ და­ეგ­ზავ­ნათ შეტ­ყო­ბი­ნე­ბა – უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში სა­კით­ხის გა­დაჭ­რას სთა­ვა­ზობ­და.

სტუდენტთა რე­გის­ტ­რა­ცი­ამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ცალკეული ხარვეზები მაინც დაფიქსირდა

პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­მე­ლიც თსუ-ის სტუ­დენ­ტ­თა ნა­წილ­მა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას გა­ახ­მო­ვა­ნა, უკავ­შირ­დე­ბო­და მათ ნაკ­ლებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­დახ­დის კი­დევ უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქ­ვამ­და იმა­ზე, რომ მა­თი გან­ც­ხა­დე­ბე­ბი გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დი­სას შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ან არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, ან არ მი­უ­ღია ამის შე­სა­ხებ შეტ­ყო­ბი­ნე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბა არ გა­მო­რიც­ხავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ცალ­კე­უ­ლი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და ღი­ად აც­ხა­დებს, რომ, სტუ­დენ­ტ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ხარ­ვე­ზე­ბი და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ ამას არ ჰქო­ნია სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი. ზო­გა­დად კი, ინ­ფორ­მა­ცია – თუ რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტის გან­ც­ხა­დე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და, ჯერ კი­დევ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწ­ყის­ში, 18 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­ში. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლის ნუ­ნუ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­დან: „დღეისთვის არსებული მონაცემებით, საფასურის ეტაპობრივ გადახდასთან დაკავშირებით შემოსული განც-ხადებების 95%-ზე მეტი დაკმაყოფილებულია, ანუ ამოქმედებულია სტუდენტისთ-ვის შეღავათიანი გადახდის წესი. დარჩენილი განცხადებების განხილვა კი მიმდინა-რეობს ინდივიდუალურ რეჟიმში“ (გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, №8, 2017 წ. 18 სექ­ტემ­ბე­რი). ამ წი­ნა­პი­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კით­ხი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია და, ამ­დე­ნად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი აგ­რ­ძე­ლებს სტუ­დენ­ტ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბას ამ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ.
და­ვიწ­ყოთ იმით, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, მათ შო­რის, სტუ­დენ­ტ­თა ჯგუ­ფებ­თა­ნაც. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი ნუ­ნუ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა და რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი უძ­ღ­ვე­ბოდ­ნენ, სტუ­დენ­ტებს კი­დევ ერ­თ­ხელ გა­ნე­მარ­ტათ ის შე­ღა­ვა­თე­ბი, რო­მელ­საც თსუ მათ სთა­ვა­ზობ­და. შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის მსგავ­სად, ამ­ჯე­რა­დაც მი­ე­ცათ სტუ­დენ­ტებს, რო­მელ­თაც, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, არ შე­ეძ­ლოთ დად­გე­ნი­ლი წე­სით სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და. და­მა­ტე­ბი­თი შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა კი მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბის კე­თი­ლი ნე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წე­სე­ბუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სია.
„უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­მარ­თ­ვა და იმ გან­ც­ხა­დე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო თხოვ­ნა სწავ­ლის სა­ფა­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ღა­ვა­თის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და და­ე­წე­რა გან­ც­ხა­დე­ბა, მი­ე­თი­თე­ბი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის გა­მოც ით­ხოვ­და შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბას. გან­ც­ხა­დე­ბე­ბი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მის­მა დე­პარ­ტა­მენ­ტებ­მა გა­ნი­ხი­ლეს და სტუ­დენ­ტებს მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა – შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით გა­და­ე­ხა­დათ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი“, – გა­ნაც­ხა­და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელ­მა. მი­სი­ვე თქმით, სტუ­დენ­ტებს ასე­ვე იწ­ვევ­დ­ნენ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, რა­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში შე­თან­ხ­მე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ გა­დახ­დის ისეთ გრა­ფიკ­ზე, რო­მე­ლიც მათ­თ­ვი­საც და უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და.
სა­ერ­თოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია სწავ­ლის სე­მეს­ტ­რუ­ლი სა­ფა­სუ­რის 50 პრო­ცენ­ტი გა­და­ი­ხა­დოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სათ­ვის დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი კი – გა­მოც­დე­ბის დაწ­ყე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში. პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლის სე­მეს­ტ­რუ­ლი სა­ფა­სუ­რი – 1125 ლა­რი – უნ­და გა­და­ი­ხა­დონ სრუ­ლად, ხო­ლო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე სტუ­დენტს მომ­დევ­ნო სე­მეს­ტ­რ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვის შემ­დეგ. 
აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს, მათ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გრა­ფი­კი, ანუ მი­ე­ცათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პირ­ველ­სე­მეს­ტ­რე­ლებს, რომ­ლე­ბიც ელო­დე­ბი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო გრანტს და სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ვერ იხ­დიდ­ნენ სწავ­ლის სა­ფა­სურს, 100 ლა­რის შე­ნა­ტა­ნის შემ­თ­ხ­ვე­ვა­შიც კი გა­ეხ­ს­ნათ ბა­ზე­ბი და მათ გა­ი­ა­რეს აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცია. შე­ღა­ვა­თე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, შე­ე­ხოთ სტუ­დენ­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ან მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­დან.

შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო თან­ხამ 4 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე მი­აღ­წია

ზო­გა­დად, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კით­ხე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტის მი­ერ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და­ზე, ვი­ნა­ი­დან ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის ძი­რი­თად წყა­როს სტუ­დენ­ტის მი­ერ გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი წარ­მო­ად­გენს.
დღე­ი­სათ­ვის, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით 3362 სტუ­დენ­ტ­მა ისარ­გებ­ლა.
უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მოქ­მ­ნის. „უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია სტუ­დენ­ტ­თა მო­მარ­თ­ვებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო თან­ხამ მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს 4 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე მი­აღ­წია. შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თის, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, საკ­მა­ოდ რის­კი­ა­ნი გზაა, მაგ­რამ ჩვენ და­ვა­დე­ქით ამ გზას, რადგან სწო­რედ იმი­ტომ, რომ სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. ამ­დე­ნად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი გრა­ფი­კით დრო­უ­ლად და­ფა­რონ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რა­თა ჩვენც მოგ­ვე­ცეს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი, გაც­ვ­ლი­თი თუ სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და ა.შ. და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ნუ­ნუ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვამ. იგი იმე­დოვ­ნებს, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით მო­ხერ­ხ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა.

ბა­ზე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლას გა­ეხ­ს­ნა

ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას ზო­გი­ერთ სტუ­დენტს შე­ფერ­ხე­ბა ჰქონ­და ბა­ზე­ბის გახ­ს­ნი­სას. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ნა­ტო ჩუ­ბი­ნი­ძის გან­ც­ხა­დე­ბით, ბა­ზე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლას გა­ეხ­ს­ნა და ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. მი­სი გან­მარ­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, შეჰქ­მ­ნო­და სტუ­დენტს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან. „პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში, რო­გორც კი რე­გის­ტ­რა­ცია და­იწ­ყო, ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, 95%-ს გავ­ლი­ლი ჰქონ­და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცია, ხო­ლო ის 5% იყ­ვ­ნენ ის სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც თან­ხა არ ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი მი­თი­თე­ბულ ვა­დებ­ში; შე­სა­ბა­მი­სად, იგი ვერ გა­ივ­ლი­და აკა­დე­მი­ურ რე­გის­ტ­რა­ცი­ას, რად­გან აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბა არის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­ს გავ­ლა. ყვე­ლა სხვა შემ­თ­ხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვაც­ხა­დებ, არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა“, – გა­ნაც­ხა­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა. მან ასე­ვე არ გა­მო­რიც­ხა, რომ რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნეტს შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნა ზო­გი­ერ­თის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ, Iთ დე­პარ­ტა­მენ­ტი სტუ­დენ­ტებს დღემ­დე ურ­ჩევს ისარ­გებ­ლონ თსუ-ის რე­სურს-ცენ­ტ­რებ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით.
სტუ­დენ­ტე­ბის გან­ც­ხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა 9 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­და.