ტრა­დი­ცი­უ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ყო­ფის სიმ­დიდ­რი­სა

18 სექ 2017

გზა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა ეთ­ნოს­მა გა­მო­ი­ა­რა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ამ გზის ის­ტო­რია არ­ქი­ვებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში და თა­ვად ხალ­ხ­ში ინა­ხე­ბა და იმა­ლე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ -ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რეს თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი აქვს თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა თუ სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბით. თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი ამ სა­კით­ხე­ბის შეს­წავ­ლით ჯერ კი­დევ ას­პი­რან­ტო­ბის წლებ­ში და­ინ­ტე­რეს­და. სწო­რედ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კვლე­ვი­სა და მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ შე­იქ­მ­ნა მი­სი ახა­ლი ნაშ­რო­მი – „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბი“, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოდ გა­მო­ად­გე­ბათ სტუ­დენ­ტებს, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვი­საც და ამ სა­კით­ხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკით­ხ­ვე­ლის­თ­ვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ერ­მა წიგ­ნი ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის – თი­ნა­თინ ოჩი­ა­უ­რი­სა და ჯუ­ლი­ე­ტა რუ­ხა­ძის – ხსოვ­ნას მი­უძ­ღ­ვ­ნა, რომ­ლებ­მაც დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ მათ ავ­ტო­რი თა­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბად და წი­ნა­მორ­ბე­დე­ბად თვლის.

„ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში წარ­მო­იშ­ვა და ეთ­ნი­კუ­რი ის­ტო­რი­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გზაც იქ გა­ი­ა­რა. ქარ­თ­ველ­თა გან­სახ­ლე­ბის არე­ალ­ში სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხალ­ხუ­რი კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და. წიგ­ნ­ში გან­ხი­ლუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე, მათ შო­რის, ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც დღეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან მოქ­ცე­უ­ლე­ბი. წარ­მო­ჩე­ნი­ლია ამ მხა­რე­ე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ის სა­მე­ურ­ნეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი, რაც ერ­თ­მა­ნეთს შო­რის ჰქონ­დათ. ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის ეს კავ­ში­რე­ბი ერის კონ­სო­ლი­და­ცი­ას უწ­ყობ­და ხელს“, – აღ­ნიშ­ნავს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.
მეც­ნი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგ­ნ­ში ვრცლად და ცალ-ცალ­კეა გან­ხი­ლუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე. აღ­წე­რი­ლია მა­თი ის­ტო­რია, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ხალ­ხურ-რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, სა­ქორ­წი­ნო წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, სა­მე­ურ­ნეო ყო­ფა და სხვა... რო­გორც ეთ­ნო­ლო­გის­თ­ვის კი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნ­და, თუ რა სა­მე­ურ­ნეო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ ამ მხა­რე­ებს ერ­თ­მა­ნეთ­თან. ამის შე­სა­ხებ წიგ­ნ­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი. „სა­ქარ­თ­ვე­ლო ისეთ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­შია მოქ­ცე­უ­ლი, რომ ეს მხა­რე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებ­დ­ნენ: მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ლი და ჯა­ვა­ხე­თი ხორ­ბ­ლის უხ­ვი მო­სავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ხევ­სუ­რე­ბი, სა­დაც მეც­ხო­ვე­ლე­ო­ბა იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ზამ­თარ­ში გა­რე­სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ბარ­ში, სა­დაც გა­სა­ყი­დად ჩა­მოჰ­ქონ­დათ ღვე­დე­ბი და ცოც­ხე­ბი. რაჭ­ვე­ლე­ბი და იმერ­ლე­ბი სა­ვარ­ც­ხ­ლებს ყიდ­დ­ნენ, რომ­ლებ­საც რქე­ბის­გან ამ­ზა­დებ­დ­ნენ. თრი­ა­ლეთ­შიც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მოჰ­ყავ­დათ სა­ძოვ­რებ­ზე სა­ქო­ნე­ლი. ღვი­ნო მეს­ხებს გად­მოჰ­ქონ­დათ ბაღ­და­თის მხრი­დან. წიგ­ნ­ში ყვე­ლა მხა­რეა გან­ხი­ლუ­ლი, ლა­ზე­თის ჩათ­ვ­ლით. ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­წი­ლი თბი­ლი­სის ეთ­ნო­ლო­გი­ას ეთ­მო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს თა­ვის დრო­ზე დი­დი ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცია ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სწო­რედ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოდ, შექ­მ­ნა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა“, – ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი. 
რო­გორც რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი წიგ­ნის მი­მო­ხილ­ვი­სას აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას, შე­უძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლად გად­მო­ცე­მა იმ ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და ამ მხა­რე­ებ­ში. „ახა­ლი დრო­ის კვალ­დაკ­ვალ ბევ­რი ტრა­დი­ცია ნო­ვა­ცი­ით შე­იც­ვა­ლა, ამას­თან, ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ ცი­ცე­რო­ნის შე­გო­ნე­ბას – „არ და­არ­ღ­ვიო არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი“. ბევ­რი მათ­გა­ნი ტექ­ნი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ევო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, მო­მა­ვა­ლი რომ უკეთ გან­ვ­ჭ­ვ­რი­ტოთ და და­ვი­ნა­ხოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ი­წე­რა ეს წიგ­ნი, რა­თა გა­ვი­აზ­როთ ტრა­დი­ცი­უ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ყო­ფის სიმ­დიდ­რი­სა და, რაც მთა­ვა­რია, ის ეთ­ნო­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო. ამ ნაშ­რო­მის და­წე­რა ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბამ – თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეთ­ნო­ლო­გი­ას სა­თა­ნა­დო ყუ­რად­ღე­ბა ექ­ცე­ვა, თავ­და­პირ­ვე­ლად ეს წიგ­ნიც სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოდ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მო­ვე­დით, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და მდი­და­რი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­თი­თე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა და სხვა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მკით­ხ­ვე­ლი მიხ­ვ­დე­ბა, რომ ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი იზო­ლი­რე­ბუ­ლი და თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ღირ­სე­უ­ლი ნა­წი­ლი იყო“, – ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი. 
რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლის თქმით, წიგ­ნის და­წე­რის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ისიც იყო, რომ „გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი კულ­ტუ­რის თა­ვის­თა­ვა­დო­ბა, ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი, რომ ლო­კა­ლურ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს სა­ერ­თო კულ­ტუ­რა ედო სა­ფუძ­ვ­ლად, და ბო­ლოს, ბევრ ჩვენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ხში­რად წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რე­ებ­ზე, ამი­ტომ ეს წიგ­ნი და­ი­წე­რა არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ ყვე­ლა რი­გი­თი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის“, – ამ­ბობს როლანდ თოფჩიშვილი.