უნი­ვერ­სი­ტე­ტელ­მა ანა კუ­ჭა­ვამ ჭად­რაკ­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა

18 სექ 2017

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს დას­რულ­და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ა­და 2017“. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი თით­ქ­მის ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი.
წელს უნი­ვერ­სი­ა­და­ში მედ­ლის მო­პო­ვე­ბა 19 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტ­მა შეძ­ლო. უნი­ვერ­სი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტ­მა ანა კუ­ჭა­ვამ, რო­მელ­მაც 7 ივ­ლისს ჭად­რაკ­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და უნი­ვერ­სი­ა­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და.

ანა კუ­ჭა­ვა სკო­ლა­ში საკ­მა­ოდ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო. ჭად­რა­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბა­ბუ­ამ გა­უღ­ვი­ძა, რო­მე­ლიც ჭად­რა­კის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა. თა­მა­ში, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, შე­და­რე­ბით გვი­ან, 11 წლის ასაკ­ში და­იწ­ყო. თა­ნა­ტო­ლებ­თან პა­ექ­რო­ბა თა­ვი­დან ცო­ტა გა­უ­ჭირ­და, რად­გან ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით ისი­ნი აშ­კა­რად სჯობ­დ­ნენ. 
„თა­ვი­დან, ბევ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გან­ვი­ცა­დე. ბევრს ვშრო­მობ­დი, რომ წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­მეღ­წია. ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე ჭად­რა­კის გა­მო. ტურ­ნი­რებ­ზე უფ­რო­სი ასა­კის სპორ­ტ­ს­მე­ნებ­საც კი ვე­ჯიბ­რე­ბო­დი. პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 14 წლის ასაკ­ში მო­ვი­და და, აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა ტურ­ნი­რებ­ზე ვი­მარ­ჯ­ვებ­დი. ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 20 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნებ­ში, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­კობ­რი­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და პრი­ზი­ო­რი. 2009 წელს გა­ვი­მარ­ჯ­ვე მსოფ­ლი­ოს სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ბერ­ძ­ნეთ­ში. 2013 წელს მონ­ტე­ნეგ­რო­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბო­ლო ტუ­რის წინ პირ­ველ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ბო­ლო პარ­ტი­ა­ში დავ­მარ­ც­ხ­დი და სა­ბო­ლო­ოდ 5-6 ად­გი­ლე­ბი გა­ვი­ყა­ვით. ამ­ჟა­მად ფი­დეს ოს­ტა­ტი ვარ. მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოს­ტა­ტო­ბის ერ­თი ნორ­მა“, – აღ­ნიშ­ნავს ანა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიყ­ვა­რულ­ზეც გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს.
„სკო­ლა­ში ის­ტო­რია მიყ­ვარ­და და გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლი მქონ­და ის­ტო­რი­კო­სი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ერ­თი წა­მი­თაც არ ვნა­ნობ, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, სა­დაც მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ. მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სა­უ­ბა­რი არ მაქვს მხო­ლოდ ფაქ­ტო­ლო­გი­ურ ცოდ­ნა­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არ მქონ­და. 
წელს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და­ვამ­თავ­რე. მო­მა­ვალ­ში მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და, რა თქმა უნ­და, ისევ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. რთუ­ლია აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ სხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე იფიქ­რო. მიყ­ვარს ეს გა­რე­მო, ლექ­ტო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა სტუ­დენ­ტე­ბიც ჩემ­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ“, – ამ­ბობს ანა და თა­ვის გა­ტა­ცე­ბებ­ზეც გვი­ამ­ბობს. 
„და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ეს­პა­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ეს ორი ენა სა­ბა­ზი­სო დო­ნე­ზე შე­მეს­წავ­ლა. იმე­დი მაქვს, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბაც სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა. უნი­ვერ­სი­ა­და­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა ბევრს ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის. წარ­მა­ტე­ბა მო­ვუ­ტა­ნე უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს“, – აც­ხა­დებს ანა და ბო­ლოს, მთა­ვარ მი­ზან­საც გვიმ­ხელს: „მინ­და ჭად­რაკ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ოს­ტა­ტის წო­დე­ბა მო­ვი­პო­ვო. ამ წუ­თას ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ეს არის“.