ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი – სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სი­ახ­ლე­ე­ბი და გეგ­მე­ბი

18 სექ 2017

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ მას შემ­დეგ და­ამ­ტ­კი­ცა, რაც ამ გეგ­მის თი­თო­ე­ულ პუნ­ქ­ტ­ზე აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ, სე­ნატ­მა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ, პრო­ფე­სუ­რი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა იმუ­შა­ვა. გეგ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ და­პი­რე­ბებს მო­ი­ცავს, რა­საც რექ­ტო­რი თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში ახ­მო­ვა­ნებ­და. სიტ­ყ­ვა ერ­თია, საქ­მე – მე­ო­რე – ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ამ პრე­ტენ­ზი­ას რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის და, სა­ერ­თოდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქმე­დე­ბე­ბი?


ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, არა­ერ­თი სი­ახ­ლე გვე­ლის. ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის დაწ­ყე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ცე­რე­მო­ნი­ის თან­მ­დევ სტუ­დენ­ტურ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლებ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­გორც გაც­ხად­და, უკ­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. რა და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს რექ­ტო­რი? – ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ გაწ­ვ­დით.

შე­თა­ვა­ზე­ბა იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ვინც ვერ მოხ­ვ­და, ამ­ჯე­რად, თსუ-ში

– წელს 67 სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა გა­მოც­ხად­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ახალ­გაზ­რ­დამ მო­ინ­დო­მა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბა – აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა შე­მო­ხა­ზეს თსუ და ეს იყო 7700 გა­ნაც­ხა­დი, ვინც პირ­ვე­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა თსუ-ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ შევ­ძე­ლით მხო­ლოდ 3500 სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბა, ამ ჯერ­ზე, თუმ­ცა­ღა იმ სტუ­დენ­ტებს, ვინც ვერ გახ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბი, ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა – გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია და მო­ბი­ლო­ბის გზით გად­მო­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩვე­ნი კა­რი ღია არის მათ­თ­ვის, ვი­საც აქვს მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია და კვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის.


მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში

– გვინ­და, რომ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, რომ მეც­ნი­ე­რე­ბას ახა­ლი იმ­პულ­სე­ბი მი­ე­ცეს... ამის­თ­ვი­საც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მათ შო­რის არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ე.წ. კო­ტუ­ტე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, რო­დე­საც ერ­თობ­ლი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი, ერ­თობ­ლი­ვი ხა­რის­ხე­ბი ენი­ჭე­ბათ სა­დოქ­ტო­რო თუ სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებს; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იუ­ლი­ხის ცენ­ტ­რ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერაზმუს პლ­უ­სის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ა.შ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 64 პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც შანსს აძ­ლევს ჩვენს სტუ­დენ­ტებს – მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში და თა­ვი­სი უნა­რე­ბი და თა­ვი­სი ცოდ­ნა გა­იღ­რ­მავ­ონ ჩვენს პარ­ტ­ნი­ორ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სო­რე­ბის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც, რა­საც, წელს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა. 
კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბაა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აა­მაღ­ლებს სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მე­ბის ხა­რისხს და გა­მო­რიც­ხავს პლა­გი­ა­ტის არ­სე­ბო­ბას. 
დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო, რო­მელ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის პრინ­ცი­პით მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან დარ­გის სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც. საბ­ჭოს გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბას შე­ის­წავ­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­დი­სერ­ტა­ციო კო­მი­სია. ამ ახალ სტრუქ­ტუ­რას ერ­თ­გ­ვა­რი ფილ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­აც ექ­ნე­ბა. კო­მი­სი­ა­ში ფა­კულ­ტე­ტე­ბის და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებს ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ას პლა­გი­ა­ტის და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.


„კო­ტუ­ტე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა

– თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა „კო­ტუ­ტე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში (რო­დე­საც ერ­თობ­ლი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი და ხა­რის­ხე­ბი ენი­ჭე­ბათ სა­დოქ­ტო­რო და სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რე­ბის სტუ­დენ­ტებს). მათ შო­რის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ურ­ბა­ნის­ტი­კა­ში ლი­სა­ბო­ნის და დელ­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა შექ­მ­ნი­ლია TEMPUS RETHINKE პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას ურ­ბა­ნის­ტი­კა­ში, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღემ­დე არ არ­სე­ბობ­და; ასე­ვე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ბო­ლო­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად ევ­რო­პულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზად­დე­ბი­ან ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მკვლევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქა­ში, სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ჟან­რ­სა და ენა­ზე შექ­მ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კვლე­ვას ფრან­გულ ენა­ზე, კომ­პა­რა­ტი­ვის­ტუ­ლი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.


პრო­ფე­სო­რე­ბი ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან

– ახა­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის შერ­ჩე­ვა, რა­საც ჩვენ აკა­დე­მი­ურ კონ­კურ­სებს ვე­ძა­ხით, გა­და­დის ახალ რელ­სებ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ღია, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პრო­ცეს­თან. აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შე­სარ­ჩე­ვად ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი 2018 წლის 1 იან­ვ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. 
ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­კურ­სი­სას კან­დი­და­ტე­ბის შე­ფა­სე­ბას რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი კუთ­ხით. სა­მეც­ნი­ე­რო კუთ­ხით შე­ფა­სე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის პრინ­ცი­პი, აკა­დე­მი­უ­რი მხა­რის შე­ფა­სე­ბი­სას კი კან­დი­და­ტი ფას­დე­ბა, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი ლექ­ტო­რი. შე­მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლა, სა­დაც აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა გა­ზომ­ვა­დი კომ­პო­ნენ­ტი. კან­დი­და­ტე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ღია, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლექ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის წვე­რებ­თან და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად და­ეს­წ­რე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. შე­მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­კე­ტა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტუ­დენ­ტებს კან­დი­და­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ა­ჯა­მებს შე­დე­გებს და მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყ­ვე­ტი­ლე­ბას თი­თო­ე­ულ კან­დი­დატ­ზე. ეს სა­კით­ხი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სივ­რ­ცე­ში გა­და­დის და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 
ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს არა­ერ­თი მხა­რე, მათ შო­რის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სტუ­დენ­ტებ­საც ექ­ნე­ბათ თა­ვი­სი ხმა. ამუ­შავ­დე­ბა გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მიც. ამ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მა­ლე შე­იტ­ყობს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.


ახა­ლი ჰიდ­რო-ლა­ბო­რა­ტო­რია თსუ-ში გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს შე­ის­წავ­ლის

– ვაგ­რ­ძე­ლებთ გახ­ს­ნას იმ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ერ­თობ­ლივ სა­მეც­ნი­ე­რო კო­ო­პე­რა­ცი­ა­ზე ჩვენს უც­ხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან. 
იხ­ს­ნე­ბა მე­ო­რე ლა­ბო­რა­ტო­რია – ეს არის ჰიდ­რო-ლა­ბო­რა­ტო­რია მე­ო­რე კორ­პუს­ში, რო­მე­ლიც იუ­ლი­ხის ცენ­ტ­რის, თსუ-ს, ქა­ლა­ქის მე­რი­ის და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი არი­ან იუ­ლი­ხის ცენ­ტ­რი და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია. ლა­ბო­რა­ტო­რია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ატ­მოს­ფე­როს ანა­ლი­ზებ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ატ­მოს­ფე­როს ქი­მი­ურ ანა­ლიზს, ასე­ვე შე­დე­გე­ბის მა­თე­მა­ტი­კურ და­მუ­შა­ვე­ბას და ატ­მოს­ფე­როს მდგო­მა­რე­ო­ბის მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლის შექ­მ­ნას. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იმუ­შა­ვე­ბენ სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ჰა­ე­რის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა­ში, ანა­ლიზ­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლე­ბის შედ­გე­ნა­ში. ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის გარ­და, ჩა­ტარ­დე­ბა ატ­მოს­ფე­როს დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი და მო­დე­ლი­რე­ბა, ასე­ვე შე­მუ­შავ­დე­ბა ანა­ლი­ზის ახა­ლი მე­თო­დე­ბი და ტექ­ნი­კა, მათ შო­რის, ატ­მოს­ფე­როს ანა­ლი­ზის­თ­ვის დრო­ნე­ბის შექ­მ­ნა.
ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს. ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი შეძ­ლე­ბენ, რომ კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცენ – თუ რო­გორ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და გა­მოს­წორ­დეს სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან. 

სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­გ­ვა­რი და­ნა­ხარ­ჯის გა­რე­შე შეძ­ლე­ბენ წვდო­მას სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლოებ­თან

– თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნა­დი ფონ­დი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­გ­ვა­რი და­ნა­ხარ­ჯის გა­რე­შე შეძ­ლე­ბენ წვდო­მას სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა.
წიგ­ნა­დი ფონ­დი გა­ი­ზარ­და 10 ათა­სი ერ­თე­უ­ლით, ციფ­რულ ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­ე­მა­ტა 2000-ზე მე­ტი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო დო­კუ­მენ­ტი, ბიბ­ლი­ო­თე­კას გად­მო­ე­ცა ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნის, ტუ­ბინ­გე­ნის (გერ­მა­ნია) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის კლა­უს შვა­გე­რის უმ­დიდ­რე­სი და უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, პირ­ვე­ლად გა­ფორ­მ­და პირ­და­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერთ-ერთ უდი­დეს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას­თან – EBSCOhost–თან, თსუ გახ­და EconBiz ქსე­ლის პარ­ტ­ნი­ო­რი. ამას­თან, თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი ოქ­ტომ­ბ­რი­დან უკ­ვე ისარ­გებ­ლე­ბენ ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ბა­ზით „Web of Sci­en­ce“, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლი სის­ტე­მაა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა მო­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 8700 ჟურ­ნალს მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გ­ში.


სულ მა­ლე და­იწ­ყე­ბა II კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია

– უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუ­სის თე­მა – ეს არის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თე­მა ჩვე­ნი წლე­ვან­დე­ლი გეგ­მი­სა. სულ მა­ლე და­იწ­ყე­ბა მე­ო­რე კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. თუმ­ცა­ღა, მხო­ლოდ მე­ო­რე კორ­პუ­სის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა ჩვე­ნი გეგ­მე­ბი: უკ­ვე და­ვიწ­ყეთ მო­წეს­რი­გე­ბა მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სი­სა, სა­დაც გა­მო­იც­ვა­ლა ყვე­ლა ფან­ჯა­რა; ასე­ვე და­ვიწ­ყეთ მო­წეს­რი­გე­ბა ბი­ო­ლო­გე­ბის კორ­პუ­სი­სა... იქ ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის ბევ­რი აუ­დი­ტო­რია მომ­ზად­და, გა­რე­მონ­ტ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­ხუ­რა­ვი და ა.შ.. მარ­თა­ლია, მთლი­ა­ნად ვერ შევ­ძე­ლით ბი­ო­ლო­გე­ბის კორ­პუ­სის რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია, მაგ­რამ ბევ­რი სა­მუ­შაო ნამ­დ­ვი­ლად ჩა­ტარ­და; ყვე­ლა კორ­პუს­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­კეთ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი; მა­ლე დამ­თავ­რ­დე­ბა ლიფ­ტე­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ექ­ტიც. ამ ეტა­პის­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს თსუ-ის ა. ნა­თიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ლუ­რი მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის (მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი) სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით უნი­ვერ­სი­ტე­ტის I, VI, IX, X და ბიბ­ლი­ო­თე­კის კორ­პუ­სებ­თან და­მონ­ტაჟ­და ვე­ლო-პარ­კინ­გე­ბი.
ვფიქ­რობ, ყვე­ლა ეს სა­მუ­შაო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.


სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის ათ­ვი­სე­ბა სულ მა­ლე მოხ­დე­ბა

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თსუ-ს ახა­ლი სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბე­ლი გად­მო­ე­ცა. ეს გახ­ლავთ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის 320 ად­გი­ლი­ა­ნი სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ კორ­პუს­თან ერ­თად, აქვს სპორ­ტუ­ლი ბლო­კი, ღია მო­ე­და­ნი, რაც სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის ათ­ვი­სე­ბა სულ მა­ლე მოხ­დე­ბა. სტუ­დენ­ტურ სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბელ­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნაც­ხა­დე­ბის მი­ღე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში და­იწ­ყე­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თო საც­ხოვ­რებ­ლის ტექ­ნი­კუ­რი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი აღ­ჭურ­ვა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნაც­ხა­დე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. 
გარ­და ამი­სა, ვვა­რა­უ­დობთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოც­ხად­დე­ბა ტენ­დე­რი, სა­დაც ჩვენ, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტი, და, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­მო­ვაც­ხა­დებთ ტენ­დერს იმ კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის წარ­მო­სა­ჩე­ნად, ვინც თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, რომ აა­შე­ნოს ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბე­ლი – ეს ერ­თ­ხელ და სა­მუ­დამოდ გა­დაწ­ყ­ვეტს სტუ­დენ­ტ­თა ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მას სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბელ­ში. ეს პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა სხვა პროგ­რა­მე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნოთ.


სტუ­დენ­ტუ­რი კვე­ბის ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბი იხ­ს­ნე­ბა

– და­პი­რე­ბი­სა­მებრ, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი გა­იხ­ს­ნა და იხ­ს­ნე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის. პირ­ველ კორ­პუს­თან და მაღ­ლივ­ში სტუ­დენ­ტუ­რი სა­სა­დი­ლო­ე­ბის გახ­ს­ნას­თან ერ­თად, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტებს, ამუ­შავ­დე­ბა მეშ­ვი­დე კორ­პუს­ში, ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში (IშEთ) და ბი­ო­ლო­გე­ბის კორ­პუს­ში.