თსუ-ის სტუდენტი ბუდაპეშტის ფილიალის ფინანსური ანალიტიკოსი გახდა

05 აპრ 2017

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ დევაძე მსოფლიოში უდიდესი ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ამერიკული კორპორაცია ExxonMobile-ის ბუდაპეშტის ფილიალის ფინანსური ანალიტიკოსი გახდა.
22 წლის მარიამ დევაძემ დამამთავრებელ კურსზე ჯერ ბუდაპეშტში სწავლის გაგრძელების სრული დაფინანსება მოიპოვა, გასული წლის მაისში კი ჯონ როკფელერის „სტანდარტ ოილის“ შთამომავალი კომპანიის ExxonMobile-ის თანამშრომელი გახდა.
„ძალიან მიყვარს თსუ, ეს უნვიერსიტეტი სტუდენტებს უდიდეს პოტენციალს სთავაზობს, მთავარია, რომ სწორად გამოიყენო. სტუდენტობა ჩემთვის სწავლასთან ასოცირდება. ნაკლებად ვერთობოდი, დროის უდიდეს ნაწილს სწავლას ვუთმობდი. თავის მხრივ უნივერსიტეტიც მიფასებდა მონდომებას და არაერთგზის სტიპენდიანტი გავხდი. ასევე 2013 წლის საუნივერსიტეტო კონფერენციის ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტული მხვდა წილად. 2015 წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. ამავე წელს მოვიპოვე უნგრეთის მთავრობის სრული სასწავლო სტიპენდია ბუდაპეშტში სწავლის გასაგრძელებლად“.