სტუდენტური პროექტების დაფინანსების კრიტერიუმი შემუშავებულია

14 თებ 2017

თსუ­-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თსუ­-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის (2017-2021) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყ­ო. შე­იქ­მნა სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღ­ვრე­ლი საბ­ჭო. საბ­ჭომ სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უკ­ვე შე­ი­მუ­შა­ვა. ახა­ლი წე­სი ძა­ლა­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ვა.

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გან­მსაზღ­ვრელ საბ­ჭოს თსუ­-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. შვიდ­კა­ცი­ან საბ­ჭო­ში თსუ-­სა და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი, ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ირი­ნა გვე­ლე­სი­ა­ნი, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი ლა­შა ლა­ბა­ძე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ოლი­ვერ რა­ის­ნე­რი, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვი­სა და მარ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ აფ­ხა­ზა­ვა, კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა ხან­თა­ძე.

თსუ­-ის აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ თსუ-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა (2017-2021) 20 დე­კემ­ბერს და­ამ­ტკი­ცა. დო­კუ­მენ­ტზე სპე­ცი­ა­ლურ­მა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა, რო­მე­ლიც თსუ­-ის რექ­ტო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი პირ­ვე­ლად 6 ოქ­ტომ­ბერს შე­იკ­რი­ბა და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ისეთ სა­კითხ­ებ­ზე, რო­გო­რი­ცა­ა: უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვა, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. თსუ­-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფი თსუ­-ის პრო­ფე­სო­რებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს აერ­თი­ა­ნებს. სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ჯა­როდ, მას­ში ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი.