რატომ არ ათავისუფლებს „აუდიტორია 115“ თსუ-ის მე-6 კორპუსს?

14 თებ 2017

„უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი უკ­ვე მომ­ზად­და. ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა-­გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­გორც „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ს, ასე­ვე თსუ­-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს საპარლამენტო კო­მი­ტეტ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი კითხ­ვა­რი გა­და­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხ­ის შეს­წავ­ლა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს მო­ი­ცავ­და. კა­ნონ­პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის მთა­ვა­რი მოთხ­ოვ­ნე­ბი სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში სტუ­დენ­ტთა პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სახ­სრე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ.
დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნონ­ში ოთხი ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაა და­გეგ­მი­ლი:

„ყვე­ლა სტუ­დენტს მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა პირ­და­პი­რი წე­სით იქ­ნეს არ­ჩე­უ­ლი არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით საბ­ჭო­ში (სე­ნატ­ში), არა­მედ ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლის (ფა­კულ­ტა­ტურ) საბ­ჭო­შიც. ამას­თა­ნა­ვე გა­ნი­საზღ­ვრე­ბა ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლის საბ­ჭო­ში სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი (საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის არა­ნაკ­ლებ 1/4-ი­სა). წეს­რიგ­დე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით საბ­ჭო­სა და ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლის საბ­ჭოს წევ­რი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეწყ­ვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის წე­სი. ასე­ვე გა­ნი­საზღ­ვრე­ბა სტუ­დენ­ტთა თა­ნას­წო­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში“.

„უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა სტუ­დენტს პრო­პორ­ცი­უ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბის წე­სით (მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის არა­ნაკ­ლებ 1 წარ­მო­მად­გენ­ლი­სა) მი­ე­ცე­მათ უფ­ლე­ბა იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით საბ­ჭო­ში (სე­ნატ­ში) და ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლის (ფა­კულ­ტა­ტურ) საბ­ჭო­ში“.

„ყვე­ლა სტუ­დენტს მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა – ჰქონ­დეს თა­ნა­ბა­რი წვდო­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ტე­რი­ა­ლურ და ტექ­ნი­კურ რე­სურ­სებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან­/და ერ­თობ­ლი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ გან­საზღ­ვრუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო, კულ­ტუ­რუ­ლი, სპორ­ტუ­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეწყ­ო­ბა“.

„გა­ნი­საზღ­ვრე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ნე­ზე სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სის­ტე­მის ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის ზო­გა­დი დე­ფი­ნი­ცი­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და არ­ჩე­ვის წე­სი, რო­მელ­თა დე­ტა­ლუ­რი გან­საზღ­ვრა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დო­ნე­ზე უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. კერ­ძოდ, ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლო სა­ხე­ე­ბი: სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი ასამ­ბლე­ა, სტუ­დენ­ტუ­რი საბ­ჭო, სტუ­დენ­ტუ­რი კლუ­ბი და სხვა, რომ­ლის არ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უნ­და იღებ­დეს მოქ­მე­დი სტუ­დენ­ტე­ბის არა­ნაკ­ლებ 10%-ი­სა. სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სის­ტე­მა აერ­თი­ა­ნებს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ არ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გე­ნენ და იცა­ვენ შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ერ­თე­უ­ლის სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და უფ­ლე­ბებს“.

კა­ნონ­პრო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა კი­დევ შე­ვი­დეს. პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტ­მა დო­კუ­მენ­ტი თსუ­-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის წევ­რებს გა­აც­ნო. სტუ­დენ­ტებ­მა, თა­ვის მხრივ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მო­ცე­მულ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კითხ­ვე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნეს. თუ რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა მო­რი­გი შეხ­ვედ­რა კა­ნონ­პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვი­სათ­ვის, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბი­ა. პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­აბ­რკო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, რო­მელ­მაც „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის სარ­ჩე­ლი წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სტუ­დენ­ტურ­მა მოძ­რა­ო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში შე­ი­ტა­ნა. პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი­სა და მი­სი თავ­მჯდო­მა­რის­თვის ეს ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

„კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის სა­მუ­შაო ვერ­სია უკ­ვე მზა­და­ა, თუმ­ცა ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ შე­ვიტყ­ვეთ „ა­უ­დი­ტო­რია 115-ის“ მი­ერ სარ­ჩე­ლის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ისი­ნი „უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მე-20, 27-ე, 43-ე და 45-ე მუხ­ლებს ასა­ჩივ­რე­ბენ. ახ­ლა უნ­და ვიმ­სჯე­ლოთ, გვაქვს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა: და­ვე­ლო­დოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და შე­სა­ბა­მი­სად შე­ვი­ტა­ნოთ ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რაც ბუ­ნებ­რი­ვია დიდ დროს და რე­სურსს მო­ითხ­ოვს, ან შე­ვი­ტა­ნოთ თე­ბერ­ვალ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბის მზა­ო­ბაც იყო. 

რო­დე­საც დი­ა­ლო­გი გა­და­დის კონ­სტრუქ­ცი­ის რე­ჟიმ­ში და მხა­რე­ე­ბი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ის შე­ჯე­რე­ბის ფორ­მა­ტით სარ­გებ­ლო­ბენ, ვფიქ­რობ, სულ მცი­რე, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ეს მა­თი უფ­ლე­ბაა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მი­ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე – და­ვე­ლო­დე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას თუ არა“, – გა­ნაცხ­ა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა (წყა­რო: edu.aris.ge).

„ა­უ­დი­ტო­რია 115“ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბას არა­ლო­გი­კუ­რად აფა­სებს. სტუ­დენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია კო­მი­ტე­ტის წევ­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნო­დათ. გარ­და ამი­სა, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­კარ­გავს ძა­ლას, რად­გან გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი უკ­ვე გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. 

„გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­რი­ამ ჯაშ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა, ალო­გი­კუ­რი იყო. გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტს ჰყავს იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გან­მარ­ტონ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი ხელს არ შე­უშ­ლის კა­ნონ­პრო­ექ­ტის და­რე­გის­ტრი­რე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, თუ პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონ­პრო­ექტს და­ამ­ტკი­ცებს, აღ­მო­იფ­ხვრე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პრო­ცესს შე­ა­ჩე­რებს. ეჭვს ბა­დებს ისიც, რომ კო­მი­ტეტ­ში ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ ჩვენ მი­ერ 10 თვის წინ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლის შე­სა­ხებ, ამის თა­ო­ბა­ზე მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. ამ­დე­ნად, არ ვი­ცი, რის­თვის სჭირ­დე­ბა კო­მი­ტეტს დრო­ის გა­წელ­ვა, ჩვენ მი­ვა­წო­დეთ ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და კა­ნონ­პრო­ექ­ტი მათ შე­ი­მუ­შა­ვეს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოც გა­მო­ი­ტანს თა­ვის გან­ჩი­ნე­ბას და შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტი უკ­ვე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა – სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღოს“, – გა­ნაცხ­ა­და „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის წევ­რმა გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძემ. 

შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც „ა­უ­დი­ტო­რია 115“-მა კო­მი­ტეტს კა­ნონ­პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნა, შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ებ­ში არ­ჩე­ვის წესს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში არ­ჩევნე­ბი­სას თი­თო­ე­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი­დან კენ­ჭის­ყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უნ­და იღებ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის, და არა მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სტუ­დენ­ტთა 10%. მა­თი მო­საზ­რე­ბით, ასე­ვე, არ არის სა­ჭი­რო­ე­ბა, ცალ­კე არ­სე­ბობ­დეს სტუ­დენ­ტთა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რომ­ლის სტრუქ­ტუ­რულ ფორ­მა­საც, კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თა­ვად უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გან­საზღ­ვრავს. 

„გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის კო­მი­ტეტ­ში გვითხ­რეს, რომ 10%-ი­ან სა­არ­ჩევ­ნო ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლე­ბენ. ასე­ვე ვკითხ­ეთ, ახ­ლა მოქ­მე­დი სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კითხ­ის შე­სა­ხებ. მა­თი გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონს არ გა­აჩ­ნია უკუქ­ცე­ვის ძა­ლა და, ამ­დე­ნად, რო­დე­საც ამო­ი­წუ­რე­ბა მა­თი მოქ­მე­დე­ბის ვა­და, მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბი მა­შინ ჩა­ტარ­დე­ბა. 

ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ იარ­სე­ბებს. თუმ­ცა, იქ­მნე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო, რომ­ლის სტრუქ­ტუ­რულ ფორ­მა­საც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ში­და წეს­დე­ბით გან­საზღ­ვრავს. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას რეკ­რუ­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ ექ­ნე­ბა და მი­სი წევ­რე­ბი მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აირ­ჩე­ვი­ან. ამ ორ­გა­ნოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ხა­რის­ხის სა­კითხ­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასე­თი სტუ­დენ­ტუ­რი სტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ებ­ზე სე­ნატ­სა და სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ში არ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ისე­დაც მუ­შა­ო­ბენ. გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რო­მელ­მა ორ­გა­ნომ უნ­და გან­საზღ­ვროს სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ფორ­მა, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა. პა­სუ­ხად კო­მი­ტე­ტი ამ­ბობს, რომ მათ ურ­თულ­დე­ბათ კა­ნო­ნი­დან 45-ე მუხ­ლის (სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ) სრუ­ლად ამო­ღე­ბა და, უბ­რა­ლოდ, რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა ასე­თი სა­ხით გა­უ­კე­თეს.

კა­ნონ­პრო­ექ­ტის და­დე­ბით მხა­რედ მი­ვიჩ­ნევთ იმ ფაქტს, რომ სტუ­დენ­ტებს ორ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში ერ­თდრო­უ­ლად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბათ. გარ­და ამი­სა, თუ სტუ­დენ­ტი ერ­თი რო­მე­ლი­მე საბ­ჭოს წევ­რი უკ­ვე იყო, სხვა საბ­ჭოს წევ­რო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა. ამ გზით უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვის პრო­ცეს­ში ჩარ­თვას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სტუ­დენ­ტი შეძ­ლებს“, – აღ­ნიშ­ნა „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის წევ­რმა გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძემ.


რას არ ეთანხმებიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები?

თსუ­-ის სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებს ფი­ნან­სურ თუ მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებ­ზე თა­ნა­ბა­რი წვდო­მა კა­ნონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­წე­რამ­დეც ჰქონ­დათ, სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ე­ბის ბო­ლო არ­ჩევ­ნე­ბიც პირ­და­პი­რი წე­სით ჩა­ტარ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­პრო­ექ­ტის ამ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვთ. თუმ­ცა, კითხ­ვე­ბი აქვთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რის ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 

„ა­უ­ცი­ლებ­ლად და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია – ვინ სწყვეტს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ფორ­მას – ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, რექ­ტო­რი თუ სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მელ­საც ორ­წლი­ა­ნი ლე­გი­ტი­მა­ცია აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი? გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ ამა­ვე კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკ­რძა­ლე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ვინ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს ეს სა­კითხ­ი, ბუნ­დო­ვა­ნი­ა. 

მე­ო­რე, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნა გა­მოვ­თქვით, ეს გახ­ლავთ სტუ­დენ­ტე­ბის შეზღ­უდ­ვა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენტს აღარ შე­ეძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სე­ნა­ტი­სა და სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭოს ერ­თდრო­უ­ლად წევ­რო­ბა. ასე­ვე, ერ­თ-ერთ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში წევ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ეკ­რძა­ლე­ბა სხვა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ასეთ წესს არ ვე­თან­ხმე­ბით, რად­გან სე­ნატ­სა თუ სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სუ­რას თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ ვრცელ­დე­ბა აკ­რძალ­ვა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტებ­ზე და არა პრო­ფე­სუ­რა­ზე“, – აღ­ნიშ­ნა თსუ­-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

 

* * *

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ორი­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ამ დრო­ის­თვის მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის­გან კა­ნონ­პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას ელო­დე­ბა. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და „ა­უ­დი­ტო­რია 115“-ის წევ­რებ­მა სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე და მარ­თვის ორ­გა­ნო­ებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­ტეტს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნეს. რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და რას – არა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მა­ნამ­დე კი „ა­უ­დი­ტო­რია 115“ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კორ­პუ­სის პი­კეტს გა­ნაგ­რძობს. სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბას მა­შინ გეგ­მავს, რო­დე­საც „უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.